ახალი კარველი ვიყავი, დაბადების დღეების თემა რომ აღმოვაჩინე. ერთი რამ გამიკვირდა. ერთერთ კარველს, ჭუნას, რომელსაც მაშინ არ ვიცნობდი, თურმე 2 დაბადების დღე ჰქონია, ერთერთ დაბადების დღედ 4 აგვისტო იყო დასახელებული, თუ სწორად მახსოვს ეს დაბადების დღე წითელ დაბადების დღედ იყო მოხსენიებული. როცა კარავში ცოტა მოვშინაურდი, მივხვდი, რომ ჭუნას 4 აგვისტოს დაბადება კარველების კახისის ტბაზე შარშანდელი გასვლიდან მოდის. ამ ლაშქრობის ქება ხშირად გამიგია, თუმცა ისე ხშირად არა, როგორც თავად ჭუნუსის ქება

. მიუხედავად იმისა, რომ მე მაშინ კარველი არ გახლდით და არც მაგ გასვლაში მიმიღია მონაწილეობა, ვიცი რომ დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა კარველთა ნაწილს, ისეთი მოგონებები, რომ ჭუნაც კი ხელახლა დაიბადა 2007 წლის 4 აგვისტოს. ჰოდა მაშინ მივულოცოთ ჩვენს საყვარელ დედილოს დაბადების დღე, რომელიც თავად ამოირჩია, იმ გასვლის სხვა მონაწილეებს კი ლამაზი მოგონებების და პატარა დღესასწაულის იუბილე მივულოცოთ , ხოლო დანარჩენ კარველებს კი ის მივულოცოთ, რომ ასეთი ძვირფასი ადამიანები არიან ჩვენს გარშემო, რომლებიც ერთმანეთს პატარა დღეობებს უწყობენ და ამით დიდ სიხარულს ჩუქნიან.
გილოცავთ ჩვენო ლამაზო, ცისფერთვალება გოგო! მუდამ გვევრძნოს შენი სითბო და მზრუნველობა კარველებს. სულ გახარებული და ბედნიერი გვენახე!
