მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by ნინი_85 » 29 ივლ 2008, 18:09

მაღლივში დაბრუნებული ვფიქრობდი გამეხსნა თუ არა თემა, ისედაც ამ ბოლო დროს თემის გახსნებს მოვუხშირე და თავი არ მოვაბეზრო მეთქი და... გამახსენდა ჩემი ხელმოწერა კარავზე :D

აბეზარამ თუ თავისი სახელი არ გამართლა აბა როგორ იქნება, გავიფიქრე და ამიტომაც ვხსნი :wink:

დილთ 5:30 ზე ავდექი და დაჩქარებული ტემპებით გამოვვარდი სახლიდან 6 საათზე. ჯერ ტაქსი, მერე მეტრო და 40 წუთში თავისუფლებაზე ვიყვი.
გზაში კიკის გადავურეკე, წინა საღამოს წაიწუწუნა: ასე ადრე რა ადგებაო.
ისე შორს ცხოვრობს, როგორ მოასწრებდა ნეტა :P

მეტროში არ იჭერდა და მოსულს ზარები დამხვდა ტელეფონზე: ლიკაკოს გაუღვიძებია და უკვე გამოსულიყო სახლიდან. I სკოლასთან შევხვდით ერთმანეთს.

ჯერ კიდევ გზაში ლიკაკომ დამირეკა, ნამძინარევი ხმა ჰქონდა და სიმართლე გითხრათ ნახევარ ვერც გავიგე რას მეობნებოდა, ერთი კი მოვკარი ყური: გოგასთან ვრეკავ და როგორც ჩანს ვერ ვაღვიძებო, ერთი კი ვუთხარი ნაიას გადაურეკე და გააღვიძებს მეთქი.

სკოლიდან გზას ავუყევით, კიკიმ გოგას გადაურეკა, უკვე გზაში ვარო. გვეშველა, როგორც ჩანს გააღვიძეს :)

სიარული ძალიან სასაიამოვნო იყო, ჯერ კიდევ რომ სუსხია და ეს მტანჯველი სიცხე რომ არ გაწუხებს.

ზარების რეკვის ხმა შემოგვესმა,
-გვეძახიან-ვუთხარი კიკის და ნაბიჯს ავუჩქარეთ.

მამა დავითს რომ მივუახლოვდით ტაქსი გამოჩნდა, გოგა გადმოვიდა და ბოლო მოსახვევი ერთად ავიარეთ. ლიკაკო ტაძარში დაგვხვდა, მამაოსა და მედავითნესთან ერთად, შევედით.

მერე მასაი მოვიდა, მარი, ნაია. მგალობლებს ცოტა შეაგვიანდათ...

წირვა პატარა ტაძარში აღევლინა, სადაც სამრეკლოა აი იქ. კარველების ნაწილი ტძარში იდგა, ნაწილი შემოსასვლელში და გარეთ.

რაც წმინდა ნინოს გზიდან ჩამოვედი წირვაზე არ ვმდგარვარ, სულ ვერ ვახერხებდი, ხან რა საქმე ხან რა და ვიგრძენი რომ მომნატრებია...

განსაკუთრებული გულისყურით ვისმენდი მამაოს თითოეულ სიტყვას და დიდ ძალას ვგრძნობდი, რა დიდი მადლი ტრიალებს ტაძარში და ძალშე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ მადლის მოპოვება.
დამჯდარ მობილურს რომ ჩართავ დასატენად, აი ასე ვიყავი, დავმშვიდდი...
სუმყუდროვე იყო ტაძარში ამ დილას და გარეთაც გრილოდა.

წირვის შემდეგ ეზოში დავყოვნდით, ლიკაკომ სეფისკვერი გამოიტანა და გავინაწილეთ ძმურად, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთს წყალი და ზოგიერთს ბანანი :D დალეული გვქონდა.

Image

Image

Image

გოგამ მამაოსთან ფოტოები გადაგვიღო ალბათ დადებს მოგვიენბით.


Image

კიკიმ შოკოლადის კამფეტები წამოიღო და გემრიელად გეახელით უზმოზე :)

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by ნინი_85 » 29 ივლ 2008, 18:40

ნაია და მერე მასაიც ადრე წავიდნენ, სამსახურში ეჩქარებოდათ. გოგა, ლიკაკო, მარი, კიკი და მე რუსთაველისკენ დავეშვით.

რადგან ამინდი სალაშქროდ ზედგამოჭრილი იყო, იდეა დამებადა თაბორზე ავსულიყავით. დიდი ხანია ქვევიდან შევყურებ და ერთხელაც ხომ უნდა გადმოვხედო ზემოდან.

კიკიმ ჭირვეულობა დაიწყო: თქვენი წასაყვანი გავხდები, საქმე მაქვს უნივერსიტეტში, მარა ვინ მოუსმინა :P

გოგას დავემშვიდობეთ, დომნასთან მიდიოდა და ოთხმა განვაგრძეთ გზა, თუმცე თაბორზე ამსვლელები სამნი ვიყავით, ლიკაკოსაც სამსახურში ეჩქარებოდა:

Image

თავისუფლების მეტროდან უკვე სამნი წამოვედით, კიკი ისევ წუწუნებდა.
მეც კი მეჩქარება, მარა არაუშავს თქო და მაშინ არ წავიდეთო ორ ხმაში. რას ქვია არ წავიდეთ, აუცილებლად უნდა ავიდეთ, მერე შეიძლება არც ამინდი იყოს ასეთი და ვერც დრო გამოვნახოთ მეთქი, ჩავავლე ორივეს ხელი და გზა გავაგრძელეთ, აბანოებთან შევისვენეთ:

Image

Image

სწორედ აქ დაიბადა კიდევ ერთი საინტერესო იდეა: კიკიმ გვითხრა რომ აგვისტოში რომელიმე მონასტერში აპირებდა ცოტა ხნით დარჩენას, მიხმარების მიზნით. მარიმ სურვილი გამოთქვა: მეც მინდაო და აბა მე აღარ მენდომებოდა? ახლოს წასვლას სადმე შორს, მთაში, სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილას წავიდეთ-შევთავაზე. აღმოჩნდა რომ მარიც იზიარებდა ჩემს აზრს და ძალიან კარგი ადგილი შემოგვთავაზა. უნდა ვაღიარო სახელი არ მახსოვს, თუმცა ძალიან მომეწონა და იმედია კურთხევის აღების შემდეგ შევძლებთ წასვლას :)

მონასტერში ცხოვრება და მონაზვნების დახმარება შრომაში ძალიან დიდი მადლია, თუ დრო გაქვთ ნამდვილად გირჩევდით :)

აქვე ტაძრის დალაგების იდეაც გაჩნდა და დიდი იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში მამა დავითის ეკლესიას დავალაგებთ. ძალიან ამშვიდებს ადამიანს, პირადად გამომიცდია, თუმცა ძალიან დიდი ხანია უკვე რაც არ დამლაგებია ტაძარი.
განსაკუთრებით სვეტიცხოვლის დალაგება მიყვარდა, საღამოობით, ლოცვის შემდეგ ტაძარი რომ ცარიელდებოდა, სიმშვიდეში, კაი იყო...

სად გადავვარდი, ხოდა გზა განვაგრძეთ, თან ხედებით ვტკბებოდით:

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by ნინი_85 » 29 ივლ 2008, 18:54

გზა არც ერთმა არ ვიცოდით, ამიტომ კითხვა კითხვით ხან ვის ეზოში აღმოვჩნდით და ხან ვის კარს მივადექით. გზის ბოლომდე იარეთ, მერე მარჯვნივ კიბეებია, მერე ბილიკი და მერე კიდევ თქვენ მიხვდებითო. აქ ჩიხში აღმოვჩნდით:

Image

მერე გზა გავიგენით როგორც იქნა:

Image

Image

Image

თითქმის მოვედით:

Image

ხედი უფრო გამშვენიერდა:
Image

ცოტა შევისვენეთ:

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by ნინი_85 » 29 ივლ 2008, 19:06

საკმაოდ გრილოდა. დიდხანს ვიჯექით. ისეთი სასიამოვნო იყო, ნამდვილად არ გვინდოდა ადგომა. მარიმ ბოტანიკურის დათვალიერებსი სურვილი გამოთქვა და ესეც ჩვენს იდეების კიდობანში შევინახეთ, სამომავლო გეგმებში გადასვლისი იმედით.
უკვე რომ შეგვცივდა მაშინ კი განვაგრძეთ გზა:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by kiki » 29 ივლ 2008, 19:20

ნინი_85


ნი რა კარგი ხარ!!!!!!!


საოცარი ნიჭი გაქვს მოყოლის:)


ყველაფერი დაწერე და მე რა დავწერო????? :D


უღრმესი მადლობა შენ და მარის ასეთი ლამაზი დღისათვის.....

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by ნინი_85 » 29 ივლ 2008, 19:28

ტაძარი ღია იყო, შევედით. ერთი მორჩილი დაგვხვდა, ტაძარს ალაგებდა.
ვილოცეთ და გამოვედით:

Image

ეკლესიის ეზოში წყალი მოდიოდა და მე და კიკი დავეწაფეთ:

Image

Image

მარი მშვიდად გვიყურებდა:

Image

Image

Image

მერე ეკლესიის მეორე მხარეს კიბეებთან ჩამოვსხედთ, ვტკბებოდით ხედებით და ვსაუბრობდით. კიკიმ თავის მამაოზე მოგვიყვა, მერე გაახსენდა რომ სურათი ჰქონდა მობილურში და გვაჩვენა, ჰოი საოცრებავ :shock: მამა გიორგი, ჯერ კიდევ სტიხაროსანს ვიცნობდი გლდანის ეკლესიაში, სეფისკვერს რომ მაწვდიდა ხოლმე და უკვე მღვდელია, ოჯახი ჰყავს, სამი შვილი, არადა ჯერ მხოლოდ 26 წლისაა. აი ყოჩაღ!

კიკიმ რაკაია რომ იცნობ, წამოდი ჩვენთან ერთად, ვაპირებთ ქალაქგარეთ გასვლას უახლოეს ხანებშიო.
კიდევ ერთი ჩანიშვნა იდეების კიდობანში. დღეს ნამდვილად საინტერესო დღეა, გავიფიქრე.

კარგად მაგრად რომ შეგვცივდა დავეშვით, გვეძნელებოდა ამ ადგილის დატოვება, მითუმეტეს რომ ვიცოდით, ქალაქში ჩასულს რა ჰაერი და რა ტემპერატურა დაგხვდებოდა.

აშკარად ძაან ცხელოდა დაბლა და ჰაერიც დახუთული იყო. გადავწყვიტეთ კოლმეურნეობის მოედნამდე ფეხით გავსულიყავით და მერე ტრანსპოტს გავყვებოდით.
გავიარეთ შარდენი. გაკრულ განცხადებებს ვათვბალიერებდით, ზოგან იყო, ზოგან უკვე აღარ.
კოლმეურნეობაზე მარი ჩავსვით ავტობუსში და ჩვენ პარკისკენ გავწიეთ, შადრევანი მუშაობდა:

Image

გზა განვაგრძეთ ქაშვეთისკენ და უკვე ასახვევთან შევჩერდით, ჩემს მარშუტკას უნდა ჩამოევლო. კიკის დავემშვიდობე და გავწიე "სახლისაკენ", იქ კიდევ სამეცნიერო ნაშრომის განხილვა დამხვდა, ნახევარ საათიანი, კიდევ კარგი ბოლოს მივუსწარი. ახლა კი შევეცდები სახლიში წავიდე :)

მადლობა ყველას, კარგები ხართ და ძალიან მიყვარხართ :wink:
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by kiki » 29 ივლ 2008, 19:39

ნი რა ტკბილად ყვები მინდა რომ არ დასრულდეს:).........


მერე?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by Mta Mkvarebia » 29 ივლ 2008, 20:06

რა ყოჩაღები ხართ ყველანი :D
ნინი_85 wrote:... ერთი კი მოვკარი ყური: გოგასთან ვრეკავ და როგორც ჩანს ვერ ვაღვიძებო, ერთი კი ვუთხარი ნაიას გადაურეკე და გააღვიძებს მეთქი...
:lol: :lol: :lol:
ვაიმე, გადმოვვარდი სკამიდან, ნაია ვისი გამღვიძებელია, იქით ძლივს ვაღვიძებთ :D :wink:
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by konstantine » 30 ივლ 2008, 03:28

Image


ამ წყაროსთან შემთხვევით პატარა "ცუგა" ხომ არ ბინადრობდა?
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by kiki » 30 ივლ 2008, 14:11

konstantine


პატარა არა?:):)

დიდი "ცუგა კი ვნახე:):)

ძალიან საყვარელი იყო.....

ნინიმ სურათიც კი გადაუღო:) იმედია დადებს...

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by khrukhuna » 30 ივლ 2008, 17:29

kiki wrote:konstantine


პატარა არა?:):)

დიდი "ცუგა კი ვნახე:):)

ძალიან საყვარელი იყო.....

ნინიმ სურათიც კი გადაუღო:) იმედია დადებს...[/quote


ეგ პაწუკა ცუგა, მართლა პაწუკა იყო როცა პირველად თაბორზე მოიყვანეს, მე თაბორის მრევლი ვარ და რომ იტყვიან ჩემს თვალწინ გაიზარდა.. მარა ამ ბოლოს ჩემი თაბორზე იშვითი სტუმრობის გამო, ვეღარც მცნობს და წყლის დასალევად მისულს მიღრენს კიდეც :(

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by khrukhuna » 30 ივლ 2008, 17:47

konstantine wrote:Image


ამ წყაროსთან შემთხვევით პატარა "ცუგა" ხომ არ ბინადრობდა?




პატარა "ცუგა" კონსტანტინესაც ტკბილად ახსოვს როგორც მახსოვს ცუგას შეღრენაზე ქუდმოგლეჯილი გარბოდა და წყურვილი სულ დაავიწყდა :lol: :lol:

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by konstantine » 30 ივლ 2008, 17:57

დიდი "ცუგა კი ვნახე:):)
ძალიან საყვარელი იყო.....
ნინიმ სურათიც კი გადაუღო:) იმედია დადებს...


მაგ დიდმა საყვარელმა ცუგამ კინაღამ მიმსხვერპლა წყლის დალევის დროს.
ძლივს გავასწარი.
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
მთაწმინდა და თაბორი დალაშქრულია

Post by konstantine » 30 ივლ 2008, 21:57

khrukhuna
თურმე რა დეტალებში გცოდნია....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]