ეს საკითხი ამ მიზნით უკვე შესწავლილი მაქვს
თბილისის ზღვა ყველაზე განიერი არის ბუხტასთან, გადასავლელი ხიდიდან რომაა ასასვლელი, და 1,7კმ-ია.
გამეხარდა რომ ვარჯიშები თითქმის ყველას გვაწყობს.
პირველად რომ ავალთ როგორ ფორმაში ვიქნებით იმის მიხედვით განვსაზღვროთ როდის დავნიშნოთ გადაცურვა.
მე ბრასით ვცურავ, ნელა და დიდხანს (ნუ, ადრე ასე ვცურავდი). ნავის იმედად არ უნდა წავიდეთ, მენავეებს არანაკლები ჯაფა დაადგებათ და ჩვენ თუ ყველა რიგ-რიგობით ჩავუჯექით შიგ, თუ ვინმე ბოლომდე გაცურავს, იმის გაყოლის თავი აღარ ექნებათ.
ხუთშაბათს რა ადგილას ფიქრობთ ასვლას? ყველანაირად ვეცდები შევძლო. სადმე დაბლა ხომ არ შევიკრიბოთ თუ ვინმე მანქანით იქნება მით უმეტეს.
მე ბუხტასთან დავდიოდი, წყალიც სუფთაა და ნაპირი ქვიანია, ტალახ-ტალახ არ შედიხარ.
ლეონტი
ჩემი ქიმიის ცოდნა არ მაძლევს საშუალებას წარმოვიდგინო ის დამატებითი H თუ O საიდან მოვიდა, მაგრამ დაახლოებით 4 საათი ვყოფილვარ მაგ წყალში და იმ დამატებითს არ შევუწუხებივარ
ალბათ ვერ ვიცანი

ან იმან ვერ მიცნო
