არა, მაგრამ ელემენტარულად პასპორტი ხომ სჭირდებათ ქვეყნის გარეთ?!
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Varvara
არა, მაგრამ ელემენტარულად პასპორტი ხომ სჭირდებათ ქვეყნის გარეთ?!
არა, მაგრამ ელემენტარულად პასპორტი ხომ სჭირდებათ ქვეყნის გარეთ?!
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Linda wrote:აბსოლიტურად გეთანხმები, ამ დღეებში იმდენი ბოღმა დავინახე რუსი ხალხისგან ბოლომდე დავრწმუნდი რაც არიანgobe wrote:ნუცა, გეთანხმები, უნდა გავუძლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, მიუხედავად იმის, რომ გვყავს რუსი ახლობლები, ზოგს ბევრი, ზოგს ცოტა, მაინც უნდა ვაღიარო, რომ თვითონ ერი მაგარი ბოღმიანი და საზიზღარია. და არავინ დაიწყოს, რომ ეს არის რუსული პოლიტიკა, ხალხი რა შუაშია და ა.შ. რა ბოღმებიც და ნაბიჭვრებიც არიან, ის პოლიტიკა აქვთ!GOGONA wrote:მათი გასვლა გარდაუვალია, თუმცა ალბათ ნერვებს დაგვაწეწენ. უნდა გავუძლოთ
რუსები, ჩვენთვის, ქართველებისთვის ყოველთვის დაუძინებელი მტრები იყვნენ, ერთ-ერთი უდამპლესი ერია მსოფლიოში. ბოლოს კი, კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს ჩვენს წინააღმდეგ, ისეთი მდგომარეობაა გული გაგისკდება კაცს..... კარგი რუსი არის მკვდარი რუსი!
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
დეეტიეთ სახლებშიchamoxeuli bilbordebi wrote:au naxevari saqartvelo wavida qveynidan((
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
სად გარბის ნეტა ეს ხალხი გამაგებინა. კარგი, ბავშვები რომ გაიყვანო შედარებით უსაფრთხო ადგილას, გასაგებია, მაგრამ დანარჩენი 
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
რამდდნიმე დღის წინ მე და ცემი ორი კოლეგა ცხვარიჭამიაში გახლდით... მინდა შემოგთავაზოთ ჩემი და ჩემი კოლეგების ერთობლივი კიდევ ერთი სტატია... ამჯერად უკვე დევნილების თემაზე... ამ სტატიას კიდევ სხვა ამებბო დაემატება, რომელსაც ახლა ვამზადებთ და 18 აგვისტოს გაზეთ "რეზონანსში" დაიბეჭდება... მანამდე კი კარავზე შემოგთავაზებთ:
===========================================
დევნილები
2008 წლის აგვისტო. ცხვარიჭამია. ზაფხულში აქ ყოფნას არაფერი ჯობია... მაგრამ...
4-სართულიან კორპუსთან, რომელსაც დევნილების სტაჟიანი მასპინძლობა გარედანვე ეტყობა, ქალებს ვეკითხებით, თუ მოიყვანეს მათთან ამ დღეებში ხალხი. "აქ ძველები ვართ, ახლები ახლა ზევით მოდიან, "იალნოში". "ძველებს" აფხაზეთიდან დევნილები უწოდებენ საკუთარ თავს...
"იალნო" ადრე პიონერთა ბანაკი იყო. ახლა აქ შეკრებილი პატარები დასასვენებლად არ ჩამოსულან. ეს ბავშვები: გიორგი და რეზი, ალეკო და ნათია, ჟანა და ანზორი პატარა გარეჯვარიდან არიან. რეზი ოთხი წლისაა, ნათია წელს უნდა წავიდეს პირველ კლასში. ბავშვები ბოლო დღეების ამბებს გვიყვებიან.
- იცით, მე რომ აივანზე ველოსიპედით დავდიოდი, მაშინ აფეთქდა ბომბი და დავინახე! იცი, რა ხმა ჰქონდა?!
- როდის წამოხვედით სოფლიდან?
- 4-5 დღეა.
- აქ ჩამოსვლამდე სად იყავით?
- ჯერ ჩვენთანა, გარეჯვარში. სოფლიდან რომ გამოვიქეცით, ჯერა გორში ვიყავით, მერე წინარეხში, რავი... ეხლა აქ ვართ... იქიდან მანქანით წამოვედით, არაფერი წამოგვიღია, გამოვიქეცით, "ვერტალიოტები" რომ ყრიდნენ ბომბებს და იმისი შეგვეშინდა... აეგრე, პირდაპირ ჩვენს თავზე გადაიარა... ისროდნენ... ტყვიები აეგრე გადადიოდა ცაზე. ბომბებს ისროდნენ, აფეთქებდნენ... ტყვიები დაფრინავდნენ...
- ღამით გეძინათ?
- არა... რა დაგვაძინებდა...
- სად იყავით მაგ დროს?
- "პადვალში", მთელი ოჯახი იქ ვიყავით ხოლმე...
- ხალხი?
- რავი, გარეთ იდგნენ, ვერც სახლში შედიოდნენ... ეშინოდათ... ზოგჯერ ღამითაც კი გარეთ იყვნენ... მტრები რომ მოდიოდნენ, "პადვალში" ჩავდიოდით, ორი დღე ვიყავით; იქ ტელევიზორი ჩავიტანეთ, ამბებს ვუსმენდით; დედა ტიროდა ხოლმე... პატარა და მყავს, ექვსი წლის და ისიც, რომ უყურებდა, ტიროდა...
- იმდენი ტანკი დავინახეეე... არცევისკენ მიდიოდნენ! ჯარისკაცებიც იყვნენ!
- ქართველებმა გამოიარეს ჩვენ სოფელში... კარალეთის ბაღებში იდგნენ... ჩვენი სოფლები სულ დაცარიელებულია...
- მამამ ახლა თქვა, ტანკებმა ჩვენკენაც აიარეესო.
- დედასა მარტო ერთი თავისი "სუნკა" აქვს წამოღებული, მეტი ვერაფერი მოვასწარით, - წუხს რეზი.
- "სუნკა" ბიჭო, რუსულია, ქართულად ჩანთაა, ესე თქვი!,- უსწორებს ცოტათი უფროსი ანზორი.
- მამამ თქვა, სახლებში შედიან და იქექებიანო! ჩემი პაპა და ბებო იქ არიან, არ წამოვიდნენ...
- ჩემს სახლში მინდა, - ტირის შეშინებული ნათია და დედას ეკვრის. დედა ეუბნება, რომ ახლა სახლში ვერ წავლენ, მთავარი ისაა, რომ ამაღამ ჭერი ექნებათ და გაათენებენ.
8 აგვისტოს გორში და მის მიმდებარე სოფლებში დაბომბვა რომ დაიწყო, ბევრი გორელის მსგავსად ბერიანიძეებმა სამი ქალიშვილითა და შვილიშვილებით დატოვეს სახლი. ერთი შვილი, ფეხმძიმე, თავისი პატარათი ახლობლთან დარჩა თბილისში. დანარჩენებმა გუშინ ცხვარიჭამიას მიაშურეს.
"მთელი ცხოვრება ვშრომობდით მე და ჩემი მეუღლე და ვერც ვიფიქებდი, ლტოლვილად თუ ვიქცეოდით ოდესმე. სოფელში იმხელა სახლი მაქვს, მაგრამ აი, ასე ვართ წამოსული, ერთი კაბით, რაც მაცვია. თუმცა, არ ვდარდობ, ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნენ კარგად. ძლივს ცოტა დალაგდა ცხოვრება და ახლა კიდევ ომი გვინდოდა?", - ამბობს ბავშვების ბებია, რომელიც ქალიშვილებთან ერთად ბანაკის ერთ-ერთ ოთახს ალაგებს, რომ ღამე გაათენონ.
ის და მისი მეზობლები ამბობდნენ, რომ ომის დაწყებას შიშით შეხვდნენ.
"სულ იმას ვამბობ, რას გააწყობდა ჩვენი ჯარი რუსებთან, მერე ვიფიქრეთ, ეტყობა ხელისუფლებას უცხოეთის დახმარების იმედი აქვსო. ასე, რუსებთან პირისპირ თუ აღმოვჩნდებოდით, რას ვიფიქრებდით", - ამბობენ გორელები. ზოგი, განსაკუთრებით სიტყვაძვირი ქართლელი მამაკაცი შორიდან გვიყურებს და საუბარში არ ერთვება.
იქვე, მეორე კოტეჯში გორელი დარგუაშვილები არიან შეფარებული: 4 ოჯახი - ორ ოთახში. მაიკომ ცოტა ხნის წინ შექმნა ოჯახი და ახლა 2 თვის ფეხმძიმეა. გორი რომ იბომბებოდა, ის ღამე ოჯახის წევრებმა სარდაფში გაატარეს. წმინდა წყალი - უბანი, სადაც დარგუაშვილები ცხოვრობენ, საკმაოდ ახლოს არის სამხედრო ბაზასთან. ამ ადგილს რუსები ბომბავდნენ. მეორე დღეს წამოვიდნენ.
"ჩემს თავს აღარ ვჩივი, ესენი იყვნენ კარგად", - ამბობს მაიას მამიდა და ორ ფეხმძიმე ქალზე მიმითითებს, დაზე და ძმისშვილზე.
მანანა ცოტა ხანში ელოდება ბავშვს და, ცხადია, ფიქრობს, რა იქნება, სად მოუწევს მშობიარობა. დედას მიხუტებია პატარა მარიამი, რომელიც გორის მეათე სკოლაში სწავლობს. მისი თანაკლასელებიც მიმოფანტული არიან.
ქალები წუხან, რომ ოჯახის კაცები ჯერ ისევ იქით, გორში არიან. სატელეფონო კავშირიც თითქმის არ არის და ძნელად იგებენ მათ ამბებს. აქ ისეთებიც არიან, ვინც მეორედ აღმოჩნდა დევნილის როლში.
"ჩემი ტკივილი გამოახლდა ახლა, მე ცხინვალში ვცხოვრობდი და მაშინ, იმ პირველი ომის დროს დავტოვე ქალაქი. რას ვიფიქრებდი, ახლა ჩემი ძმის ოჯახიც თუ დევნილი აღმოჩნდებოდა".
ლაფაჩების ოჯახმაც ორგზის გამოსცადა დევნილობა. ცხინვალიდან წამოსვლის შემდეგ გორში ჩასახლდნენ.
"ბინა გვქონდა ნაქირავები და მე, ჩემი შვილი (მეუღლე გარდაცვლილია), დედამთილი, მამამთილი და ჩემი მაზლის ოჯახი ერთად ვცხოვრობთ. ჩვენ გამოვაღწიეთ, მაგრამ იმათზე ვფიქრობთ, ვინც ახლა გზაშია", - ამბობს მაკა.
ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ზედა სოფლების მკვიდრნი ჯერ ისევ გზაში არიან, სოფელ-სოფელ, ტყე-ტყე არიან მიმოფანტული. მოროდიორობის, ადამიანთა დატყვევებისა და წამების ფაქტებზეც საუბრობენ.
"ჩემი მეუღლე ცხინვალიდან იყო, დაიღუპა ადრევე, რუსებმა მოკლეს. იმის მერე ათასნაირი და მგონი, ყველანაირი გაჭირვება გამოვიარეთ. ათასი ადგილი გამოვიცვალეთ, რაც ეს არეულობა დაიწყო... ისე მოხდა, რომ მე ორჯერ დევნილი გავხდი ჩემს ქვეყანაში... ახლაც სახლიდან ბავშვის გამო გამოვედი. ჯერ ნათესავთან ვიყავი, მერე არეულობაში ბავშვი ნათესავთან გავუშვი კასპის რაიონში, მე გორში დავრჩი. გორის დაბომვა რომ დაიწყეს, ისე მოხდა, რომ ტანკები კასპისკენაც მიიწევდნენ და მე და ჩემი შვილი სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით...
ჯერ ვფიქრობდი, ყველაფერი დაწყნარდება-თქო, მაგრამ, დაბომბვა რომ გაგრძელდა, ჩემი შვილთან ყოფნა მერჩივნა და მისკენ წავედი, მე ატენში, მთისკენ აღმოვჩნდი... სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდებოდა და რომ გავიგე, ტანკები კასპში შევიდნენო, მერე შვილთან გავიქეცი და იქიდან წამოვედით აქეთ", - იგონებს მეორე ქალი.
თბილისიდან მოხალისეების მიერ ჩატანილი მცირეოდენი ძღვენი "იალნოელ" დევნილებს (გუშინ საღამოს იქ 13-მდე ოჯახი მოგროვდა) ერთ-ორ დღეს ეყოფათ.
"თეთრეულიც მოვიტანეთ. მატარაბლისაა, მაგრამ ცოტა ხანს შეგეშველებათო – სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციიდან ვართო. ყველაფერში დაგეხმარებითო ", – დაპირდნენ დევნილებს და მასპინძელს.
თუმცა თბილი ტანსაცმელი (ცხვარიჭამიაში მოგეხსენებათ, საღამოს მაინც საკმაოდ ცივა) და ჭურჭელი არ აქვთ (ისევე როგორც დევნილთა უმეტესობას).
"დენი, წყალი და კანალიზაცია მოსაწასრიგებელია, მაგრამ სამაგიეროდ თავზე ჭერს და სიმშვიდეს ვპირდები, დანარჩენსაც შევაკეთებთ, თუ ვინმე დამეხმარება და ამ დახმარების იმედი მაქვს", - ამბობს ბანაკის დირექტორი თემურ კომახიძე. მისი თქმით, იმისათვის რომ ორივე კოტეჯს მიეწოდოს ელექტროენერგია 100 მეტრი 4-წვერიანი კაბელია საჭირო. მას ასევე სჭირდება ელექტრიკოსის დახმარება, რომ ტრანსფორმატორში მაღალი ძაბვა ჩართონ.
ორგანიზებული კვება რომ მოხერხდეს (ცალ-ცალკე სადილის მომზადება გაუჭირდებათ), ასევე საჭიროა გაზის ღუმელები.
"იალნოს" გარდა ცხვარიჭამიასა და მის მიდამოებში დევნილები სხვაგანაც არიან. სხვაგან კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა, ზოგან საჭმელიც -მშრალი საკვებიც კი არ მიუტანიათ.
"სახლში მალე წავალთ?", - კითხულობს ბანაკის ეზოში ერთი პატარა გოგონა.
"კარგია ახლა ცხვარიჭამია. ბავშვები აქ დასასვენებელად მოჰყავთ. აგვისტო კი ყველაზე კარგი დროა", - ვცდილობთ დავამშვიდოთ.
"რას ამბობთ, მთელი აგვისტო აქ რა გვინდა?.. მალე მოგვარდება ყველაფერი და დავბრუნდებით სახლში", - ეს, მგონი გოგონას მამაა...
არჩილ გამზარდია
გულიკო შოშიტაშვილი
თინათინ მოსიაშვილი

Last edited by ARCHILI on 19 აგვ 2008, 21:08, edited 1 time in total.
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
www.sosgeorgia.org
URGENT, URGENT!!!! Please, Click on Support Georgia !!!!!!!!!!!!!!!!!
URGENT, URGENT!!!! Please, Click on Support Georgia !!!!!!!!!!!!!!!!!
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
ჩემ უბანში მივაგენი ლტოლვიებს, რომლებსაც 2 თვის ბავშვი ჰყავთ, ახლა მგონი ავჭალის სკოლაში გადასულან.
ვდებ მათ ნომერს და თუ შეგიძლიათ შესაბამისი ნივთებითა და პროდუქტებით დაეხმარეთ: 895 38 22 37

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
ვფიქრობ ეხლა დროა რომ ერთმანეთს გვერდში ამოვუდგეთ და არ გავტყდეთ ნელნელა ყველაფერი დასტაბილურდება, რუსეთი უკან დაიხევს და მათდა სამწუხაროდ კონფლიქტებიც მოგვარდება ჩვენს სასარგებლოდ. მსოფლიომ დაინახა რომ კონფლიქტების მხარეები ყოველტვის რუსეთ-საქართველო იყვნენ და აფხაზეთი და ოსეთი არაფერ შუაში არ არიან.
ეხლა კი მთავარია შევინარჩუნოთ ერთობა და არ შეგვეშინდეს, არ ვანახოთ მტერს რომელიც ასე დაჯლიგინობს საქარტველოს ტერიტორიაზე რომ მათი გვეშინია, სამწუხაროა რომ ბევ რაზიზღრობებს ჩადიან, მაგრამ ღმერთი ყვლეას მოჰკითხავს თავისას. მჯერა რომ ყვლეფერი კარგად იქნება და ღმერთმა გაანათლოს მათი სულები ვიც სამშობლოსათვის მართლაც გმირულად დაიღუპნენ და შეძლეს რუსების შეკავება, და ღმერთმა გაანათლოს იმ უდანაშაულო ადამიანების სულები რომლებიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპნენ.
საქართველოს გაუმარჯოს!!!

It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
უკრაინულ ბლოგსაიტზე ქართველი მებრძოლების ცხედრებია დაფიქსირებული.
ყველანი 1 ადგილში გარდაიცვალნენ, სავარაუდოდ ცხინვალის გარეუბანია, მასირებული დაბომბვის შედეგად.
ღმერთმა აცხოვნოს ქართულ მიწაზე გმირულად დაღუპულ მებრძოლთა სულები.
ძალზე მძიმე ფოტოებია.
http://a-ingwar.blogspot.com/2008/08/bl ... _1617.html
ყველანი 1 ადგილში გარდაიცვალნენ, სავარაუდოდ ცხინვალის გარეუბანია, მასირებული დაბომბვის შედეგად.
ღმერთმა აცხოვნოს ქართულ მიწაზე გმირულად დაღუპულ მებრძოლთა სულები.
ძალზე მძიმე ფოტოებია.
http://a-ingwar.blogspot.com/2008/08/bl ... _1617.html
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
ფეხზე არცერთს რომ არ აცვია?!
გახადეს ხამებმა ეტყობა
გახადეს ხამებმა ეტყობა
იმეტყველე გამართული ქართულით!!!
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
სიტუაციის გლობალურ ანალიზში გვალვას დავეთანხმები და ასევე ვიტყვი, რომ ჩემი აზრით საკმაოდ ცუდად გვაქვს საქმე, მაგრამ სასოწარკვეთილებას არაფრისდიდებით არ უნდა მივეცეთ, ერთად უნდა დავდგეთ და მარადიორობა, მამაძაღლობა და არევ-დარევა არ უნდა დავიწყოთ ჩვენსავე სამშობლოში!
მემგონი სწორედ დღეისთვის არის რუსთაველის ეს ფრაზა ზედგამოჭრილი:
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვითკირსა
ლეონტი
აქ ნახავთ ამ ბრძოლებში ნამყოფი ერთ-ერთი მებრძოლის მონათხრობს. ძალიან გრძელია და ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ ბლომად ინფორმაციას შეიცავს. რამდენად მართალია ეს ყველაფერი ვერ გეტყვით...:
http://forum.internet.ge/viewtopic.php?t=31161

კი, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს. როგორც ამბობენ ეს იყო მე-4 ბრიგადა, რომელიც თითქმის განადგურებულია კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად...ყველანი 1 ადგილში გარდაიცვალნენ, სავარაუდოდ ცხინვალის გარეუბანია, მასირებული დაბომბვის შედეგად.
აქ ნახავთ ამ ბრძოლებში ნამყოფი ერთ-ერთი მებრძოლის მონათხრობს. ძალიან გრძელია და ძალიან მძიმე წასაკითხია, მაგრამ ბლომად ინფორმაციას შეიცავს. რამდენად მართალია ეს ყველაფერი ვერ გეტყვით...:
http://forum.internet.ge/viewtopic.php?t=31161
Last edited by Wanderer on 20 აგვ 2008, 19:10, edited 1 time in total.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
შეუერთდით პეტიციას- "Russia has no moral right to host next olimpic games"
http://www.PetitionOnline.com/norussia/petition.html
გაავრცელეთ.
http://www.PetitionOnline.com/norussia/petition.html
გაავრცელეთ.
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
Varvara
მე მაგალითად ვცადე და 5-6-ჯერ მივეცი ხმა უკვე.
აბა თქვენ იცით ინტერნეტ-ჯარისკაცებო.
ძალიან კარგი, მაგრამ რამდენად სერიოზულია ეს გამოკითხვა? საქმე იმაშია, რომ მანდ 1 ადამიანს შეუძლია რაგინდ ბევრჯერ მისცეს ხმა.შეუერთდით პეტიციას- "Russia has no moral right to host next olimpic games"
http://www.PetitionOnline.com/norussia/petition.html
გაავრცელეთ.
აბა თქვენ იცით ინტერნეტ-ჯარისკაცებო.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით
უფ, რა ვიცი, ეხლა შევხედე და ამ პეტიციის ავტორს სიტყვა olympic როგორ დაუწერია...........Wanderer wrote:Varvaraძალიან კარგი, მაგრამ რამდენად სერიოზულია ეს გამოკითხვა? საქმე იმაშია, რომ მანდ 1 ადამიანს შეუძლია რაგინდ ბევრჯერ მისცეს ხმა.შეუერთდით პეტიციას- "Russia has no moral right to host next olimpic games"
http://www.PetitionOnline.com/norussia/petition.html
გაავრცელეთ.მე მაგალითად ვცადე და 5-6-ჯერ მივეცი ხმა უკვე.
![]()
აბა თქვენ იცით ინტერნეტ-ჯარისკაცებო.