სამოქალაქო თავდაცვა!!!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by ლეონტი » 22 აგვ 2008, 00:21

ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მიუხედავად საომარი პერსპექტივისა, სამოქალაქო თავდაცვას დიდი ყურადღება ექცევა.
როგორც ჩანს სამოხალისო საწყისებზე უნდა ერთმანეთი გავარკვიოთ, რა მოვიმოქმედოთ საჰაერო თავდასხმის დროს, სარდაფში შევიყუჟოთ თუ კივილით გავვარდეთ ქუჩაში.
დამერწმუნეთ ამის ცოდნაზე ათასობით ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by lama » 22 აგვ 2008, 00:25

ლეონტი
ასეთი საგანი ბუნდოვნად მახსოვს


პირველი კურსის პირველ სემესტრში :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 00:28

კი, მართალია.
ისე, მართლა, ჩვენთან რატომ არ ექცევა ყურადღება ვერ ვხდები.

ძველად, კაცის 363 წესში ერთ-ერთი ასეთი იყო: მნიშვნელობა არ ქონდა მშვიდობა იყო თუ ძნელბედობა, ისე უნდა დაეძინა კაცს, ნებისმიერ დროს, გვერდით 3 დღის საგზალი და იარაღის აღჭურვილობა ჰქონოდა.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by lama » 22 აგვ 2008, 00:30

kotetbeli wrote:ძველად, .
მაინც როდის?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Naia » 22 აგვ 2008, 00:31

ჩემი სამხედროს მასწავლებელი გამახსენდა, რუსულნარევი ქართულით რომ გვიხსნიდა: 'მიწის ნძრევის დროს, მივარდით ფანჯარასთან და გადახტით' :)

გააჩნია რისგან ვიცავთ თავს. დაბომბვის დროს ალბათ ბეტონის სარდაფებსა და მეტროებს უნდა შევაფაროთ თავი.

ქიმიური იარაღის დროს, კარ-ფანჯრები დავგმანოთ და ნასვრეტები საიმედოდ ამოვქოლოთ

ბირთვული იარაღის დროს კი... ლოცვა წავიკითხოთ და თუ გადავრჩით არ უნდა გვიხაროდეს :)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by navigator » 22 აგვ 2008, 00:33

მაგაზე ვფიქრობ დიდი ხანია, მით უფრო როცა ამხელა თანხები იხარჯება შეიარაღებაში და არის თეორიული მაინც შესაძლებლობა საომარი მოქმედებებისა, რატომ არ ხდება მოსახლეობის მომზადება? უფრო მეტიც, აშკარა საფრთხის დროსაც კი არანაერი ქმედებები არ მიმდინარეობდა სავარაუდო მსხვერპლის ასაცილებლად, თუნდაც ინფორმირება მაინც ხალხის.
ამ მხრივ ძაან ბევრია გასაკეთებელი ალბათ.
აცხა ღორებო Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Naia » 22 აგვ 2008, 00:34

kotetbeli
ერთ ამერიკელ გოგონასთან ვმეგობრობდი. ერთხელ წამოცდა საწოლ ქვეშ ყოველთვის მაქვს 'emergency kit'-ო. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ პირველადი აუცილებლობის საგნებით ჰქონდა დაკომპლექტებული. ჩამონათვალი აღარ მახსოვს, მაგრამ ფარანი და მშრალი საკვები ნამდვილად რომ ერია ეს მახსოვს :)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 00:45

Naia wrote:kotetbeli
ერთ ამერიკელ გოგონასთან ვმეგობრობდი. ერთხელ წამოცდა საწოლ ქვეშ ყოველთვის მაქვს 'emergency kit'-ო. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ პირველადი აუცილებლობის საგნებით ჰქონდა დაკომპლექტებული. ჩამონათვალი აღარ მახსოვს, მაგრამ ფარანი და მშრალი საკვები ნამდვილად რომ ერია ეს მახსოვს :)
ჰაჰაა :D
ალბათ ერთხელ საქართველოს ისტორია გადაიკითხა და იმის მერე შიშები დასჩემდა :) :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by ლეონტი » 22 აგვ 2008, 00:46

ერთმა რუსმა პადპალკოვნიკმა, რომელიც ქიმ დაცვის კურსს გვიკითხავდა, მახსოვს ესე გვითხრა:
თქვენ კი არ მეცოდებით, ის ქალები და ბავშვები მეცოდება თქვენი ბედოვლათობის გამო რომ უნდა გაწყდესო.
ჩვენ ვიგუდებოდით.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by ARCHILI » 22 აგვ 2008, 00:55

1.დაბომბვისას ერიდეთ ხიდებს!...

-- ეს ამ ცოტა ხნის წინ მასწავლეს ჯარისკაცებმა მდინარე პატარა ლიახვზე გადასვლის წინ რომ ჩამოვედით მანქანიდან... მინდა გითხრათ, რომ ეს რჩევა
იმავე დღეს გამომადგა :)

2. სროლაში თუ მოხვდით, დაბალი კედელი მაინც მოძებნეთ და მის გვერდით ჩაწექით!... - ეს რჩევაც გამომადგა.

დაახლოებით ასეთივე წესია დაბომბვის დროსაც, მაგრამ იქ კიდევ რაღაც პატარა განსხვავებაა და თუ გაიხსენებთ და დაწერთ, კარგია...

3. თუ სახლში ყოფნისას დაქცევა მოგიწიათ (ანუ მტერი შემოდის და ჯარმაც მიგატოვათ, როგორც ჩვენთან მოხდა), უცბად აიღეთ პირადი საბუთები, მცირე ზომის ფასეული ნივთები, თბილი ქურთუკი (იქნებ, ტყეში მოგიწიოთ გაქცევა, რა იცით) და ისეთი რაღაცეები დაახლოებით ლაშქრობაში რომ დაგვაქვს: რკინის "კრუშკა", ასანთი, სანტელი და ა.შ. !.. - ეს რჩევა ჯერ არ დამჭირვებია, იმედია,არც დამჭირდება...

4. დევნილობამ თუ მოგიწიათ, აი, პანიკა რომ ატყდა იმ დღეს თბილისში, ეცადეთ არა დიდ ქალაქებში, არამედ პაატრა სოფლებში უფრო გახვიდეთ...

5. მოერიდეთ ასეთ დროს სტრატეგიულ ადგილებში მოძრაობას.

6. "პერესტრელკაში" მოყოლისას, ეცადეთ არ იყვიროთ, პირიქით, მოიქეცით, როგორც ზემოთ ითქვა და გაისუსეთ...

კიდევ რაც გამახსენდება დავწერ... ესენი ბოლო ორ კვირაში შევისწავლე :wink: ჩემი პროფესიის წყალობით :wink:


Image

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by Sikvdila » 22 აგვ 2008, 01:02

ARCHIL_i wrote:2. სროლაში თუ მოხვდით, დაბალი კედელი მაინც მოძებნეთ და მის გვერდით ჩაწექით!... - ეს რჩევაც გამომადგა. [/b]
რა გამახსენდა რომ იცოდე :)
მოკლედ, მასეთი სიტუაციაა და მაგარი სროლებია, ადგილიდან გასვლის შანსი არაა. უკვე თითქმის ბნელა რა, ცუდად ჩანს. და ჩემგან დაახლ. 20-25 მეტრში ბუნდოვნად ვხედავ რაღაც კედელია. როგორც იქნა მივედი იმ კედლამდე, წამოვწექის პონტში და ვცდილობ ცოტა ამოვისუნთქო. მერე სროლა შეწყდა და ჩამთვლიმასავით. იტოგში, 2-3 საათის მერე რაღაც დვიჟენია იყო, ავდექი იქედან და წავედით. დილით ისევ მომიწია მანდ მისვლა და ვხედავ ის კედელი სინამდვილეში დიქტია, რომელზეც აგურის პონტში შეღებილი შპალიერია გაკრული :)
კიდევ კარგი, იქ არ დავრჩი იმ ღამით, საცერივით იყო ის "კედელი" :)

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by kotetbeli » 22 აგვ 2008, 01:03

ARCHIL_i
გაიხარე, ყველაფერი კაია და გამოსადეგი!

P.S. მაგრამ გეხვეწები ბოლდით ნუ წერ რა, კარტრიჯები ვეღარ შემოგვაქვსო-ალტაში მითხრეს...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 22 აგვ 2008, 08:58

ლეონტი
დროული თემაა.
ვფიქრობდი ამის გახსნას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2007წლის ნოემბრის მიტინგები გაზით დაშალეს სამთავრობო ძალებმა.

სამოქალაქო თავდაცვა სტიქიური უბედურებებისგან დაცვასაც გულისხმობს.
1-1, რაც თან უნდა გვქონდეს,
სიგნალის გადამცემი რაიმე ნივთი უნდა იყოს. ვთქვათ, სასტვენი, მოციმცომე ფანარი და ა.შ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by qvevri » 22 აგვ 2008, 09:01

ნეტავი ჩემი მარანი თავდაცვისთვის არ გამოდგება :roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამოქალაქო თავდაცვა!!!

Post by ლეონტი » 22 აგვ 2008, 09:10

qvevri
თუ ფიალას ბოლომდე გაავსებ ,რავა არა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]