სამოქალაქო თავდაცვა!!!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 12:55

ქიმიური შეტევისას რა ხდება? მგონი ყველაზე ცუდი ეგაა ატომურამდე... :(



P.S.
qvevri wrote:ნეტავი ჩემი მარანი თავდაცვისთვის არ გამოდგება :roll:
მეც მაქვს მარანი (აქამდე წიგნების საწყობად მქონდა, საკმაოდ სერიოზული დიზაინისაა) და თუ თავდაცვისთვის გამოდგება, მზად ვარ საქმეს მივხედო: მარნები გვირაბით დავაკავშიროთ ნახალოკიდან მცხეთამდე და მერე გვეძებონ კარველები... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Sikvdila » 22 აგვ 2008, 13:08

kotetbeli
ატომური დაბომბვის დროს იცი რა უნდა ქნა ?
თეთრი ხალათი უნდა ჩაიცვა და ჩუმად, იმენნა ჩუმად უნდა გაცოცდე სადმე სასაფლაოსკენ :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by გვალდა » 22 აგვ 2008, 13:09

ჰუჰ... ჩემი ომის ვეტერანი სამხედროს მასწავლებელი არსენა გამახსენდა. პატარა კაცი იყო, ჩექმებიდან ძლივს ჩანდა, მაგრამ კბილებში ისეთს გამოსცრიდა დამტვრეული ქართულით თავის სათქმელს, სწორდით-სმენაზე წამებში ვიდექით... აირწინაღებით დავრბოდით სკოლის სტადიონზე და თუ კარგად ჩავაბარებდით მოსხნა-დამაგრების გამოცდას, ტირში გვასროლინებდა :D წიგნებიც დაგვირიგა "სამოქალაქო თავდაცვა".. ძირითადად ქიმიური თავდასხმების დროს აუცილებელ თავდაცვით საშუალებებზე გველაპარაკებოდა... ჩერნობილის ზეგავლენა იყო... სახლში რომ ვბრუნდებოდი ეგრევე სარდაფში ჩავდიოდი და ჩემს ჭკუაში ვაფასებდი, ეს სარდაფი, სადაც კაცები ზაფხულის ცხელ დღეებში ლუდს და თევზს მიირთმევდნენ, რამდენად გამოდგებოდა სამალავად...:))
სვანეთოლოგი

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by navigator » 22 აგვ 2008, 13:20

kotetbeli
ქიმური შეტევა ნაკლებ სავარაუდოა, იმიტომ რომ როგორც ვიცი თავად რუსეთის არმიაში აღარაა მომქედ მგდომარეობაში ეგეთი იარაღი და არც საკუთარი ჯარის დაცვის საკმარისი საშუალებები.

ატომურიც ნაკლებ სავარაუდოა, ნუ ეგ უბრალოდ ისტერიის სტადიაში თუ შევიდნენ პოლიტიკოსები და გენერალიტეტი მარტო მაშინ, ატომური ბომბი თუ ათეული კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა მაშინ არის გადარჩენის შანსი.
პირველი ნიშანი არის სინათლის ძლიერი წყარო, შეიძლება მწველიც, ამის შემდეგ გაქვს რამდენიმე წუთი რომ მოასწრო რამეს ამოეფარო ან თქხრილში ჩაწვე ან გაძლიერებულ კედელს ამოეფარო ან სვხა რამეს. უნდა ერიდო ფანჯრებთან და სხვა სახიფათო ადგილებთან ყოფნას. უნდა გაითვალისწინო რომ პირველ ტალღას მოჰყვება მერე უკუტალღა უკუმიმართულებით, ანუ თუ პირველი დარტყმა მოვა კედლის ერთი მხრიდან , მეორე მოვა მეორე მხრიდან ამიტომ თხრილი ან კარგად გამაგრებული სარდაფი ჯობია ყველაფერს. ოღონდ სარდაფი არ უნდა იყოს კორპუსის ცხადია იმიტომ რომ ნანგრევებიდან გამოსვლა შეიძლება შეუძლებელი გახდეს.

აფეთქებების დროს სასურველია ყურებზე ხელი დაიფარო და პირი ფართოდ გააღო, ზოგ არმიაში არის რეკომენდაცია იყვირო, ეს დაგიცავს ყურის დოლის გახეთქვისგან.

კორპუსში ყოფნისას ლიფტში არ უნდა ჩაჯდე ცხადია, თუ არის შესაძლებობა, რაც შეიძლება ჩქარა უნდა ჩახვიდე დაბლა და მოძებნო შედარებით უსაფრთხო ადგილი.

მეტს ვერ ვიხსენებ
აცხა ღორებო Image

User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by ira » 22 აგვ 2008, 13:42

navigator wrote:kotetbeli

აფეთქებების დროს სასურველია ყურებზე ხელი დაიფარო და პირი ფართოდ გააღო, ზოგ არმიაში არის რეკომენდაცია იყვირო, ეს დაგიცავს ყურის დოლის გახეთქვისგან.
შეცდომაა: ყურის დოლი
სწორია: დაფის აპკი

აი, ასეთ სერიოზულ და საჭირბორო თემაშიც კი ვნახე სასაცილო :lol: :lol: :lol:

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by navigator » 22 აგვ 2008, 13:46

ira
:) იაღლიშ :) ნუ სინამდვილეში ყურის დოლის აპკი :)
აცხა ღორებო Image

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 14:10

გვალდა
ჩვენთან (პედაგოგიურში) ერთადერთხელ შემოვიდა სამხედროზე ვიღაც და დაგვიწყო საუბარი შუამდინარულ კულტურაზე, გადავიდა ეგვიპტურ ვარცხნილობაზე და ალაგ-ალაგ ჩაურთავდა კარგად დაცული ხალხი იყოო, ბაბილონის სიმაგრეებიც რად ღირსო. მერე ისევ იეროგლიფებს შეეხო და ბოლოს რო ავბუნტდით, გაირკვა, რომ ჩვენი სამხედრო ლექტორის მეგობარი იყო. ჩვენ ლექტორს დაურეკავს-პირველი ლექცია მაქვს, მისვლას ვერ ვახერხებ და მიდი რამეზე ელაპარაკეო... :) იმის მერე აღარცერთი აღარ გამოჩენილა :wink:

navigator
მე მეგონა, რომ ატომური ბომბის შემთხვევაში არანაირ სარდაფს აზრი არ ქონდა, ესე იგი, კარგი სარდაფი მაინც სარდაფობს :wink:

ისე, აირწინაღის შემცვლელი რა არის?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by ARCHILI » 22 აგვ 2008, 14:55

არსებობს კიდევ თავდაცვის ერთი შესანიშნავი მეთოდი, რომლითაც "თავადაცვის" ამ მეთოდის მიზანს მაშინაც აღწევ, თუ არ გამოგდის...

კერძოდ... თუ კი მტერი მოგდევს და ვეღარ ახერხებ თავის დაცვას, შეგიძლია, შეირბინო სახლში, გამოარბენინო ერთი-ორი ტომარა ცემენტი, ასე 50 აგური და ერთი ბარი...

შემდეგ... გაირბინო უახლოეს სასაფლაოზე, გაითხარო უცბად მიწა, ისე რომ მტერმა ვერ შეგამჩნიოს, მერე სასწრაფოდ ჩაწვე, დაიყარო მარჯვენა ხელით მიწა, მარცხენით ამოაშენო იმ ცემენტითა და აგურით, ქე რომ წეღან გამოარბენინეთ სახლიდან და ყველაფერს რომ მორჩებით, გაისუსოთ...

უტყუარი მეთოდია, ჯერ არავინ შეუმჩნევიათ ასე დამალული...

:D :D :D :D :D :D :D :D :D
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by navigator » 22 აგვ 2008, 15:12

kotetbeli
ყველაფერი დამოკიდებულია ბომბის მოცულობაზე და მისგან დაშორებაზე, ჰიროსიმაში ჩამოგდებულმა ბომბმა ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილი იმსხვერპლა და მით უფრო თუ უფრო დაშორებით ვარდება მაშინ არის გადარჩენის შანსი თუმცა მერე ცხოვრება უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თუ ევაკუაცია არ მოხდა. უბრალოდ ატომური ბომბი ეს უფრო ფანტასტიკის სფეროა ჩემი აზრით, იმედი მაქვს :)

მარა იმ ჩათლახებმა კასეტური მატარებლით ნაღმები ისროლეს, დიდ ტერიტორიაზე მოფანტული, ეს ნამდვილად რეალური და ახლო საფრთხეა, HRW-მ მოითხოვა მოსახლეობაში შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარება მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით.
აცხა ღორებო Image

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Varvara » 22 აგვ 2008, 18:19

ბოდიში რომ ვაოფტოპიკებ იმ თემაში, სადაც რეკომენდაციები უნდა იყოს ჩამოწერილი, მაგრამ რომ არ დავწერო არ შემიძლია.

მაშინ როცა კოკოითს ხალხი გაყავდა ცხინვალიდან (ევაკუაციას ახდენდა) და მაშინ როცა თბილისში საავადმყოფოებს ცლიდნენ და დაჭრილების მისაღებად ემზადებოდნენ, ნუთუ მაშინაც არ შეიძლებოდა რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაეფრთხილებინათ რომ სარდაფები გაემზადებინათ და თითო კვირის მარაგი აუცილებელი ნივთები და საკვები შეენახათ შიგნით (ჯანდაბას, თუნდაც მარტო სარდაფები გაემზადებინათ და საჭმელს ნუ შეინახავდნენ შიგნით)?

დაბომბვის დროს სარდაფებისთვის თავის შეფარებას შეძლებდა ეს დაუცველი მოსახლეობა და უბრალო ხალხის ამხელა მსხვერპლიც არ იქნებოდა. გორი რომ დაიცალა, ვინც გამოსვლა ვერ მოასწრო, მერე კი შეაფარეს თავი სარდაფებს, მაგრამ 3 დღის განმავლობაში მშიერ მწყურვალები იყვნენ.

ამერიკაში ყველა კერძო სახლის მფლობელს ეზოში აქვს გათხრილი სპეციალური 'ტრანშეები', რომელიც გარედან კარებით იკეტება და იქ 2 კვირის სამყოფი საგნები და მარაგები უდევთ - ფანრები, წყალი, მშრალი საკვები, ტანსაცმელი, ბატარეები..... ამას ისინი ქარიშხლებისგან და სხვა სტიქიური უბედურებისაგან თავის დასაცავად ამზადებენ.

ნეტა სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა ან სამხედრო თუ ისწავლება ეხლა?

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Druides » 22 აგვ 2008, 19:19

kotetbeli



ქიმიური იარაღი აკრძალულია მთელს მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ცრემლსადენი იარაღია დაშვებული........

ხოდა ულტრაბგერითი ბომბებია კიდევ საშიში რომლებიც ჩამოვარდნისას იწვევს საშინელ ჰალუცინაციებს და ტვინი ისეთ საშინელ კონდიციამდე მიდის რომ ყველა სისხლძარღვიდან იწყება სისხლდენა..........რამდენადაც ვიცი ეს იარაღი აკრძალულია თუმცა გარკვეული სახის ბომბები დაშვებულია..........
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Naia » 22 აგვ 2008, 19:28

Druides
იდეაში კლასტერული ბომბების გამოყენებაც აკრძალული იყო, მაგრამ რუსეთს მგონი არც გახსენებია...

პს. ქიმიური იარაღის გამოყენება, ჩემი აზრით, ტერორისტული დაჯგუფებებისგან უფროა მოსალოდნელი. მეეჭვება იგი ერთმა სახელმწიფომ მეორის წინააღმდეგ გამოიყენოს

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Naia » 22 აგვ 2008, 19:31

Varvara
როგორც ვიცი, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვა აღარ ისწავლება.

ეგ კი არადა რაც თავი მახსოვს სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობის დროს ჯერ ედიკას მთავრობას ვარწმუნებდით მერე კი ახლანდეს, საგანგებო სიტუაციების გეგმა შეიმუშავეთ-თქო, მაგრამ არ დაადგა ამ საქმეს საშველი. დიდი იმედი მაქვს, ამ ამბის მერე მაინც გამოფხიზლდებიან სახ. სამსახურები და დაიწყებენ ამ გეგმაზე რეალურად მუშაობას.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Archil » 22 აგვ 2008, 19:40

Druides wrote:kotetbeli



ქიმიური იარაღი აკრძალულია მთელს მსოფლიოში მხოლოდ და მხოლოდ ცრემლსადენი იარაღია დაშვებული........

ხოდა ულტრაბგერითი ბომბებია კიდევ საშიში რომლებიც ჩამოვარდნისას იწვევს საშინელ ჰალუცინაციებს და ტვინი ისეთ საშინელ კონდიციამდე მიდის რომ ყველა სისხლძარღვიდან იწყება სისხლდენა..........რამდენადაც ვიცი ეს იარაღი აკრძალულია თუმცა გარკვეული სახის ბომბები დაშვებულია..........
ჰოდა მაგ ბომბების შედეგი ისაა, რომ მერე დაავადებულებები იმდენს პოსტავენ, რომ ერთ კვირაში ხდებიან იეტები ;)

:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Druides » 22 აგვ 2008, 19:51

Archil
:D :D :D :lol: :lol: :lol:
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]