ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Gvalva » 14 აგვ 2008, 10:25

პირველ მშვიდობიან ღამეს გილოცავთ!

მე ესე დავინახე მოვლენები:

რუსეთმა პროვოცირება გაუკეთა საქართველოს, საქართველო წამოეგო პროვოკაციაზე.

ამერიკამ შეცდომაში შეიყვანა რუსეთი თავისი პასიურობით და შეუქმნა ილუზია რუსეთს რომ რასაც უნდოდა იმას იზამდა, და როცა რუსეთმა დიდი შეცდომები დაუშვა მერე მკვეთრად იმოქმედა.

მე არ ვიცი რა შეიძლება ქნას ახლა რუსეთმა.

ტრაგედიაა რომ ყველაფერ ამას შეეწირა გორის მოსახლეობა, ზოგი ცოცხლად, ზოგი ტყვედ, იქ რა ხდებოდა რომ წარმოიდგენ, ისეთი გახდები "გატყდა"-ო რომ იტყვიან, მაგრამ, ეს უსაფუძვლო ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ვერავინ გაგვტეხს! უკვე ვეღარ ვიტანდი.

უკვე წამოსცდა, 10-მაგად ავუნაზღაურებთ მატერიალურ დანაკარგსო, ალბათ ასეც იქნება, არც ვიცი რა ვთქვა დაღუპილებზე.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by guruli » 14 აგვ 2008, 11:08

Gvalva
რუსეთმა პროვოცირება გაუკეთა საქართველოს, საქართველო წამოეგო პროვოკაციაზე.

ამერიკამ შეცდომაში შეიყვანა რუსეთი თავისი პასიურობით და შეუქმნა ილუზია რუსეთს რომ რასაც უნდოდა იმას იზამდა, და როცა რუსეთმა დიდი შეცდომები დაუშვა მერე მკვეთრად იმოქმედა.

ტრაგედიაა რომ ყველაფერ ამას შეეწირა გორის მოსახლეობა, ზოგი ცოცხლად, ზოგი ტყვედ, იქ რა ხდებოდა რომ წარმოიდგენ, ისეთი გახდები "გატყდა"-ო რომ იტყვიან, მაგრამ, ეს უსაფუძვლო ჩვენ მაგრები ვართ, ჩვენ ვერავინ გაგვტეხს! უკვე ვეღარ ვიტანდი.
+1000000000000000000000000000000

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by khrukhuna » 14 აგვ 2008, 11:17

დღეს ხალხს ვუყურებ ქუჩაში, სახლში, სამსახურში..თითქოს უმნიშვნელო მაგრამ მაინც ღიმილი და იმედი დაუბრუნდათ..
ძალიან მიხარია ხალხო..
მიჭირს ვილაპარაკო დაღუპულებზე,მათ ოჯახებზე, ეს ტრაგედიაა..







მჯერა ყველაფერი კარგად იქნება..

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by qvevri » 14 აგვ 2008, 11:18

თუ რუსეთი რამეს "გატეხავს" ეს არის არა საქართველო, არამედ თავისი თავი და მომავალი.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Naia » 14 აგვ 2008, 11:20

qvevri wrote:თუ რუსეთი რამეს "გატეხავს" ეს არის არა საქართველო, არამედ თავისი თავი და მომავალი.
გეთახმები 100%-ით

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Archil » 14 აგვ 2008, 11:23

paata_ wrote:საქართველო გულივითაა - ხან გაფართოვდება, ხან შეიკუმშება

ეხლა შეკუმშვის სტადიაშია და მალე კვლავ გაფართოვდება
შენ არ გაიშვი შენა :lol: :lol: :lol:

ჰოდა შეკუმშვის ფაზაში დროშის წითელსა და თეთრ ფერს ლურჯიც ემატება ხო?

მოიცა ლამას ვუთხრა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GOGONA » 14 აგვ 2008, 11:33

უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც რუსეთს "ჩვენი ძმა" და "ჩრდილოელი მეგობარი" ჰქვია, პირველად, საერთაშორისო ისტორიის განმავლობაში მას საქართველოს დამპყრობელი ანუ კონფლიქტში მონაწილე მხარე დაერქვა.

ეს სახელი მათ ადრე რომ ჰქონოდათ აფხაზეთსა და ოსეთში მშვიდობის მტრედებად ვერ შეფარფატდებოდნენ. ისტორიული ცინიზმი იყო, როცა მათი ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე სამშვიდობოებად დადგნენ.

ვფიქრობ, უდიდესი ისტორიული მოვლენაა ამ ცინიზმს თავისი სახელი რომ დაერქვა.

საქართველოს ყოველთვის უზარმაზარი იმპერიები ებრძოდნენ, დღესაც...

თუმცა არა აღმოსავლეთიდან.

და მაინც !

ჩვენ ალგეთს გაზრდილი ლეკვები არცერთ ეპოქაში არ გამოგველევა!

დღეს გულწრფელი გლოვაა ჩვენთან, ]
თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა რეზულტატის არქონა რეზულტატია!
Who is John Galt?

User avatar
Duckling
მაწანწალა
Posts: 481
Joined: 10 ივლ 2005, 09:43
Location: მეხუთე სართული :)
Contact:
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Duckling » 14 აგვ 2008, 11:53

Gvalva
გეთანმხები, ზუსტად ეგრეა


და პლიუს ამას არცერთი ქართველი იქ უაზროდ არ დაუპულა და როგორც წინა გვერდზე ვთქვი მათდამი ყველაზე მეტი უპატივცემულობა იქნებოდა, რომ გვეთქვა უაზროდ დაიღუპნენო.

დღეიდან რუსეთი ვეღარ შემოვა სამშვიდობო ეგიდით, რუსეთს რიცხავენ თუ გარიცხეს უკვე დიდი რვიაიდან და მსოფლიომ დაინახა რუსეთის სახე. ასე რომ ეს ყველაფერი უაზრობა არაა

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by namcecuna » 14 აგვ 2008, 13:12

გორში ისევ რუსეთის სამხედროები შევიდნენ, ქარტველი პოლიცია აღარ აკონტორლებს :(

სენაკში სამხედრო ბაზას აფეთქებენ რუსებიო...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by pataputina » 14 აგვ 2008, 13:18

კომპასი არ აქვთ?


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by bela » 14 აგვ 2008, 13:35

იცით, ეს დღეები, ძალიან ბევრი მეგორბისგან მოვისმინე, იქნებ დროებით თურქეტში გადავსულიყავით, ანდა აზერბაიჯანშიო და გამეცინა...

როგორ შეიცალა ისტორია.

საუკუნეების მანძილზე , როცა თურქები და სპარსელები გვიტევდნენ, ჩვენი მეფეები რუსეთს სთხოვდნენ დახმარებას...

User avatar
Katy
მაწანწალა
Posts: 629
Joined: 16 მარ 2006, 15:01
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Katy » 14 აგვ 2008, 14:55

mec ar momcons fraza, rom chveni bichebi da mosaxleoba tkuilad daigupa.. mjera, rom dgeba jami, roca iberia gabrckindeba..

tumca, ruseti gamcarebulia, ukve va-bankshi cavida, an saqartvelo an chveno.. tan, rogori sitkvebit itqva: an realuri partniori ufro mnishvnelovan sakitxebshi, an iluzoruli mekavshireo...

putini namdvilad "agoniashia"! ar egona, rom mteli msoflio mis cinaagmdeg camovidoda, tumca, carmomidgenia axla sarkozi rogor grznobs tavs, gamabitura am orma rusmao.. kaci chamovida, moaceres xeli, gamoushves da mere "fexebze daikides"..

ra undat axla potshi, senakshi, gorshi? vis uflebebs icaven mand? gamecina, rodesac rusi generlis sitkvebi cavikitxe, zarcva iqneba aba kvelas gakontroleba chven ar shegvizliao.. magat hgoniat, saqartvelo isev 90-ian clebshia, rodesac saxlshi uvardebodnen da zarcvavdnen..

sul patriarqis sitkvebi mitrialebs tavshi: "Gvtismshobeli gadagvafarebs tavis kaltas!"
Last edited by Katy on 14 აგვ 2008, 15:02, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by Tamari-ch. » 14 აგვ 2008, 14:57

მეფე ერეკლე ალბათ ათასჯერ გადაბრუნდა საფლავში სიმწრისგან -
გეორგიევსკის ტრაქტატი იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა.

User avatar
bususa
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ივლ 2008, 14:52
Location: Tbilisi...
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by bususa » 14 აგვ 2008, 16:54

Tamari-ch.
ეგ უტვინო პოლიტიკოსებისა და ქედმაღალი თავადაზნაურობის ბრალია... საწყალი მეფე კი მარიონეტად აქციეს და შეცდომაში შეიყვანეს... ახლა მარტო მეფე კი არა, ვინც მაგ მოვლენებში მონაწილეობდა, გარდა ბოლოკების კრასკვისა, ციბრუტებივით ტრიალებენ ალბათ საფლავში....

ქართველები, ყელაზე უბედური ერი ვართ, ყველაზე დიდ მონსტრს ვეჭიდებითხოლმე, დავამარცხებთ და მერე ისევ საკუთარი გვითხრის სამარეს... მეფე ერეკლესთან ერთად, ალბათ სტალინიც ბურღავს მიწას და უფრო ღრმად ჩადის უფსკრულში... მაგან წაგვასვა რუსები თავზე... შეუქმნა უძლეველი იმპერია... ასე რომ, რაც ჩვენ შევქმენით ისევ ჩვენვე თუ გავანადგურებთ... (ცუდია სტალინი რომ ქართველი იყო თორემ, უტვინო რუსები ვერაფერს შეძლებდნენ, სად ჰქონდათ მაგათ აზროვნება)... :roll:

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ინფორმაცია ცხინვალთან დაკავშირებით

Post by GOGONA » 14 აგვ 2008, 18:46

რუსეთი ყველა ომს ნელი ნაბიჯებით და მიწინააღმდეგის გადაქანცვით იგებდა.

ნუ გვექნება ილუზია, რომ ერთ დღეში და დაუზარალებლად დაგვტოვებს,
მათი ეხლანდელი მიზანი შეიცვალა, ეხლა ეგენი შეეცდებიან იმავნებლონ, ამას უნდა გავუძლოთ.

მათი გასვლა გარდაუვალია, თუმცა ალბათ ნერვებს დაგვაწეწენ. უნდა გავუძლოთ :wink:
Who is John Galt?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]