Post
by ARCHILI » 29 აგვ 2008, 22:21
გეზი სნოს ხეობის მონახულებისაკენ ავიღეთ.
სნოს ხეობა რამდენიმე სოფლისაგან შედგება: აჩხოტი, სნო, ახალციხე, კარკუჩა და ჯუთა.
იმის გამო, რომ აქ წელიწადნახევარი ვიცოცხლე თითქმის, ეს ხეობა იმდენად შემიყვარდა, რომ ყველანაირი ობიექტურობა დავკარგე და ეს ხეობა სუბიექტურად შემიყვარდა, თუმცა, ის, რომ ეს ხეობა ულამაზესია სხვებთან ერთად, ეს ობიექტრი ჭეშმარიტებაა და ამაში კარაველებიც დამეთანხმებიან...
მიდიხარ გზაზე აჩხოტისაკენ და მარცხნივ ყუროს მთა გიყურებს, თერგი კი მარჯვენა მხარეს თან გესალმება და იმავდროულად გემშვიდობება, საქართველოს დევნილობს ხოლმე და ბევრი ქართველი ემიგრანტივით რუსეთში ასრულებს ცხოვრებას. ასეთი ტრაგიკულია თერგი...
ამის შემხედვარე ყუროს მთა კი ცრელმებს ვერ იკავებს, რად უნდაო ქართველს რუსეთში ცხოვრება და რუსეთში სიკვდილი?.. მაგრამ... ყუროს მთას ტირილი არ შეუძლია, ქვის არის, მაგრამ ტკივილს ქვითვე, გაქვავებული ცრემლებით გამოხატავს... და ეს ყველაფერი მართალი ამბავია... ამას ისიც ამტკიცებს, თუ როგორ იმსხვრევა ყუროს მთა ყოველდღიურად.
მახსოვს, მონასტერში ცხოვრების დროს მითხრეს, ყუროს მთა ისე ინგრევა ყოველდღიურად, რომ თუ კარგად დააკვირდები, მის ცვლილებას ყოველდღიურად შეამჩნევო. მე მქონდა საშუალება ამას დავკვირვებოდი და მართლაც, ყუროს მთა იმდენს ტირის ყოველდღე, რომ გაქვავებული ცრემლების ღვრისაგან ილევა.
აჩხოტში ჩემთვის ყველაზე უძვირფასეს ადგილს, აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის მამათა მონასტერში მივიპატიჟე. ეს შთაბეჭდილებები, დაე, თავად დაწერონ მეგობრებო. ჩემთვის სასიხარულო იყო ისიც, რომ ჩვენი ჯგუფი პირველი ყო კარაველებიდან, რომლებსაც ამ მონასტერსა და ტაძარში "ვუმასპინძლე" ანუ მეგზურობა პირადად გავუწიე.
აჩხოტის მამათა მონასტრის შესახებ ზემოთ მოგიყევით.
მონასტრის მიტოვება ყოველთვის ძალიან მიჭირს ხოლმე, მაგრამ მივხვდი, რომ იქ მეტს ვეღარ ვიდგებოდით, გეზი სნოსაკენ ავიღეთ, თუმცა გზაში ჩვენი ტაძრის მგალობლები შეგვხვდნე და გადავწყვიტეთ ახალციხისაკენ წავსულიყავით. ჩვენ მამა პავლემ დაგვლოცა და მე კიდევ ერთხელ გამოვემშვიდობე მამებსა და ძმებს.
შემდეგი ადგილი ახალციხის IX-XI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია იყო.
