სვანეთობა 2008
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
სვანეთობა 2008
`ფუთა დაჩქელანი მელანდება`...
ბიჭები რომ ლამარიაშიც იგალობებდნენ, ხომ გჯერათ? და ვითიბი რომ აჰყვებოდათ, ისიც? და რომ იმ გასაღებიან კაცს ბოლოს და ბოლოს მოვეწონებოდით და ხმას ამოიღებდა, ესეც ხომ გჯერათ?
სვანეთში ჩასვლის დღიდან მურმან ლებანიძის ერთი ლექსი ამოვიჩემე და მთელი დღეები გიჟივით ვიმეორებდი: `საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ, გვარით ლებანიძე, სახელად მურმანი ვარ~_ მეტქი ...… აგერ, ეს ლექსი ჯერ მონადირემ დადო და მერე ნამცეცუნამაც გაიმეორა, ყველას შეგიძლიათ ნახოთ.
ჰოდა, დავდიოდი და ვიძახდი, ფუთა დაჩქელანი მელანდება-მეთქი.
ლამარიას ეზოში, ქვის უზარმაზარი საკარცხული რომ დგას, იმაზე იჯდა თურმე ფუთა დაჩქელანი (დადეშქელიანი) და უშგულელებს ეუბნებოდა, დამთავრდა თქვენი თავისუფლება, ბეგარა უნდა მიხადოთო.
უშგულში რომ კაცი ავა და უშგულს და უშგულელებს რომ ნახავს და კიდევ ამ სიტყვებს იტყვის, რისი ღირსია?
ჰოდა უშგულელებმაც ღვინო მიართვეს ფუთას, სუფრა გაუშალეს ლამარიას გალავანთან და დაფიქრდნენ: ერთი კაცი თუ მოკლავდა თავგასულ თავადს, მისი გვარი დადეშქელიანების რისხვას საშვილიშვილოდ ვერ ასცდებოდა, ჰოდა, სოფელმაც თოფის ჩახმახს თოკი გამოაბა, ფუთას დაუმაზინა და ყველამ ერთად გამოსწია.
ლამარიას გალავანში დღესაც არის ის სათოფური, საიდანაც თუთა დაჩქელანს ესროლეს.
და უშგულის დასასჯელად ასულმა დადეშქელიანებმა როცა იკითხეს, ვინ მოკლა ფუთაო, ერთი პასუხი მიიღეს _ სოფლის თოფმაო.
ამაზე უშგულელებს შეეძლოთ ხატზეც დაეფიცათ, როგორც ხდებოდა ხოლმე სვანეთში და დღესაც ხდება.
აბალდუი და ამეთვისტო თუთას საკარცხულზე ამაყად დასხდნენ, სვანი პატრიარქებივით ხელები მუხლებზე დაიწყეს და სურათი გადაგვიღეთო, გამოაცხადეს. და ვინNარ გადაუღებდათ?
ამ 50 წლის წინ კი უშგულში ასული მურმან ლებანიძე დადიოდა და ჩემსავით იძახდა:
ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის სიზმრები სულ გავცელე,
ფუთაზე რომანი მენატრება,
რამხელა ამბავია, თუ დავწერე-ო...
კიდევ
უშგულელ ზამირ რატიანზეც მოგიყვეთ? 8 შვილი რომ ჰყავს, 6 გოგო და 4 ბიჭი? შარშან მათთან რომ ვცხოვრობდი და წელს ისევ რომ შევუარე?
და რომ გაიგო, მე და ჩემი მეგობრები ვმღეროდით ლამარიაზე, პატარა სუფრით გამოგვეგება?
ნიჟარაძეების იმ სახლზეც მოგიყვეთ, სადაც გურამ თიკანაძე რჩებოდა ხოლმე და სადაც შხარიდან ჩამოწყვეტილი დაასვენეს?
სვანის ბიჭებზეც, მონადირეს რომ ბურთს აღარ აძლევდნენ? და მონადირემ რომ არაფრით არ დაუტოვა? და მერე ახლა დანა რომ მოსთხოვეს და არც ის რომ არ მისცა? (აფსუს, სად იყვნენ ამ დროს ჟორჟიკა და ბადრია???)
და პატარა გოგოზეც, ნუსას რომ ეპრანჭებოდა და სურათს არ აღებინებდა?
უშგულის ქუჩებზეც მოგიყვეთ, ერთი ალიაქოთით რომ დავიარეთ?
და ერთმანეთს რომ ისე ხშირად ვკარგავდით, უკვე აღარ ვიცოდით ვინ სად იყო და რა ნახა?
ერთ-ერთ ქუჩაზე კი, ლამას სომბრეროზე რომ ვაკეთებდით სწორებას, ლაპარაკ-ლაპარაკში ვიგრძენით, რომ ჩვენს წინ ნიადაგი ნამეტნავად დარბილდა და ცოტაც და ჩავეფლობოდით, თან ისე კი არა, ბოტასები გაგვსვროდა, კოჭებამდე და ცოტა მეტზეც! და ეს საფლობი, არც მეტი და არც ნაკლები ძროხის ფუნა იყო!
და არ ვიცი, რატომ ვამჯობინეთ უკან დახევას წინ წასვლა, ეს სულ ლამას სომბრეროს ბრალია, დაზომბირებულები მივდევდით და ჩემს უკან რომ ნუსა აკვნესდა, მახსოვს, აბალდიუც მახსოვს, ამეთვისტოც, კიდევ ვინ იყო, აღარ ვიცი, ფაქტია, რომ ნეხვში ვიდექით და ვეღარც წინ მივდიოდით და ვეღარც უკან და კიდევ კარგი, ჯოხები გვეჭირა ხელში და კიდევ კარგი, რომ სვანური სახლები შელესილი არ არის და სიპი ქვითაა ნაშენი, და კიდევ კარგი, რომ ადამიანს კლდეზე ცოცვის ინსტიქტი თანდაყოლილი აქვს. ჰოდა, მეკლდეურთა სკოლის ინსტრუქტორს რომ დავენახეთ, ჩვენით იამაყებდა!
ჯოხები გამეტებულად ჩავარჭეთ ძროხის ფუნაში და კედელზე გვერდულად ავედით, ამას პროფესიონალთა ენაზე ტრავერსი ჰქვია, ჰოდა, აი, ასე გამოვიარეთ, ანუ გავატრავერსეთ, რა...
ცივ ოფლდასხმულები მშრალ მიწაზე რომ გადმოვხტით, შუკაში ძროხები შემოვიდნენ, გვერდი აგვიქციეს და უმშრალეს, უმყარეს და უსუფთავეს ბილიკს მშვიდად დაადგნენ!
არა, ეს სულ ლამას სომბრეროს ბრალია, ნელ-ნელა თვალს რომ ეფარებოდა და ჩვენც უშგულის ქუჩებში ოცდამეთექვსმეტეჯერ დაკარგვა აღარ გვინდოდა და გაფაციცებულები ვცდილობდით, როგორმე ეს სომბრერო არ დაგვეკარგა!
ვიდექით მერე ლენჩებივით და ვუყურებდით უშგულელ ძროხებს, ნება-ნება რომ მიიზლაზნებოდნენ სუფთა ბილიკზე!
ვინ დაადგა პირველად ამ გზასო!!! ეჭვიანად გადავხედეთ ერთმანეთს, მაგრამ აბა ვინ გატყდებოდა! მე და ნუსამ ამ ორი დღის წინ კიდევ ვცადეთ გაგვეხსენებინა, პირველად ვინ შეტოპა იმ ფუნაში და ჩვენც გაგვიყოლა, მაგრამ იმ მამლუქის სახელი ვერაფრით გავიხსენეთ...
ჯოჯოს ძმაზეც მოგიყვეთ, მუყმერში რომ გველოდა თავისი `უაზით~ და ფული იმაზე მეტი რომ მოგვთხოვა, ვიდრე შეპირებული ვიყავით? და ლამამაც სიტყუვისუთქმელად რომ ჩაუთვალა?
და იმაზეც, უშგულიდან წამოსვლისას ყველას დაღრეჯილი და უკმაყოფილო სახე რომ გვქონდა? იმიტომ რომ ერთი დღე ძალიან ცოტა იყო და წამოსვლა არავის გვინდოდა?
იმაზეც, გზაში რომ დაგვიღამდა და ელექტრონით გაჩახჩახებული სოფლები რომ გვხვდებოდა და აბალდუიმ თქვა, აი, რა მიყვარს სვანეთში და რა არ მიყვარს ხევსურეთშიო?
…
კიდევ, კიდევ რაზე მოგიყვეთ?

ბეეელ,
2 კვირაა გასუსული ვკითხულობ ამ შენს ნაწერებს,
მისი წყალობითაა, რომ სვანეთში მგონია თავი ჩარჩენილი...
ეხლა კი გული ამიფრთხიალდა დასასრულის მოლოდინში...
არ მინდა ფინიში!!!!!!!

bela
"ჯერ კიდევ ასეთი გემო და რა ცოტა დრო რჩებააა"
აი, ეს სიტყვები არ მშორდებოდა სვანეთობისას და ახლაც, როცა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება შენი თხრობა, ისევ ამოტივტივდა...
ბავშვობიდან მეზიზღებოდა სიტყვები "დასასრულს უახლოვდება", რომლითაც ჩემის საყვარელი გადაცემები მთავრდებოდა ხოლმე...
ან რა საყვარელია, დასასრულის მოახლოვება...
"განმეორების იმედი ცოცხლობს..."
სადაც ვიყავი ამ ბოლო დროს, ყველა ადგილი შევიყვარე მთელი გულით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გაააგიჟებული ვარ საქართველოს სიყვარულით და მიჯაჭვული ვარ ამ მიწაზე...
გააააჰგიჯებული ნამცეცუნა გინახავთ? გასვანებული?
ხოდა, თუ ამ თემაში შემოდიხართ და კითხულობთ, ჩათვალეთ, რომ გინახავთ ...

წამო, ზღაპარში ...

სვანეთობა 2008
განცდა -სახლი...
პირველად მაშინ ჩამისახლდა გულში, მესტიაში, აივანზე საძილე რომ გავშალე და მთელი ღამე წვიმის ხმაში მეძინა...
დიდი სასადილო ოთახიდან უკვე საყვარელი ადამიანების ხმები რომ მომესმა დილით და საუზმის სურნელი ამოყვა ბელას ხმას-მეორედ მაშინ მესახლა ის დალოცვილი ადგილი... მიშა ხერგიანის მუზეუმიდან რომ ვბრუნდებოდით, მენატრებოდა უკვე, თურმე.... აი, ეცერიდან რომ ჩამოვედით მესტიაში, რამდნიმე ადამიანმა თითქმის ერთდროულად ვთვით, ჩვენი სახლი მოგვენატრაო, მაშინ მივხვდი, რომ მართლა მიყვარდა... ბოლო ღამეს, აივანზე რომ რამდნიმე საათის ძილი გვქონდა დარჩენილი, უკვე ნოსტალგია მეწყებოდა და ყველაზე ტკბილი და ბედნიერი სიზმრები მაშინ ვნახე... გამთენიისას რომ დავემშვიდობე, თითქოს თვალებში ვერ ვუყურებდი და ნაჩქარევად შევძვერი, დარცხვენილი, გულადის "მარშუტკაში", არ მინდოდა დამშვიდობება....
სახლი-ადგილი, სადაც ყოველთვის გველიან...
და თუ ერთხელ გვისახლა, ხომ დაგველოდება სხვა დროსაც, არა?
თავი მოგაბეზრეთ ჩემი ეცერის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით, მაგრამ, ყველაზე ღრმად ეს სოფელი ჩამრჩა გულში და რა ვქნა... ხორგუანების სახლიც ამოვი-ჩემ-ე და გამიჭირდა დასატოვებლად...
დაბრუნებამდე-ასე ვემშვიდობებოდი გულში...
იმ ჩანისლულ, ნაწვიმარ, ცვარიან დილას რა დამავიწყებს...ნაფლეთებად რომ ასდიოდა ოხშივარი სვანეთის მთებს, ხორგუანების სახლის აივნიდან გაშლილ ჰორიზონტზე...
სახლის გარშემოც ნისლი იდგა...
უკვე ჩვენი სახლის გარშემო...

Nika
წინა პოსტები არ წაიკითხე?
დადეშქელიანები, ანუ იგივე დაჩქელანები, როგორც მათ სვანეთის სხვადასხვა თემში ეძახიან, ბალს ქვემო სვანეთის მტავრები იყვნენ.
~ბალი~ მის სახელია
ბალს ზემოს უბატონო სვნეთი ერქვა, უშგულს მით უფრო.
ჰოდა, ამოვიდა ერთხელაც ფუთა უშგულშიიი...
მიდი, მიდი, ქურაშზე და ეცერზე რომ ვწერ, ის პოსტები ნახე კარგად...

მეზარება ამდენის კითხვა
დადეშქელიანები ვიცი ვინც იყვნენ და ეგ მთელი ისტორიები. დაშქელანი ვერ მივხვდი ვინ იყო.
მეზარება ამდენის კითხვა

Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
სვანეთობა 2008
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008
ნაკიფარის ეკლესია

ამეთვისტო,ბელა (ვითიბი),ლამა ,ჯოჯოს ძმა (მძღოლი),თავად

და თამუსია

ამეთვისტო,ბელა (ვითიბი),ლამა ,ჯოჯოს ძმა (მძღოლი),თავად

და თამუსია

აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008
სიყვარულის კოშკი

როგორც ხედავთ კოშკი ქვაზეა აშენებული.ეს ქვა ყოფილა შეყვარებული ქალ-ვაჟის შეხვედრის ადგილი. დიდხანს არ დასცალდათ ქვაზე ტკბობა მიჯნურთ,რადგან ვაჟი მალე ვაჟი ომში გაიწვიეს. გოგონას ის ქვა ისე შეჰყვარებია,თავიდან საღამოს, ხოლო შემდგომ მთელ დღეს იქ ატარებდა მიუხედავად ამინდისა უიმედო ლოდინში .მისი ცრემლები იქვე მჩქეფარე ენგურს ერთვოდა ყოველდღიურად.შვილის ბედით შეფიქრიანებულ,შეწუხებულ მამას ბევრი არც უჭოჭმანია და იმავე ქვაზე კოშკი წამოუჭიმავს ქალიშვილისთვის.ასე შეერქვა კოშკს სიყვარულის კოშკი
(არა რა .წერა ნამდვილად არაა ჩემი საქმე)

აპორჭყიალებისას ვითიბი

სურათების ავტორი - სერგი

აააამირან!

მორჩა

უკვე ასულნი

თამარიონი

ისევ თამუსია

აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008
ახლა კი
ამბავი უშგულის კოშკებისა
(სტატია სრული სახით გამოქვეყნებულია გაზეთ `რეალურ კაპიტალში~ 2007 წლის სექტემბერში)
უშგულში დღეისათვის 32 კოშკია შემორჩენილი, ყველაზე მჭიდროდ კოშკები ჩაჟაშის უბანშია. რამდენიმე წლის წინ ეს უბანი `იუნესკოს~ მიერ მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაში იქნა შეყვანილი.
მე-20 საუკუნის დასაწყისში იშგულში 98 კოშკი იყო, მათი ფუნდამენტები დღემდეა შემორჩენილი. ბევრი მათგანი კომუნისტურ `სამშენებლო პოლიტიკას ემსხვერპლა~. როგორც სვანები ამბობენ, კოშკები ისეა ნაგები, რომ ძალიან იშვიათია, თავისით დაინგრეს, მაგრამ საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კომუნისტებს საშენი მასალა სჭირდებოდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობის ასაგებად. ამას ემსხვერპლა თამარის ციხის კოშკები, იმ ციხისა, რომელიც უშგულელთა ერთ-ერთ თავმოსაწონებელ ადგილს წარმოადგენს. თამარის ციხის კომპლექსი ჩაჟაშის უბანში მდებარეობს. ეს იყო სამეფო კომლექსი, ჩაკეტილი, გალავნიანი ციხე, თავისი საცეცლური კოშკით, დარბაზით, დილეგით და მაცხოვრის სახელობის ეკლესიით.
შარშან უშგულში ჩარკვიანების ოჯახში მოვხვდი. ლაერტ ჩარკვიანის თქმით, მამამისს ახსოვს, როგორ ააფეთქეს ამინალით თამარის ციხის კოშკები, რომლებიც კი არ ჩამოშლილან, ხეებივით წამოიქცნენ თურმე. წაქცეულ კოშკებს კი მერე ლომებით შლიდნენ, რომ ქვები გამოერჩიათო. ამ ქვით სოფელში საბჭოს შენობა, კანტორა, საქონლის ფერმა და მაღაზია აუშენებიათ. თამარის ციხის ქვით ნაგები ეს შენობებიც დღემდეა სოფელში.
კომუნისტური მმართველობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ სვანურ კოშკებს ახალი მტერი – უპატრონობა ანადგურებს. მათი უმრავლესობა ხელახლა გადასახურია, წყალი ფუნდამენტში ჩადის, კოშკები იბზარება და იშლება. როგორც ლაერტი ჩარკვიანმა აგვიხსნა, კოშკის გადახურვა ძალიან შრომატევადი საქმეა, იგი ფიქალის ქვით იხურება, უშგულში კი ბევრ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს. საქართველოს მთავრობამ უშგულის კოშკების გადასახურად 80-იან წლებში თითიეულ ოჯახს 100-100 მანეთი გამოუყო, და ბევრი კოშკი მაშინ გადაიხურა. მას შემდეგ აღარაფერი გაკეთებულა, თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო ორგანიზაცია `საქართველოს იკომოსს~, რომლის დაფინანსებითაც ჩაჟაშის უბანში 11 კოშკი გადახურეს.
ლაეტი გვიყვებოდა, როგორ დაინგრა მის თვალწინ ამ 3-4 წლის წინ ჟიბიანში ჭელიძეების კოშკი. სახურავის არ ქონის გამო კოშკი გაბზარული იყო, ჩამოინგრა შიდა სართულების გამყოფი, კედლები მთლიანად დაიბზარა და შემობრუნდა.
კოშკები ისეა ნაგები, რომ ზვავი მათ ვერაფერს აკლებდათ. 1987 წელს მურყვანში ზვავმა 10 სახლის დაანგრია, ჭელიძეების ოჯახში 7 წევრი დაიღუპა. თოვლმა 12 მეტრს მიაღწია იმ წელს. პირველი დარტყმა ორმა კოშკმა მიიღო, ზვავის კვალი ქონგურებამდე იყო მისული. კოშკებს ისე აშენებდნენ, რომ საიდანაც ზვავი იყო მოსალოდნელი, კუთხით იდგა და მას რომ ეხეთქებოდა, იყოფოდა, იშლებოდა და სახლებს ნაკლებად აზიანებდა. ჩუბიანში, ასათიანებისა და ჩარკვიანების უბანში 11 კოშკი მდგარა ჩაყოლებით და მათ ზვავის შეკავების დანიშნულებაც გააჩნდათ.
უშგულელები ამბობენ, რომ ყოველ კოშკს თავისი დანიშნულება აქვს და ხოლო ერთ-ერთ მათგანს საეკლესიო დანიშნულებაც ჰქონდა. ეს ჩარკვიანების ისტორიული კოშკია, სადაც შუა საუკუნეებში, ერთ-ერთი საეკლისიო კრება ჩატარდა. კოშკი კლდეზე დგას და მის პირველ სართულზე დღემდეა შემორჩენილი კლდეში ამოკვეთილი პატრიაქის ფეხის საბანი. უშგულში ამობრძანებული ქართველი საეკლესიო მოღვაწეები სწორედ აქ ისვენებდნენ თურმე.
კოშკი გვარის სიძლიერის სომბოლო იყო. ახალ კოშკს ყოველი ოჯახი გვარის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავად უყრიდა საძირკველს და შემდეგ მას რამდენიმე წელს აშენდებდა. კოშკები, ძირითადად, 3-4 საერთულიანია, ზოგჯერ 5-იანიც. უშგულში ორი შვიდსართულიანი კოშკიც არის. მათ თავდაცვითი და საცხოვრებელი დანიშნულება ჰქონდათ.
დღეისათვის უშგულში 8 გვარია: ჩარქსელიანი, ნიჟარაძე, რატიანი, ღვარლიანი, ჭელიძე, კაკრიაშვილი, ხაჭვანი და ჩარკვიანი.
უშგულში ასულ სტუმარს ორი მუზეუმის დათვალიერება ელის, ეთნოგრაფიულის და ნიჟარაძეების კოშკში მოთავსებული განძთსაცავის. ეს სამსართულიანი კოშკი უშგულის 7 ტაძრის განძს ინახავს. კოშკი სამუზეუმოდ იმიტომ შეარჩიეს, რომ საცხოვრებელი იყო და არა თავშესაფარი, სოფლის ცენტრში მდებარეობს და სამეთვალყუროდ ადვილია.
სოფლის უხუცესებმა 1926 წელს, სვანეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ყველა ეკლესია დაცალეს და მთელი განძი ლატფარის ტყეში გადამალეს. როდესაც სიტუაცია დალაგდა, ხელისუფლებამ სთხოვა მათ, ჯვარ-ხატები შემოეტანათ და დაცვა დაეყენებინათ. დიდხანს მაცხოვრისMმაცხოვრის ეკლესიაში ინახებოდა ყველაფერი, რაც დღეს უშგულის მუზეუმშია.
სამწუხაროდ, სხვადასხვა დროს უამრავი ხელნაწერი განადგურდა. როგორც თურმე უშგულელი ივანე ჩარქსელიანი ყვებოდა, 40-იან წლებში ჩარკვიანების კოშკიდან ერთი მარხილი ხელნაწერები გამოუტანიათ და დაუწვავთ. კოშკებში ეტრატებით ცეცხლს ვანთებდით და ვთბებოდითო.
ეს ულამაზესი სოფელი ტურიზმის განვითრების საუკეთესო საშუალებას იძლევა. იგი ეგზოტიკაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრისათვის. სვანეთში ჩასულ ტურისტს სწორედ მისი შუასაუკუნეობრივი სიდიადე ხიბლავს, თუმცა კი, იმისათვის რომ უშგულმა ტურისტები მიიზიდოს, შესაბამისი კომფორტიც უნდა შეუქმნას მათ. უშგულელები ამბობენ, რომ მათ სოფელში თანამდროვე სტლის სასტუმროების აშენება, რაც საერთო ხედს დაამახინჯებს, დაუშვებელია. საოჯახო სასუმროების პრაქტიკა აქ 90-იანი წლებიდან არსებობს. დღეისათვის ტურიზმის დეპარტამენტის აღრიცხვაზე 7 ოჯახია, რომელთაც დადგენილი სტანდარტებით ოფიციალურად შეუძლიათ სტუმრების მიღება და პოტენციურად კიდევ 30 ოჯახია ამისათვის მზად.
უშგულელები საოჯახო სასტუმროების მომავალს ხედავენ საგვარეულოAკოშკებისა და მაჩუბების იმგვარად მოწყობაში, რომ არც ეგზოტიკა დაიკარგოს და იქ ცხოვრება თანამედროვე სტუმრისთვისაც კომფორტული იყოს.
წლის მანძილზე მესტიის რაიონი სამი ათას ტურისტს იღებს. ეს ძალიან მცირე ციფრია იმასთან შედარებით, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკა თუ გატარდება, ძველ მაჩვენებლებს დაგავაჭარბებთ კიდეც. რადგან დღეს უფრო მეტი სერვისის შეთავაზებაა შესაძლებელი. გარდა ეგზოტიკური საცხოვრებლისა, უშგულში ჩასულ ტურუსტებს სასტუმროს მეპატრონეები სხვადსხვა მარშრუტებს სთავაზობობენ. მაგალითად, გასეირნება შხარის კალთებისკენ, რაც შესაძლებელია ფეხითაც და ცხენებითაც, ასევე გასეირნება ლენკვერის მთისკენ, სადაც თამარის კოშკებია, უღვის უღელტეხილისკენ, რომელიც სვანეთის წყალგამყოფი ქედია. იქ წასვლა ფეხითაც შეიძლება, ცხენითაც და მანქანითაც. ამ ურელტეხილიდან ჩანს მთელი კავკასიონი, შხარა, თეთნულდი, აილამა, უშბა, ლაილა, ყაბრდოს ქედები.
უშგულელები ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ ტურისტებს გიდობა გაუწიონ სხვადსხვა ალპინისტურ მარშრუტებზეც.
სვანეთში ტურიზმის განვითარებისათვის აუცილიბელი პირობაა სამანქანო გზების მოწესრიგება. გარემო პირობებიდან გამომდინარე გზები ხშირად ფუჭდება და როგორც უშგულელები ჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ მესტიის საგზაო სამსახურს დაფინანსება არ აკლია, ზოგჯერ თვეობით არ არის უშგულისკენ მიმავალი გზა გაწმენდილი. ეს კი ტურისტებისთვის ეგზოტიკა ნამდვილად აღარ არის.

აუუუ, გავგიჟდი - Hermes-ის სახლის რეკლამის იდეა ეტყობა აქედან აიღეს.Monadire wrote:პეპლებით განთქმული სოფელი იფარი
![]()

ბელა,
რეალური კაპიტალი ჟურნალი არ ვიცი მე და შენ ეგ ყველა ჩანაწერი (რაც ამ თემაში გიწერია) გადააკოპირე და ცალკე ფაილადაც შეინახე. ნამდვილად დაბეჭდვის ღირსია.