უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 01 აგვ 2008, 15:39
მინდა მოგიყვეთ ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი დღის შესახებ...
ეს დღე წამოსვლის წინა იყო...
ჩვენი გუნდი ამ დღეს ორ ნაწილად დაიყო:
1. თამარიონ-ლამარიონის ალიანსი
2. სამი მუშკეტერი - სერგი, მონადირე და არჩილ-აბალდუი;
მოკლედ, თამარიონ-ლამარიონი იმ დღეს ლატალ-ლენჯერში გაეშურა ტაძრებისა და ისლამის მოსანახულებლად, ხოლო ჩვენ - სამი მუშკეტერი მესტიის მთაზე წავედით, ხოლო იქიდან კი ქობულდის თუ ქორულდის ტბებზე...
სვანეთის ყველა გზა ლამაზია და ყველა მთას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, თუმცა, ამ მთას მაინც განსაკუთრებულად საინტერესოდ მივუყვებოდით...
გზაში ძალიან ცხელოდა და ჰაერიც რომ იტყვიან იმდენად ცოტა იყო, მორიგეობით ვსუნთქავდით...
ამას გარდა, ჩრდილის სერიოზული დეფიციტი შეიმჩნეოდა ბილიკებზე და სადაც ხის ჩრდილი ეცემოდა ხოლმე, ყველგან ვისვენებდით...




-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:00
ჰოდა... გადავედით ალპურ ზონაში... ამას ჯერ ბალახებით მივხვდით, მერე სიცხით, მერე ვიღაც მწყემსმაც გვითხრა ეგრეაო...
ვსუნთქავდით სამ წუთში ერთხელ, მეტის ლიმიტი არც გვქონდა...
მე დიდ ფოთლებს რომ ვიპოვიდი, გველივით ჩAვუსრიალდებოდი ხოლმე ძირებში...
დიდ ქვას რომ დავინახავდი, ხომ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა, ძირში ვეტენებოდი... მისი ჩრდილი, ცხადია, საკმარისი არ იყო და ვიყავი ერთ ამბავში...
სამაგიეროდ, ხედებით მიღებული შთაბეჭდილება აკომპენსირებდა ჩემს შეუძლოდ ყოფნას...

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 01 აგვ 2008, 16:15
პოზიორობის ხასიათზეც მოვედით:
