სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 29 ივლ 2008, 17:39

განცდა-ხალხური.

ოოორერა,
ვოოოისა და რერა.....
დელი ვო დელი ვო დილა ო დელია და...
აბა ო დილა დელია ვოოისა და რერა,
დელი ვო დელიო დილა ო დელია და...

... მახსენდები, მენატრები დელი ვო დელა,
წახვალ-მოხვალ მენატრები ვოისა და რერა,
სასიკვდილოდ მენანები დელია და ....


და მრავალჟამიერ...

და რაშოვდა...

და
შინა ვორგილი..

და ა . შ...

დაუსრულბლად დასასრულამდე...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 29 ივლ 2008, 20:53

აეეეეეეეეეეეეეე...

Image


ხალხოო... 5 წუთის წინ ჩამოვედი და ეგრევე ვეცი კომპიუტერს... ოხ ოხ ოხ უკვე 14 გვერდი დაგიწერიათ :D ეხლა დავიწყებ ყველაფრის წაკითხვას...

და ფოტოებსაც გადავიტან ახლა...


.... ვაიმე როგორ ცხელა... :(
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 29 ივლ 2008, 22:28

ეს არის ფოტოები სერიიდან მზით დარტყმულები, სერგიმ და მე ორივემ დიდი დოზით მივიღეთ მზის დარტყმა, თუმცა, მე მაინც უფრო ასაკში ვარ და შესაბამისად "პობოჩნიე დეისტვიაც" უფრო მეტი იყო...
ღებინება, უძილობა, გულის წასვლა... ამაზე მეტი "პობოჩნიე დეისტვია" რაღა გინდა :D
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 00:38

ხვალ დილით დავიწყებ ფოტოების ატვირთვას, 1.5 გბ-ია სულ :( იმედია ლინკს გამოაგდებს ...
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 30 ივლ 2008, 03:19

აქ, ალბათ, დედამ იტირა

მეზირის მთა კარგი იყო, მაგრამ უკეთესი ადგილებიც არსებობს სვანეთში, არა? სადღაც 4 საათისკენ ლამამ მორიგი მთისკენ გაიშვირა ხელი და პედაგოგის მჭევრმეტყველებით წარმოთქვა: აი, იქ უნდა ავიდეთო. მე კი მეგონა, მთიდან დაშვებას ვაპირებდით! თურმე ჯერ უღელტეხილი უნდა გადაგვევლო და მერე დავეშვებოდით.
და დავიწყეთ. 2400 მეტრზე ავედით ბეჩო-ეცერის უღელტეხილზე და დაიწყო ისევ ვიღაცეების უკან დარჩენები, ხვნეშა და კვნესა. მაგრამ რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო ეგზალტირებულები ვხდებოდით და იქამდეც მივედით, რომ ლამას მადლობების გადახდა არ დავუწყეეეთ...
აქ ჯერ კიდევ გაზაფხული იყო და იები ყვაოდნენ. ერთ ადგილას ლურჯი იები გულის ფორმას ხატავდნენ, გავშტერდით. და ლამამ თქვა: აქ ეტყობა დედამ იტირაო...
კინაღამ მეც ავტირდი, გიორგი ლეონიძე გამახსენდა, დედის ნატირალზე ია ამოდისო...
ვეშვებოდით და უშბა გვაცილებდა, პირდაპირ თვალს არ გვაშორებდა. შეხედეთ, როგორ გვიყურებსო? გვითვალთვალებსოოო... და ძალიან ამაყები ვიყავით, რომ უშბა გვიყურებდა...
ჩვენ კიდევ, ჩანჩქერ შ"დიგრას ვუყურებდით და გული გვწყებოდა. კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა! და ჩვენც მეზირის მთა აღარ გვყოფნიდა, შ"დიგრაც გვინდოდა...
მერე უკვე ქვევით და ქვევით ვიარეთ, დაღმართი იყო და თითქმის გავრბოდით, თუმცა ესეც კაი დამღლელი იყო. გზაში ხან ძაღლების შეგვეშინდა, ხან სვანების. ცხენოსანი ბიჭები გვხვდებოდნენ გზადაგზგა. ერთი მოხუცი ბებოც შემოგვხვდა ცხენზე მამაკაცურად გადამჯდარი. აფარასიძე ვააარო, გვარი რომ ვკითხეთ...
მორჩაძემ სურვილი აისრულა და ცხენზე შეჯდა. იმ ბილიკებზე რამდენად აჭენა, ეს ნამცეცამ თქვას, მთელი ლაშქრობა მასთან ერთად ჩამკეტი ეგ იყო.

და ჩამოვედით ეცერში. ეცერის თემიც რამდენიმე სოფლისგან შედგება. აქ ლამამ კიდევ ერთხელ გაიშვირა თავისი მრავლისმეტყველი ხელი და კიდევ ერთხელ წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები; აი, იქ უნდა მივიდეთო. ეს `იქ~ სოფელი ქურაში იყო, მაღლიდან ეკლესიაც კარგად ჩანდა და მის გვერდით მდგარი წითელსახურავიანი სახლიც.
ლაშქრობის ყველა წევრი ხომ მიყვარდა, არა? და ამეთვისტოზე ხომ მზე და მთვარე ამომდის, არა? მაგრამ მონადირესთან ერთად სიარულზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, დამიჯერეთ, იმიტომ რომ, სულ რაღაცით არის გაააჰგიჟებული და შენც ისეთ ენერგიას გაძლევს, ფერნა-ფრენით დადიხააარ...
ჰოდა, იმ ბილიკებზე მონადირესთან ერთად მოვფრინავდი და გზადაგზა ხევსურულ სიმღერებსაც ვმღეროდით. აბა, რომელი ამირანები ჩვენ ვიყავით, რომ კრიმანჭული გვემღერა! ჰოდა, ამ სიმღერ-სიმღერაში და ფრენა-ფრენაში თხილის ბუჩქები დავინახეეეთ...
არაააა, არ გადაგვიხვევია!
უბრალოდ, თხილი გაგვახსენდა, ნედლი თხილი.
მერე ნედლი ნოგოზიც.
მერე ხმელიც.
მერე ბაჟე და ნიგვზიანი ბადრიჯანიც.
მერე...
და ბოლოს ავღრიალდით: გვშიააააა!!!
ვაჰ, ორი დღე მშრალ სუპებზე ვისხედით, ხალხოოოო!
ჰოდა, ხაჭაპური მინდა-მეთქი, ხმამაღლა მოვთქვამდი. მონადირე კიდევ, კუბდარი, კუბდარიო _ გაიძახოდა. მერე სერგიკუნა და ამეთვისტო წამოგვეწივნენ და საწყალი თინეიჯერები, ჩვენზე მეტად კვნესოდნენ, მაგათი საყელოც კი ჭამს და აბა, რა დაემართებოდათ, ვეღარც კი ლაპარაკობდნენ...
ხორგუანებისკენ მივდიოდით ქურაში. სოფლის გზაზე ვიდექით უკვე...

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 30 ივლ 2008, 03:55

ლელა გურჩიანი

ნუსა იხსენებდა მერე, სოფლის ჭიშკრებში ისე გავდიოდით, თითქოს სამოთხის ბაღები იხსნებოდა ჩვენს წინო. უბრალო, ხისა და მავთულის ბადის ჭიშკრები იყო, გლეხების ნაკვეთებს კეტავდა ალბათ. და ვაღებდით და გავდიოდით, ვაღებდით და გავდიოდით. და სახლები იყო სიპი ქვით ნაშენი, ძველებური, სვანური, დიდი და მაგარი სახლები.
ჩვენ ლამას პაპიდის ოჯახში მივდიოდით, ოუშენის 13 მეგობარი და მისტერ ოუშენი რასაკვირველია, ისევ არაფრად გვადარდებდა.

ლამამ ლელა ახსენა, ვითიბიმ იკითხა, ამ სოფელში გურჩიანები სად ცხოვრობენო. ლამამ უთხრა, ქვევითო, აი, ჩვენი რძალიც გურჩიანიაო. ლელა გურჩიანიო? გაუკვირდა ვითიბის. ჰოო-ვო, ლამამ, მასწავლებელია სკოლაშიო. ვაჰ-ო, გადაირია ვითიბი, ახალგაზრდა ქალიაო? ძმა დაეღუპა კოდორშიო? და კიდევ ერთხელ გავიკვირვეთ, რომ თურმე რა პატარაა საქართველო! ვითიბი თურმე თავის სტუდენტობის დროინდელ მეგობართან მიდიოდა სტუმრად და ახლაღა გაიგო. რამდენი წელია არ მინახავსოოო, ამბობდა და წინ გარბოდა.
რასაკვირველია, შეკივლება და შეცხადება არ აგვცდა. მერე ლელა გურჩიანი ჭიშკარტან იდგა და წიწილებივით გვითვლიდა...

ეზოში მოლი ბიბინებდა. ჩანთები დავყარეთ და ჩვენც ზედ დავეყარეთ.
მერე, სუფრასთან, სადღეგრძელოში ამეთვისტო ამბობდა: რომ შემოვედიო, ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებდა, საჭმელი იყოო და ვფიქრობდიო, ეს ხალხი ნეტავ ვერ ხვდება, რომ ძალიან მშიაო? და თუ ხვდებიან, რატო ხაჭაპურს არ მიცხობენო?

და ლელამ ხაჭაპური დაგვიცხო? და კუბდრები? და ფხალი და სოუზი და სალათი და ჭიშტვრები გაგვიმზადა? ერთმანეთს აღარავინ უყურებდა, თავაუღებლად ვჭამდით და დროდადრო ნეტარებისგან ვხვნეშოდით. უფრო სწორად, ბიჭები ხვნეშოდნენ, გოგები ვკვნესოდით, როგორც ხდება ხოლმე, რა...

და მერე, როცა მასპინძელმა გვითხრა, ცხელი წყალი ყველას არ გეყოფათ, მაგრამ გოგოებს შეუძლიათ შხაპი მიიღონო, გაიხსენეთ, რომ ეს სვანეთში ჩვენი ლაშქრობის მე-5 დღე იყო და ამ ხუთი დღის ნახეტიალები ოფლი და ჭუჭყი ტანზე გვქონდა შემშრალ-შემხმარი... ბიჭები ცივი წყლით განიბანნენ.
ჰო, იმ ღამეს სუფთა თეთრეულში გვეძინა რბილ საწოლებზე...

ღამე დაწყებული ქეიფი მეორე დილას გაგრძელდა. სახლის პატრონი, ვახტანგ ხორგუანი გვიან ღამით მოვიდა. მე უკვე ვიწექი, ბიჭების ლაპარაკი ნანასავით ჩამესმოდა აივნიდან. წვიმდა.

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
სვანეთობა 2008

Post by bela » 30 ივლ 2008, 04:53

დაშ გელან~

ეცერი დადეშქელიანების სოფელია. აქ დგას ყველაზე მაღალი კოშკი მთელ სვანეთში და სხვა კოშკებისგან იმითაც განსხვავდება, რომ ბოლოში კი არ ვიწროვდება, სწორად მიემართება, რაღაცნაირად, გაჯგიმულია და პირველი ორი სართული მკვრივი აქვს, ანუ მიწითაა სავსე, რაც შუა საუკუნეებში ციხე-კოშკების სიმაგრისთვის გამოიყენებოდა _ გულამოვსებულ კოშკს კედლისსანგრევი მანქანით ვერ დაანგრევდი.
სამაგიეროდ, ეცერში უამრავი დანგრეული კოშკია. ჩვენი მასპინძელი გვიყვებოდა, დადეშქელიანებს არ მოსწონდათ, რომ სხვა გვარებსაც ჰქონდათ კოშკები და ბევრს დაანგრევინესო.
დადეშქელიანები სვანეთის თავადებად გვან ჩნდებიან, რომელ საუკუნეში, არ ვიცი, მაგრამ თამარის დროს რომ სვანეთის მთავრი ვარდანისძე იყო, ამას მატიანე გვეუბნება. ლატალის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია დემეტრე პირველის მეფედ კურთხევის სცენა, სადაც მას წელზე ხმალს არტყამს სვანეთის მთავარი ვარდანისძე.
რაც შეეხება დადეშქელიანებს, ხალხი დღემდე ყვება: სვანეთში ყაბარდოდან მონადირე გადმოსულა. ეცერში რომ შემოსულა, სოფლის მღვდელთან მისულა. უკითხავთ, საიდან ხარო. იმას უპასუხია: `დაშ გელან~, ანუ დათვს გამოვყევიო. ასე შეარქვეს დაშეგელანი ანუ დადეშქელიანი, ზოგიერთ სოფელში დაჩქელანადაც რომ იხსენიებენ.
მღვდელს ოჯახში მიუღია და თავისი ქალიშვილიც მიუთხოვებია. ეტყობა კარგი ვაჟკაცი იყო ის დათვზე მონადირე, თორემ, ან მღვდელი რატომ გადაირეოდა მასზე, ანდა მისი ქალიშვილი! და მღვდელს სოფლისთვის უთხოვია, ყველამ თითო ხარი მოუყვანეთ საჩუქრადო. ზოგნი ამბობენ, თითო კვერცხიო. მოკლედ, ხარი იყო თუ კვერცხი, ამ ერთ კაცს, საქორწილო საჩუქარი იმდენი მოუგროვდა, რომ იმ მხარეში ყველაზე მდიდარი გამხდარა უცებ. სიმდიდრე კიდევ, ძალიაა, დღესაც და მაშინაც.
სვანეთის ბოლო მთავარი, არზაყან დადეშქელიანი, რომელმაც ხანჯლით აკუწა მეფოსნაცვალი (ზუსტად აღარ მახსოვს თანამდებობა) გაგარინი, სხვათა შორის, იმ მანანა ორბელიანის სიძე, შეუდარებელი ვაჟკაცი ყოფილა, ახოვანი და წარმოსადეგი. ერთხელ თურმე, მეზობლებს დავა ჰქონდათ, ერთი გალავანს აშენებდა და მეორე ედავებოდა, გასასვლელი იმხელა დატოვე, რომ ხარ-ურემმა გაიაროსო. და ჩამდგარა არზაყან დადეშქელიანი შუაში, შემოურტყამს დოინჯი და უთქვამს, რამხელაზეც ჩემი იდაყვებია გაშლილილი, იმხელა მანძილი მონიშნეთო. იმ ადგილზე დღესაც გზა გადის და დღესაც უკვირთ სვანებს, მაინც როგორი ახოვანი კაცი უნდა ყოფილიყო, რომ დოინჯშემოყრილი მისი იდაყვები ამხელა მანძილს საზღვრავდაო.
სოფელი ეცერი ორი მდინარის დაკხარისა და კედრულას შორისაა გაშენებული. ამ მდინარეებში კალმახიაო ბევრი, გვიხსნიდა მასპინძელი.
დადეშქელიანების გარდა, გადაშენებული გვარია დემეტრიანებიც. მათი კოშკი დღემდე დგას, რომლის ეზოშიც საგვარეულო აკლდამა იყო. სვანები შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს, რომ გატაცებული ლევან კალაძის ნეშტის ძებნისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ აკლდამაზე მიიტანა ეჭვი, მე-19 საუკუნეში გარდაცვლილი ადამინების ძვლები ამოთხარეს და თბილისში ექსპერტიზაზე წამოიღეს. რად უნდოდა იმას ექსპერტიზა, ისედაც ხომ ემჩნევა ძვალს სიძველეო, გულდაწყვეტით გვიყვებოდნენ სვანები, აკლდამა როგორ შეურაცხყვეს, გარდაცვლილთა ძვლები როგორ შეაწუხესო. მერე ძვლების ნაწილი ჩამოყარეს სოფელშიო. 12 ადამიანი იყო იქ დამარხული, 12 ადამიანის ძვლები წამოღეს თბილისში ექსპერტიზაზე.

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 13:13

წარმოგიდგენთ კარვულ მზერას ლამასა და ამირანის მონაწილეობით:

მაშ ასე...

აი სურათიც :D

16 წლამდე ბავშვები გთხოვთ მოაშოროთ მონიტორებს !!! Image


Image

Image

Image
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 13:26

აი ეს ფოტო ძალიან მომწონს...

მეზერის მთაზეა გადაღებული...

Image
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 30 ივლ 2008, 15:46

SERJ_I

დიდება შენს დაბრუნებას :)
უკვე ვდარდობდით ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდი :)
აბა, დაყარე შთაბეჭდილებები და ფოტოები :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 30 ივლ 2008, 16:08

განცდა-ლექსადა.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლამა დიდად არ გვანებივრებდა ლექსებით, თუმცა ერთ-ერთი, ჩემთვის გამორჩეული და საყვარელი-რამდენჯერმე წავაკითხეთ. . .

მყვირალობა

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.

― რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...

ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.

თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.

დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!

გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!

სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ, როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!


გიორგი ლეონიძე

და ბელას წაკითხული ლექსებიდან ყველაზე მეტად რაც ჩამრჩა...

საუფროსო საკარცხულში მახვშივით ვზივარ,
გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,
აინტერესებთ - რა ვარ და ვინ ვარ,
რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ . . .

მე შენ გეტყვი და, მდუმარი ვარ,
ან არყის ხვრეპაზე უარი ვარ!
"მარე" - სვანურად კაცს ნიშნავს და
რამხელა ამბავია, თუ მარე ვარ!

ყველას არ ეთქმისო ჩვენს დროში მარე,
არც ზოგთა - მარეებში გვმართებსო გარევა!
მე თქვენ დაგიმტკიცებთ მალე,
რომ უშგულს სამახვშო მარე ვარ!

დილით ვიჭყიპები სგიმით,
მასპინძლის მაჩუბში დავძვრები:
ირხევა ჭუნირის სიმი, -
ხვრინავენ ოჯახის კაცები . . .

- ადექით, უშგულის დევებო!
ცხენდაცხენ სვიფში გამოვბრძანდეთ.
ნამთვრალევს სროლაში შევებათ,
ცხენსა და თოფში გამომცადეთ!

ლამარიასთან - ჭიხვინია,
ლამარიასთან - გრიალია:
კვერცხები ვითომც ჯიხვებია . . .
ჯიხვები ვითომც რქიანია . . .

პატარა ბიჭებს აცინებენ
სვანები უგერგილო სროლით -
ვაი თუ განგებ აწბილებენ!
ყასიდად აცილებენ მგონი!

ვესროლე, მოვარტყი უმალ,
ირგვლივ სიხარულის ყიჟინია,
"ვინ ეჯიბრებაო, სვანეთში სტუმარს!" -
მასპინძლის ბიჭები იცინიან.

ჩერქეზულ უნაგირში მახვშივით ვზივარ,
გვარად ლებანიძე, სახელით მურმანი ვარ,
შხარასკენ მივქრი და ყველზე წინ ვარ.
რამხელა ამბავია - სტუმარი ვარ!

ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის ტევრები სულ გავცელე.
ფუთაზე რომანი მენატრება.
რამხელა ამბავია - თუ დავწერე! . .

რამხელა ამბავია, ერის
წარსული დღესავით იხილო.
თავისუფლებაზე მღერით
ძალმომრეობაზე იყვირო!

რამხელა ამბავია, მიგიღონ
თვისტომად, შვილად და გმირად!
რამხელა ამბავია, მიიმკო
ამათი სიყვარული ქირად!

ირგვლივ ლომკაცების ჯარია,
"ლილეო" მწვერვალებს სცილდება,
- დიდება უშგულის მარიამს!
- დიდება! დიდება! დიდება!

მე თუ გავაკეთე ის,
რასაც ვეპირები დღეს,
წინასწარ ცრემლები მდის,
აგინთებ სანთლების ტყეს!

გადავალ ჩეგემის მხარეს,
ჩავყვები ღრუბელთა ეტლებს,
გადმოგგვრი ჩერქეზულ ხარებს,
დაგიკლავ თოვლივით თეთრებს! . .

ფუთა დაჩქელანი მელანდება,
წარსულის ტევრები სულ გავცელე.
ფუთაზე რომანი მენატრება.
რამხელა ამბავია - თუ დავწერე! .

მურმან ლებანიძე...

(მონადირეს დაუდევს უკვე, გამეორება არ გვაწყენდა )
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 16:52

namcecuna wrote:SERJ_I

დიდება შენს დაბრუნებას :)
უკვე ვდარდობდით ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდი :)
აბა, დაყარე შთაბეჭდილებები და ფოტოები :)
მთელ ჩემს ფოტოებს ხვალ დავდებ... :D
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 17:08

მონადირე ნახტომში :D

Image
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 17:12

ლამა ნახტომში :D

Image
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

User avatar
SERJ_I
მაწანწალა
Posts: 482
Joined: 09 დეკ 2007, 17:00
Location: საქართველო თბილისი
სვანეთობა 2008

Post by SERJ_I » 30 ივლ 2008, 17:16

რომანტიკა ნახტომში :D


Image
----------

Будешь нервничать - умрешь. Не будешь - все равно умрешь. Так зачем, спрашивается, нервничать? :)

http://yep.mikehorn.com/SERGI

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]