ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Int3lig3nt
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ!!!!!
კარვის ყოჩაღები ხართ:)
ეხლა შემოვიხედე ამ თემაში, ალბათ მე ვერ გავბედავდი წამოსვლას.
თქვენ ხართ გმირები!!!!!!!
უულვაშოდ ძვლივს გიცანი

- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
მაპატიეთ პასიურობა, ცოტა ვიზარმაცე .
დღეს დავამატებ შაორის ტბის ამბებს, მეორე დღის ჩათვლით.

2 იანვარს ზღარბი დამებედა
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
არადა ზუსტად მაგ დროს ვიყავი რაჭაში
: (
რომ მცოდნოდა
ბოლო დღეებში
შემოგიერთდებოდით
გული ჩამომწყდა
: (
რომ მცოდნოდა
ბოლო დღეებში
შემოგიერთდებოდით
გული ჩამომწყდა
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
pataputina
წინა დღეებში გირეკე და ვერ დაგიკავშირდი ვერაფრით .
ნომერი ხომ არ გამოცვალე?
წინა დღეებში გირეკე და ვერ დაგიკავშირდი ვერაფრით .
ნომერი ხომ არ გამოცვალე?
2 იანვარს ზღარბი დამებედა
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
Int3lig3nt
არა, არა
იგივე ნომერი მაქვს....
მაგრამ მაგ დღეებში ისეთი ძნელი იყო მობილურზე დარეკვა, რომ.......
არაუშავს
ქვა გამოვიყოლე რაჭიდან და დავპირდი რომ დავაბრუნებ
ასთრე რომ
კიდევ
მომიწევს
გაფესვება...........
არა, არა
იგივე ნომერი მაქვს....
მაგრამ მაგ დღეებში ისეთი ძნელი იყო მობილურზე დარეკვა, რომ.......
არაუშავს
ქვა გამოვიყოლე რაჭიდან და დავპირდი რომ დავაბრუნებ
ასთრე რომ
კიდევ
მომიწევს
გაფესვება...........
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
შაორის ტბა
მსუბუქ აღმართს ნელ-ნელა ავუყევით.
ვიცოდი, რომ ახლოს იყო შაორის ტბა და არ ვჩქარობდით. დაბნელებამდე 3-4 საათი გვქონდა.
მივდიოდით და ავლილ-ჩავლილი მანქანებიდან, გაკვირვებული მზერა გვაცილებდა.
ტრასაზე მოძრავი მანქანები და მათი მგზავრები ცალკე სასაუბრო თემაა, ამ ლაშქრობაში.
ჩვენი მარშრუტი ხომ ძირითადად ტრასაზე გადიოდა.
ზოგი დაგვისიგნალებდა, ზოგი ხელს აგვიწევდა
რა ვიცი, რას ფიქრობდნენ იმ მომენტში.
ალბათ უცხოელები ვეგონეთ, რომლებსაც ჯერ არ გაეგოთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ და აეროპორტში პირველივე რეისით გაქცევის ნაცვლად, მშვიდად მიაბიჯებდნენ ზურგჩანთააკიდებულები.
რა იცოდნენ, რომ ბედკრული საქართველოს, უკუღმართი შვილები ვიყავით .
ყვავის ფეკალიებიანი წყლის შემდეგ ეს ჩანჩქერი უკვდავების წყლად მოგვეჩვენა. ოღონდ სანამ ბოთლები დავავსეთ, კი დავსველდით გვარიანად
ცხრაჯვარის გადასახვევიდან საათზე ცოტა მეტი სიარულის შემდეგ, შაორის ტბის პატარა განშტოება გამოჩნდა.
18:19
ტბის დანახვამ ძალიან გაგახარა, მალე გავშლიდით კარვებს და დავისვენებდით.
ბევრი კი არ გვქონდა გავლილი, მაგრამ საკმაოდ დაღლილები ვიყავით, ალბათ ემოციურმა ფონმა იმოქმედა.
ტბას რომ გავუსწორდით, უცებ დაბლა რაღაც მხტუნავი ციცქნა არსება შევნიშნე.
პატარ-პატარა ნახტომებით ტბის მხრიდან, მთაზე შეფენილი ტყისკენ მიხტოდა.
კარგად დავაკვირდი და პატარა ბაყაყი აღმოჩნდა.
სურათის გადაღება ვცადე და არ გამომივიდა, უკვე საკმაოდ მოსაღამოვებული იყო.
ერთი-ორი ნაბიჯი გადავდგი და კიდევ ერთი პატარა ბაყაყი შევნიშნე. მერე კიდევ ერთი.
ჩემდა გასაკვირად, ყველა ერთი მიმართულებით მიხტოდა.
რა საინტერესოდაა მოწყობილი ბუნება. ნეტა რა აიძულებდათ ამ პატარა ბაყაყებს ტბის ნაპირი (სადაც რამდენიმე მეტრიანი ტყის ზოლიც იყო) დაეტოვებინათ და ტრასის გავლით მთისკენ წასულიყვნენ.
ღმერთმა იცის ამ მოგზაურობისას რამდენი გაჭყლიტა მანქანებმა .
ძალიან ბევრიც აღარ მიდარდია ბაყაყებზე, ჩვენგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში ხომ ჩვენი ძმები იღუპებოდნენ...
უბრალოდ ვცდილობდი ყურადღებით გამევლო, რომ შემთხვევით არ დამებიჯებინა.
ტბის განშტოებას ხიდი კვეთდა.
ხიდიდან ეს ხედი გადაგვეშალა.
სამწუხაროდ თვალსაწიერზე, ვერც საბანაკე ადგილს ვხედავდით და ვერც სანაპიროსთან ჩასასვლელს. ტყიანი ნაპირები ციცაბოდ ჩადიოდა ტბაში.
გავაგრძელეთ გზა და რამდენიმე წუთში პოლიციის კოლონები გამოჩნდა. მოდიოდნენ და მოდიოდნენ.
სულ დამავიწყდა დამეწერა, ცხრაჯვარის გადასახვევთან რომ ვისხედით, მაშინაც ჩამოიარეს პოლიციის ჯავშნოსანმა მანქანებმა.
ახლა კი ძირითადად ტოიოტას ჯიპები და ნივები იყო.
თითქმის ყველა გვესალმებოდა, ხელს გვიწევდნენ .
სურათის გადაღება მომინდა, მაგრამ არ ვიცოდი, შეიძლებოდა თუ არა და ზედმეტ პრობლემას თავი ავარიდე .
მე გამიხარდა, რომ მიდიოდნენ. ვიცოდით რომ ონი დაბომბილი იყო და რადგან ესენი რაჭიდან მიდიოდნენ, ე.ი. აქ საშიში აღარაფერი იყო.
ზარები და ცუდი ამბები კი ისევ გრძელდებოდა.
ეკას უთხრეს, რომ დილა გათენდება თუ არა, ეგრევე ფოთში წადი, ბებიასთანო .
მალე მეთევზეები ვნახეთ, რომლებმაც საბანაკე ადგილი გვირჩიეს.
რაღაც ჯამის თუ ჯორის წყალი არისო ტყეში და იქ შეგიძლიათო.
თუმცა არ მოგვეწონა და გზა გავაგრძელეთ.
შემდეგ სანაპიროსკენ ჩავუხვიეთ, მაგრამ ისეთი დაბინძურებული იყო და ისეთი საშინელი სუნი იდგა, რომ მაშინვე თავიდან ამოვიგდეთ აქ გაჩერება.
სამაგიეროდ აქედან კარგი ადგილი დავინახეთ. საკმაოდ დიდი სანაპირო ტერიტორია მოჩანდა დაახლოებით კილომეტრში და იქვე კოტეჯებიც იდგა.
წესით წყალიც უნდა ყოფილიყო.
იმედმოცემულებმა გავაგრძელეთ გზა.
ოციოდე წუთში შემოღობილ ეზოს მივუახლოვდით, სადაც ძველი, საბჭოთა კავშირის დროინდელი კოტეჯები იდგა. რამდენიმე უკვე დანგრევის პირას იყო მისული, ზოგში კი დამსვენებლები შევნიშნე.
ჩანთები დავაწყვეთ და ეზოში შევედი.
აივანზე გოგონა რაღაცას ბერტყავდა თუ ფერთხავდა.
გავარკვიე, რომ თურმე წყალიც აქვე ყოფილა კოტეჯებს შორის და სანაპიროზეც შევძლებდით დაბანაკებას.
გახარებული ჩავედი ჩვენებთან. დავავლეთ ხელი ჩანთებს და სანაპიროზე მოსწორებული ადგილი მოვნახეთ.
ფოტოაპარატი მარიტას ჩავაბარე და კარვების გაშლას შევუდექით...
19:55
როგორც ხედავთ, ეკა ყველაზე მეტად აქტიურობდა ამ პროცესში.
სანამ ჩვენ კარვებს ვშლიდით და მარიტა ფოტოებს გვიღებდა, პოკაჰონტასი ვახშამის თადარიგს იჭერდა.
15 წუთში ყველაფერი მოვამთავრეთ, ჩვენც და პოკაჰონტასმაც.
კარვებიც და ვახშამიც მზად იყო.
ავიღეთ ჭურჭელი და წყალზე წავედით.
ტბასთან სერგი დავტოვეთ.
წყალთან მორიგი არასასიამოვნო ამბები გავიგეთ, დამსვენებლებისგან.
მათი ძირითადი ნაწილი რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას ეხებოდა, თუმცა იყო კიდევ ერთი ამბავი, რომელიც მაშინვე აისახა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე.
ხელების დაბანა ვერ მოვასწარი რომ რამდენიმე კოღომ ერთად მიკბინა.
დამსვენებელმა გოგონამ გვახარა, სანაპიროზე უფრო მეტი კოღო არისო.
რაღას ვიზამდით, კარვების დაშლას და სხვაგან აწყობას, ვეღარ მოვასწრებდით...
უცებ დავიბანეთ ხელები, ჭურჭელიც ავავსეთ და ჩვენს ადგილს დავუბრუნდით.
ბანაკამდე გზა, ქეციანივით, ფხანვით და კლაკვნით ჩავიარე.
სანაპიროსთან დაბანაკება მხოლოდ კოღოების გამო არ აღმოჩნდა ცუდი. სანამ წყალზე ვიყავით, კარვებიც და ჩვენი ჩანთებიც (რომლებიც გარეთ ეწყო ბალახებზე) დანამულიყო და გარედან საკმაოდ სველი იყო.
გრძელტოტებიანი შარვალი ჩავიცვი, სხეული მაქსიმალურად დავიფარე და სუფრას მივუსხედით.
ცოტა რომ დავნაყრდით, დადგა სიურპრიზის დროც.
საქმე იმაშია, რომ ეკამ წელს დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი და წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები.
მე შევთავაზე, რომ ეს ამბავი ლაშქრობით აგვეღნიშნა.
კი დამთანხმდა, მაგრამ მას მერე დიდი ხანი გავიდა და ვერც ერთხელ ვერ შეძლო ლაშქრობაზე წამოსვლა (ვაღიარებ, ერთხელ ჩემი მიზეზით ჩაიშალა, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში წავედი).
მე კი სპეციალურად ამ ამბისთვის წითელი ნახევრად-ტკბილი ღვინო მქონდა შემონახული, რომელიც ეკას ყველაზე მეტად უყვარს.
აი ძლივს მომეცა საშუალება, გამომეჩინა ღვინო და დიდი ხნის ჩაფიქრებული აგვესრულებინა .
20:38
სამწუხაროდ კორპის ამოსაძრობის წამოღება დამვიწყებია და ალექსამ ჯერ ზედა ნაწილი მოაჩიჩქნა დანით, დარჩენილი ნაწილი კი შიგნით ჩააგდო კარვის სოლით.
ორ-ორი ჭიქა გამოგვივიდა. აქედან ერთ-ერთი რა თქმა უნდა მშვიდობის სადღეგრძელო იყო .
ბოთლი გვერდით გადავდე, მეორე დღეს მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეესრულებინა .
ამასობაში ალექსას დადგმული ჩაიდანიც ადუღებულიყო.
ზოგმა ცხელი შოკოლადი დალია, ზოგმა ყავა, ალექსამ და მე სწრაფი კვების პაკეტები მივირთვით.
პიურე გავსინჯე და ძალიან მომეწონა.
აი ჩვენი ნასუფრალი
ჭამის შემდეგ ფოტოებს ვიღებდით
დიდი დაკვირვება არ სჭირდება, ალექსას თავზე კოღოს ნაკბენების შემჩნევას .
ამ ფანრის დამამზადებლებმა, ვერ გაითვალისწინეს ის, რომ შეიძლება შლაპის მოყვარულ ადამიანს მოუნდეს გაკეთება!
შუბლზე ორივე ვერ ეტევა და შლაპაზე ზემოდანაც ვერ მოვარგე .
ფოტოების გადაღებითაც რომ გული ვიჯერეთ, დავსხედით და მარიტას შემოთავაზებული თამაში ვითამაშეთ (თამაში არ იყო, მაგრამ ასე დავარქმევ).
რაც მე მგონი ყველასთვის საინტერესო აღმოჩნდა.
დაახლოებით 12 საათისთვის შევძვერით ჩვენ ჩვენს კარვებში და დავიძინეთ.
დილით არ ვიცი რამ გამაღვიძა. 8 ახალი დაწყებული იყო.
ჩავრთე მობილური და რამდენიმე მესიჯი ერთად მომივიდა.
შორენას დაიკო მწერდა (სამეგრელოდან), სენაკის და ფოთის დაბომბვის გარდა რამე სიახლე თუ გაქვს, გამაგებინეო. რა იცოდა, რომ ესეც სიახლე იყო ჩემთვის.
იყო ასევე ბუსუსას წერილიც, რომელიც, ასე იწყებოდა: კამიკაძეებო!..
კიდევ ჩემი ძმა მწერდა გერმანიიდან, სად ხარ, როგორ ხარო.
ზლაზვნით ჩავიცვი და ავდექი.
მალე ალექსამ მომბაძა.
გოგონები ისევ ნებივრობდნენ.
ვითომ სძინავთ
7:50
სერგი კარვის კარებთან იჯდა საძილეში გახვეული და ჩუმად აბოლებდა სიგარეტს.
კაი ხანი ხმა ვერ ამოვაღებინეთ, ალბათ ახალი ამბების გამო.
კინაღამ დამავიწყდა!
სანამ კარვიდან გამოვიდოდი, ძახილი შემომესმა.
კოტეჯების მხრიდან ვიღაც ბოხხმიანი ქალი (ვივარაუდე, სიგარეტის მწეველი იქნება-თქო და არც შევმცდარვარ) ყვიროდა: - დამპლებოო!.. ღორებოო!..
კიდე რაღაცეებს იძახდა, მაგრამ ვერ ვარჩევდი სიტყვებს, მხოლოდ ესენი გავარჩიე.
ამ დილაადრიანად რა დაეტაკა-თქო ვიფიქრე.
მერე მივხვდით, რომ ახალი ამბების მოსმენის შემდეგ, რუსების მისამართით ისროდა ამ სიტყვებს...
მაინტერესებდა მარიტამ როგორ გაატარა ღამე.
პირველად ეძინა კარავში და მინდოდა კარგად დამახსოვრებოდა .
სამწუხაროდ მისი პირველი (ორ-სამ დღიანი) ლაშქრობა ასეთ ცუდ დროს დაემთხვა.
მითხრა, კარგი იყოო და რა ვიცი. იმედია რომ მოვა, თვითონაც დაწერს შთაბეჭდილებებს .
შაორის ტბა დილით
ნელ-ნელა ყველამ ჩავიცვით და ხელ-პირის დასაბანად წავედით.
იქაურებმა მორიგი ცუდი ამბები დაგვახვედრეს.
ცხვირჩამოშვებულები დავბრუნდით კარვებთან.
დაძინებისას, იმედი გვქონდა, რომ დილით ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა და მშვიდად გავაგრძელებდით ლაშქრობას.
ერთი პუნქტი კი შეიცვალა, ეკას აღარ უწევდა ფოთში დაბრუნება.
ვისაუზმეთ და თან მომავალ გეგმებზე ვსაუბრობდით.
უმეტესობა ვფიქრობდით, რომ ნიკორწმინდის უნახავად არ ღირდა დაბრუნება.
აქამდე ამოვსულვართ და ნიკორწმინდა როგორ არ ვნახოთო .
ათასი ფიქრი გვიტრიალებდა თავში და გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო.
შეიძლება, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით თბილისისკენ, შეიძლება პირიქით, ჯერ არ ღირდა წასვლა.
იმაზეც ვფიქრობდით, მალე თუ არ ჩავალთ თბილისში, კიდევ რამდენი ხანი მოგვიწევს აქ დარჩენა, ღმერთმა იცისო.
მოკლედ ამ ფიქრებში ავალაგეთ კარვები.
უფრო სწორად, მე და ალექსა ვალაგებდით, ესენი კი კოტრიალობდნენ
წინა ღამეს იდეა მომივიდა, რომ დაგვეწერა წერილი, ბოთლში ჩაგვეგდო და ტბაში შორს მოგვესროლა (გოგამ არ გაგვიგოს ).
ასეც გავაკეთეთ, მარიტამ აიღო ფურცელი და დავწერეთ წერილი, რომ ჩვენ ვართ ესა და ეს, ვიმყოფებით რაჭაში ომის დროს, შეიძლება ხვალ ცოცხლები აღარ ვიყოთ .
მოკლედ, სიტუაციის მაქსიმალური დრამატიზება მოვახდინეთ.
სრული ტექსტი არ მახსოვს, მოვაბოდიალეთ რაცხაები....
ჩავდეთ ბოთლში...
და ტყორცნის პატივი ბატონ ალექსის ერგო (თურმე ალექსა ცაცია ყოფილა)...
ტყლუმპ!..
10:53
საბოლოოდ ავიბარგეთ და ისევ წყალთან ავედით.
ტრასაზე ერთ-ერთი დამსვენებელი იყო გამოსული, ბავშვს ასეირნებდა და თან ქვემოდან მომავალ მანქანებს, გზის შესახებ ინფორმაციას ეკითხებოდა.
გამოველაპარაკეთ ქალბატონს და მთელი ჯალაბობა გამოიშალა.
გვირჩიეს, რომ მალე წავსულიყავით თბილისში, სანამ გზა ჩაიკეტებოდა.
დავჯექით და ზემოდან მომავალ ტრანსპორტს დაველოდეთ. თან დამსვენებლებთან ვსაუბრობდით და ტელეფონებზე ვრეკავდით.
ეს მომენტები კარგად არ მახსოვს და თუ სხვა ვინმე დაწერს, კარგი იქნება.
საათზე მეტ ხანს ვიყავით გაჩერებული ამ ხალხთან და ბევრიც არის დასაწერი...
არ ვიცი, როგორ, რატომ, მაგრამ ავიღეთ ჩვენი ბარგი, დავემშვიდობეთ იმ ხალხს და ისევ ზემოთ, ნიკორწმინდისკენ წავედით.
ორიოდე წუთში კარგი პლაჟი დავინახეთ. ”კარგი” შედარებითი ცნებაა ამ შემთხვევაში. ესეც საკმაოდ იყო დაბინძურებული .
ცოტა ხანი აქ გავჩერდით, სერგიმ, ალექსამ და ეკამ იბანავეს კიდეც.
მხოლოდ ორ ფოტოს დავდებ, იმედია არ გამიბრაზდებიან .
სახტომი არ ჰქონდათ და რა ექნათ...
13:09
ჩვენ კი ნაპირზე ვისვენებდით
მე და რა თქმა უნდა ტელეფონი.
ამაოდ ვცდილობ დედასთან დაკავშირებას...
გული რომ იჯერეს ჭყუმპალაობით, ამოვიდნენ, გაშრნენ და ზემოთ გავაგრძელეთ გზა.
ცოტა ხანში მივხვდით, რომ მზის გულზე სიარულით, ორმაგად დავიღლებოდით და გაჩერება ვამჯობინეთ.
შემაღლებული მყუდრო, ჩრდილიანი ადგილი მოვნახეთ და გავჩერდით.
პლუს ამას, ქარი უბერავდა და ოდნავადაც არ გვაწუხებდა სიცხე.
თან ტრასასთან ვიყავით და შეგვეძლო გაგვეგო ამბები (ტელეფონით საერთოდ ვეღარ ვახერხებდით დაკავშირებას. ზოგს დამჯდარი ჰქონდა).
მატიტამ უკანასკნელი ენერგია გამოწურა თავისი აიპოდიდან
ჩვენს შორიახლო ზომიერად ფერხორციანი თეთრი ცხენი ბალახობდა
ეკა მოწყენილი იჯდა ხის მორზე, ნერვიულობდა. ვიფიქრე, მივუჯდები, ცოტას გამოველაპარაკები-თქო და კინაღამ ცუდი რაღაც შემემთხვა.
ვერ ვისწავლე ჭკუა და ფოტოაპარატის ჩართულად დატოვებას ვერ გადავეჩვიე. აიღე რა შე ოხერო და გამორთე, მიაფარე ობიექტივზე თავსაფარი!
აქამდე ორჯერ გადამირჩა, კინაღამ მივამტვრიე ქვებზე შუშა და აი მესამედაც.
ეკასთან რომ მივედი, აპარატი პარალონზე დავტოვე. დაუბერა ძლიერმა ქარმა, პარალონი აიქნია და ჩემი ჩართული ფოტოაპარატი ქვიან მინდორზე ჩაგორდა.
წამოვხტი მაშინვე, მივირბინე, დავწვდი და ერთი-ორ ადგილას, მიჭეჭყილივით არის . პატარა ზომისებია, მარა მაინც.
ბედად ობიექტივის შუშას არაფერი დაემართა, თორე გავსკდებოდი გულზე.
ვისხედით და ისევ პოლიტიკაზე ვსაუბრობდით.
შემდეგ ”ცია” ვითამაშეთ, ცია-ზე რომ მთავრდება, ის სიტყვები უნდა თქვა. კაი ხანს გაგვიგრძელდა, სხვათა შორის, კაი ბლომად სიტყვები გვხსომ ...

-
- მაწანწალა
- Posts: 642
- Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
- Location: tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
არც კი ვიცი რითი დავიწყო...
პირველ რიგში დიდი მადლობა int3lig3nt-ს ამ ულამაზესი და თბილი ლაშქრობისათვის...
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ლაშქრობაში ვმონაწილეობდი...
შეიძლება ბევრს გაუკვირდეს კიდეც, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ შემშინებიბია საკუთარი თავის გამო, ძირითდად მაინც ყველანი იმაზე ვნერვიულობდით, რომ ქვეყანა განსაცდელში იყო და არა იმიტომ, რომ ჩვენ რამე დაგვემართებოდა...მგონი აქ ყველაფერი ნათქვამია ჩვენს პატრიოტიზმზეც და გულისტკივილზეც...არა მგონია ვინმე ისეთი პატრიოტი ყოფილიყო კრიტიკოსებს შორის, რომელთაც ამ დღეების მანძილზე საჭმელი არ ეჭამოთ ან არ გაეღიმოთ..ჩვენც ჩვეულებრივ ასე ვიყავით...
არაფერია გასაკვირი ამაში
ყველანი ვნერვიულობდით საკუთარ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე...მინდა გითხრათ ასევე, რომ კარგად არც გვქონდა გააზრებული, ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ასე რომ ბოდიშის მოხდას უკაცრავად და არ ვაპირებ გულცივობის გამო...
bususa- შენ კომენტარში წერ, რომ მარიტას ვიცნობ და ასეთი არ მეგონაო...დამიჯერე არც ერთი ჩვენთაგანი არ იმსახურებს ამ სიტყვებს, იმიტომ რომ არაპატრიოტი აქ არაფერ შუაშია...ჩვენ გავრისკეთ ჩვენი სიცოცხლე და ამით საქართველოსთვის არ გვიღალატია...დიდი მადლობა ყველას ვინც მხარში დაგვიდგა დ ადეკვატურად შეაფასა ჩვენი ლაშქრობა

amindi moqmedebs
-
- მაწანწალა
- Posts: 642
- Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
- Location: tbilisi
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
ლაშქრობა მართლაც დაუვიწყარი აღმოჩნდა.. დღემდე შემომრჩა შთაბეჭდილებები, რომლის გადმოცემასაც თუ შევძლებ არ ვიცი...
რაჭის ლაშქრობისთვის ბევრი ვიბრძოლე( აქ მშობლებს და დროს ვგულისხმობ, რომელიც დაკავებული მქონდა ცეკვის გამო) და როდესაც თანხმობა მივიღე, აღმოჩნდა, რომ ლაშქრობა ჩაიშალა ჩემთვის ეს დიდი ტრაგედია იყო, თუმცა ომის საშიშროება ცხინვალში კიდევ უფრო მთრგუნავდა...
ეს ის საგამო იყო, როდესაც ჩემი დაიკო მიდიოდა ევროპაში და მის გასაცილებლად ჩემი დეიდაშვილი დ მისი მეულე, პატარა ანანოთი იყვნენ ჩვენთან..(მამაჩემი და დედაჩემი კი ქუთაისში)..მოკლედ ჩემს დეიდაშვილ ჰქონდა აბრებული მირანდას აეროპორტამდე მიყვანა...მირანდა ისე გავაცილე , რომ ჯერ კიდევ არ მივდიოდი რაჭაში...მაგრამ როდესაც დავბრუნდი კომპიუტერთან, სკაიპში ინტელიგენტი დამხვდა და შემომთავაზა ლაშქრობაში წასვლა... მე თავიდანვე მომეწონა ეს იდეა, მაგრამ როგორც ინტელამ აღნიშნა, მე არც საძილე მქონდა დ არც პარალონი მაგრამ ადიელაზეც თანახმ ვიყავი... პატარა ანანო თავისი მშობლებით ჩემნ დარჩნენ და დილის 7 სათზე ყველა ცმოვყარე (რა სტუმართმოყვერე ვარ )..რომლბმაც მიმიყვანს კიდევაც სამო-ქიმიასთან, სადაც დამხვდნენ ესანიშნავი ადამიანები.. გაგრძელბა იქნება..
ხო,რა მინდოა მთქვა...ეხლა ქუთაისის ინტ-კაფეშივარ და შეცდომებისთვის ბოდიშს გიხდით, ვერც ვამოწმებ ნაწერს

რჭაში ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ სულ სხვა ყოფილა რაჭის დალშქვრა...ეს ძალიან დიდი სიამოვნება იყო, რომელსაც ალბათ ვერასდროს დავივიწყებ, მითუმეტეს, რომ პირველად მეძინა კარავში...ღმერთო ჩემო, არ ველოდი ასეთი მაგარი თუ იქნებოდა..როგორც კი თავი შევყავი იმ წუთში მივხვდი, რომ ძალიან ძალიან მაგარი იქნებოდა იქ ყოფნა...მე, ეკა და ნათია ერთ კარავი ვიყავით და სანამ დავიძინებდით მეზობელ კარავს ვესაუბრებოდით და შემოქმედებითი საღამოც გამოგვივიდა...(აქ იგულისხმება ძირითადად პატრიოტული ლექსები)...კარავში საოცარი სიმყუდროვე იყო და მეორე დღეს ძალიან მიხაროდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გამეტარებინა ღამე კარავში
იმედი მაქვს თბილისში მალე ჩამოვალ...და მეტს დავწერ, მანამდე კი როცა ჩამოვალ ინტ-კაფეში აუცილებლად დავამატებ პოსტს
იმედი მაქვს თბილისში მალე ჩამოვალ...და მეტს დავწერ, მანამდე კი როცა ჩამოვალ ინტ-კაფეში აუცილებლად დავამატებ პოსტს
amindi moqmedebs
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
მიხარიოა მშვიდობით რომ დაბრუნდით...
განკიცხვას არ აქვს აზრი, სისულელეა, ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ

მი მალატ შვან
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
აქაც უნდა დავდო
ესეც რაჭაა
და
თან ზუსტად იმ დღეებში როცა თქვენ მოირაჭეთ
გადმოსაწერი ლინკი:Picture 206.MOV
http://bin.ge/file/197328/Picture-206.mov.html
ესეც რაჭაა
და
თან ზუსტად იმ დღეებში როცა თქვენ მოირაჭეთ
გადმოსაწერი ლინკი:Picture 206.MOV
http://bin.ge/file/197328/Picture-206.mov.html
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
ცხრაჯვარი - ქვემო რაჭა... ანუ კარაველი ლტოლვილები 8-10.08.08
ნიკორწმინდა
ნიკორწმინდისკენ რომ დავიძარით, ზუსტად არ გვქონდა დაგეგმილი, რას ვიზამდით, სად გავჩერდებოდით.
იმ მომენტში მგონი აღარც ვფიქრობდით თბილისში დაბრუნებაზე, არადა 1-2 საათის წინ, ოღონდ რამეს ჩამოევლო და ეგრევე გავყვებოდით.
არ ვიცი რამ შეგვიცვალა აზრი, მართლა არ მახსოვს...
მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მთელი გზა სურათები არ გადამიღია. ე.ი. ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი ის პერიოდი ...
გავარკვიე, რომ 5-7 კილომეტრი იყო ნიკორწმინდამდე.
აღმართი იყო და აუჩქარებლად მივდიოდით.
მთელი დილა, შუადღე და ახლაც, გზაში ვაწვალებდი ტელეფონს - ხან დედასთან ვრეკავდი, ხან ჯემალთან.
ჯემალი ჩემი ბიძაშვილია, სამხედრო პირი.
უკვე წელიწადზე მეტია გორში მსახურობდა.
ჰოდა რაც ეს ამბები დაიწყო, მე ხო წამოსული ვიყავი და არაფერი გამეგო მის შესახებ.
როგორღაც დავრეკე დედასთან. კიდევ ერთხელ დავარწმუნე, რომ აქ სიმშვიდეა და ყველა უსაფრთხოდ ვართ. რომ სოფელ ნიკორწმინდაში მივდივართ და იქ არაფერი დაგვემუქრება. რომ ყველა ტყეში და სოფელში არ ჩამოაგდებენ ბომბებს...
ჯემალიზე რომ ვკითხე, დარეკა და ასე თქვა, ტყეში ვართო.
წესით არ უნდა დამეჯერებინა, სიმართლეს ხომ ვერ ეტყოდა თავისიანებს.
თუმცა სხვა რა გზა მქონდა,
ერთი-ორჯერ გავაჩერე მანქანა, თბილისისკენ გზის ამბები გავიგე.
დამაიმედებელი არაფერი
ერთ ადგილას, ოთხნი შეგვხვდნენ. გზის პირას იდგნენ და მგონი მანქანას ელოდებოდნენ.
ორი მოხუცი ქალბატონი იყო და ორიც ახალგაზრდა მამაკაცი.
მივესალმეთ... არ მახსოვს ჩვენ ვკითხეთ რამე, თუ იმათ, მარა საუბარს მოყვა და ერთმა ქალბატონმა გვითხრა, წეღან აიქ (ხელი იქით გაიშვირა, საითაც მივდიოდით) შევნიშნე, თვითმფრინავი დაფრინავდა და რაღაცეები ჩამოყარაო.
გულმა რეჩხი გვიყო, მარა არ შევიმჩნიეთ არცერთმა.
ნიკორწმინდამდე მანძილი ვკითხეთ, და ორმოციოდე წუთში მიხვალთო.
დავემშვიდობეთ და გზა გავაგრძელეთ (სოფელთან მაინც ყველაზე უსაფრთხოდ ვიქნებოდით).
მართლაც, დიდი დრო არ დაგვჭირდა, მალე გამოჩნდა ნიკორწმინდა.
სოფლამდე ერთ-ორ კილომეტრში, შაორის ტბასთან ახლოს პატრიოტთა ბანაკი დავინახეთ.
ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი.
შუაში სპორტული მოედანი, მრუდწირზე განლაგებული კოტეჯები, აქეთ ალბათ სამზარეულო.
ჩემი თავის მიკვირს, როგორ არ გადავუღე სურათი .
უკვე დაცარიელებული იყო ბანაკი, ცუდი სანახავი იყო ბავშვების გარეშე...
დამავიწყდა დამეწერა, დილით კოტეჯის დამსვენებლებმა გვითხრეს, რომ სანამ ჩვენ ავიბარგებოდით, მანამდე ჩაიარა პატრიოტების ორმა ავტობუსმა და ჩვენი იქ ყოფნის დროსაც, ტრასაზე რომ ვიჯექით, მათთან ერთად, ორმა მიკროავტობუსმა აიარა და შემდეგ ბავშვებით ჩამოიარა.
ხელი ავუწიეთ, მაგრამ არ გაგვიჩერეს. ადგილი კი ჰქონდათ, მაგრამ ალბათ არ შეიძლებოდა ბავშვებთან უცხო ხალხის ჩასმა, რა ვიცი...
გზა გავაგრძელეთ.
პატრიოტთა ბანაკს, რომ გავცდით, გზის მარჯვნივ ნახირი ძოვდა ბალახს.
ალბათ ყველას ზარი ეკიდა კისერზე, საოცარი კაკაფონია მოდიოდა .
არასდროს არ გამიგია, ამდენი ზარის ერთდროულად წკარუნი .
არ ვიცი, ამ კაკაფონიამ გამომაფხიზლა, თუ რა იყო, მაშინ გამახსენდა სურათის გადაღება.
ჩვენს ქვემოთ ჩრდილი იყო და ალბათ უმეტესობა იქ ეფარებოდა, თორე ასე ცოტა ხარი ნამდვილად ვერ გამოსცემდა იმ ხმას.
ზემოთ სოფელი ნიკორწმინდა მოჩანს.
20-25 წუთში სოფელსაც მივუახლოვდით.
ტრასა სოფელში გადიოდა.
გადავწყვიტეთ, ჯერ ნიკორწმინდის ტაძარი გვენახა და შემდეგ სოფლის ახლოს დავბანაკებულიყავით, რათა მეორე დღეს პირველივე შანსი გამოგვეყენებინა, თბილისში წასასვლელად.
გზა ცარიელი იყო, ხალხი არ ჩანდა, ასე ვიარეთ 5-10 წუთი და სანამ სოფლის ცენტრთან მივიდოდით, ძალზედ მოხუცი შავოსანი ბებია შეგვხვდა გზაზე.
ვკითხე, სოფელში რაიმე მაღაზია თუ არის, პური სად ვიყიდოთ-თქო.
კი, როგორ არ არის, გზა გააგრძელეთ და იქ არის მაღაზიებიო.
მერე დაგვაკვირდა და უცებ გვკითხა, ვინა ხართ, საიდან მოდიხართო?
თბილისიდან ვართ ბებო, ვათვალიერებთ აქაურობასო.
მოკლედ, დიალოგს ზუსტად ვეღარ ვიხსენებ, მაგრამ ლტოლვილები რომ ვეგონეთ იმ ქალს და მაგრად შევეცოდეთ, მაგაში ეჭვი არ მეპარება .
თუმცა, რა... მასე არ იყო? სახლში გვინდოდა წასვლა და ვერ მივდიოდით.
აბა მეტი რაღაა ლტოლვილობა .
ორიოდე წუთში ცენტრში მივედით. სადაც საკმაო რაოდენობის ხალხი იყო, ძირითადად ახალგაზრდობა. ვიღაცა ჩვენიანმა ცხელი პურის აბრა დაინახა .
მაშინვე შევედი და 3 პური ვიყიდე, თითქოს სადმე გარბოდა იქიდან თონე .
თან ხაბაზს ვკითხე, ეკლესიასთან ახლოს თუ არის სადმე წყალი და კარვების გაშლაც თუ შეიძლებაო. არ ვიცი შვილო, მე აქაური არ ვარ, ადგილობრივებს ჰკითხეო.
ერთი-ორი წუთი გავჩერდით ცენტრში, სადაც რამდენიმე მაღაზია და კაფე-ბარიც კი დავინახეთ .
ცენტრს 4 გზა უერთდებოდა. ერთი, საიდანაც ჩვენ მოვედით (თბილისის გზა). ამ გზის პირდაპირ გრძელდებოდა რაჭაში მიმავალი გზა (ამბროლაურისკენ), მარცხნივ სოფლის შარა ადიოდა და ნიშნებიც იყო დაყენებული. ეკლესია, გამოქვაბული, ზურგჩანთამოკიდებული ტურიტი და კოშკი იყო ზედ დახატულები. მარჯვნივ კი ნიკორწმინდისკენ მიმავალი გზა.
იქვე მსხდომ ახალგაზრდა ბიჭებთან მივედი და ვკითხე, ზემოთ რა ხდება, ესენი რას მიანიშნებსო.
მანდ საყინულე და უდაბნოაო. საათნახევარი არის სასიარულო და წყალსაც ნახავთ და საბანაკე ადგილსაცო.
მაშინღა გამახსენდა, რომ მეგობრის სიძემაც მითხრა საყინულის და უდაბნოს შესახებ, უბრალოდ ამოვარდნილი მქონდა თავიდან.
მადლობა გადავუხადე და ჩვენებთან დავბრუნდი.
ჯერ ნიკორწმინდაში შესვლა ვარჩიეთ.
ახლოს ყოფილა ცენტრთან ნიკორწმინდა, სულ რარაც 20-30 მეტრი.
შესასვლელთან რამდენიმე მანქანა დავინახეთ. გამოპრანჭული ხალხიც იქვე იდგა. მაშინვე მივხვდით, რომ მექორწილეები იყვნენ.
ცოტა ხნის წინ, კი აგვიარა კოლონამ სიგნალით, მაგრამ რას ვიფიქრებდით, თუ ამ გაგანია ომის დროს ქორწილის თავი ექნებოდა ვინმეს (ნამდვილად არ ადარდებდათ ქვეყნის და ახლობლების ბედი ).
თუმცა არ უნდა გამკვირვებოდა.
ახლა არ დავიწყებ, საქართველოში ქორწინების სულიერ და სუფრულ მნიშვნელობაზე საუბარს, მარა ერთს ვიტყვი, რომ საკმაოდ სერიოზული ორგანიზება სჭირდება, დიდი თანხები იხარჯება და ძნელია ამხელა რაღაცის გადატანა, როცა ქორწილის წინა დღეს ომი იწყება.
მოკლედ რას მივედ-მოვედები, აშკარად მეძინება...
შევედით ეზოში, დავაწყვეთ ჩანთები და ზოგი ტაძარში შევიდა, ზოგი იქვე დაჯდა. მე გამახსენდა, რომ ფოტო-აპარატი მქონდა და რამდენიმე კადრი გადავიღე.
ეკლესიის ეზოში ბევრი ხალხი იყო. ნაწილი გარეთ უცდიდა.
ერთგან მამაკაცები იყვნენ შეჯგუფებულები, რა თქმა უნდა პოლიტიკაზე მსჯელობდნენ.
შიგნით შევედი, სანთლები დავანთე და გაბედნიერების პროცესში მყოფ წყვილსაც გადავუღე რამდენიმე ფოტო
თხუთმეტიოდე წუთი გავჩერდით აქ. მეტის მოცდა აღარ შეიძლებოდა, დაბანაკებას ვეღარ მოვასწრებდით.
ავიკარით ჩვენი გუდა-ნაბადი და ისევვ ცენტრში დავბრუნდით.
იქ კიდევ ერთხელ გავარკვიე დაახლოებით მანძილი და წასვლა დავაპირეთ, რომ გონებაში გადავხედეთ ჩანთაში არსებულ საკვებს და მივხვდით, რომ რამის შემატება არ აწყენდა .
თან ამასობაში იმ სამი პურიდან, ერთის ნახევარი უკვე შემოეციცქნა-შემოეჭამა პოკაჰონტასს (არა მცემო ).
შევედით მაღაზიაში და ვიყიდეთ პომიდორი (ორი დღე ძეხვს, პურს და მსგავს მძიმე საკვებს მივირთმევდით და ეს ცოტა შვება იქნებოდა ჩვენთვის ), ატამი, უკაცრავად და... ტუალეტის ქაღალდი(რომელიც მგონი მხოლოდ ცეცხლის დასანთებად გამოგვადგა), ასევე ”სელპაკის” ხელსახოცები და ”დიროლის” საღეჭი რეზინები.
მანამდე პოკაჰონტასსაც ეყიდა 2 ლიტრიანი პეპსი. სიამოვნებით კი დავლიე, მარა საერთოდ მე არ ვამართლებ ლაშქრობაში მსგავსი სასმელის წაღებას თუ ყიდვას, თუკი ჭურჭლისთვის არ გჭირდება.
ბუნებაში როცა ხარ, უნდა დალიო წყაროს წყალი, პეპსი და მსგავსი საძაგლობები ქალაქშიც გვეყოფა .
კარგად დავათვალიერე მაღაზია... ადვილი შესაძლებელია, გაურკვეველი ვადით მოგვწეოდა აქ დარჩენა და მაინტერესებდა იმ პროდუქტების მრავალფეროვნების საკითხი, რის ყიდვა-ათვისებასაც შევძლებდით, .
თან მხოლოდ ერთ მაღაზიაში ვიყავით. კიდე იყო იქ 2-3 მაღაზია, ასე რომ მე მგონი პრობლემა არ უნდა შეგვქმნოდა არაფერზე.
ბინის ქირის გადახდა არ გვჭირდებოდა და ფული კი გვეყოფოდა რამდენიმე დღის საკვებზე .
ყველი ვერ შევნიშნე და ვკითხე გამყიდველს. მე არ მაქვს, ვინმეს ექნებაო.
ვინაიდან ვიოლა კიდევ გვქონდა შემორჩენილი, დიდად თავი არ მომიკლია ძებნით, თუ ხვალაც მოგვიწევს დარჩენა, ხვალ ვიყიდი ვინმე გლეხისგან-თქო.
აი ასე, ცოტა ტვირთმომატებულები და გულმოცემულები ავიყევით საყინულისკენ და უდაბნოსკენ მიმავალ გზას.
ბოდიშს ვიხდი, ამ ტექსტის წერისას რამედნჯერმე ჩამომეყვინთა და შეიძლება ბევრი სისულელე მიწერია.
დიდად ნუ დამძრახავთ .

ყოჩაღ თქვენ!
ექსტრემალური ლაშქრობა გამოგსვლიათ მართლა... კარველი უშამპანუროდ რისკავს! (როცა ღვინო აქვს)
ძალინან ლამაზი ადგილები და ფოტოებია!

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...