წეღან საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, რა ცუდია, ლაშქრობისას დროების ჩანიშვნა, რომ გავიწყდება, ახლა ხომ მიაწერდი, რამდენი ხანი მოანდომე ან ასვლას ან ჩამოსვლასო.
ჰოდა უცებ თავში დამარტყა - ფოტოებს ხომ აწერია properties-ში გადაღების თარიღი?!
მივაწერ აქაც
. ოღონდ ყველას არა.
ცხრაჯვარი
ცხრაჯვარისკენ ალაგ-ალაგ ასფალტიანი გზა მიდიოდა. კი გამიკვირდა, ძველი სალოცავია და მასეთი რა პოპულარულია, რომ ასფალტიანი გზა დაუგიათო. თუმცა, როგორც შემდეგ მარიტას მამამ გვითხრა ტელეფონით, ადრე ცხრაჯვარზე პანსიონატი ყოფილა.
გზის დასაწყისში გაუბედურებული ქოლგა ვიპოვეთ.
13:33
ოდნავი აღმართი იყო, წესით არ უნდა გაგვჭირვებოდა, მაგრამ ძალიან გაიწელა და ცოტა დავიღალეთ.
ავდიოდით და ნისლი მატულობდა.
გული დამწყდა, იმედი მქონდა, ნორმალურ სურათებს გადავიღებდი.
თან გვითხრეს, რომ ცხრაჯვარიდან შავი ზღვა ჩანსო

.
ავდიოდით ზემოთ და მარცხნივ ტყიბული, იმერეთის მთები და რაღაც ტბა მოჩანდა (ვერ გავარკვიე, რა ტბა იყო).
ტყიბული ზემოდან.
ათიოდე წუთში საძაგელი სუნი გვეცა, გზის პირზე რაღაცის (სავარაუდოდ რაიმე რქოსანი პირუტყვის) ლეში ეგდო და გულისშემაწუხებელი სუნი ასდიოდა.
ჩქარი ნაბიჯით გავიარეთ და რამდენიმე მეტრში ეს ცუგა შევნიშნეთ.
თავისთვის იწვა მოკუნტული. ალბათ მძორით ჰქონდა მუცელი გაბერილი და აწუხებდა... FუF...
ახლოს არ მივედი, სურათი გადავუღე და გზა გავაგრძელეთ.
რა ვიცოდი, რომ ცოტა ხანში ეს ძაღლი ერთ კარგ სამსახურს გაგვიწევდა

.
მალე პოკაჰონტასი, ალექსა და სერგი წინ გაიჭრნენ.
მე, ეკა-შიკოლადი და მარიტა უკან მივჩანჩალებდით.
მე და ეკა ერთ ინტრიგანულ თემაზე ვკამათობდით.
მარიტა კი გვაშველებდა

.
სიმაღლის მატებასთან ერთად, ნისლიც მატულობდა. ტემპერატურა კი იკლებდა.
ხვლიკების დიდი ოჯახი აღმოვაჩინეთ.
ეს მათი ერთ-ერთი სიმპათიური წარმომადგენელი.
ყვითელ-მწვანე ლაქები ხომ აქვს ტრადიციულად, ასევე ლურჯი და წითელი წერტილებიც შეიმჩნევა

.
ვისვენებთ:
კიდევ უფრო ზემოთ რომ ავედით, მისტიურ გარემოში აღმოვჩნდით.
მარცხნივ უფსკრული... მარჯვნივ კლდეები... ზემოთ ყვავების ტრიალი და ჩხავილი...
და ეს ყველაფერი ნისლში
ა, კიდო...
უცებ მზემ გამოანათა და წინ ეს გვირაბი გამოჩნდა.
ცოტა არ იყოს, შემეშინდა. არც მეგობრის სიძეს და არც მძღოლს არაფერი არ ჰქონდათ ნათქვამი ამ გვირაბზე.
რა სიგრძის იქნებოდა, რამდენად მყარი (თავზე, რომ არ ჩამოგვქცეოდა), რაიმე ბინადარი (ყველაზე კაი ვარიანტში - ღამურა) ხომ არ იქნებოდა.
აქვე გავჩერდით, ზემოდან მტირალა კლდესავით წყალი მოწანწკარებდა.
ქვემოთ გადაჭრილი პლასტმასის ბოთლები იდო, ალბათ დასალევად.
სავსე რაც იყო, დავლიეთ და მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, წყალს მოყვითალო, მოყავისფრო შეფერილობა ჰქონდა

.
ან მინერალური ნარევები ექნებოდა, ან წვიმის შემდეგ იყო ამღვრეული.
მე ძალიან პრეტენზიული ვარ სასმელ-საჭმელის სისუფთავესთან დაკავშირებით, თორე ამათ ოდნავადაც არ სწყენიათ ეს ამბავი

.
ეგ კი არა, კიდე დალიეს მგონი.
ცოტა ხანი გავჩერდით, ჩანთაში ფანარი მოვიძიე და გზა გავაგრძელეთ.
გვირაბთან რომ მივედით, სახტად დავრჩი.
"გვირაბში":
გვირაბი კი არა, რაღაც 10-15 მეტრიანი გასასვლელი იყო, საიდანაც სულ სხვა გარემო იშლებოდა.
თითქოს მისტიური, შავბნელი ადგილიდან, ჯადოსნური გვირაბით, გამწვანებულ ბაღნარში მოვხვდით

.
14:57 (ანუ საათნახევარი მოვუნდით ასვლას)
იქვე დავსხედით და ეკას დედის მიერ გამოტანებული ეკას კუთვნილი ტოლმები და სხვა საკვები მივირთვით

.
კადრში ხშირად ჩნდებოდა ჩვენი მრავალნატანჯი ტელეფონები (დარწმუნებული ვარ, თქვენი ტელეფონებიც არანაკლებ იწვალებდნენ იმ დღეებში, მაგრამ ჩვენი განსაკუთრებით).
სერგის ისე ეგემრიელა თავისი მოხარშული კვერცხები, რომ ტუჩებს ილოკავდა
მერე ცოტა გავიარ-გამოვიარეთ და საინტერესო ადგილი აღმოვაჩინეთ.
საბაგირო გზის შენობა ვნახეთ, სადაც ალბათ მგზავრები ამოდიოდნენ (ან უნდა ამოსულიყვნენ. არ ვიცი მუშაობდა თუ არა ოდესმე ეს საბაგირო)
რამდენიმე მეტრში ძალიან მაგარი გადასახედი ვნახეთ (ეს ”ძალიან მაგარი” ვივარაუდეთ, თორე ისეთი ნისლი იყო, რომ 5 მეტრში არაფერი არ ჩანდა

.
გახვიდოდი კლდის წვერზე და გარშემო სულ სითეთრეა

!
თვითონ კლდეც ძალიან საინტერესო იყო, ფეხი მთლიანად ჩამეტეოდა იმხელა ბზარები ჰქონდა.
არ ვიცი სურათში რამდენად კარგად გამოჩნდება.
მომენტებში ნისლი გაიფანტებოდა და ახლომახლო მიდამოები ჩნდებოდა.
ეს სურათი, ზედა სურათიდან არის გადაღებული
ესეც იქვე გადავიღე
16:06
რამდენიმე წუთი გავჩერდით და უკან გამოვბრუნდით.
ზემოთ ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე გამოანათა მზემ, ცის ნაფლეთებიც გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ მოერია ნისლს და იმედგაცრუებულები დაგვტოვა

.
გამოვიარეთ ”გვირაბი” (ახლა უკვე ბრჭყალებში), ისევ დალიეს ყვავის ფეკალიებიანი (ასე შევარქვი

) წყალი და ქვემოთ დავეშვით.
იქვე წყალთან რაღაც პატარა მკვდარი ცხოველი დავინახეთ, რომელიც ამოსვლისას ვერ შევამჩნიეთ.
თუ ვინმემ იცით, რა ცხოველია, იქნებ დაგვიწეროთ

.
ვერსია ჰქონდა, ვითომ თხუნელააო, მაგრამ ასე პატარა?
ახლა ვფიქრობ, თუ თახვები ბინადრობენ საქართველოში, ე.ი. ეგ იყო.
თუმცა თახვისთვისაც ძალიან პატარაა.
ალბათ უფრო სინდიოფალა.
მანგუსტი?
ჩამოსვლა აღარ გაგვჭირვებია, საუბარ-საუბარში შეუმჩნევლად ჩამოვიარეთ.
გზად რამდენიმე ფოტოც გადავიღე.
აუცილებლად უნდა წავიდე კიდევ ცხრაჯვარზე, როდესაც ნისლი არ იქნება, ულამაზესი ადგილია და დარწმუნებული ვარ, ხედებიც ძალიან მაგარი გადაიშლება

.
კინაღამ დამავიწყდა!
უკანა გზაზე, დიდი ამბით ვემზადებოდი, შორიდანვე ვაკვირდებოდი იმ ადგილს, სადაც ლეში ეგდო, რომ სუნთქვა შემეკავებინა და მისი არომატის შეუგრძნობლად გამევლო.
თუმცა ლეში აღარ დაგვხვდა, სავარაუდოდ იმ მოწითალო ცუგამ წააჩანჩალა სადმე.
აი ამ კარგ საქმეს ვგულისხმობდი ზემოთ

.
ჩამოვედით დაბლა და სასტიკ რეალობას დავუბრუნდით.
ისევ ზარები, ისევ მოკითხვები, ისევ ნერვიულობა.
სამწუხაროდ ყოველი ახალი ინფორმაცია, უარესი და უარესი იყო.
ერთ დამაიმედებელ ცნობას ვერ ვიღებდით...
17:05 (ჩამოსვლას დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა სეირნობით)
ალექსა აღშფოთებულია!
ცოტა ხანი ვისხედით და ვსაუბრობდით პოლიტიკაზე.
საერთოდ ლაშქრობის მთელი საუბრების ალბათ 20% პოლიტიკას ეხებოდა.
ჩვენს უიმედო, სხვაზე დამოკიდებულ მომავალს და ხსნას არსაით

.
უF, აღარ მინდა ამაზე...
მოკლედ ასე დავბრუნდით ტრასაზე.
შემდეგი დანიშნულების პუნქტი იყო, შაორის ტბა, სადაც დავბანაკდებოდით და დილით გავაგრძელებდით გზას.
P.S. მთავარი დამავიწყდა.
სალოცავი ვერ ვნახეთ...
მარიტას მამამ გვითხრა, გაგიჭირდებათ პოვნაო და ჩვენც თავი დავანებეთ.
ნისლი იყო და არც განწყობა გვქონდა სამაგისოდ.
მეორედ რომ წავალთ, აუცილებლად ვნახავთ

.