ყველა მიხვდა, რომ გზაზე შემოგვაღამდებოდა -
და კარგად დავქოქეთ....
ტყეში რომ ვიარეთ უკვე კარგად შებინდდა
და მდინარეთან რომ მივედით - უკვე სიბნელე იყო -
წინ წასული ბავშვები იქ გველოდებოდნენ და სწორიც ქნეს -
ერთად ჯობდა გადასვლა ხრამზე...
სამწუხაროდ მე არ გადამიღია გზაზე სურათები
და მდინარეს გადასვლა ღამე -
მაგისთვის არ მცხელოდა - ისეთ ამბავში ვიყავით მდინარეზე -
მახსოვს, რომ სხვები "ვსპიშკით" იღებდნენ -
და იქნებ სხვამ დადოს ეს სურათები -
ერთს კი მოვყვები, რომ უკან გადასვლა მდინარეზე ბევრად რთული აღმოჩნდა ვიდრე გადმოსვლა...
ჯერ ერთი ბნელოდა...
მეორეც ხრამი საგრძნობლად სწაფი და უფრო ადიდებული მოგვეჩვენა...
მაგრამ ყველანი მაგრად ვიყავით და არ შეგვშინებია-
ერთმანეთს ხელი მოვკიდეთ -
და დავიძარით ნელ ნელა...
მე ჩემი ქმარი მიჭერდა -
მაგრამ შუაში რაღაცნაირად ამიცურდა
ფეხი და შუა ადგილას ტყაპანი მოვადინე მდინარეში.
სწრაფადვე ავდექი,
მაგრამ კისრამდე დავსველდი
ძალიან მნიშვნელოვანია როცა ხელიხელჩაკიდებული გადადიხართ მდინარეს -
ჩემი ქმარი რომ მიჭერდა ამიტომ ეგრევე სწრაფად ავდექი...
მარტო რომ ვყოფილიყავი - არ ვიცი რა მოხდებოდა -
ალბათ კარგად ვიყურყუმელავებდი
და შეიძლება ნაკადს წავეღე მოშორებით...
თუმცა კი არ შემშინებია საერთოდ - ერთი შემოვკივლე უფრო
ტრადიციულ-რეფლექსურად..
