KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 14 აგვ 2008, 19:12

GOGONA


მაგის ფული ვის ექნება ეგრე და თანაც რამდენი აიკრიფება რომ არავინ იცის..

არაფერი დრო მაგას არ უნდა... ერთი ადგილია, სადაც ვიყიდით ყველაფერს, სირბილი მაგას არ სჭირდება და არაფერი, მაქსიმუმ 15-20 წუთში ჩავეტევით...

მგონი ჯობია, ასე შევიკრიბოთ და მალევე ვიყიდით საყიდელს...

და თან ჯობია, ამ საკითხზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ... ასე თუ გავაგრძელეთ მკითხაობა, სად შევიკრიბოთ, მერე ვეღარავინ გაიგებს სად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს...


ყოველი შემთხვევისათვის, ვწერ ჩემ ნომერსაც: 8 99 284 282 - არჩილი

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 14 აგვ 2008, 19:39

კარგი, იყოს დინამოსთან, 16:00-ზე
Who is John Galt?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by Tamusia » 14 აგვ 2008, 21:09

ხვალ, 16.00-ზე ვიქნები დინამოსთან
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 14 აგვ 2008, 22:00

იყოს წერეთელის ძეგლი დინამოსთან, 16 საათზე... ყიდვას მართლა არაფერი უნდა - რაც აგროვდება, იმით ვიყიდით უცებ და ეგ იქნება. დინამო და ეგ ბაზრობა იმიტომ მინდა, რომ მანდ ბურღულეული და რაღაცები დაფასოებული, პატარ-პატარა ტომრებად და საბითუმოდ იყიდება და უცებ ავიღებთ ყველაფერს. ასევე - სარეცხი საშუალებები. ერთი სიტყვით, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 14 აგვ 2008, 22:15

GOGONA - შეიძლება ერთად გასვლა, მაგრამ ხვალ რომ გნახავ, მაშინ მოვილაპარაკოთ.

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 14 აგვ 2008, 23:16

დღეს 160 პური ვიყიდეთ მე და ჩემმა ორმა მეგობარმა, პირადი ნივთები და სარეცხის ფხვნილი და რამოდენიმე ადგილზე მივიტანეთ, მერია გვაკვალიანებდა სად რამდენი რა წაგვეღო.

მართლა ძალიან უჭირთ. :(

მერიასაც უჭირს. არა გვაქვს რესურსებიო.

ჩემი თვალით ვნახე, ტილოს ფარდებით როგორ გაიხარეს დევნილებმა, ზეწრებად გამოვიყენებთო.

ხალხნო, თუ გინდათ თავი მოვუყაროთ პირად ნივთებს, მერე მერიაში, ან დევნილთა განთავსების კომიტეტში დავრეკოთ და გვეტყვიან სად მივიტანოთ.

მიცკევიჩზე მიტანას აზრი არ აქვს, იქ ქუჩაში ყრია, დევნილები კი თბილისში ვერ გადაადგილდებიან.
Who is John Galt?

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 14 აგვ 2008, 23:43

ხვალ, 15 აგვისტოს, 16:00 -ზე ვიკრიბებით სტადიონთან - აკაკი წერეთლის ძეგლის წინ...

1. გოგონა.
2. არჩილ_ი
3. გურული
4. ბელა
5. ნამცეცა
6.

ვისაც სურვილი გექნებათ რაიმე მოიტანოთ, აქ მოიტანეთ... კარგი იქნებოდა საოჯახო ნივთებიც - ქვაბები, ტაფები, ჭიქები, თეფშები და ა.შ.

დანარჩენი უკვე დავწერე ზემოთ...


User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GOGONA » 14 აგვ 2008, 23:44

ფულს თუ ავაგროვებთ და ჩვილებისთვის მივიტანთ რამეს, კარგი იქნება.

არ შემიძლია არ ვთქვა...

როგორ მიხაროდა, როცა დევნილების განსახლების ადგილას ზოგგან პურის ქარხნის მანქანები მხვდებოდა, ზოგგან ავეჯის (მგონი "ჩემი სახლი"), ზოგგან - ნიკორა, კერძო ინიციატივებზე აღარაფერს ვამბობ.

გვეხვეწებოდნენ - არ მიგვატოვოთო, თან რაღაცნაირი... სევდიანად მშვიდები იყვნენ.

ნუ იფიქრებთ, რომ საკმარისი რესურსები აქვთ, მათ ყველაფერი აკლიათ.
Who is John Galt?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 აგვ 2008, 00:57

ძნ მიხარია, რომ ყოჩაღობთ.
აქ ნეტი ისე ნელა მუშაობს, ნამდვილად ვერ ვახერხებ წაკითხვას, რა დაიწერა, ამ 11 გვერდში.
ერთი რამ იფიქრეთ, რომ ჩვენი ქვეყნის გვერდით ვარ.
ძნ მცხვენია, რომ ახლა შორს ვარ.
ჩამოსვლას ვფიქრობ.
გაოგნებული ვარ კრემლის უტიფრობით, თავხედობით.
ვერ მიაღწევს ვერაფერს რუსული ჩექმა საქართველოში.
სამაგიეროდ, ნახავს, რომ საქართველოში ხალხი 1ად დგას.
მკდ, როგორც კი მინიბუსის ხალხი შეგრობდება, გავიგებ ამას.
თუ ხვალ-ზეგ ტანკები ისევ იდგებიან გორში, ჩვენი ეს აქცია, შესაბამისად, გადაიწევს.
მანამდე კი, ჰუმანიტარული ტვირთი შევაგროვოთ.
გაეროს ცნობით, 115 ათასი ადამიანი იქცა დევნილად რუსეთ-საქართველოს ომში.
კატასტროფაა კაცობრიობის წინაშე, არამოხლოდ ქართველი ერის წინაშე...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 15 აგვ 2008, 01:02

ეს სურათიც ცხვარიჭამიაში გადავიღე, ამ ბიჭის დედა ცხინვალიდანაა და უკვე ორჯერ იქცა დევნილად საკუთარ ქვეყანაში...

ბოდიშს გიხდით ფოტოს ხარისხისათვის...

Image
Image

Last edited by ARCHILI on 15 აგვ 2008, 11:07, edited 2 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 15 აგვ 2008, 10:50

დღეს, 16:00 -ზე ვიკრიბებით სტადიონთან - აკაკი წერეთლის ძეგლის წინ... მივდივართ ცხვარიჭამიაში დევნილების დასახმარებლად...

ვისაც სურვილი გექნებათ რაიმე მოიტანოთ, აქ მოიტანეთ... ალბათ, ძირითადად ტანსაცმელი იქნება, მაგრამ ასევე კარგი იქნებოდა საოჯახო ნივთებიც - ქვაბები, ტაფები, ჭიქები, თეფშები და ა.შ.

ასევე:
1. ჰიგიენის ნივთები და მედიკამენტები (განსაკუთრებით კოღოების საწინააღმდეგო მალამოები, იმიტომ რომ იქ ბევრი კოღოა ძალიან და ბავშვები ცოდოები არიან).
2. პატარა გაზის ბალონი დახატავდათ.
3. "მინუტკა" და ეგეთები, იმედია, დენი გაუყვანეს.
4. ტკბილეულობა ბავშვებისათვის.
5. რაიმე სათამაშოები.
6. ბურღულეული
7. ქვაბი, ტაფა და ა.შ. ჭურჭელი
8. შაქარი
9. ხილი -- ბავშვებს
10. თბილი სამოსი, მთიანი ადგილია და საღამოდან საკმაოდ ცივა
11. სახატავი რვეულები, ფლომასტერები და მისთანები
12. სარეცხის ფხვნილები, ჟელეები და ა.შ.
13. თეთრეული საერთოდ არ აქვთ...
14.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 11:07

ARCHIL_i - როგორც მე ვიცი, ტაფები, ჯამ-ჭურჭლეული და ამგვარები უკვე დაურიგეს. ყოველ შემთხვევაში,თბილისში - რამდენიმეგან, მაგრამ პერიფერიებში რა ხდება, არ ვიცი.
ხალხნო, დღეს გლდანის III მიკროში, 208-ე სკოლაში შესახლებული ლტოლვილების ჩვილებისთვის ითხოვეს დახმარება... იქ უფროსებიც ხოვრობენ და ჰუმანიტარული ტვირთიც მიაწოდეს, მაგრამ აქ საგანგებოდ ითხოვენ ჩვილების და პატარებისთვის. ისე ნამდვილად არაა, რომ თითქოს ვიღაც შიმშილით კვდება, მაგრამ თუ ვინმე რამეს მიაწვდის, არ იქნება ზედმეტიო.
დოროთეა, პატარა ბავშვები ჰყავთ გადასასვლელ ხიდთანაც, მიტოვებულ საბავშვო ბაღში, ცოტნე დადიანის 39-ში.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by ARCHILI » 15 აგვ 2008, 11:13

guruli


იკა, გუშინ ასამდე დევნილს შევხვდი და ვესაუბრე... რამდენიმე ადგილი შემოვიარე და მოვიახულე... და... მართალი გითხრა, არცერთ მათგანთან მიტანილი ჯერ არაფერი მინახავს...

მეტად არაკოორდინირებულად მუშაობენ...

აი, ასეთი კონკრეტული ინფორმაცია, როგორიც ამ წუთში შენ დადე, უფრო კარგია, თორემ მაგრად ქაოტურად მუშაობენ...

რამდენიმე სკოლაში დევნილების შესახლების ამბავიმონიტორინგის ხელმძღვანელს ჩავამატებინე, თორემ ქაღალდზეც კი არავინ აფიქსირებდა და ა.შ.

ამიტომ... არ ვიცი, სად რაა მიტანილი... და რომც მიიტანონ, არასაკმარისია ხოლმე, ზოგჯერ ყველაოჯახსაც არ ხვდება...

აქვე, ვისარგებლებ გურულის პოსტით და თუ ვინმეს კონკრეტული საჭიროებების შესახებ ექნება ინფორმაცია, მართლაც ჯობია დავპოსტოთ და ვისაც შეეძლება, თავადვე მიიტანოს კონკრეტულ ადგილას..

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by guruli » 15 აგვ 2008, 11:15

ARCHIL_i - მე გადასავლელ ხიდთან ვიცი ორი ბაღი, სადაც მიაქვთ. გლდანში ჰუმანიტარულების განაწილების კოორდინატორს პირადად ვიცნობ და ვიცი, რომ მთლად უპატრონოდ არ არიან, მაგრამ ცხადია, რომ ძაან ბევრი რამე სჭირდებათ.

t.d
იეტი
Posts: 1201
Joined: 29 მარ 2008, 16:12
Location: saqartvelo.tbilisi
KARAVI რუს-საქ-ს ომში დაზარალებულთა სარეაბილიტაციოდ

Post by t.d » 15 აგვ 2008, 12:27

აუცილებლათ უნდა დავეხმაროთ,ჩარჩიდან უკვე გავწიეთ დახმარებებ და ეს კიდევ გაგრძელდება მანამ ჩვენი ძმები და დები არ დაუბრუნდებიან თავანთ ოჯახებს და იცხოვრებენ ბედნივრათ,
მათ ესაჭიროებათ ლოგინიც გუშინ იატაკზე იწვნენ ხალხი ყაზბეგის 35 ში, მდებარე საბავშობაღის შენობაში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]