უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 16:56
ხოდა ასე საცოდავად შეეყინა ხელი . . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 17:05
გაფრენას ლამობენ. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 02 სექ 2008, 17:06
ele wrote:გაფრენას ლამობენ. . .
რა თქმა უნდა აბა ჩემს გარეშე ვინ გაფრენილა ან ვის გაუფრენია :
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 17:20
lama wrote:ele wrote:გაფრენას ლამობენ. . .
რა თქმა უნდა აბა ჩემს გარეშე ვინ გაფრენილა ან ვის გაუფრენია :
გული გაფრენას ლააამოოობსსს. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 17:33
ვწერ იმიტომ რომ მომენატრა. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
namcecuna
- იეტი
- Posts: 4498
- Joined: 29 ივლ 2007, 01:18
- Location: საჰაერო ბურთი
Post
by namcecuna » 02 სექ 2008, 17:35
ele
დაკარგულო, მერე რა რომ ბევრი რამ ითქვა, შენ შენი თქვი, თუნდაც, ლექსადა

წამო, ზღაპარში ...

-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 17:39
namcecuna wrote:ele
დაკარგულო, მერე რა რომ ბევრი რამ ითქვა, შენ შენი თქვი, თუნდაც, ლექსადა

ხო მაგას ვაპირებ ახლა. . .
ნუ რამდენად ლექსდ იქნება ვერ გეტყვი მაგრამ. . .
შევეცდები რო მთლად უმაგისობაც არ იყოს . . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 02 სექ 2008, 17:44
ele wrote:
გული გაფრენას ლააამოოობსსს. . .

და წამო ჩემთან ან ჩემსკენ

-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 17:49
lama wrote:ele wrote:
გული გაფრენას ლააამოოობსსს. . .

და წამო ჩემთან ან ჩემსკენ

წამოხვაალ? წამოდი წავიდეთ. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
Eleography
- ასფალტზე მოარული
- Posts: 8
- Joined: 29 აგვ 2008, 09:30
-
Contact:
Post
by Eleography » 02 სექ 2008, 18:51
აი მეც მოვედი

ესეიგი უკვე, როგორც ნამცეცუნამ მითხრა კარავული სიზმრები მესიზმრება

:D გუშინ მესიზმრა ისევ ისე შეკრებილები ვიყავით და სადღაც მივდიოდით მაგრამ რატომღაც ჯერ წვიმას ველოდებოდით

მე კიდე უცბად აღოვაჩინე რომ საძილე მეშოკი დამრჩა და პანიკა დამეწყო

მოკლედ გავიგვიძე დაფეთებულმა
რეპორტაჟს თვალს ვადევნებდი და ძალიან ვისიამოვნე და ვიხალისე

დიდი მადლობა ყველას ასეთი სასიამოვნო ორი დღისთვის

ჯერ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ

-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 19:01
ზღაპარში აღმოვჩნდი. . . ნისლებთან სტუმრად. . .
სადღაც შორს . . . ოცნებებს მაღლა. . .
სადაც ოცნებაც კი ზედმეტია. . . სიტყვები უფერული. . .
გრძნობები მხოლოდ. . . რომლებიც სიტყვებს ყელში გჩურთავენ. . .
ყვირილი გინდა და. . . ხვდები რომ არ გძალუძს, ხმა არ გემორჩილება. . . აი ისე როგორც სიზმარში ხდება ხოლმე. . .
გინდა იყვირო გააგონო . . . პირი ფართოდ გაქვს გაღებული და. . . იტანჯები. . .
მე ბედნიერებისგან ვიტანჯებოდი. . .
წესიერად ვერც მივესალმე არჩილს და ინტელს. . . აბა როგორ მოვახერხებდი . . .
თხაპნიაც გამოჩნდა კარვიდან და ორი გაოცებისაგან ანთებული თვალები შეხვდა ერთმანეთს. . .
მზე იწვერებოდა . . . მყინვარის თავზე ცეცხლი ენთო- ლაპლაპებდა. . .
წინ კი ნისლიანი გერგეტი იდგა. . .
არჩევანი მართლაც და მძიმე იყო , მაგრამ ჩვენ ორს გულმა მყინვარისკენ გაგვიწია. . .
გზად - ”მოჩანს მყინვარი. . . და გზააბნეულ ღრუბელთა ფარა. . . ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ. . . იგივ მძვინვარი. . . იგივ დიდებულ. . .”
თითქოს და გვესმოდა შორიდან მისი ხმა : _ ”მოუარეთ საქართველოს. . .”
მივდიოდით და ველოდით ღრუბლების გადასვლას. . .
მბოჭავდა მისი სიდიადე. . .
ილიას სიტყვები მახსენდებოდა: ”დიდებული რამ არის ეგ მყინვარი. აბა მაგას შეუძლიან სთქვას: ცა ქუდადა მაქვს და დედამიწა ქალამნადაო. ”
”ცისა ლაჟვარდზედ მოჩანდა იგი თეთრად და აუმღვრევლად”
გერგეტში წირვის დასაწყისს დავესწარით და გამოვედით. . .
ხედი გერგეტიდან - ნისლიან ყაზბეგზე. . . ნეტა დამიჭერდა ნისლი? რომ მეფიქრა. . . რა ვიცი. . . რა ვიცი. . .
მიწა შეტორტმანდა. . . კიდევ უფრო დაქანდა იქეთ მხარეს საიდანაც ფლოქვების ხმა მოისმა. . .
გამალებით მოაჭენებდნენ უუნაგირო ცხენებს, რომელთაც პირიდან სისხლი დიოდათ. . .
ვერ გადავწყვიტე მეთქვა თუ არა. . . თავიდან ცხენის პატრონიც შეყოყმანდა: ”-უუნაგირო ცხენზეო? - გადმოგდების რისკიო . . . ”
მაგრამ ეგ სურვილიც ავისრულე. . . ჩემებურად გაჭენების უფლება კი მაინც არ მომცა . . .
აი კვიცის შეძენაზე კი მგონი შევუთანხმდი. . . 
არიქა აბალდუი უკვე კაი ხანია გველოდებაო და საერთო ფოტო არ გადაგვაღებინეს გერგეტის ფონზე. . .
არა და ინტელს უკვე გამზადებული ჰქონდა შტატივი. . .
ასე გავეშურეთ სტეფანწმინდას . . .
ხო მართლა გიოს ეტყობა ღამით კარგა გვარიანად შესცივდა და გაყოლია გზას მყინვარისაკენ ისე რომ არც არავინ გავუფრთხილებივართ. . .
ცოტა არ იყოს და შეაგვიანდა. . . ვინერვიულეთ მისი დიდი დროით არ გამოჩენის და მასთან ვერ დაკავშირების გამო. . .
შემდეგ ყველა გაჩერებაზე მას სადღაც ზევით ვეძებდით ვიცოდით რომ რომელიმე მწვერვალის დასაპყრობად იქნებოდა გასული. . .
ასე იყო თითქმის ყველგან მერე კი. . . თამუსიამ უთხრა: ”-მართალია ძალა გერჩის, მაგრამ იქნებ შეგვიბრალო და არ გვანერვიულო”-ო. . .
გზად ყაზბეგისაკენ იმდენი ამომავალი მანქანა გვხვდებოდა გერგეტს რომ ცოტაც და უკან ავბრუნდებოდით. . . უარზე არც არავინ იქნეობდა. . .
”-ასე ჯერ არავინ მომნატრებია”-ო აბალდუიმ გვითხრა შეხვედრის ჟამს აბა თუ მიხვდებით რატომო? . . 
ანზორი მართლაც და შესანიშნავი მძღოლი აღმოჩნდა ჯერ რა გზებზე იარა და როგორ. . .
შემდეგ კი მისი იდეის წყალობით აღმოვჩნდით დარიალის ხეობაში. . .
დარიალს რომ მოადგები მაღალ მთის კალთებს,
იქ იწყება დალოცვილი ეგ ჩვენი მხარე,
ჩემი ტურფა საქართველო მზესთან ელვარე,
ერი პურადი-გულადი სტუმართმოყვარე. . .
”- ნახე ეს ხომ ის მონასტერია ქვევრმა რომ ხატი შეწირა?”
”- კი ისაა , ნახე ხატიც. . . ”
ასე გვიკვირდა და გვიხაროდა. . .
მე და გიომ კი ერთმანეთს გადავხედეთ და. . . ისედაც მთელი გზა სულთანას სიმღერის დასაწყისს ვღიღინებდით ზაფხულის ბოლო დღეების და გამო. . .
”მიდიან დღეები ზაფხულის . . .
ილევა , ილევა, ილევა. . .
დარიალის ხილვის ჟამს კი. . . ბოლომდეც ჩავუყევით. . .
დარიალში დელგმის დარად ვიჭრები
მივქრი ჯიქურ და პირ-ქარიც მჭექარობს
ქარაფებში ირხევიან ფიჭვები
შენს მიმოხვრას მაგონებენ მზექალო. . .”
საზღვარიო და. . . ზოგი ფეხს, ზოგი ხელს და ზოგი კიდევ თავს ვყოფდით. . .
მესაზღვრე მგონი შევაშინეთ თავიდან. . . მერე მიხვდა რაშიც იყო საქმე და. . .
”-ტყუილად ნუ ირჯებით ეს ნეიტრალური ზონაა საზღვარი აქედან 5 კმ.-ში იწყება”-ო
აბა. . . ყურები ჩამოვყარეთ. . .
კლდეების სიდიადე მომნუსხველია. . . გავიწყებს თუ როდისმე თავი უბედურად გიგრძვნია. . . ან უგემურად გაგიღიმია. . .
გიჩნდება სურვილი მზესთან მიახლოების. . . მარტოობით დაღლილს ღმერთთან საუბრის. . .
შუა ზაფხულში დაგანახებს თოვლის ფანტელს და. . . უდაბნოში შეგახვედრებს შხაპუნა წვიმას. . .
მე განვიცადე შევიგრძენი ეს ყოველივე. . . ეს იყო ჩემთვის სიხარული. . . არა სასჯელი. . .
თერგი ვერ დავლიე რომ მეც თერგდალეული ვყოფილიყავი. . .
რატომღაც ქვევით ვერ ჩავედი. . .
არ შემიძლია არ აღვნიშნო მესაზღვრეთა შესანიშნავი საპირფარეშო. . .
ვინც იყო დამეთანხმება რა ორიგინალურად იყო მოფიქრებული. . .
მთელი ფეკალური მასები რუსეთისაკენ მიემართებოდა. . .
ხოდა ასე ვიჯერეთ გული რუსეთზე . . . გვინდოდა თუ არ გვინდოდა მაინც ყველამ. . . 
. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 19:02
შემდეგ კი იყო აჩხოტი. . . ახალქალაქი. . . სნო. . . სიონი. . . ჯვრის უღელტეხილი ნაზვავებითურთ. . . მჟავე წყლები. . .
გუდაური. . .
ამ სამფლობელოს მბრძანებლის ხარხარის ძალით, ყოველ უაზროდ დაშორებულ შეყვარებულ წყვილზე თითო ქვა ემატება ამ არემარესო. . .
იმიტომაც ქვია გუდაურიო. . . ქვები კი ნამდვილად მრავალ იყო. . .
აქ ჩემი ქვებიც ოხრად ყრიაო აბალდუიმ. . .
ჰმ. . . ნეტა ჩემი რომელია? - გავიფიქრე
იქნებ აი ის ყველაზე დიდი. . . არა, ის ქვა არაა, ის უკვე ლოდია. . .
ან იქნებ აი ის სულ პატარა რა საყვარელია, ყველას თავზე მოქცევია და ამაყად იყურება. . .
მგონი ეღიმება კიდეც. . . ჩემები მალე შერიგდებიან და მეც მალე გავეცლები აქაურობასო. . .
ან იქნებ ჩემი ქვა აქ სულაც არაა, რადგან ის დაშორება უაზრო არ იყო და არც არავის გადაუხარხარია მასზედ. . .
სამახსოვრო ქვის ღირსნიც კი ვერ გავხდით? . . ახლა კი მე ვხარხარებ. . . მეხარხარება და . . .
ანანური. . .
აქ 1 წლის წინ ვიყავი ბოლოს. . .ხოდა ძველი მოგონებები გამეშალა თვალწინ. . .
არა აღარ ვიფიქრებ მათზე. . . ღრმად უნდა ჩაისუნთქო მაგ დროსო ასე მირჩიეს, ისე რომ გული შუბლთან იგრძნოო. . .
მთლად შუბლთან არ გამომდის მაგრამ ყელში ისე მებჯინება რომ. . . ნესტოები მებერება. . .
ლამაზიაო სიცოცხლე. . . თან რა ხანმოკლეაო სიცოცხლე. . .
”ხოდა ჩვენც რკინის ქალამნებით არ ვიაროთ. . . გვერდში დავუდგეთ დაჭრილსა და დაცემულს. . .
რომ ჩვენმა მომავალმაც ნახოს მადლი ქვაზე დადებული. . .
და ცხოვრება იქნება ალბათ თვით თავთუხისფერ ყანაში აქა-იქ გაბნეულ ცეცხლისფერ ყაყაჩოებზე მშვენიერი,
უფრო სურნელოვანი და ჰაეროვანი ვიდრე შავი ქლიავები ყვავილობის ჟამს. . .
ალბათ. . .”
. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 19:46
ესეც ახალგამოღვიძებული თხაპნია და ნისლ-ღრუბლებში აელვებული მყინვარი. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 02 სექ 2008, 19:50
ესეც მე

. . . კიდევ ერთი დღე . . .