ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:05

ამის მერეც ძალიან ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ ფოტოები აღარ გადამიღია, მაღაზიებშიც ვიბოდიალე, ვიწრო ქუჩებშიც, ბულვარებშიც და მოედნებზეც... სულ ფეხით დავდიოდი, მიუხედავად იმისა რომ უფასო მგზავრობის ბარათი მქონდა ტრანსპორტში ერთხელაც არ ჩავმჯდარვარ... ამასობაში საკმაოდ ჩამობნელდა.. უცნაურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პრაღაში ბევრი ვიწრო ქუჩაა და თანაც ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს, დაკარგვით არასოდეს დავკარგულვარ... ყოველთვის სწორად მივდიოდი ხოლმე სადაც მივდიოდი :D ეს ჩემი ბრალია, თუ პრაღის არ ვიცი, მაგრამ ასე კი იყო და...

სახლში რომ მივედი უკვე ღამის 12 საათი იყო. გადავწყვიტე 2 საათით დავიძინებ მეთქი და ღამითაც გავალ-თქო, რომ ღამის პრაღაც მენახა, მაგრამ რომ გამოვიღვიძე უკვე დილის 7:30 საათი იყო :lol:

მეორე და მესამე დღეებს შეძლებისდაგვარად მოკლედ მოვყვები... თორემ მეც დავიღალე და თქვენც დაგღალეთ.. თან უკვე თბილისის დროით დილის 7 საათია :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:07

ეს ფოტო მეორე დილითაა გადაღებული სტარომეცკას მოედანზე :)

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:11

არ მკითხოთ ეს ვინ არის ან რა არის... არ ვიციიიიიი :D რომელიღაც რესტორნის შესასვლელში ეკიდა მგონი, ალბათ იაპონური რესტორნის, კარგად არც მახსოვს :D (ice tea-ს და coca cola-ს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეგ გვერდით კაფეში შესასვლელი იყო)

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:14

მარიონეტების ეროვნული თეატრი საკმაოდ დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე თეატრია პრაღაშიც და ზოგადად მთელს ჩეხეთში. ასეთ მაღაზიას პრაღაში ბევრს წააწყდებოდით... აქ გამყიდველი პინოქიოს ათამაშებს. ფონად მუსიკა ქონდა და პინოქიოს იმ მუსიკაზე აცეკვებდა... კარგი საყურებელი იყო ძალიან :)

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:24

რაღაც ეკლესიაში შესასვლელი, სამწუხაროდ არ მახსოვს სახელი, ხიდთან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ იმ დღეს დაკეტილი იყო რატომღაც

Image

Image

ესეც თვითონ ეკლესიის ეზო:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:27

ამის შემდეგ გადავწყვიტე უბრალოდ გამესეირნა და საითაც ქუჩები წამიყვანდა იქით წავსულიყავი, ამ სიარულში მივადექი რაღაც ფერდობზე გაშენებულ ბაღს, სადაც ტყემლის ხეები აღმოვაჩინე:

Image

რა თქმა უნდა რაც დავკრიფე სულ მივირთვი. ძალიან ტკბილი და გემრიელი იყო და იმიტომ :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:29

ნელ-ნელა ავუყევი ამ ბაღს და რაღაც უფრო პარკს დაემსგავსა, ცოტა ხანში უკან რომ მოვიხედე აი ასეთი ხედი იყო:

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:37

პარკში ასევე შემხვდა იან ნერუდას ძეგლი. იან ნერუდა (როგორც მოგვიანებით გავარკვიე) არის ცნობილი ჩეხი მწერალი, ჟურნალისტი და პოეტი. მისი წლებია - 1834 - 1891

Image

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, უცებ გავიხედე და რას ვხედავ :) ფუნიკულიორს...

ფუ-ნი-კუ-ლი-ორს :D

Image

და აი აქ მიდიოდა .. ამ ანძას პრაღული ანძა ვუწოდე.. ისე რა არის არ ვიცი :D

Image

ზემოთა ფოტოში რომ ქალი ზის, ეს ფოტო რომ გადავიღე უცებ ადგა, ოღონდ არ ვიცი ისედაც აპირებდა ადგომას, თუ მე რომ სურათი გადავუღე იმიტომ ადგა, მაგრამ ფაქტია, რომ უცებ წამოხტა. მოკლედ, მეც იქ დავჯექი რამდენიმე წუთით, რომ ხედით დავმტკბარიყავი :D
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 08:30, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:37

მერე ავდექი ისევ და რადგან გზა აღმართზე აღარ ადიოდა და მხოლოდ ჰორიზონტალურად მიდიოდა, მეც ამ გზას გავუყევი.
პრაღაში ყოფნის დროს, ყოველთვის როცა მომწყურდებოდა წყლის ყიდვა მიწევდა.. არსად სასმელი წყალი არ შემხვედრია. არსად ფანტანი არ იყო.... ამ პარკში სეირნობისას როგორც იქნა წავაწყდი წყალს:

Image

მაგრამ, რად გინდა?! :lol:

Image

სასმელად უვარგისი იყო :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:47

პარკში ეს ძეგლიც იდგა, მაგრამ ვისი ძეგლია არ ვიცი.. სახელი კი მახსოვს, რომ იაროსლავლ რუჰი იყო (Jaroslavl Ruh), მაგრამ ვინ არის არ ვიცი:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:51

ამ ძეგლს რომ გავცდი და რამდენიმე ათეული მეტრიც გავიარე, მარცხენა მხარეს შემომხვდა გამოფენა სახელწოდებით "მიწისქვეშა პრაღა", მაგრამ არ შევსულვარ.. რამდენიმე ათეული მეტრიც გავიარე და გზა დამთავრდა და გაიყო კიბეებად, მე ვარჩიე კიბეებს ქვევით ჩავყოლოდი.. აი ამ კიბის საფეხურებიც, ოღონდ მესამედი რომ უკვე ჩავლილი მქონდა იმის შემდეგ:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 07:56

საფეხურები შემდეგ ქვაფენილში გადავიდა:

Image

ამ ქვაფენილის ბოლოს მარცხნივ მოვუხვიე და ისევ ხეებში ამოვყავი თავი.. იქ ერთი ვაშლის ხე იდგა, რომელზეც აი ეს ეკიდა :

Image

გზა აღმართით განვაგრძე და როცა უკვე სწორზე დავდექი და მოვიხედე:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:13

გავუყევი ამ სწორ გზას და იქ საკმაოდ ბევრი ხალხი დამხვდა, ხალხი ეგ არაეფერი, თურმე გაუაზრებლად, ამდენ ბოდიალში Strahovsky Klaster-ში (სტრაჰოვის მონასტერში) ამომიყვია თავი :D

Image


მცირე ინფორმაცია სტრაჰოვის სამონასტრო კომპლექსის შესახებ:

თავდაპირველად ეს მონასტერი შეიქმნა კათოლიკური ეკლესიიდან დამოუკიდებელი ქრისტიანული რელიგიის რომელიღაცა მიმდინარეობის შექმნის საფუძველზე.. ეს მიმდინარეობა ინგლისურად ასეა - Premonstratensians - ქართულად ვერ გადმოვთარგმნე :D ჩეხურადაც დაგიწერდით, მაგრამ მგონი აზრი არ აქვს :D ეს ინგლისური ვარიანტი ჩეხურიდან გადმოთარგმნისას მივიღე..

მოკლედ ეს მონასტერი XII საუკუნისაა. XIII საუკუნეში მონასტერს ცეცხლი გაუჩნდა და მისი ძირითადი ნაწილი გაანადგურა. რეკონსტრუქციის შედეგად მონასტერი გოთიკური სტილის მონასტრად იქცა, თუმცა მალევე, XVIII საუკუნეში, ბაროკოს დეტალებიც იქნა მასში შეტანილი.

ისე კი მონასტერი რამდენიმეჯერ იქნა დაზიანებული, ხან შვედური არმიის მიერ, ხანაც ფრანგების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად.

როგორც უკვე ვახსენე ეს ცალკე მდგარი მონასტერი არ არის, მთელი სამონასტრო კომპლექსია, რომელშიც მუზეუმები და ბიბლიოთეკაცაა განთავსებული. ამ ბიბლიოთეკაში რამდენიმე უნიკალური ნიმუშიცაა დაცული, თუმცა მაგალითებს ვერ მოგიყვანთ, იმიტომ, რომ არ ვიცი :D

კომპლექსში ასევე არის: ღვთისმშობლის ბაზილიკა (მონასტერი), თეოლოგიური დარბაზი (ასე იმიტომ ქვია, რომ ბიბლიის სხვადასხვა გამოცემების დიდ რაოდენობას ფლობს და ასევე ბიბლიებს სხვადასხვა ენაზე), ანტიკვარული ნივთების კაბინეტი, ფილოსოფიური დარბაზი და ა.შ.
Last edited by MIRANDA on 04 სექ 2008, 08:16, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:15

ფოტოები, რომლებიც სტრაჰოვის სამონასტრო კომპლექსში გადავიღე:

Image

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 04 სექ 2008, 08:19

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]