ველოდე ამათ ფოტოებს, მაგრამ ამაოდ, არა რა, ინტელას მეტი პატრონი არა გვყავს

.
ჩემს გადაღებულებს რომ გადავხედე, ყვავილების და მლეთის ფონის მეტი ვერაფერი ვნახე
ვიფიქრე საერთოდ არ დავდებ მეთქი, მაგრამ ახლა ცოტა თავისუფალი დროც ვიპოვე და ... აიტანეთ დაზეპირებული ხედები
პირველი ძნელი აღმართის და ცოტაოდენი ხვნესა-ხვნეშის მერე , უკანმობრუნებულებს ეს ხედი დაგვხვდა, ვინც პირველად არ ვყოფილვართ, კი ვიცოდით, რისი მოლოდინიც უნდა გვქონოდა...
გზადაგზა ხშირად ვჩერდებით, ზოგი დასასვენებლად, ზოგი კიდევ ყვავილნარის ფარდაგზე წამოსაკოტრიალებლად და ბალახში ცხვირის ჩასარგობად
ორ ადგილას წყარო შეგვხვდა, მაგრამ მართლა ზღაპრულ წყაროსავით მოწანწკარებდა, ასანთის ღეროზე პატარა ჭავლით, ერთი გველეშაპიღა აკლდა
ისევ გზა და აღმართები
