ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by MIRANDA » 31 აგვ 2008, 03:04

ძალიან მიყვარხართ!!!!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2008, 09:19

ამ თემის მე5 გვერდზე ეს დავწერე:

ვიცი, (პოპინსიკო) ძნ გაწუხებს ეს ვითარება.
არ გინდა, მაგ აქციებში შენც ჩა1ო?
უბრალოდ, იქ, სადაც სეპარატისტები განუკითხაობენ, შეუძლებელია მშვიდობიანი აქციების გამართვა.
ეს არ არის ასე ადვილად განსასჯელი პოპინსიკო.
მე ისიც კი გამიკვირდა, იმ ველურ ოკუპანტებს, რომლებმაც ფეხსალაგები (უნიტაზები) და შტეფსელებიც კი მოიპარეს, მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს, ბევრმა ქართველმა აქცია მოუწყო.
სწორედაც რომ გამბედაობაა.
ეს მაშინ, როდესაც იმავე თბილისში ბევრი სარდაფში დაიმალა, შავი ზღვისპირეთში კი ზოგი ტაშ-ფანდურს მართავდა.

მე უფრო იმ ქართველების მიკვირს, განსაკუთრებით, გავლენიანების ჩინით, სახელითა და ფულით, რუსეთში რომ
ცხოვრობენ და ხმა არ ამოუღიათ.

ახალგაზრდების რაღაც წერილი მოვიდა, ჰო იცით, მხარს გიჭერთ, მაგრამ აქაური უშიშროება გვავიწროებს და ვერ გამოვდივართო.

შე დალოცვილო, 1 მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და 1 ქართველი არ გამოსულა საჯაროდ რა...

მიჭირს, რუსეთის ქართველების გაგება...


რუსეთის ქართველობას თემაში 1ლად მე შევეხე და შემდეგ მას დიდი განსჯა-ბაასი მოჰყვა. სამწუხაროდ,
ძნ მტკივნეული იყო ზოგი1 გამონათქვამი.

უ1ლესად განვმარტავ, რომ რუსეთში მყოფ ქართველებს არ ვლანძღავ, არ ვაკნინებ. ეს ჩემი სტილი არ არის.
უბრალოდ, მაკვირვებს მათი პასიურობა და თან, ვერ ვიწონებ.
ყველა იქ წასულის მესმის, მაგრამ უდიდესი ნაწილის პასიურობა ჩემთვის მიუღებელია. ვერ წარმომიდგენია,
შენს ქვეყანაში შენივე სისხლხორცეულს ანადგურებდნენ და ტერიტორიებს გართმევდნენ და შენ კი შიშით მოწინააღმდეგის ბანაკში იმალებოდე.

გავიმე2ებ, რომ განსაკუთრებით ყურადღებას წარჩინებულ ქართველებზე ვამახვილებ - ზურაბ წერეთელი, ლეო ბოკერია, სოსო პავლიაშვილი, გრიგორი ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი), ირმა ნიორაძე, ზურაბ სოტკილავა, თამარ გვერდწითელი (თუ ახლა პარიზში ან აშშ-ში არ არის), გიორგი დანელია (არ თქვათ, რომ ქართველი არაა) და სხვა მრავალი. ვერც წარმოიდგენთ, რამდენი გავლენიანი ქართველია იმავე სამხედრო საქმესა თუ წარმოებაში. მათი აქტიურობა იქნება რუსული საინფორმაციო სივრცის გარღვევის მცდელობაც. თმა ყალყზე დაგიდგებათ, რომ გაიგებთ, რა ცნობებით
აბრუებს მედია რუეთის საზოგადოებას (მაგალითად, ცხინვალში ოსების წინააღმდეგ ამერიკელები იბრძოდნენ, რუსები კი არა, თავად ქართველები მოროდიორობდნენ, ქართველებმა 1მანეთს ომი დაუწყეს, ქართველები რუსეთთან ყოფნას ნატრულობენო და ა.შ)და ამ სინუნძურეში სწორედაც რომ სინათლის შეტანაა საჭირო.

10 კაცმაც რომ გააკეთოს ჯაჭვი იმავე საქართველოს საელჩოს წინ, სადაც 2 ჩვენი დიპლომატიღა
თუ დარჩა, ან ვთქვათ, სი-ენ-ენის, ბი-ბი-სის სტუდიების წინ, გმირობა იქნება.

უბრალოდ, რუსეთში მყოფი 1 მილიონი ქართველიდან 1 კაცს არ ეყო გამბედაობა და ეს არ მომეწონა.
ამ მილიონ კაცში მართლა იმდენია, ვინც საქართველოში მყოფ ოჯახებს არჩენს და მათ მიმართ მართლაც რომ შემწყნარებელი ვარ.


აქვე ვიბოდიშებ ამ თემის წამოწევის გამო, რასაც ბევრი მწარე სიტყვა და გაუგებრობა მოჰყვა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2008, 09:30

ბუბა კიკაბიძეს ეყო გამბედაობა და რუსი მეგობრებიც არ დაინდო.
ყველამ ვიცით, ეს მას რის დაკარგვად დაუჯდა.
უბრალოდ, არ ისურვა იმ ქვეყნიოს ჯილდო, ვინც ვანდალურად მოიქცა მისი სამშობლოს მიმართ და არც
გამიკვირდება, 1ლი სექტემბრს ცოცხალი ჯაჭვშიც იდგეს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2008, 09:32

popins
ARCHIL_i
თქვენი შეხედელუბები საინტერესო და საპატივსაცემოა.
სამშობლოს გულიანი სიყვარული ჩანს. ასე ვიტყოდი, თქვენი ზოგი1 შეხედულება იმ სილის
გაწვნას ჰგავს, რომელიც ძილბურანიან გონებას აფხიზლებს. გამოფხიზლება კი ნამდვილად გვჭირდება.

ოღონდ, ისე არ ქნათ, რომ ამ სილამ მოტეხილობაც გამოიწვიოს.

navigator
შენს მამულიშვილობაში ეჭვი არ მეპარება. ვიმედოვნებ, ჯაჭვშიც ბევრი შემოგი1დება და აზროვნებაშიც
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by popins » 31 აგვ 2008, 09:54

GAMARJOBA SAKARTVELO


ბუბამ და ნანიმაც უკვე იშოვეს იმდენი რუსეთში რომ ეყოფათ :roll: რა :roll: პენსიაზე არ იქნებიან დამოკიდებულები..და რას ეუბნები ნინო ქათამაძეს? ყველა გზა გადაუჭრეს არ ამღერებდნენ და მეტროში ემღერა რომ შენი გადასახედიდან პატრიოტი ქართველის სტატუსი ჰქონოდა?

და ღურწკაიას რა მიწისქვეშა გადასასვლელში სიმღერის გარდა სხვა პერსპექტივა ჰქონდა საქართველოში?

და აკუნინსაც ისევე მოექცეოდა ქართული საზოგადოება როგორც გოდერძი ჩოხელს..გეპარება ეჭვი?

ჰოდა რას ითხოვ მაგ ხალხისგან?
ხალხისგან რომელზეც საქართველომ კარგა ხნის წინ სთქვა უარი..
lenchiamal

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by ilia » 31 აგვ 2008, 10:02

სად ვიკრიბებით და რომელ საათზე?
Image

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by popins » 31 აგვ 2008, 10:08

GAMARJOBA SAKARTVELO


ჰოდა რომ ამბობ მილიონი ქართველიდან ერთიც არ გამოვიდაო..გამოვიდა ოლეგ ბასილაშვილი და თქვა და რამდენის ნათქვამმა ჩვენმდე არ მოაღწია..ან რამდენის ქმედებამ,(ვლადიკავკაზელი ქართველი ექიმის მიერ ჩადენილი გმირობის მაგვარმა)..

ასე რომ შორიდან განსაჯა იოლია..
lenchiamal

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 31 აგვ 2008, 10:32

popins
უკვე გიპასუხე ამაზე და 1სა და იმავეს ნუღარ იმეორებ.
არ მომწონს რუსეთის ბევრი ქართველის პასიურობა.
ვერ ვამართლებ ვერც ახლოდან, ვერც შორიდან.
და ვლადიკავკაზის ქართველი ექიმების რა გაგიკვირდა, სხვანაირად უნდა მოქცეულიყვნენ?
ეს გმირობა კი არა, პირდაპირი მოვალეობაა, დაეხმარო დაჭრილს, თუნდაც მოწინააწმდეგეს.
რა, ცხინვალში რუსი და ოსი ექიმები არ მუშაობდნენ ომის დროს?
ამასთან, ომის კანონია, რომ მედმუშაკები შეუზღუდავად მუშაობენ.

რაც შეეხება ნინო ქათამაზეს, ის აქედან არავის გაუგდია და ახლაც ყველაზე პოპულარული ქართველი შემსრულენბელია.
ბუბამ კი თუ რამე იშოვა, შრომით იშოვა და ალალია.
აკუნინის რა გითხრა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გოდერძი ჩოხელი მთლად უყურადღებოდ იყო. "კვირის პალიტრა" ბევრს აკეთებდა მისთვის.

არის ბევრი ობიექტური მიზეზი, რის გამოც სათანადო ყურადღება ვერ ექცევათ არამხოლოდ მწერლებს, სხვა მოქალაქეებსაც. მსგავსი უყურადღებობები რუსეთში იკითხე. იქიდან რომ ხალხი გარბის, ჩვენ არ დაგვესიზმრება.

ჩემი დიდი სურვილია, რუსეთის ქართველობა სამშობლოში დაბრუნდეს, ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ და ცოცხალ ჯაჭვშიც ჩაებან და აქაური ინფრასტრუქტურის გაშენებაშიც.

პოპინსიკო, შენი დიდი ხათრის მიუხედავად, უნდა გამოგიტყდე, რომ ამ საუბრით თემას ვცდებით და
იმ ხალხს ვემსგავსებით, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ, სხვას ადანაშაულებენ და თავად არაფერს აკეთებენ.
მკდ, თუ რამის თავი გვაქვს, გავაკეთოთ ამ ნაჭრილობევი სამშობლოსთვის, თუ არადა, ბევრი ლაპარაკით ხალისი სხვას მაინც არ წავუხდინოთ.
მოვრჩი ამ საკითხზე კამათს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by popins » 31 აგვ 2008, 10:38

GAMARJOBA SAKARTVELO

ნუ მაგით გავიგე რომ ვლადიკავკაზელი ექიმის შესახებ არაფერი იცი და მოვალეობებს და ხელშეკრულებებს როგორ ასრულებენ რუსები,მაგის შესახებაც არაფერი იცი..

ისა თუ ბუბასთვის ალალია,აკუნინსთვისაც ალალია და ნინო ქათამაძისთვისაც,რომელიც კი პოპულარულია მაგრამ საქართველოში არ ამღერებენ..ნუ ეს სიკვდილას დავესესხები და ალბათ არაპროფესიონალია და მიტომ..სამაგიეროდ სპივაკოვი თვლის პროფესიონალად და მასთან ერთად აქვს მალე კონცერტი.


და თემას შენ გაცდი ჩემო კარგო როცა რუსეთში მცხოვრები ქართველების ხელაღებით განქიქება დაიწყე..იქნებ ჯერ აქაური მუქთახორები გეხსენებინა..

http://presa.ge/index.php?text=news&i=3750

ეს ლინკი ნახე..
ეს ხალხიც ჯაჭვში გეყოლებათ არა?
lenchiamal

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by Naia » 31 აგვ 2008, 10:58

ხალხ, ეს მსჯელობები კარგია მაგრამ პირველი სექტემბერი კარს მოგვადგა და ჩვენ კიდევ არ ვიცით სად ვიკრიბებით.

თავისუფლება-რუსთაველი-ვაკეში ისედაც ძლნ ბევრი ხალხი იქნება და სადმე სხვაგან ხომ არ შევიკრიბოთ? მაგალითად ბარათაშვილის აღმართზე ან სადმე საბურთალოზე?

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by Duckling » 31 აგვ 2008, 11:01

popins
აბა რატომ გაწუხებს თუ იქ ვინმემ იმუშავა და ფული იშოვა..ისე იქ ხელფასები გაცილებით მაღალია და რატომ გწყდება გული ვერ გავიგე
რა უნდა გიპასუხო ამაზე?
არაფერი


და საერთოდ იმასაც მივხვდი, რომ შენ მარტო ამაზე კი არა საერთოდ არაფერი უნდა გიპასუხო

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by popins » 31 აგვ 2008, 11:02

Duckling wrote:popins
აბა რატომ გაწუხებს თუ იქ ვინმემ იმუშავა და ფული იშოვა..ისე იქ ხელფასები გაცილებით მაღალია და რატომ გწყდება გული ვერ გავიგე
რა უნდა გიპასუხო ამაზე?
არაფერი


და საერთოდ იმასაც მივხვდი, რომ შენ მარტო ამაზე კი არა საერთოდ არაფერი უნდა გიპასუხო
მე ვფიქრობ ეგ პოსტიც არაფრის მთქმელია და ტყუილად იწუხებდი თავს
lenchiamal

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by Duckling » 31 აგვ 2008, 11:05

popins
გასაგებია.
მოვრჩით

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by Naia » 31 აგვ 2008, 11:06

კარგით, რა ხალხო, ნუ იქნებით ასეთი რადიკალურები.

ბოლო-ბოლო, ხვალ ერთად მოგვიწევს ლაშქრობა და ისე ნუ იზამთ, რომ მერე ერთმანეთს თვალებში ვეღარ შეხედოთ. გთხოვთ პატივი სცეთ ერთმანეთის აზრებსა და შეხედულებებს. შეუძლებელია და (საშინელიცააა) ყველა ერთნაირად ფიქრობდეს.

მე მოვრჩი ამაზე საუბარს.

ახლა იქნებ იდეები მოგვაწოდოთ შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით?

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ცოცხალი ჯაჭვი-14:30 ზოოპარკთან

Post by Duckling » 31 აგვ 2008, 11:09

Naia
ხო ამას მეც ვფიქრობდი, რომ შეიძლება იქ ისედაც ბევრი ხალხი იყოს.
მგონი ამ ჯაჭვს რაღაც კონკრეტული გეგმა აქვს საიდან სადამდე უნდა იყოს. ვინმეს ეცოდინება დაწეროს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]