2006 წლის სეზონის იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
2006 წლის სეზონის იდეები

Post by ilia » 03 აპრ 2006, 23:45

Giorgi Bagrationi
უკაცრავად და მთელი აპრილი რა ვაკეთოთ? იქნებ რამე გქონდეთ დახლქვეშ გადანახული :?

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Nika » 04 აპრ 2006, 10:00

ilia
ცოდა გრძელები რომაა იქაა შიომღვიმე წეროვანი. კიდე ბირთვისი. ეგენი შეგვიძლია განვახორციელოთ. მარა ამინდები აპრილში აღდგომამდე როგორც წესი არ ვარგა :(

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Giorgi Bagrationi » 04 აპრ 2006, 10:08

ვეთანხმები ნიკას ამინდების თაობაზე;
მე უბრალოდ მაისამდე ვერ ვიცლი, თუმცა სხვა ერთდღიანების შემოთავაზება, თუ გადაწყვეტთ წასვლას, თავის რუკაზე ჩვენებიანად საკმაო შეიძლება. :wink:

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
2006 წლის სეზონის იდეები

Post by ilia » 04 აპრ 2006, 11:49

Giorgi Bagrationi wrote:ვეთანხმები ნიკას ამინდების თაობაზე;
მე უბრალოდ მაისამდე ვერ ვიცლი, თუმცა სხვა ერთდღიანების შემოთავაზება, თუ გადაწყვეტთ წასვლას, თავის რუკაზე ჩვენებიანად საკმაო შეიძლება. :wink:
თუ არ შეწუხდებით, იქნებ შემოგვთავაზოთ, სხვა ერთდღიანი მარშრუტები (ყოველი შემთხვევისთვის).

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Giorgi Bagrationi » 04 აპრ 2006, 12:13

სიამოვნებით, ხვალისთვის გავამზადებ რამოდენიმეს :wink:

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Mrs. Robinson » 04 აპრ 2006, 20:28

ეს პროგრამა ძალიან ზოგადია...... ცხადია ერთ-დღიანები უნდა დავამატოთ.......

ძველით ახალ წელს დავათში ყოფნისას გაჩნდა იდეია, რომ წავსულიყავით ახატანში შარაოს წმ. გიორგის სანახავად. ერთმა დავათელმა გვითხრა - ეგ არისო ჩვენი სალოცავი მაგრამ ახლა ვერ ახვალთო, რადგან ეს ეკლესია არისო მთის წვერზე, ამიტომ მისასვლელად ზამთარში ძნელი იქნბაო და........ გაზაფხულისთვის გადავდეთ ეგ მარშუტი...................

ახლა კი რა ხდება, წიგნში ვეძებე მაგრამ ახატანში მსგავსი არაფერია, შარაოს წმ. გიორგის ეკლესია არის სოფ. აფშოსთან და შარაოს წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი კი სოფ. ჯუღისში. თან ეს სოფლები კაი გავარიანადაა ერთმანეთისგან დაშორებული.
ახატანში კი უკვე დასახელებული ეკლესია უბრალოდ არ არსებობს, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაა მხოლოდ და კიდევ მცირე ეკლესია.
მოკლედ ცხადია, რომ იდეის ავტორს რაღაც კარგად არ ახსოვდა.........
თუ მე ვცდები იქნებ ვინმემ უკეთ გამარკვიოს!!!!!!!!!!!!
ისე კი ვფიქრობ, ყველას ნახვა საინტერესო უნდა იყოს.
დავიწყოთ ახატანიდან, ყველაზე ახლოსააა....... :) :wink:

Giorgi Bagrationi
დიდი ინტერესით ველოდები ხვალინდელ დღეს. უდროობის გამო ყველას ვეხვეწები ერთ და ორ-დღიან მარშუტები მომაწოდოს.....
წინასწარ დიიიიდი მადლობა........

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Giorgi Bagrationi » 05 აპრ 2006, 11:40

პირველად შემოგთავაზებთ სამღერეთს.
ჯერ ერთი სახელია გადასარევი.
მეორეც ერთი ბუნება, თანაც სოფლიდან საკმაოდ მოწყვეტილი ხარ.
მესამეც ძეგლი, რომელიც მართალია საკმაოდ დანგრეულია, მაგრამ შთამბეჭდავია. მთავარი ტაძრის გვერდით ორ სართულიანი სასახლეა და მრავალი სათავსთა ნაშთები.
თეთრიწყაროდან საკმაოდ ახლოა, რაც რუკაზეც ჩანს (ერთი კვადრატის სიგრძე ერთი კილომეტრია. სოფლამდე ჩვეულებრივი მანქანაც მიდის. ძეგლამდე კი ორხიდიანი თუ მიუახლოვდება. ისე სოფლიდან ფეხით გასეირნებაც არაა ურიგო. სავარაუდოდ გამყოლი დაგჭირდებათ, რადგან გზა შემოღობილ ნაკვეთებზე გადადის.
სოფლის მოსახლეობა სომხურ-აჭარულია (დაახლოებით 50%-50%-ზე). გირჩევთ ეროვნებათშორისი შუღლი არ ჩამოაგდოთ :wink:
ძეგლის ფოტოებს გამიზნულად არ დავდებ, ჯერ თავად ნახეთ.
აი რუკაც

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Gvalva » 05 აპრ 2006, 13:06

უკვე მერამდენედ ვრწმუნდები რომ თეთრი წყაროს რაიონი სრულიად განსაკუთრებულია თავისი მარავალფეროვანი ბუნებით და ისტორიული ძეგლების სიუხვით!

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
2006 წლის სეზონის იდეები

Post by toga » 05 აპრ 2006, 13:16

Gvalva
თუ ესეთი კაია მაშინ წავიდეთ სამშვილდეში ძაან მინდა მაგის ნახვა მითხრეს სასცაული ქალაქიაო და ტქმას მემგონი ნახვა ჯობია ამიტომ განვახორციელოთ ეგ მარშუტი თუ ვინმე წინააღდეგი არ იქნება

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Giorgi Bagrationi » 06 აპრ 2006, 09:47

თუ სამშვილდეში წახვალთ, ჩემის აზრით ჯობია ჯერ პირღებულის მონასტერი ნახოთ, რათა სრულად აითვისოთ მთელი დღე. ოღონდ თუ პირღებულის გზა არ იცით გაწვალდებით და ჯობია გამყოლი გყავდეთ.
რადგან დღე გაიზარდა, თუ დილით ადრე გახვალთ დაახლოებით 2,5 საათში პირღებულში იქნებით (ფეხით სასიარულოს ჩათვლით), შემდეგ ამობრუნდებით სამშვილდისკენ (დაახლოებით 1 საათი) და თბილისშიც მშვიდად ჩამოხვალთ.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Kakha » 06 აპრ 2006, 10:07

გიორგი,

ისე, რამე რომ იყოს, ადგილზე გამყოლის ძებნას შენ ხომ არ გაგვიწევდი მეგზურობას პირღებულშიც და სამღერეთშიც :wink:

ამ შემთხვევაში, ცხადია, ავეწყობოდით შენს გრაფიკზე. მოკლედ როდის გეცლება?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2006 წლის სეზონის იდეები

Post by guruli » 06 აპრ 2006, 10:41

ხალხნო, ვის რას უშლიდა ჩემი პოსტი იმის შესახებ, რომ სამომავლო გეგმებში სვანეთიც შევიტანოთ, ვიდრე ლამა გაბრაზებულა-მეთქი? კიდევ ის მეწერა, სულერთია, მაინც დაგვამატებინებს მაგ სიაზე და ბარემ ნუ გავაბრაზებთ-თქო. რა იყო, ამით ლამას მივაყენე შეურაცხყოფა, ღმერთმა დამიფაროს და საკუთრივ სვანეთს თუ ცუდი იდეა შემოგთავაზეთ? ლამას სვანეთისადმი სიყვარული ჩემი მოგონილი არაა (ეს კარაველებმაც მშვენივრად იცით) და ისიც გამიკვირდა, აქამდე რომ არ აბუნტდა და სვანეთის იგნორირება არ დაგვაბრალა.

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Kakha » 06 აპრ 2006, 11:44

პირღებულის მონასტრის თაობაზე ნახეთ ეს ინგლისური რეზუმე (ქართული სტატია ვერ ვნახე ინტერნეტში)

Bakhtadze N. Some Aspects of the Archaeological Study of Pirgebuli Monastery.- Annual of Research Works. Department of Protection of Monuments of Georgia. - Tbilisi - 1999-2001 - IV-V - in Georgian.

The article presents a report of the prior-conservation archaeological study of a superb architectural ensemble, Pirgebuli monastery, located in Tetritsqaro district, in the gorge of the river Khrami.

As confirmed by the archaeological excavations, rock-cut cells and cave church forming part of the monastic complex were formed as a result of reconstruction of the Bronze Age rock-cut complex undertaken in Middle Ages. Obtained archaeological material had strengthened a supposition that the main church of the monastery was built in the 13th c. under the patronage of queen Rusudan. The majority of other monastic structures (minor church, refectory, fortifications) are most likely to be erected at the same period.

It was ascertained that in the 17th-18th cc. Pirgebuli monastery was in the ownership of the Abashishvili powerful feudal family. No significant traces of the new building activity of this period were revealed in the monastery - it seems most likely that only small-scale restoration and stabilization works were undertaken at that time.

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Giorgi Bagrationi » 06 აპრ 2006, 17:02

სამწუხაროდ აპრილში არ მცალია რომ გამკოლად გამოვდგე.
მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტთ ელექტრონულ გიდს ანუ jps-ს გაგატანთ სადაც ეს წერტილები იქნება დატანილი.
თუ რომელიმე თქვენგანს აქვს ეს ხელსაწყო, წერტილებს ვუკარნახებ და წესით მიგნება არ გაგიჭირდებათ. :wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
2006 წლის სეზონის იდეები

Post by Gvalva » 06 აპრ 2006, 18:58

guruli

სად დაწერე? იშვიათად რომ რამე წავშალოთ, მითუმეტეს ასეთი შინაარსის...

Giorgi Bagrationi

პირღებულს ყოველთვის ვეძებთ ხოლმე სამშვილდეში მისულები, ხან ვპოულობ ხან ვერა :), მისვლაც ძალიან გვინდა...

ოღონდ სამშვილდეს ქალაქის გეგმა და რამე განმარტებები თუ აქვს ვინმეს ჯერ იმას გავეცნოთ და მერე წავიდეთ რა... ციხის გარე ნაგებობების განმარტებები მაინტერესებს რამდენი ხანია.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]