ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 31 აგვ 2008, 22:27

Wanderer
გეთანხმები...

ბევრი წინასწარი გათვლები იყო და
არა მგონია რომ არსებობდა მხოლოდ ერთი გეგმა
ორივე მხრიდან -
იქნებოდა რამდენიმე ვარიანტი.

სათადარიგო გეგმებიც არსებობდა ალბათ
და სავარაუდოდ რუსეთსაც აქვს ასეთი სათადარიგო გეგმა,
რომელიც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.

ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
და ერთმანეთს არ უნდა დავუპირისპირდეთ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 31 აგვ 2008, 22:41

Wanderer wrote:
ასევე ბევრმა ვერ გაიგო, რომ ცეცხლი პირველად რუსებმა(თუ ოსებმა. დიდი მნიშვნელობა არა აქვს) გახსნეს. მათ დაიწყეს ქართული ნაწილების დაბომბვა, რომლებიც მანამდეც იდგნენ და იცავდნენ ქართულ სოფლებს.

ასევე ბევრმა ვერ გაიგო, რომ როკის გვირაბის აფეთქება რუსებს სულაც არ შეუშლიდა ხელს, რომ დაებომბათ თბილისი ან დასავლეთიდან(აფხაზეთიდან) გადმოსულიყვნენ შეტევაზე.

ასევე ბევრმა ვერ გაიგო, რომ ჩვენს მიერ ცხინვალის რეგიონის მთლიანად აღების შემთხვევაში საქართველო ძალიან წააგებდა თავს: რუსები მეტად მართლები გამოჩნდებოდნენ. ისინი გააგრძელებდნენ ბრძოლას(როგორც "სამართლიანობისთვის" მებრძოლები) და გადაბუგავდნენ მთელ საქართველოს. შედეგად მსხვერპლი და ზარალი იქნებოდა 10-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე დღესაა.

ასევე ბევრმა ვერ გაიგო, რომ ცხინვალზე შეტევა განხორციელდა თავდაცვის მიზნით. თავდასხმა თავდაცვისთვის კეთდება ხოლმე ხანდახან და ახლაც ასე იყო ზუსტად: ჩვენ დროის მოგება გვჭირდებოდა რათა მსოფლიოს გაეგო ამ ამბის შესახებ და რეაგირება ჰქონოდა. წინააღმდეგობა რომ არ გაგვეწია რუსებისთვის ისინი თბილისამდე ისე ჩამოვიდოდნენ, რომ სარკოზები და მისთანები აზრზეც ვერ მოვიდოდნენ... ჩემი აზრით აქ ჩვენებს ცხინვალის რეგიონის აღება არ ჰქონდათ დაგეგმილი...

ჭანდერერ, ნამეტანი ბევრს ნუ უყურებ ქართულ საინფორმეციოებს.... ვერ ხედავ რა დღეში ჩაგაგდეს?

:wink: :wink: :wink:

:lol: :lol: :lol: :lol:
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 23:02

ARCHIL_i
ერთი მითხარი რომელ საინფორმაციოში თქვეს ესენი? :) საინფორმაციოებისთვის დეტალურად არ მისმენია, მაგრამ რასაც ვუსმინე, ამის მსგავსი არაფერი უთქვამთ. მე თვითონ მივედი მაგ დასკვნებამდე. ლოღიკა მოვიხმარიე. :D ლოღიკა და ღეოღრაფია. :D :D

სხვათა შორის რაღაც-რაღაცეები რუსებისგან ავკენკე. :) ოღონდ არა რუსული საინფორმაციოებისაგან. სხვათა შორის, სწორედ რუსმა ჟურნალისტებმა(ოღონდ ნორმალურებმა) გამოიძიეს და დაასკვნეს, რომ უკვე 4-ში ჯავაში სტარტზე იდგნენ რუსული ტანკები...
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 31 აგვ 2008, 23:09

Wanderer wrote:ARCHIL_i
ერთი მითხარი რომელ საინფორმაციოში თქვეს ესენი? :) საინფორმაციოებისთვის დეტალურად არ მისმენია, მაგრამ რასაც ვუსმინე, ამის მსგავსი არაფერი უთქვამთ. მე თვითონ მივედი მაგ დასკვნებამდე. ლოღიკა მოვიხმარიე. :D ლოღიკა და ღეოღრაფია. :D :D

სხვათა შორის რაღაც-რაღაცეები რუსებისგან ავკენკე. :) ოღონდ არა რუსული საინფორმაციოებისაგან. სხვათა შორის, სწორედ რუსმა ჟურნალისტებმა(ოღონდ ნორმალურებმა) გამოიძიეს და დაასკვნეს, რომ უკვე 4-ში ჯავაში სტარტზე იდგნენ რუსული ტანკები...

ჰოდა... საინფორმაციოების პროპაგანდა სწორედ მაგ მიმართულებით მუშაობს, რომ საზოგადოების აზრთა მსვლელობა "საჭირო" მიმართულებით წავიდეს...

სწორედ ისევე, როგორც...

აღარ დავაკონკრეტებ :wink: :wink: :wink:
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 23:13

Tamari-ch. wrote:Wanderer
ბევრი წინასწარი გათვლები იყო და
არა მგონია რომ არსებობდა მხოლოდ ერთი გეგმა
ორივე მხრიდან -
იქნებოდა რამდენიმე ვარიანტი.

სათადარიგო გეგმებიც არსებობდა ალბათ
და სავარაუდოდ რუსეთსაც აქვს ასეთი სათადარიგო გეგმა,
რომელიც ჯერ კიდევ არ დაუსრულებია.
თავიდან ვინ იყო ამ ყველაფრის ინიციატორი ძნელი სათქმელია. მე უფრო ამერიკისკენ ვიხრები, მაგრამ დანამდვილებით თქმა ძნელია.

რა თქმა უნდა რუსებმა გაიგეს ეს ყველაფერი და გადაწყვიტეს საპირისპირო გეგმა აემოქმედებინათ... ჯერჯერობით მათი გეგმაც მუშაობს და ჩვენიც...

ამას მაფიქრებინებს ის, რომ ხალხში ძალიან ბევრმა იცოდა, რომ აგვისტოში ქართველები ცხინვალში უნდა შესულიყვნენ. ჩემი აზრით, ჩვენებმა ხმები დაყარეს სპეციალურად, რომ რუსებს გაეგონათ და საბოლოო ჯამში ექნათ ის რაც ქნეს. ანუ ჩვენებმა გადაწყვიტეს ჩიტი მახეში გაებათ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ჩიტი მახეში ძალიან კარგად გრძნობს თავს და გასვლას სულაც არ ჩქარობს. :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 23:16

ARCHIL_i wrote:
ჰოდა... საინფორმაციოების პროპაგანდა სწორედ მაგ მიმართულებით მუშაობს, რომ საზოგადოების აზრთა მსვლელობა "საჭირო" მიმართულებით წავიდეს...

სწორედ ისევე, როგორც...

აღარ დავაკონკრეტებ :wink: :wink: :wink:
საერთოდ შეიძლება მასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცდები იმიტომ, რომ საზოგადოების აზრის მსვლელობა სულ სხვა მიმართულებით მიდის. თუ კარგად დააკვირდები ასეთ რამეს რაც მე ვთქვი არავინ არ ამბობს.

შეგიძლია გაიარო გარეთ და ხალხს მოუსმინო. რადიკალურად სხვანაირად აღიქვამენ სიტუაციას.

მხოლოდ ჩემზე თუ მუშაობენ ეს საინფორმაციოები არ ვიცი... :D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 31 აგვ 2008, 23:17

Wanderer
4 ში ჯავაში რუსული ტანკები იდგნენ და მერე ჩვენ რო დავცხეთ ვეღარ წამოვიდნენ?
მე მგონია ეგენი ცხინვალს არც ერთ ვარიანტში არ გამოცილდებოდნენ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 31 აგვ 2008, 23:21

Wanderer wrote:
ARCHIL_i wrote:
ჰოდა... საინფორმაციოების პროპაგანდა სწორედ მაგ მიმართულებით მუშაობს, რომ საზოგადოების აზრთა მსვლელობა "საჭირო" მიმართულებით წავიდეს...

სწორედ ისევე, როგორც...

აღარ დავაკონკრეტებ :wink: :wink: :wink:
საერთოდ შეიძლება მასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცდები იმიტომ, რომ საზოგადოების აზრის მსვლელობა სულ სხვა მიმართულებით მიდის. თუ კარგად დააკვირდები ასეთ რამეს რაც მე ვთქვი არავინ არ ამბობს.

შეგიძლია გაიარო გარეთ და ხალხს მოუსმინო. რადიკალურად სხვანაირად აღიქვამენ სიტუაციას.

მხოლოდ ჩემზე თუ მუშაობენ ეს საინფორმაციოები არ ვიცი... :D :D :D



მონათესავეს ამბობენ...

ერთი სტრატეგიაა...
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 23:24

ლეონტი wrote:Wanderer
4 ში ჯავაში რუსული ტანკები იდგნენ და მერე ჩვენ რო დავცხეთ ვეღარ წამოვიდნენ?
მე მგონია ეგენი ცხინვალს არც ერთ ვარიანტში არ გამოცილდებოდნენ.
ჩვენებმა მართლა მაგრად დასცხეს და აკივლეს რუსები. ჩვენ რომ დავცხეთ ისინი იმ მომენტში წინ მართლაც ვერ წამოვიდნენ. წინ წამოვიდნენ მაშინ როცა ჩვენებმა კორიდორი გააკეთეს და მაშინ როცა ცეცხლი შეწყვიტეს.

რაც შეეხება წამოვიდოდნენ თუ არა. ფაქტია, რომ წამოვიდნენ და როგორ არ წამოვიდოდნენ. მითუმეტეს თუ წინააღმდეგობა არ შეხვდებოდათ სულ რიხინ-რიხინით ჩამოიქროლებდნენ. :D

გეთანხმებით რომ ასე ძნელია გადაჭრით თქმა, რომ ისინი აუცილებლად აიღებდნენ თბილისს, მაგრამ ცხინვალის რეგიონს თავისი ქართული სოფლებიანად და კოდორს რომ დაიკავებდნენ ეჭვიც არ მეპარება. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ დაბომბავდნენ ყველა სამხედრო ბაზას. თან ამ ყველაფერს საკმაოდ სწრაფად იზამდნენ. მერე დაჯექი შენ და ეხვეწე მცხეთაში მოსულ ტანკს: ე ბიჭო არ დამღუპო თბილისში არ შემოხვიდეო. :D
Last edited by Wanderer on 31 აგვ 2008, 23:37, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 23:30

ARCHIL_i wrote:

მონათესავეს ამბობენ...

ერთი სტრატეგიაა...
ერთი კაცი მანახე, რომელიც ასე თუ ისე მიმსგავსებულ რამეს ამბობს. :)


აბა რეალობა როგორია შენი აზრით? ქართველებმა საწყალი ოსების გენოციდი მოინდომეს და შეუტიეს? :D და რუსი მშვიდობისმყოფელები კი გმირულად იცავდნენ მოძმე ოს ხალხს? :D თუ იმ აზრზე ხარ რომ როკის გვირაბის აფეთქება რუსულ თვითმფრინავებს შეაჩერებდა? ან იმ აზრზე ხომ არა ხარ რომ აფხაზები შეშინებულები დაგვნებდებოდნენ ცხინვალის აღების შემდეგ და რუსებს "ქშა აფხაზეთიდანო" ეტყოდნენ? :D :D და კოდორის ხეობის აღებას ხომ გულში არ გაივლებდნენ საერთოდ. :D ესეთი სისულელე როგორ მოუვიდოდა თავში მაგ უმწიკვლო და სპეტაკ ხალხს! :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 31 აგვ 2008, 23:35

Wanderer

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:


შენ პროგრამისტი კი არა - საბავშვო მწერალი უნდა იყო...

:wink: :wink: :wink: :wink:
Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Wanderer » 31 აგვ 2008, 23:39

ARCHIL_i wrote:Wanderer

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

შენ პროგრამისტი კი არა - საბავშვო მწერალი უნდა იყო...
:wink: :wink: :wink: :wink:
რას ვქნა? ამ დაქცეულ საქართველოში არავის აქვს თავისი პროფესიით მუშაობის საშუალება.
:wink: :wink: :wink:
:D :D :D
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 31 აგვ 2008, 23:39

ლეონტი wrote:Wanderer
4 ში ჯავაში რუსული ტანკები იდგნენ და მერე ჩვენ რო დავცხეთ ვეღარ წამოვიდნენ?
მე მგონია ეგენი ცხინვალს არც ერთ ვარიანტში არ გამოცილდებოდნენ.
წამოსულან
და დაადუღეს ჩვენებმაო.
კიოდნენ ბოლოს რუსები -
და სანამ პუტინი ჩავიდოდა-
უარს აცხადებდნენო რუსი პილოტები ფრენაზე.
არ ელოდა რუსეთი ასეთ ჯარს -
ისევ 90-იანი წლების ჯარი ეგონათ აქ.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ARCHILI » 31 აგვ 2008, 23:43

Tamari-ch. wrote: წამოსულან
და დაადუღეს ჩვენებმაო.
კიოდნენ ბოლოს რუსები -
და სანამ პუტინი ჩავიდოდა-
უარს აცხადებდნენო რუსი პილოტები ფრენაზე.
არ ელოდა რუსეთი ასეთ ჯარს -
ისევ 90-იანი წლების ჯარი ეგონათ აქ.

ჰო... და.. დღემდე გადარეულები დადიან რუსები თურმე...


ეს რა დღეში ჩაგვყარეს, ნაღდი კოშმარი იყოო...

საწყალი რუსები... რა დღეში ჩაგვიყრია...

თან უკან რომ დავახევინეთ და ნახევარი რუსეთის ოკუპაციაც მოვახერხეთ...

ამას ვინ ელოდა...

ნუ ი ნუუუუ... ხარაშო რაბოტაეტ პროპაგანდა... ფაქტი ნა ლიცო...
Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by ლეონტი » 31 აგვ 2008, 23:47

Tamari-ch. wrote:
ლეონტი wrote:Wanderer
4 ში ჯავაში რუსული ტანკები იდგნენ და მერე ჩვენ რო დავცხეთ ვეღარ წამოვიდნენ?
მე მგონია ეგენი ცხინვალს არც ერთ ვარიანტში არ გამოცილდებოდნენ.
წამოსულან
და დაადუღეს ჩვენებმაო.
კიოდნენ ბოლოს რუსები -
და სანამ პუტინი ჩავიდოდა-
უარს აცხადებდნენო რუსი პილოტები ფრენაზე.
არ ელოდა რუსეთი ასეთ ჯარს -
ისევ 90-იანი წლების ჯარი ეგონათ აქ.
ზღაპარ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]