ჩემდა გასაკვირად, დილით არაფერი არ დამვიწყებია. არც უკან მოტრიალება მომიწია.
დიდუბეშიც დროზე მივედი.
შორიდანვე დავუწყე სამთო ქიმიის მისადგომებს თვალიერება, მაინტერესებდა რამდენი იყო უკვე მოსული.
ანა შევნიშნე, თამაზის (ჩვენი ხომალდის კაპიტანი) ესაუბრებოდა.
მეორე მიკროავტობუსი ჯერ არ ჩანდა.
სამთო ქიმიის კიბეებზე ლამა, გურული, ვანსკი და კიდევ ვიღაც (ვერ ვიხსენებ

) იდგა თუ იჯდა.
მალე ამიგოც მოვიდა და წინა ღამეს ამობეჭდილი სია მოიტანა.
დავიწყე პლუსების დასმა. მოვიდოდა ვინმე და მაშინვე ვატარებდი ჟურნალში

.
სხვათა შორის, ეს ყველაზე მარტივი მეთოდია, ახალი მოლაშქრეების გასაცნობად

.
როგორი კომპლექსიანი და არაკომუნიკაბელურიც უნდა იყო, ”საპატიო მიზეზი” გაქვს ახალმოსულთან გამოსალაპარაკებლად

.
ნელ-ნელა გვემატებოდნენ.
ბევრი ახალი (სასიამოვნო) სახე ვნახე გუშინდელ ლაშქრობაში, რაც ძალიან მახარებს

.
ერთ სახალისო მომენტს გავიხსენებ:
რომ ვეუბნებოდი ახალმოსულებს, შეგიძლიათ ჩანთები დააწყოთ-თქო, ზოგი მეკითხებოდა, პირველი (ან მეორე) მიკროავტობუსი რომელიაო.
რადგან სიაში ორ მიკროავტობუსად მქონდა სია ჩამოწერილი, ჩათვალეს, რომ სიის მიხედვით უნდა დავმსხდარიყავით

.
უცებ გაჩერდა სარეისო მიკროავტობუსი და რას ხედავს ჩემი თვალები.
შლაპით ვიღაცა ჩამოდის

...
კარგად დავაკვირდი და მირანდა არ აღმოჩნდა?!
ნებისმიერისგან კი ბატონო, მაგრამ მირანდასგან მე ამას არ მოველოდი
მირანდა, ეს რა გამიკეთე, ჰა

?!
აი თურმე რატომ წახვედი ევროპაში?!

(ვახ, არ უხდებოდეს მაინცა

)
ეგრე, ხო?
კაი ბატონო... მაგ შლაპას, პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვსპობ და გავანადგურებ.
ჰოდა, ყველამ იცოდეთ, რომ ამ კარავზე შლაპიანი მხოლოდ მე უნდა ვიყო და არ დავუშვებ სხვა მსგავსის არსებობას!
ვოტ!
8:44-ზე მოლაშქრეთა ნახევარიც არ იყო მოსული
არა რა, რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები უნდა გავატაროთ, დამგვიანებელთა წინააღმდეგ.
ყველაზე დიდხანს მობი-დიკის ვუცადეთ.
ერთი საათი დაიგვიანა.
არადა, ვიცოდი მაგისი ამბავი და სპეციალურად გავაღვიძე 7:30-ზე, თან მეორედაც გადავურეკე, შესამოწმებლად, რომ არ დაეგვიანა.
როცა მეგობრები იკრიბებით, დაიგვიანე ბატონო, რამდენიც გინდა.
მაგრამ არანაირი საპატიო მიზეზი არ გიშველის, ერთ საათს რომ ალოდინებ ამდენ უცნობ ხალხს

.
პლუსები რომ არ ჰყოლოდა, აღარ დაველოდებოდი და მის გარეშე წავიდოდით.
საბოლოოდ ჩვენი სია ასე გამოიყურებოდა (ვნანობ, ფოტო რომ არ გადავუღე):
I მიკროავტობუსი
1. int3lig3nt
2. თამუნა, ჩემი პლუსი
3. MIRANDA
4. Marita777
5. თამთა
6. ann
7. ME- NINI ARABULI
8. ხალიანა
9. ხალიანა-ს +
10. SHORENA
11. Duckling
12. Duckling +
13. Vanski
14. ზურა ნ.
15. ზურა ნ. +1
16. ზვიო
17. მეცამეტე გოჭი - ხათახუთინა
18. amigo
19. მე -ნინი არაბულის +
II მიკროავტობუსი
1. ლამა
2. დავითი
3. Tamusia
4. mobi-diki
5. ელენე
6. თაკო
7. teo-
8. ნინი85
9. გურული
10. აცაბაცა
11. აცაბაცას +
12. წინა ლაშქრობის გმირი - kiki
13. ubralod
14. mimino
15. Tikalo?!
16. hellen
სულ 35 მოლაშქრე.
9:30-ზე გასულები, ელგუჯას ციხესთან (ხადას ხეობის დასაწყისში მდებარეობს) საათნახევარში ჩავედით.
გზაში ისეთი აღსანიშნავი არაფერი არ მომხდარა, იმას თუ არ ჩავთვლით, ზვიო და ხათახუთინა, თამაზის კონცენტრირების უნარს და მოთმინებას რომ ამოწმებდნენ, რამდენიმე წუთი მის გვერდით ჭიდაობით

.
რეკლამა ჩვენს შოუში:
სწრაფად და კარგად დაჰყავს თამაზის მიკროავტობუსი.
თან ახალგაზრდაა და შეუძლია ხალისში აგვყვეს

.
საუკეთესო არჩევანია კარვული გასვლებისათვის

.
იმიტომ არ ვაქებ, ჩემი ახლობელი რომ არის.
სხვა მძღოლებზე უფრო იაფად წაგვიყვანა და მეორე მიკროავტობუსიც ნაკლებ ფასში გვიშოვა

.
ინტერნეტით სარგებლობს და კარავის აქტიური მკითხველიცაა.
იმასაც დაგვპირდა,
www.karavi.ge უნდა დავაწერო საქარე მინასო

.
მძღოლების თემაში დავამატებ მის ნომერს.
საერთოდ, სარეკლამო ბლოკის შემდეგ, ისევ ფილმი გრძელდება ხოლმე, მაგრამ ახლა ჯობია დავიძინო

.
დღეს ბევრი ვერ დავწერე, რაღაც საქმეები მქონდა მოსაგვარებელი.
ხვალ მეტს დავწერ

.
P.S.
იმედია მართლა არ დაიჯერეთ, რაც შლაპებზე დავწერე

.
მხოლოდ გამიხარდება შლაპების მომრავლება, მით უმეტეს კარავზე და მით უმეტეს ისეთი ადამიანის თავზე, როგორიცაა მირანდა

.
თან უხდება

.
P.P.S ფოტოები ავტვირთე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მაწერინებს

.
ახლიდან დავიწყე და დილამდე აიტვირთება.