Tamusia
და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტანსაცმლის, ან ნებისმიერი რამის მიტანა მიცკევიჩზე, ან რომელიმე სხვა შეგროვების პუნქტში , პრაქტიკული თვალსაზრისით, გაუმართლებელია.
მიცკევიჩზე შეწყდა უკვე ტვირთის მიღება. ლტოლვილთა სამინისტროში გადაუტანიათ, მაგრამ არც იქაა ვინმე განმკითხავი - ჩვენს იქ ყოფნაში ორი ვნახეთ, რომლებსაც აქედან იქით, იქიდან კი აქეთ აგზავნიდნენ... მე და არჩილამ კარგა დიდი ფუთები მოვაგროვეთ. ტანაც, არათუ წინააღმდეგობა გაგვიწიეს, დაცვას გაუხარდა კიდეც, აგაშენებთ ღმერთი, თუ წაუღებთო. ჩვენც ტანსაცმელი ავარჩიეთ, რომელიც არჩილამ და ნაიამ ისევ ცხვარიჭამიაში წაიღეს. ნაიას ამნქანა გაივსო და ტანსაცმელის პრობლემა კი მოგვარდა, სხვა კი სჭირდებათ... ხალხნო, ვისაც შეგიძლიათ, მიდით იმ მიცკევიჩზე და წაუღეთ ლტოლვილებს ის ტანსაცმელი - თავისუფლად გატანენ. იქ მიწაზე ყრია, ამ დროს კი ვიღაცას ის ნივთები აკლია და სჭირდება...
მიცკევიჩზე ერთი გორელი ქალიც ვნახე, რომელიც აქ რძალთან და შვილიშვილებთან ერთადაა ჩამოსული, ხო.ლო მისი შვილი დღესაც გორშია. ის ქალი არც ბინას ითხოვს, არც - ნივთებს და არაფერს. ერთადერთი, მხოლოდ საკვები მინდა ბავშვებისთვის, თორემ აქ გამჩერებელი არა ვარ, როგორც კი ჩაწყნარდება, მაშინვე დავბრუნდები გორშიო... თუ ვინმეს გაგიჩნდებათ მისი დახმარების სურვილი, პმ-ში ნომერს მოგცემთ. მე ხვალ დილით ვაპირებ რაღაცის ყიდვას.
რაც შეეხება ცხვარიჭამიას, იქიდან საკმაოდ დათრგუნული ჩამოვედი. ასეთი შეგრძნება მაშინ მქონდა, როცა თბილისში ხმა გავარდა, მცხეთასთან მოვიდნენო და სამსახურიდან დაგვითხოვეს, გაზეთი ვერ გამოვუშვით... ძალიან კარგი ხალხია - საოცრად მშვიდები, გაწონასწორებულები, არც ყაყანებდნენ, არც ისტერიკები გაუმართიათ, არავითარი ტაციაობა და ერთმანეთის გადათელვა... პირიქით - ერთმანეთს უწილადებდნენ ყველაფერს, ძმურად იყოფდნენ, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ხალხი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს.
გადავწყვიტეთ, რომ ხვალ ისევ ავაგროვოთ თანხა, ვისაც რა შეგვიძლია... დასახმარებლად რამდენიმე ალტერნატივაა - 208 სკოლა გლდანში, სადაც 400-მდე ლტოლვილია და საკმაოდ ბევრი ბავშვი; ისევ ცხვარიჭამია, სადაც ძალიან სჭირდებათ სადენი დენის გასაყვანად, გაზქურები და ბალონი; "შევარდენის" სასტუმროში განთავსებული ლტოლვილები, სადაც სამი დღეა, არავინ მისულა...
მე ის გავარკვიე, რომ ცხვარიჭამიაში სადენებს, ბალონსა და გაზქურას არავინ მიიტანს - ჩვენ თუ ვიჩალიჩებთ.
გადავწყვიტეთ, რომ რადგან ამ დღეებში მცალია, ფულიც მე ავაგროვო. მოკლედ, ვისაც ფულის დადება გსურთ, დამიკავშირდით ხვალ - 8.55. 500-120, ან 12 საათზე დინამოსთან, წერეთელის ძეგლთან მოდით.