სანამ წინა პოსტის ფოტოებს გადავიღებდი, კიკიმ სადღაც ქვემოთ ჩამიყვანა, ძვლებს განახებო.
ფოტოებზე კია განათებული, მარა იქ სრული სიბნელე იყო, მხოლოდ ერტი კანდელი ბჟუტავდა.
თან საკმაოდ მძიმე ჰაერი იყო და უცებ ამოვედით.
ძვლების ფოტოები დადო უკვე არჩილმა და აღარ გავიმეორებ.
კიკიმ მითხრა, ეგენი ყველა წმინდანად არიან შერაცხულნიო.
დამაინტერესა, როგორ ხდებოდა წმინდანად შერაცხვა და დაწვრილებით ამიხსნა

.
თუ გაინტერესებთ, ჰკითხეთ და იმედია დაწერს აქაც

.
კიდე ერთი-ორი ფოტო გადავიღე და გარეთ გამოვედი, იქ რამდენიმე ჩვენიანი გველოდებოდა
დანარჩენი ფოტოები დადო უკვე არჩილმა, სკამზე რომ სხედან და ზვიოც წიგნს კითხულობს.
ყველანი რომ შევგროვდით, გადავწყვიტეთ გასარეცხი რაც გვქონდა, გაგვერეცხა.
ჩემი აპარატი გვანცას მივაჩეჩე და რეცხვას შევუდექი.
ვიფიქრე, გვანცა გადაიღებს ჩემს საქმიანობას და კარავზე ფოტოს რომ დავდებ, კარგი ბიჭი გამოვჩნდები-თქო, მარა სულ არ გახსენებია

.
(სამაგიეროდ ახლა ხომ დავწერე? იიF)
დიდი გულმოდგინებით ვრეცხავდი, ასეთი ნარჩევი გოგონები არიან და იქნებ რომელიმეს მოვეწონო-მეთქი.
თუმცა ამ გარჯაში მხოლოდ ის შენიშნეს, დიდხანს რომ ვუნდებოდი თითო კიტრის გარეცხვას... დამიცაცხანეს, მალე მორჩი და ვაშლატამაც მდინარეზე გავრეცხოთო.
წავედით... ჩემდა გასაკვირად მაღლა.
ზვიოსი არ იყოს, მეც ვერ გავიგე, რატომ წავედით იმხელა წრეზე

.
მე, კიკი და ნატალი უკან ჩამოვრჩით.
რომ ჩავედით, უკვე წყალში დაგვხვდნენ ლამა და ზვიო

.
სამწუხაროდ ეს სურათები არ აღმომაჩნდა, ალბათ არ გადავიღე.
საბანაკე ადგილის ძებნა დავიწყეთ.
ზოგს იქვე უნდოდა გაჩერება, ლამამ სთქო, ქვემოთ კაი ადგილები ვიცი და ჯობია ჩავიდეთო.
რამდენიმე წუთი ვიარეთ
ცოტა ხანში იმხელა დაგუბებული ვნახეთ, რომ გვანცამაც ვერ შეიკავა თავი და იჭყუმპალავა
ცოტა რომ იჯერეს გული, გზა გავაგრძელეთ.
ზემოთაღნიშნული ძაღლი და კაცი ვნახეთ, რომლებიც მონასტრიდან იყვნენ ჩამოსულები. მაშინ მიხვდა უმეტესობა, რომ გრძელი გზით ჩამოვედით.
ავიარეთ, მოვათვალიერეთ მიდამო და ერთი პატარა ადგილი მოვნახეთ.
თუმცა მალე დავიწუნეთ და ისევ გზა გავაგრძელეთ.