Post
by jaba picxelauri » 20 აგვ 2008, 12:38
გასვლა:
9:00 გასვლა თბილისიდან სთ ზე სარეისო მიკროავტობუსით
11:00 ფასანაურამდე გზა 2 საათი
12:00 კიტოხამდე 1 საათი ფეხით 5 კმ 20 წუთი მანქანით
14:00 ბაკურხევამდე 2 საათი ფეხით 7 კმ 1 სთ მანქანით
სულ სოფლამდე დრო თავის ფოტოებიან ამბიანად საჭიროა 5 საათი
გამოსვლა:
12:00 გამოსვლა სოფლიდან
15:00 გამოსვლა ფასანაურიდან
16:30 გასვლა სამთო ქიმიიდან სახლებისაკენ
შენიშვნა1:
ჩემი მანქანა იქნება ბარგის გადასატანად, ასე რომ ბარგით სიარული არავის მოუწევს, არც იქითობისას, არც აქეთობისას.
შენიშვნა2:
შესაძლებელია ამ ხნის განმავლობაში შემოერთება და უფრო ადრე წამოსვლა,
იგივე პირობები იმოქმედებს ამ შემთხვევაშიც.
ფინანსური აღწერა:
გზა: 10 ლარი ერთი გზა დაახლოებით. ორივე გზა 20 ლარი
საკვები: დაახლოებით ერთი დღე 10 ლარი, ( ამ თანხაში გათვალისწინებული არაა სასმელის თანხა)
მარიამობისთვის საკლავი 80 ლარი
შენიშვნა3:
სოფელში არის ელექტრო ენერგია, და ტელევიზორიც არის, ასე რომ მთლად მოწყვეტილიც არ იქნება სამყაროს ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება ïŠ
შენივნა4:
4.1 შესაძლებელია რამდენიმე დღით ამოსვლა, გადის ავტობუსი პირდაპირ გუდამაყარში დიდუბის ავტოსადგურიდან ყოვედღე 3 სთ-ზე, მგზავრობის დრო დაახლოებით 3-4 საათი. ორონდ ეს წინასწარ უნდა ვიცოდეთ, რათა გუდამაყარში დავხვდეთ, და სოფლამდე ავიყვანოთ მსურველი(ები),
4.2 შესაძლებელია ადრე წამოსვლაც, აგრეთვე ადრე წამოსვლის მსურველებისთვის ფასანაურიდან გამოდის ტრანსპორტი 8 საათამდე. ფასანაურამდე ნივით ჩამოყვანა მოხდება.
შენიშვნა5:
მანძილი მითითებულია დაახლოებით, სადაც მანძილი არ არის ცნობილი, ნამყოფთა მიხედვით დადგენილია დრო, რომალიც საჭიროა მანძილის დაფარვისთვის.
დღეების აღწერა:
დღე 0 23 აგვისტო შაბათი
დილით გამზადება,ხალხის მოგროვება, საჭირო პროდუქციის და საჭირო ნივთების შეძენა. გასვლა(საუზმე), სოფელში მოწყობა, საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. ადგილის დათვალიერება, სახლის ზედაპირული დათვალიერება,
(სახლი ძველი ხესვურული ბანიანი სახლია, თავისი ჭერხოთი და მჭვარტლიანი ჩონგურით ïŠკედელზე)
საღამოს დათრობა საფიხვნოში
დღე 1 24 აგვისტო კვირა
საუზმე, გასვლა მწვერვალ კანჩხზე(2800მ) (6 კმ), მწვერვალიდან უკან დაბრუნებისას ძველ საქართველო რუსეთის გზაზე გადახედვა, სადილი მთაზე, სახლში შებინდებისას დაბრუნება. დასვენება.
საღამოს დათრობა საფიხვნოში
დღე 2 25 აგვისტო ორშაბათი
დილით დასვენება, მერე საუზმე, გასვლა უკენა ახოსკენ, გადასასვლელ კანჩხით გადასვლა უძირო ტბაზე (უკენახოს თავზე 2500მ) (6 კმ), უკან დაბრუნებისას შალშავის და სოკოს დაკრეფა
საღამოს დასვენება,
საღამოს დათრობა ტაბლაზე, (სამამაცო სკამზე და ტაბლაზე გაშლილ სუფრასთან)
დღე 3 26 აგვისტო სამშაბათი
დილით გასვლა ჭიუხების მხარეს, მთაზე საუზმე, ოხერხევის მთაზე სადილი, გადასვლა ჭიუხების უკანა მხარეს (5 სთ) და ღამის გათენება,
დღე 4 27 აგვისტო ოთხშაბათი
დილით კარვების ალაგება წამოსასვლელად გამზადება, საუზმე. ჩასვლა აბუდელაურებზე (სურვილისამებრ), (1 სთ) უკან დაბრუნება მეორე გზით, საღამოს დასვენება, დაკრეფილი სოკოს დამუშავება.
საღამოს დათრობა ტაბლაზე, (სამამაცო სკამზე და ტაბლაზე გაშლილ სუფრასთან)
დღე 5 28 აგვისტო ხუთშაბათი მარიამობა
დილით დასვენება-საუზმე-დასვენება
მარიამობის წარმართულ დღესასწაულზე დასწრება, (3 კმ)გულიანი დალევა რასაც ქვია, ხატისკარ შეყრა, ქვაზე მჯობინობა, შინ გამთენიისას დაბრუნება
ეხლა, დალევის თავი ვისაც ექნება დალიოს საფიხვნოში, არაა პრობლემა
დღე 6 29 აგვისტო პარასკევი
პარასკევს დილის საათებში დასვენება, მთელი ხნის განმავლბაში სოფელში შემორჩენილი დასათვალიერებელი ადგილების დათვალიერება, წყლის დაგუბება და მთის მდინარეში ბანაობა(500 მ)(ღირსეშანიშნავი და თავადთა სკადრო )ïŠ (ამინდის შესაბამისად) საღამოს მე ისევ უნდა დავლიო და თქვენ დაისვენეთ
დღე 7 30 აგვისტო შაბათი
დილით საუზმე, გასვლა მწვერვალ შავქვიშაზე (3000 მ) (8 კმ)მთაზე სადილი და მყინვარის დათვალიერება
დაბრუნება სოფელში, დასვენება, საღამოს მოხუც ხევსურებთან სტუმრობა, ძველი ამბების მოსმენა
დღე 8 31 აგვისტო კვირა პირიმზე ფუძის ანგელოზობა
საუზმე, სოკოთი და ხორცით, უკანასკნელი დღის დამახასიათებელი მოვლენები, საღამოს გამომგზავრება
დღე 9 1 სექტემბერი ორშაბათი
სათადარიგო დღე, თუ რომელიმე დღე ჩავარდა ამინდის გამო, რაც ნაკლებ მოსალოდნელია, რადგან მარიამობის კვირაში ჩემს სოფელში ამინდი ძირითადად არ ფუჭდება