2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by teo- » 15 აპრ 2008, 18:43

:D erti suli maqvs

tatunia
ბოდიალა
Posts: 174
Joined: 23 მაი 2007, 17:34
Location: Tbilisi
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by tatunia » 03 მაი 2008, 15:26

ტაო-კლარჯეთის მონახულება ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. რა საკვირველია აჯობებდა 4 დღიანი ყოფილიყო, უფრო მეტის ნახვას მოასწრებდა კაცი., მაგრამ თუ ვერ ხერხდება :( რასაც მოახერხებთ თქვენს გვერდით მიგულეთ ოღონდ მანქანის გარეშე:)

გურული

თუ ქართულ სოფლებში წასვლას გადაწყვეტთ იქნებ გამაგებინო, რეპორტაჟის ან სულაც რადი-ფილომის გაკეთება შეიძლება, თემები მართლაც საინტერესო იქნება.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 03 მაი 2008, 16:36

tatunia
გურული

თუ ქართულ სოფლებში წასვლას გადაწყვეტთ იქნებ გამაგებინო, რეპორტაჟის ან სულაც რადი-ფილომის გაკეთება შეიძლება, თემები მართლაც საინტერესო იქნება.
რომ იცოდე, ჩემთვის რამდენად მტკივნეულ თემას შეეხე. :cry: :cry: მაშინ ბალხში რომ არ ავედით, დღემდე ვერ მომინელებია. ახლა თუ წავალ, აუცილებლად შევივლი რომელიმე სოფელში. იქაურებს მსნ-ით ველაპარაკები და მართლა ერთი სული მაქვს იქ ჩასვლის და შეხვედრისა. იქ წამსვლელს ყველას ვურჩევ, სადაც მოუხერხდებათ, შეიარონ ქართულ სოფლებში - ეს მოგზაურობის დამატებითი ხიბლია. რა დამავიწყებს მურგულელი ქართველების შეხვედრას, როცა მთელი ქალაქი, იმსიგრძე ქუჩა სექანდა, შეტორტმანდა და ჩვენ მოგვაწყდა... არც მაშინდელი სიხარული, სიცილი და ტკივილიანი წუთები დამავიწყდება ოდესმე.
tatunia - რაკი შენ პროფესიული კუთხითაც გაინტერესებს იქაური სოფლები, უკეთეს რამეს შემოგთავაზებ. იქ ივლისიდან დაწყებული, სექტემბრამდე უამრავი ფესტივალი და დღეობა იმართება. როგორც ჩვენს მთის სოფლებშია საკუთარი დღეობები, ისეა იქაც - ლამის ყველა სოფელს თავისი დრეობა აქვს. ამას ფოლკლორული ფესტივალებიც ემატება და... მე შემიძლია დაგიდგინო მაგათი ტარიღები და მივლინებითაც შეგიძლია წასვლა. მაგალითად, ივლისის დასაწყისში ართვინში დიდი ფესტივალი - "ართვინობა" იმართება, სადაც მთელი შავშეთ-იმერხევის და არა მარტო მაქაური ქართველობა იკრიბება; 3 აგვისტოს ბალხელების დღეობაა, ოღონდ ის მაღლა,მთებში, ალპურ ზონაში ტარდება, 3-დღიანია და საინტერესო იმითაა, რომ მაგათთან ერთად ლაზებიც ამოდიან. ისინი იმ მთების გადაღმა ცხოვრობენ და ასე ერთობლივად ზეიმობენ, რაც ბოლოს კორიდით მტავრდება (თუ გახსოვთ ჩვენი ლაშქრობის მონაწილეებს, ამ დღეობაზე იუსეფელში არსენი გვიყვებოდა დაგვპატიჟა მაშინ კიდეც. ჰო - კორიდა ართვინის დღეობაზეცაა). ამას იმერხევში, სოფელ უბეში ფესტივალი "სათავე" მოსდევს, ერთ კვირაში კი სოფელ ბაძგირეთის დღეობაა. ცალკე თემაა ტაო-კლარჯეთის იქით - თურქეთის შიდა პროვინციებში მცხოვრებთა დღეობები. კერძოდ, ბურსასთანაა პატარა საქართველო (იქაურები მართლა ასე ეძახიან) - ქალაქი ინეგოლი და მის გარშემო გაშენებული 18 ქართული სოფელი.
მოკლედ, შემიძლია დაგაკვალიანო. :D

tatunia
ბოდიალა
Posts: 174
Joined: 23 მაი 2007, 17:34
Location: Tbilisi
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by tatunia » 03 მაი 2008, 17:06

აუცილებლად დაგიკავშირდები, ეს არჩევნები გადავიტანოთ და მერე დაველაპარაკები ჩემს უპროსობას. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 03 მაი 2008, 18:31

tatunia
ეს არჩევნები გადავიტანოთ
:lol: :lol: მართლაც რომ გადავიტანოთ ყველამ ერთად. მე მზად ვარ დასახმარებლად>

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by Domeniko » 14 მაი 2008, 14:38

guruli

ძაან მინდა ამ ზაფხულში 4-5 დღით ტაოში წასვლა, მაგრამ არ ვიცი სად რა ვეძებო :(
თუ არ გეზარება, იქნებ დაპოსტო უფრო დაწვრილებით, სად უნდა ვიარო (მანქანით ვიქნები), ღამე სად გავათიო და ა.შ.
ან იქნებ სადმე არის საიტზე? მე ვერ ვიპოვე :(

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 14 მაი 2008, 17:29

Domeniko, შევეცდები, აგიხსნა, მაგრამ გზები ზუსტად არც მე ვიცი.
იუსუფელშუ თუ დაბინავდები, პარხალი და ოთხთა მანდვეა. ჩვენ მაქედან იშხანში, ოშკში და ხახულშიც წავედით და სამივე ერთ დღეში მოვიარეთ.
ართვინში ან არტანუჯში თუ დაბინავდები, არტანუჯის ციხე და ჯოჯოხეთის კანიონი ხომ იქვეა, მაქედან შეგიძლია ინახულო შატბერდი (ეს არტანუჯთან ძაან ახლოსაა), ხანძთა, ოპიზა, დოლისყანა. ართვინიდან ახლოა ტბეთი... სოფლებში სესვლა თუ გაინტერესებს, მაგ მხრივ ართვინი და იუსეფელი ჯობია, თუმცა იუსუფელის მხარეს ქართული ცუდად იციან. აი, იმერხეველები და შავშები კი კარგად ლაპარაკობენ. სხვა, კილომეტრები და ამგვარი წვრილმანები არ ვიცი. :)

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by Domeniko » 14 მაი 2008, 17:46

guruli

გაიხარე, :D
თუ საბოლოოდ გადავწყვიტე (შემძელი) წასვლა კიდევ გკითხავ რაღაცეებს.

მადლობა

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 14 მაი 2008, 19:45

Domeniko
თუ საბოლოოდ გადავწყვიტე (შემძელი) წასვლა კიდევ გკითხავ რაღაცეებს.
ნებისმიერ დროს მზადა ვარ დახმარებისთვის.
ისე, ამ ტემასაც ადევნე თვალი - რაღაცები იგეგმება და... :D :D

User avatar
vazano
მაწანწალა
Posts: 634
Joined: 19 მარ 2008, 11:18
Location: iq sadac ocneba ercymis realobas
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by vazano » 28 მაი 2008, 10:36

ეს თემა სამწუხაროდ დროებით მოვკალი, რადგან ჩემი მივლინებების გრაფიკი ვერდავალაგე, ცოტა ხანში ყველაფერს გავარკვევ და ეს ამბავიც გაცოცხლდება.
It matters not what you do, as long as you are the best one doing it!!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by guruli » 28 მაი 2008, 13:47

vazano
ცოტა ხანში ყველაფერს გავარკვევ და ეს ამბავიც გაცოცხლდება.
აგაშენა ღმერთმა. ძალიან მაინტერესებს. :D :D

User avatar
Domeniko
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 12 ივნ 2006, 10:40
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by Domeniko » 28 ივლ 2008, 13:19

დამეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ.....

ტაოში მინდა გადასვლა მანქანით და მაინტერესებს სად შეიძლება გაჩერება ართვინში ან იუსუფელში. სასტუმროს მისამართი, ტელეფონი, ფასები და ეგეთი რამეები მაინტერესებს.

თუ ვინმეს შეგიძლიათ, მომწერეთ რააა..... :)

მადლობა

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by lama » 28 ივლ 2008, 13:34

Domeniko wrote:დამეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ.....

ტაოში მინდა გადასვლა მანქანით და მაინტერესებს სად შეიძლება გაჩერება ართვინში ან იუსუფელში. სასტუმროს მისამართი, ტელეფონი, ფასები და ეგეთი რამეები მაინტერესებს.

თუ ვინმეს შეგიძლიათ, მომწერეთ რააა..... :)

მადლობა
შენ ჭუნას უნდა მიმართო :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by ნიმფა » 01 აგვ 2008, 07:17

რამე სიახლე ხომ არ არის? აღარ იგეგმება 2-დღიანი გასვლები?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
2008 წლის ზაფხული ტაოკლარჯეთი

Post by Mta Mkvarebia » 01 აგვ 2008, 10:13

~nimfa~
ვაზანოის ჩვენთვის არ სცალია, თურმე ნამეტნავად დაკავებული ყოფილა. ისე სექტემბერში მიდის ერთი-ორი კარველი და რა ვქნათ, ხომ არ გავყვეთ? :roll:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]