მას აშე...კიარადა პირიქით.
მე მაქვს იდეა სხვა დანარჩენი კარველებისათვის, რომ ამ შაბათს ან კვირას "ჩაუხტეთ თამაზ ბატონსა" (იგივე makena-ს) თავის აგარაკზე ფასანაურში.
ბევრ თქვენთაგანს ახსოვს, რომ ეს კაცი უკვე დიდი ხანია პირდება კარველებს იმ შვენიერ აგარაკზე მიპატიჟებას და მასპინძლობას, ასე რომ "პაწა თქვენც წოუკარით ხელი", მიეხმარეთ კეთილი სურვილების რეალიზებაში მეგობარს
ნამდვილად დროული (რაიცით კიდე რა მოხდება ) და ადგილიანია ეს სტუმრობა კარველებისათვის.
მსურველების ჯგუფი დილით ადრე გავა, სამწვადე-სანოვაგე-სასუსნევს ააყოლებს ხელს, სადღაც 2 საათში ადგილზე იქნება, მოისვენებს, ბუნ. წიაღში გაივლ-გამოივლის, ამასობაში საპურიჭამო სიტუაციაც მომზადდება, მოილხენთ.
შემდეგ იმპროვიზაციებიც შეიძლება _ "კამერული ჯომარდი" არაგვზე, ან პლიაჟური დასვენება ჟინვალზე.
სხვათაშორის ჟინვალის წყალსაცავის გადაღმა თურმე მშვენიერი, პატარა სოფელი (თუ ნასოფლარი) არის -ავენისი, თავისი ძველი ეკლესიით. თუ ვინმეს მაინცა და მაინც კარვის დაცემა სურს და შიგ ღამოს გათევა ავენისი კარგი ალაგია ამისათვის
მოკლეთ, "ნაკოლი" მოგეცით
