ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by ARCHILI » 06 აგვ 2008, 23:45

აჩხოტი არის სნომდე, ყაზბეგთან გზის შესახვევში, იქვე... ეგ არაა პრობლემა მგონი..

მაგრამ...

თქვენ მგონი მანქანით მიემგზავრებით და მე მანქანა არ მყავს, არც იმდენი კიდევ რომ დავიქირავო :)

ასე, რომ...

ალბათ ჩემი წამოსვლა ვერ მოხერხდება... და გზასაც აღარ გაიმრუდებთ...

თუმცა... რომ ჩახვალთ, თუ მომიხსენიებთ, კარგი იქნება...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2008, 00:00

ARCHIL_i
საერთოდ შენ იმ მანქანებში იგულისხმებოდი, რადგან სიაში წერიხარ, მაგრამ შენი ნებაა...
მანქანებით იმიტომ გადაწყდა რომ არ ჩაეწერა ხალხი სიაში და მცირე რაოდენობით მინიბუსით წასვლა ორჯერ მეტი ჯდება ვიდრე მანქანით. 10 კაცზე თითომ 25 ლარი უნდა დადოს, 250 ეს მინიმუმია, რა ფასიც ზამთარში გვითხრეს, ახლა აზრი არ ჰქონდა მძღოლთან დარეკვას რადგან სიაში თუ დააკვირდი 2-ს 1დღიანი აწყობს, ნახევარს კიდევ კითხვის ნიშნები უწერია და 5 კაცისთვის მინიბუსის დაქირავება? :roll:
ამიტომ ვიხვეწებით, დროზე შეგვატყობინეთ, ვინ არის რეალურად წამომსვლელითქო.
Last edited by Mta Mkvarebia on 07 აგვ 2008, 00:27, edited 1 time in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by ARCHILI » 07 აგვ 2008, 00:09

Mta Mkvarebia


ჰო... რავი... მაშინ... ალბათ მოვახერხებ... თუ ვიგულისხმებოდი...

პმ-ში ხარჯებზე იქნებ მომწერო...

და რამდენ ხნიანზე ვართ შეთანხმებულები ანუ რამდენ ხნიანზე შეთანხმდით?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2008, 00:19

ARCHIL_i wrote:Mta Mkvarebia


ჰო... რავი... მაშინ... ალბათ მოვახერხებ... თუ ვიგულისხმებოდი...

პმ-ში ხარჯებზე იქნებ მომწერო...

და რამდენ ხნიანზე ვართ შეთანხმებულები ანუ რამდენ ხნიანზე შეთანხმდით?
ხარჯების რა გითხრა, ჩემო არჩილ, დავწერეთ, რომ საგზალი ყველას თავისი მოაქვს და მანქანის ბენზინის ხარჯი არ ვიცი, რა დაჯდება, თუმცა ის კი ვიცი რომ იმაზე იაფი ნამდვიოლად იქნება რასაც თითოეული ჩვენგანი მინიბუსის დაქირავებაში გადაიხდიდა, რადგან რეალურად წამსვლელი ძალიან ცოტაა

აი ნახე სია: უმრავლესობა 2-დღიანს ითხოვს, ამიტომ 2-დღიანი გადაწყდა:

1. მთა მყვარებია -2 დღიანი..(1 ადგილი 2-კაციან კარავში, საძილე, პარალონი)
2. თიკო-რ -2 დღიანი... (1 ადგილი 2-კაციან კარავში,საძილე, პარალონი) - მანქანა (4 გაჭირვებული ადგილი)
3. likakoo-1-დღიანი...
4. ელე - 1 დღიანი...
5. bela 2 დღიანი...
6. bela+1 anu bela=2 ?(ალბათ ვერ წამოვაო, ბელამ)
7. არჩილი_ი -2 დღიანი ?
8. თამუსია, 2დღიანი
9. ჯნოსი -2 დღე ?
10. გვალვა 2 დღიანი ? და გვალვას სურვილი -100%
11. ლ-ო-მ-ი, და "შამილა" ანუ მიცუბიში პაჯერო

აქ შენს ჩათვლით 4 კაცს უწერია კითხვის ნიშანი, 2-ს კიდევ 1დღიანი აწყობს, ანუ რეალურად წამომსვლელი მხოლოდ 5 კაცია, როგორ გინდა ამ რაოდენობაზე მინიბუსის დაქირავება?

ამიტომ გთხოვთ, დროზე გადაწყვიტოთ სიაში ჩაწერილებმა გინდათ წამოსვლა თუ არა. ამიტომ მირჩევნია ხოლმე წამოსვლის სურვილს ვინც გამოთქვამს, თავად ჩაეწერონ სიაში, მაგრამ აქ რამდენიმე კაცი მე თვითონ ჩავწერე (მონადირის გარდა, რომელმაც თქვა, რომ კითხვის ნიშანი არ უყვარს), ჰოდა გთხოვთ დროულად გაგვაგებინეთ პასუხი, რომ ვისაც ნამდვილად უნდა წამოსვლა (თუ იქნა ასეთი :roll: ) ის ჩაეწეროს.
Last edited by Mta Mkvarebia on 07 აგვ 2008, 09:34, edited 1 time in total.
Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by zura N. » 07 აგვ 2008, 00:32

მეც ძალიან მინდა წამოსვლააა...! 85% მოვდივარ!
ზუსტად ხვალ მეცოდინება სამსახურში რო მივალ.. :roll: :wink:

ვეცდები რაც შეილება მალე დავაზუსტო ხვალ... :) :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by bela » 07 აგვ 2008, 02:09

ბელას პლიუსი შეიძლება ისევ ჰყავდეს. ხვალ მეცოდინება ზუსტად, მაგრამ
თუ დგილი იქნება, ისე რომ წამოსვლის მსურველი კარაველი არ დავაზიანო...

და კიდევ, მონადირე ხვალ ზუსტად იტყვის პასუხს. დღეს ველაპარაკე. კარავიც აქვს...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2008, 09:43

likakoo
ელე

როგორც ხედავთ, 2დღიანში წასვლა გადაწყდა. თქვენ კი 1დღიანი გინდოდათ, მაინც ახერხებთ წამოსვლას? თუ არა, გთხოვთ, გაგვაგებინოთ.
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by tiko_r » 07 აგვ 2008, 10:25

Mta Mkvarebia
ლიკაკო წაიკითხავს შენს პოსტს 2009 წლის 7 სექტემბერს
ან საერთოდ არ წაიკითხავს
ასე რომ დარეკვა ჯობია :lol:

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by L-O-M-I » 07 აგვ 2008, 10:37

საწვავის ხარჯთან დაკავშირებით:

ჩემი ვარაუდით სადღაც 350 კმ-მდე უნდა გავიაროთ.

ჩემ შამილას 100კმ-ზე ესაჭიროება 12 ლიტრი ანუ 350კმ=42ლ.;

1 ლ ევროდიზელი (რასაც ვასხამ) ღირს 2.30ლარი. ე.ი. 42X2.3=96.60ლარი;

5 კაციანი ეკიპაჟისათვის ერთ კაცზე დასადები თანხა 96.6/5=19.32 ლარი.

თუ 5 კაცზე მეტი ვერ შევიკრიბებით მაშინ ორი მანქანით სიარულს აზრი არა აქვს და მაშინ შამილა ცაგვიყვანს:)

რაც შეეხება თიკოს ფირუზას მას ნაკლები საწვავი დასჭირდება (დაახლოებით 35 ლ.)

მემგონი ყველასათვის გასაგებად მოვჩოთკე არა? :D

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2008, 11:24

Mta Mkvarebia wrote:..
მარშრუტის დეტალებს რაც შეეხება: გუდაური-სიონი-ლარსი-აჩხოტი (? ველოდებით აბალდუის პასუხს როგორი გზაა და შორსაა თუ არა)-გველეთი. ვნახავთ გველეთის შადრევნებს, დავბანაკდებით გველეთში სპეციალურად მოწყობილ საბანაკე ადგილას, აქედან შადრევნებამდე ფეხით 15 წუთის სავალია. ..
:lol: :lol: :lol:
მოკლედ თიკოს "შადრევნებს" თურმე უკვალოდ არ ჩაუვლია :wink: , რა თქმა უნდა, "ჩანჩქერები" მქონდა მხედველობაში :D
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Jnosy » 07 აგვ 2008, 12:13

მე და ამირანი მოვდივართ
სამწუხაროდ მანქანა არ მყავს ფორმაში და ფეხით ვართ

2 დღიანი!!!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by tiko_r » 07 აგვ 2008, 12:19

Jnosy ძალიან კარგი
მოდი დავნაწილდეთ მანქანებში

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by tiko_r » 07 აგვ 2008, 12:40

დამატებით ვინც ჩაეწერება სამწუხაროდ მესამე მანქანის შოვნა მოუწევს




ჯერჯერობით ესენი ვეტევით 2 მანქანაში

1. მთა მყვარებია -2 დღიანი..(1 ადგილი 2-კაციან კარავში, საძილე, პარალონი)
2. თიკო-რ -2 დღიანი... (1 ადგილი 2-კაციან კარავში,საძილე, პარალონი) - მანქანა (4 გაჭირვებული ადგილი)
3. bela 2 დღიანი...
4. bela+1 anu bela=2 ?(ალბათ ვერ წამოვაო, ბელამ)
5. არჩილი_ი -2 დღიანი ?
6. თამუსია, 2დღიანი
7. ჯნოსი -2 დღე ?
8. გვალვა 2 დღიანი ? და გვალვას სურვილი -100%
9. ლ-ო-მ-ი, და "შამილა" ანუ მიცუბიში პაჯერო (5 ადგილი)
Last edited by tiko_r on 07 აგვ 2008, 12:51, edited 1 time in total.

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by legenda » 07 აგვ 2008, 12:49

tiko_r
Mta Mkvarebia



ეს ჩემი პირველი ხატია ჩემი "შესაწირით" დაწერილი და ერთი სანთელი დაუნთეთ ჩემს მაგივრად.

არადა როგორ მინდოდა წამოსვლა.....მინდოდა!


წმ.რაფაელი ფარავდეს თქვენს გზას
.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ხატის წაბრძანება ლარსში, ყაზბეგში 9-10, ან 10 აგვისტოს

Post by Mta Mkvarebia » 07 აგვ 2008, 12:58

ამ წუთას ველაპარაკე 2 მინიბუსის მძღოლს. გელოდის და ზვიადს, ორივე "კარვის" მეგობარია, და გარკვეულ შეღავათს გვიწევენ ხოლმე, მაგრამ ორივეს ფასი 2დღიანი გასვლისთვის, არის 300 ლარი, გელოდის არ ეცალა, შემოგვთავაზა ვინმეს მოგიძებნით მაგრამ 300 ლარზე ნაკლებად ვერ გამოვაო, ერთი ბილეთის ფასი ერთ მხარეს 10 ლარია და ახლა გაგანია სეზონია, მინიბუსები სულ სავსე დადიანო. 15 კაციან მინიბუსში სულ რომ სასწაული მოხდეს და შეივსოს, კაცმა 20 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც უფრო მეტია ვიდრე მანქანით მგზავრობისას ერთი ადამიანის მიერ გადახდილი თანხა (მანქანის სიმძლავრის მიხედვით, "შამილა"ს ეკიპაჟს დაახლოებით ეს თანხა დაუჯდება მგზავრობა, როგორც ლ-ო-მმ-ა დაწერა). თუ ვერ შეივსება 10 კაცზე-30 ლარი გამოდის, 5 კაცზე (რეალურად სიაში ჩაწერილებიდან ამდენია 100%-იანი წამომსვლელი), კიდევ 60 ლარი. ამიტომ მინიბუსის დაქირავებას აზრი არა აქვს, წავალთ მანქანებით,

ვინც სიაში წერია, როგორც თიკომ დაწერა, ეტევა 2 მანქანაში. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვინც ნამდვილად მოდის, დაადასტუროს, რომ უარის შემთხვევაში სარეზერვო ადგილი სხვამ დაიკავოს.

ხოლო სიის გარდა თუ ვინმეს გაუჩნდება წამოსვლის სურვილი, იქნებ ერთი მსუბუქი და უპრეტენზიო მანქანაც იშოვოს, გაცილებით იაფი დაუჯდება მგზავრობა. თუ თავად არ ჰყავს, ახლობელი მაინც ეყოლება ვისაც ყაზბეგში გასეირნების იდეა მოხიბლავს.

არ მინდა ვინმეს გული დაწყდეს, მაგრამ წინა დღეს სიაში ჩაწერის ცუდ ჩვევას უნდა გადავეჩვიოთ, რადგან, ძალიან კარგად იცით, რომ სწორედ მგზავრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების არჩევანი და მგზავრობის ღირებულებაც.
Last edited by Mta Mkvarebia on 07 აგვ 2008, 13:07, edited 2 times in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]