Post
by legenda » 29 ივლ 2008, 15:38
ცრემლები? ცრემლებზე ბოდიშით!
სიცილი? სიცილი რამდენიც გინდა!
ამ მაღვიძარამ ხომ ტვინი წაიღო... აუ, ასე ადრე რა ადგება... თუმცა წინ ფიტარეთი მელოდა, მისი ნახვის სურვილი ყველაფერს აღემატებოდა.
7-ზე რესპუბლიკის მოედანზე...
და აბა ჰერი, ჰერი გუდარეხისაკენ!
გზათ ქალბატონი ვარდიკო ავიყვანეთ, მოგვიანებით "ხალიანა და მისი მეგობრები".
მოვკალათდით, მივიკითხ-მოვიკითხეთ ერთმანეთი, ფიტარეთის და გუდარეხის მოკლე ბიოგრაფიას გავეცანით...
მზე კი ამოდიოდა და თავის სხივებს არ იშურებდა ჩვენთვის, ჩამოცხა.
საით მივყავართ ამ გზებს?!
- აბა ერთი კითხე მაგას გუდარეხის გზა საით არის?
- თეთრი წყაროდანო!
მალე თეთრი წყაროდან გადავუხვიეთ გუდარეხის გზისაკენ, გზათ პატარა სოფელი გავიარეთ, თან პირს ვიკოკლოზინებდით ხილით, რომელსაც ხელით ვწვდებოდით მინიბუსიდან... იფ, იფ, იფ მოპარული ხილი რა გემრიელია (თითქოს ჩვენ არ გვქონდა ჩანთები ხილით გატენილი).
- არ მოწყვიტო პატრონი გამოვიდა!
თუმცა უკვე გვიანი იყო, 2 ცალი "მკუახე" ქლიავი ხელში მეჭირა, ბერიკაცი გზისკენ მოდიოდა, თან ეღიმებოდა.
- მე მაპატიეთ გასინჯვა მომინდა. ვიმართლე თავი, თან გული ამიჩქარდა...
- შვილებო ეგ მკვახეა და აქეთ ჩამოდით ეზოს ბოლოში იმოდონაა და ჭამეთ რამდენიც გინდათ.
გადავურჩი დაჭერას, პატრულს და ციხეს. ერთხელ კიდევ გადავამოწმეთ გზა ბერიკაცთან და გავწიეთ გუდარეხისაკენ.
- ვა, ეს კომუნისტური ნიში ნახე როგორ შემოუნახიათ. გავაჩერეთ მინიბუსი და გადავუღეთ სურათი (ამ სურათმა დაგვღუპა).
ჩვენ რომ ამ ვარსკვლავს არ მივჩერებოდით იქნებ წინაც გაგვეხედა კარგად, თუმცა...
- აქედან ფეხით მოგვიწევს გზის გაგრძელება, მიახლოებით 7-კმ, თუმცა ეს არავის ადარდებდა. 7 კმ რა სალაპარაკოა...
დავადექით გზას. გზა ორად იყოფა, ავირჩიეთ ერთი.
გავაგრძელეთ გზა. გზა ორად იყოფა, ვიფილოსოფოსეთ, გადავრეკ-გადმოვრეკეთ და ავირჩიეთ ორივე. ერთი ზევით გაიქცა(ამიგო), ორი ქვევით დაეშვა, ნაწილი ვდგევართ და ვუცდით.
ოხ, ეს მზე მაინც რა უმოწყალოდ წვავს.
მალე მახარობელი დაბრუნდა ზევიდან და გვახარა, აქეთ არაფერიაო (არადა აშკარად უნდა ყოფილიყო, აბა ჩვენი მთავრობა დენს ტყუილად არ გაიყვანდა) და ქვევით დავეშვით.
დავადექით გზას. გზა ორად იყოფა. ალექსა და "ვინცხა" გაქცეულან სოფელში და მახარობელმა აქეთ, აქეთო ხიდიდან მარჯვნივ, თუ მარცხნივ, გადასახვევი ეგააო.
დავადექით აღმართს... ოოო ეს უკვე პიკი იყო...
ალექსა გავარდა წინ...
"უქმად ყოფნას უქმად შრომა ჯობიაო" და დავადექით გზას მე და ელე...
ეხალი, ეხალი, ეხალი ვიდრე ალექსა მახარობელი არ დავინახეთ, თვალებში იმედის ნაპერწკალი უელავდა. კი არ მორბოდა, მოქროდა თავდაღმართზე.
აპიაწ აშიბლის! თუმცა ეხლა ზუსტად ვიცოდით სად იყო გუდარეხი. (ესეც ხომ საქმეა)
ამ მთის ბოლოს კოშკი შევნიშნე და ეგააო, მოგვახსენა ალექსამ მოკლედ და კონკრეტულად.
მე და ელემ თვალით გავზომეთ მთა და სავარაუდოთ წინ კიდევ 7-კმ გვქონდა გასავლელი.
დავეშვით დაბლა, ავუყევით აღმართს და მივადექით იცით რომელ ადგილს, სადაც მთავრობას დენი ტყუილად არ გაუყვანია.
არჩევანის წინაშე დავდექით, ან გუდარეხი, ან ფიტარეთი...
თუმცა წინ ფიტარეთი მელოდა, მისი ნახვის სურვილი ყველაფერს აღემატებოდა.
დრო გადიოდა, მზე იწვოდა და მზის გულზე ჩვენ.
აღარც წყალი, აღარც ძალა, აღარც "იმედი" (ხო, აქ ვიღაცამ იხუმრა, ბადრი პატარკაციშვილსაც ქონდა იმედიო...)
ამიგოსთან დავრეკეთ წყალი მოგვაშველეთო, ქალბატონ ვარდიკოსთვის გვინდოდა (ნუ, რაც ამ ქალმა იარა, 12 კმ ცოტა ხომ არაა აღმართ-დაღმართ...)
წინ ხალიანა და მისი დაქალი
100 მეტრში მე და ელე
100 მეტრში თამარი და ვარდიკო...
შევერიეთ ტყეს...
მოდის ამიგო და მოაქვს ნახევარი ბოთლი წყალი, ეს რა არის-თქო?
გოგოებმა მთხოვეს და დავალევინეო.
ჩვენც "თითო ყლუპი" გადავკარით და თითქმის გათავდა წყალი, თუმცა ვარდიკოს ეყოფოდა, უნდა ჰყოფნოდა...
წყალიიი... პატარა მდინარის შენაკადსაც მივადექით, სადაც ჩვენი ლურჯა გველოდებოდა.
ხელებით, ფეხებით, თავით წყალში ჩავეყარეთ... უფ, უფ წამში გავიწყდება ყველაფერი, დაილოცოს წყლის ძალა...
აბა გავედით.
და დავადექით თეთრი წყაროსაკენ მიმავალ გზას...
თეთრ წყაროში წმ. ნიკოლოზის ტაძარი ვნახეთ. როგორც ქალბატონმა ვარდიკომ აგვიხსნა ტაძარი შეურემონტებიათ არასწორად, რაც დაუშვებელია. ტაძარში ცოტა ხანს დავყავით. აქ უფრო რუსული გავლენა იგრძნობა ხატებზე.
აქვე იყო პატარა ტაძარი წმ. გიორგის სახელობის.
ქალის ხმა შემომესმა და იქით გავწიე. ადგილობრივი მცხოვრები აღმოჩნდა. ღმერთს ადიდებდა, თან გალობდა, თან ტიროდა, ყურადღება არც კი მომაქცია, ისე ქვითინებდა მაცხოვრის ხატთან... ვერ გავუძელი, ძლაინ ხმამაღლა გალობდა და წამოვედი, თუმცა ცოტა ხანში ისევ უკან დავბრუნდი, როცა დამშვიდდა.
ძალინ გაუხარდა ქალბატონ ვარდიკოს გაცნობა, დიდხანს ისაუბრეს...
მალე ჩვენი ლურჯა ბოლნისისკენ მიგვაქროლებდა...
ბოლნისში გავჩერდით, შევიძინეთ ტაძრისთვის შესაწირი, ზეთი, პური, ბავშვებისთვის ტკბილეული...
ნაბეღლავი აღარ დავტოვეთ ბოლნისში, სულ ჩვენ ვიყიდეთ, ერთი "დიიდი" საზამთო ბატონმა თამაზმა გვიყიდა, ნაყინებითაც ჩავიკოკლოზინეთ პირი, გზაშივე დავნაყრდით დრო რომ არ დაგვეკარგა...
თუმცა წინ ფიტარეთი მელოდა, მისი ნახვის სურვილი ყველაფერს აღემატებოდა.
"საბას სამშობლო გაახსენდა, თავის ტანძია..."
- ფიტარეთის გზას ვერ მიმასწავლით?
- იქ ამ მინიბუსით ვერ ჩახვალთ, ფეხით მდინარეზე თუ გადახვალთ იქიდან 5 კმ-შია.
- სადამდეც ჩავალთ ჩავიდეთო.
ერთი კმ ჩავედით...მერე ჩამოვბარგდით, ბატონ თამაზს და ქალბატონ ვარდიკოს დავემშვიდობეთ და დავეშვით დაღმართზე...
წინ მე, ბუსუსა, ალექსა და გიორგი მივდივართ...
ვხედავთ პატარა მდინარეს, თუმცა "გადასალახია", სიცილი აგვიტყდა, ამას როგორ ვერ გადადიანო, ეტყობა მდინარემ მაგრად დაიწიაო, ნუ ჩვენ ხომ ყველაზე მაგრები ვართ!
მერე გამახსენდა ნინუკალას სურათი, არა ეს ის არ არის, ეს შესავალიათქო და შორიდან მდინარის ძლიერი ხმა შემოგვესმა...
და აი ის დიდიებული ხრამიც!
მდა...
და ვინ იქნება პირველი?!
სადაც ყველაზე ფართოა მდინარე იქ გადადითო, ნინუკალას სიტყვები მახსოვდა...
თვალით გავზომე....ამიგო რისო ამიგოა ამ დროს მეგობარი მიატოვოს და ერთად შევეჭიდეთ ხრამს.
"გადავიყვანე"...
პირველმა დავდგი მიწაზე ფეხი...
არც ისე ცუდი ყოფილა პირველობა.
და დაიწყო გრძელი ჯაჭვი მდინარეზე გადასვლისა... ჟრიამულით გადმოვედით.
მოვიჩქაროდი შენკენა...
სასიამოვნო გზაა ფიტარეთისაკენ. სავარაუდოთ 2 კმ სწორი გზაა და დანარჩენი აღმართ-დაღმართი...
გადიხარ ველზე და აქ ულამაზესი ხეებია, და საბანაკე ადგილი, და სიმშვიდე, და აქვეა მდინარეც, და ხულოტიც ციხეც...
თუმცა წინ ფიტარეთი მელოდა, მისი ნახვის სურვილი ყველაფერს აღემატებოდა...
და დაიწყო აღმართი, მზე აღარ წვავდა ისე, სიოც სასიამოვნოთ გველამუნებოდა, თუმცა გაჭირდა ასვლა, უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ, აი ეს მოსახვევიც და....
ფიტარეთი ჩვენს წინ ამაყად აღმართულიყო!
და გავიწყდება, რომ დღეს 18 კმ ფეხით იარე თაკარა მზეში და კიდევ 7 თუ 8 კიდევ გასავლელი გაქვს.
- ელე მარჯვნის გაიხედე, ელე...
- არაო, ავალ და მერეო...
- ელე ეს ხომ საოცარია, ელე!
თვალი გაეპარა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ადგილზე გაქვავდა...
დიდება შენს მარჯვენას ვინაც აგაგო!
უყურებ ამ საოცარ ძეგლს და გიზიდავს, საოცრად გიზიდავს, მისი ნახვით ვერ "ძღები"...
ტაძარში საღამოს ლოცვას კითხულობდა მამაო სამ სტუმართან ერთად... ჩვენც ფეხაკრეფით შევუერთდით და გავინაბეთ...
ერთ დროს აქ ჩემი ხალხი იდგა და ლოცულობდა, გულმხურვალედ ლოცულობდა სამშობლოსთვის და ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება, 9 საუკუნე შემოგვინახა სამშობლო...
ეხლა ჩვენი ჯერია ლოცვისთვის... უფალო შეგვიწყალე და დაიფარე ღვთით დაცული ერი ჩვენი და სრულიად საქართველო..
კედლებს ხელი გადავუსვი და მიუხედავად სიცივისა საოცარი სითბო ვიგრძენი ამ კედლებიდან...
ლოცვა დამთავრდა.
ტაძრის ეზოში სტუმარი ბიჭები დაგვხვდნენ...
საშა მშენებლობაში ეხმარება, აქ უკვე ერთ თვეზე მეტიაა და ალბათ დარჩება სამუდამოდ. საოცარი სითბო და ყურადღება გამოიჩინა ჩვენს მიმართ.
მამაო გვესაუბრა, დიდი გეგმები აქვთ... ტაძრის უკან ძველი მარნის ნაშთებია. მარანსაც აღადგენენ და ქვევრებსაც ჩაყრიან, ღვინოსაც დაწურავენ და...
ფიტარეთი...
უყურებ ამ დიდებულ ტაძარს და გრძნობ, რომ გინდა დაუსრულებლად უყურო, ამაზეა ნათქვამი "თვალი მომცა და მაყურებინაო"...
მე აქ დავბრუნდები, აუცილებლად დავბრუნდები.
წავედით თორემ დაგვიღამდება. საშამ დარჩენა შემოგვთავაზა, ეხლა როგორ უნდა წახვიდეთო, დაგიღამდებათო. წინამძღვრისგან კურთხევა აქვთ ერთი ღამე გაათევინონ თუ ვინმეს დაუღამდება ან სურვილი ექნება...
ეჰ, სურვილი კი იყო დიდი, თუმცა...
წამოვედით, თვალი ერთხელ კიდევ შევავლე ღვთისმშობლის ტაძარს, არა ერთხელ კი არა რამდენჯერმე და დავეშვით...
ოო, აქ ჩვენი მეგზურობა კოღოებმა გაწიეს, არა მარტო მეგზურობა, კარგად დამაგემოვნეს.
აგრილდა... ცაც გამუქდა... ნელ-ნელა ყველაფერი წყვდიადში იძირებოდა...
ყოფილხართ ტყეში ღამე გზაში, არა?
ბევრი დაგიკარგავთ.
ისევ ხრამი...
ისევ გრძელი ჯაჭვი მდინარეზე გადასვლისა...
ისევ აღმართი და საოცარი ცა.
არა ეს მარტო ცა არ იყო, გალაქტიკაში გეგონებოდა თავი, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა... და ვარსკვლავთვენა.
ღმერთო რა სასიამოვნოა ზოგჯერ აღმართი.
მალე მუსიკის ჰანგები გაისმა და საღამოს მდუმარება დაარღვია...
და გრძნობ, რომ რა ცოტაა საჭირო იყო უბრალოდ ბედნიერი, და გყავდეს ამდენი ლამაზი ადამიანი გვერდში.
არ მთავრდება გზა. ვის უხარია და ვის ...
და აი ხეების სიღრმეში შუქები დავლანდეთ.
ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოსო, კაი მასპინძელივით გავიკვირვეთ?!
პატრული!
ბიძია პატრული გულუხვ დახმარებას უწევდა გათანგულ ხალხს...
მე და ჩემნაირებმა გადავწყვიტეთ ღირსეულად აგვევლო აღმართი და ხალხით გაძეძგილ პატრულის მანქანას მივაძახეთ, ნუ შეწუხდებით ჩამოსვლაზეოოო.
თუმცა უკვე ახლოს ვყოფილვართ ტანძიასთან.
ემოციებით დახუნძლულები მივაბიჯებდით...
შეხედე რა ცაა, ესაა რა ცაა - იქნებ ასეთ ღამეს დაიწერა ეს სიტყვები?!
დიდი მადლობა გადავუხადეთ ბიძია პატრულს და დავიძარით ბოლნისისაკენ...
გვშია! მომიჭერი, მომაწოდე, მიაწოდე, გადაყარე და ემოციებით გადაღლილი ხალხი "სიდენიებზე" მიესვენა...
ხო, ბოლნისის მჟავე წყალი არ დაგვავიწყდეს, აი ისიც...აუ რა მჟავეა!?
და საზამთრო, ხოდა იმ საზამთროს ძალიან გემრიელი გული ქონდა, დამიჯერეთ.
ისე სახლში ხომ არ წავსულიყავითო, უკვე გვიანიაო, საათის ისრები 11 აჩვენებდა...
ხოდა ალბათ გაინტერესებთ სიცილი რა შუაშია?!
ყოველი წინადადების ბოლოს ვიცინოდით...იცით რამდენი ვიცინეთ მე და ელემ, ბოლოს სასაცილო რომ აღარაფერი იყო ერთმანეთს დავცინოდით.
და რატომ დავწერე ამდენი?!
იმიტომ რომ ყველასთვის მეთქვა, თუ რა მადლობელი ვარ ამ დღისთვის, ამ ლამაზი, მზიანი დღისთვის და თუ რა ძვირფასები ხართ ჩემთვის.
დიდი მადლობა თამარს!