Post
by ლეონტი » 12 სექ 2008, 10:51
ფორუმ ჩარჩ.გე
იუზერ staywhite ის პოსტი.
საჰაერო თავდასხმის საშიშროება
ცხადდება გასაგონი 60 წამიანი სიგნალებით და შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთი. ამ სირენის გაგონებისას უნდა მოვიქცეთ შემდეგნაირად>
სანამ დავტოვებთ სახლს ან ბინას:
* ჩავაქროთ სინათლეები,შუქი,
*გადავკეტოთ წყალგამყვანი და გაზგამყვანი მილები,
*გამოვრთოთ თერმული და ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები,
*ჩავაქროთ ნებისმიერი სახის ცეცხლი,
*გავაღოთ ფანჯრები,
*გადავწიოთ ფარდები,
*ჩამოვწიოთ შტორები და სხვა მსგავსი დამცავი მოწყობილობები
გასვლისას თან უნდა წავიღოთ წინასწარ მომზადებული:
* საკვები,
*წყალი ან რაიმე უალკოჰოლო სასმელი,რომელიც თავდაცულ ჭურჭელშია,
*ქრონიკული ავადმყოფობის დროს წამლები,
*პირადი ჰიგიენის ნივთები, განსაკუთრებით კი რამდენიმე პირსახოცი ან ხელსახოცი,
*ფული
*პირადი საბუთები,
*პირადი დაცვისთვის გამოსადეგი საშუალებები,კომპლეკტი ან იმპროვიზირებული საშუალებები (მინიმუმ - სუფთა ნაჭერი, ტილო, სასუნთქი ორგანოების დასაცავად),იოდი ან სადეზინფექციო რაიმე საშუალება,
*ტრანზისტორი, რადიო ხელის,
*ბატარეიანი ხელის ლამპა,ფანარი,
*"ადეალი" დასაჯდომად და ასევე გასათბობად.
ბინის ან სახლის დატოვებისას , დაიცავით სიმშვიდე, პანიკის გარეშე მიდით თავშესაფარში, ბუნკერში. იქ ყოფნის დროს კი მკაცრად უნდა დავიცვათ არსებული წესები, რომელსაც ან გაგვაცნობენ ან უნდა ეწეროს, თავშესაფარში ძირითადად აკრძალულია: არასაჭირო სიარული იქეთ-აქეთ, შინაური ცხოველების ჩაყვანა, სიგარეტის წევა, ალკოჰოლის გამოყენება და ხმაური.
სამუშაო ადგილზე ყოფნისას:
*სამუშაოს მყისიერი შეწყვეტა და ამ ფირმის,დაწესებულების მიერ წინასწარ დადგენილი წესის მიხედვით მოქცევა,
*პირადი დაცვის ნივთების კომპლექტის წამოღება და თავშესაფარში უპანიკოდ მისვლა,
*შესაბამისი ორგანოების მიერ დადგენილი წესის დაცვა.
საზოგადოებრივ ადგილებში, ქუჩაში :
*პანიკის გარეშე გავეშუროთ უახლოესი თავშესაფარის ან შენობების მიწისქვეშა ადგილებისკენ,
*თუ მანქანაში იმყოფებით, გადააყენეთ მანქანა ისე, რომ ხელი არ შეუშალოს მოძრაობას , ასევე სახანჱროებს და სასწრაფოდ გაეშურეთ უახლოესი თავშესაფრისაკენ,
*მიჰყევით თავშესაფრის საერთო წესებს და ნუ დაარღვევთ ამ წესებს,
*სკოლებში კი მასწავლებლები პრიორიტეტულად ზრუნავენ ჯერ მოსწავლეების უსაფრთხოებაზე და შემდეგ მიდიან ისინი თავშესაფარში,ანუ ბოლოს.
მთავარია საჰაერო საშიშროების სირენის გამოცხადების შემდეგ შეინარჩუნოთ აზროვნება, არ იფორიაქოთ, არ იპანიკოთ, თქვენი ასეთი საქციელით ხელი არ შეუშალოთ და საფრთხეში არ ჩააგდოთ სხვები და ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებსაც ევალებათ ორგანიზება გაუწიონ მოსახლეობის უსაფრთხოებას.
თავშესაფარი დატოვეთ მხოლოდ საშიშროების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო თავდასხმამ გამოიწვია ნგრევები, მონაწილეობა მიიღეთ ჩახეგილების გასათავისუფლებელ საქმიანობაში, ომის დროს ნებისმიერის მობილიზაცია მეტად მნიშვნელოვანია.
მოკლედ, პირადად რაც გვევალება ყველაზე მეტად არის ეს:
*შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ ორიენტაციის შესაჱლებლობას,
*დაიფარეთ სასუნთქი გზები ხელსახოცით ან ტილოთი,ასევე თვალები საჭიროების შემთხვევაში,
*თუ აუცილებელია საკუთარ თავს თქვენ თვითონ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება,ნუ დაელოდებით სხვას, თუ ფიზიკურად ამმის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გაქვთ,
*გამოსასვლელის ჩახერგვის შემთხვევაში რაიმე მყარი სხეულით წყვეტილი დარტყმებით კანალიზაციის ან სხვა საინსტალაციო მილებზე შეეცადეთ მიიპყროთ მშველელთა ყურადღება, გაიმეორეთ ეს კაკუნი ხშირად და დაელოდეთ შველას,
*თუ ჩახერგვა უშუალოდ თქვენს სიახლოვეში მოხდა, მოიკრიბეთ ძალები და შეეცადეთ მათ (ნამხსვრევები,ქვები,ფიცრები) მოცილებას, გაითვალისწინეთ, რომ ერთდროულად ნუ გამოილევთ ძალას, არამედ მოთმინებით და ნელნელა. ამ დროს აუცილებელია დაკვირვება, რომ ამათი მოცილებით სხვა საგნების ჩამოვარდნა არ მოხდეს და არ დაზიანდეთ ან უარესად არ ჩაიხერგოთ.