სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 16:33

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
სვანეთობა 2008

Post by Jnosy » 28 ივლ 2008, 16:36

ვაიმე რა ყოჩაღები ხართ, გეეენაცვალეთ ყველას
უკვე დიდი მადლობა და 4-5 წლის მერე ხომ საერთოდ...
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 16:36

ორი ტრაპეზარი: ბელა_ჩ და არჩილ_ი

"ჩ" ისე მივუწერე, კარგად ჟღერს, თორემ ჩვეულებრივი ბელაა :)

მაგასთან ბაზარში სიარულს არ გირჩევთ :)

არც არყის დალევას :)

არც კამათში შესვლას :)

ნამეტანი ყოჩაღია და გაჯობებთ, მეც ასე მაჯობა, ყოველ შემთხვევაში სამზარეულოში მაინც, ეგრე იყოს ბატონო, ციხე ქურდებისაა და "კუხნა" - ქალებისა და შეგერგოს-თქო დავლოცე და ისე შევუშვი ყველა სამზარეულოში, რომ გამოსვლას ვეღარ ბედავდა, ჩვენც ვისარგებლეთ და: "დედი ეს გვინდა, დედი ის გვინდა, დედი - საჭმელი, დედი - სასმელი, დედი - სანტავიკი, დედი - თავი მექავება, დედი - ეს კოღო ცუდად მიყურებს და უთხარი რამე, დედი - ქარია და იღონე რამე, დედი - მოიღრუბლა და გადაგავე სადმე და ა.შ.

მოკლედ, ბელამ, რომელმაც კოლექტიური დედობა შეითავსა ნახევარი განაკვეთით, ხან ბუზღუნითა და ხანაც ბუზღუნის გარეშე თავის საქმეს პატიოსნად გაუმკლავდა;

ესეც ჩვენ:

Image

Image

Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 16:36

ნაცნობი და ზოგიც უცნობი სახე:

Image

Image

Image

Image

Image

Image


Image

Image

Image


Image

Image

Image

Image

Image
Image

Image

Image

Image
Image

Image


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by nusa on 28 ივლ 2008, 17:57, edited 1 time in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 17:00

ეს ფოტო ნუსამ გადამიღო უშგულში. რას იტყვით, სულ არ დავღლილვარ და სიცხეც სულ არ მაქვს 38 ს-ჩემტა, არა?

;)


Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 17:39

ეს მე და ნუსა ვართ მაზერის სკოლაში, რა გვაცინებს - არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი მთელი სვანური ვოიაჟის პერიოდში ნამდვილ მზრუნველად მექცა და თავის დროზე მიღებული სტატუსი - აბალდუის თანაშემწეობა გადაჭარბებით შეასრულა, რისთვისაც პერსონალურ მადლობას ვუხდი

:)


Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 17:47

ახლა სერიოზული კონკურსი მინდა ჩაგიტაროთ, გამარჯვებული დასაჩუქრდება გამარჯვებით:

ახლა თქვენს წინაშეა ორი ფოტო, თქვენ უნდა იპოვნოთ მინიმუმ ორი განსხვავება ამ ფოტოებში, თუ იპოვნით განსხვავებას, მაშინ... ნუ... მაგრები ყოფილხართ და ეგ არის რა...

:)


ფოტო N1

Image

ფოტო N2

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 17:58

ARCHIL_i wrote: ახლა სერიოზული კონკურსი მინდა ჩაგიტაროთ, გამარჯვებული დასაჩუქრდება გამარჯვებით:

ახლა თქვენს წინაშეა ორი ფოტო, თქვენ უნდა იპოვნოთ მინიმუმ ორი განსხვავება ამ ფოტოებში, თუ იპოვნით განსხვავებას, მაშინ... ნუ... მაგრები ყოფილხართ და ეგ არის რა...

:)


ფოტო N1

Image

ფოტო N2

Image
"არავითარი განსხვავება, ნუ გადაიხდით ზედმეტს" :D

კი არა და მე ვიცი პასუხი , მასწ. ვთქვა? :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 18:04

nusa wrote:
Image

Image

ეს არის ფოტოები სერიიდან მზით დარტყმულები, სერგიმ და მე ორივემ დიდი დოზით მივიღეთ მზის დარტყმა, თუმცა, მე მაინც უფრო ასაკში ვარ და შესაბამისად "პობოჩნიე დეისტვიაც" უფრო მეტი იყო...

გაგიკვირდებათ და ორივე გადავრჩით

;)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 18:12

აბა, დარტყმული რომ არ ვყოფილიყავი, ეს კადრი ხომ არ იარსებებდა?..


;)



Image [/b]

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 18:15

ესეც თქვენ "ოე, რომანტიკა"! :lol: :lol:

Image
Image

არ მორჩა!

გაგრძელება იქნება!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 18:38


ქურაშელი პაპა და მე...

ამ დღეს მე დარტყმულობის მეორე დილა მქონდა და ხან მაკანკალებდა და ხან მახურებდა, მოკლედ ვციებცხელდებოდი...

ჩემი ჩანთა ლამას ავკიდე, მაშ რა მექნა, სხვას ხომ არ შევაწუხებდი?..

ჰოდა, სასტავი რომ ტაძარში შევიდა ქურაშში, მეც იქვე ჩამოვჯექი, ქვაზე...

მალე ერთი ბაბუა მოვიდა, მე ბაბუათი მივმართავდი და ის კიდევ ბიძობით გამოხატავდა თავის თავს "დაგიბერდა ბიძაო, მითხრა", მე თავი გავიგიჟე, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, რას ამბობთ, ბატონო, რა დროს თქვენი ასაკია-თქო...

მოკლედ, ძალიან მაგარი ადამიანი გამოდგა, ჩემი ხელჯოხი აიღო უცბად და გავიდა... მე ვიფიქრე, აუ, ახლა უჯოხოდ როგორ ვიარო-მეთქი და შევწუხდი... მალე ეს ბიძია-ბაბუა მოვიდა და ჩემი ჯოხი "განავაროჩენებულ" ვარიანტში მომართვა, ამის მერე ბევრად უფრო კარგად და კომფორტულად დავატარებდი ამ ჯოხს, ხელიდან არ ვუშვებდი, რომ იტყვიან...

Image



User avatar
megzuri
ბოდიალა
Posts: 260
Joined: 13 ივნ 2008, 00:41
სვანეთობა 2008

Post by megzuri » 28 ივლ 2008, 21:55

ARCHIL_i wrote:როგორც დიდი ლამა-კახა-სვან-მთიულ-თუ მოუნდა -კახელ-მეგრელ-გურულ და მთელი საქართველოს კუთხეებიდან მოვლენილი იტყოდა:

სვანეთზე ლაპარაკი არასდროს არის გვიანი...

ახლავე ვიწყებთ თემის გახსნას, ჩამოსვლამდე... რითაც საფუძველს ვუყრი კარავზე ახალ წესს...
მომცონს ეგ წესი, თან ყველაფერი გადსარევად გადმოგვეცი, აი ასე აუუუუუუუუ :) 8)


მერე კიდევ ლამას გაღვიზება ცოტა საშიში ხომ არ არის?! :wink: :?

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 29 ივლ 2008, 17:07

განცდა-ეცერი.


დაღლილი, ძალიან დაღლილი, საშინლად დაღლილი რომ ხართ, გშიათ, გწყურიათ, გცხელათ, გეძინებათ, აღარაფერი აღარ გინდათ დედამიწაზე ...
შედიხართ ჯერ კიდევ უცხო ადამიანების ოჯახში და მოულოდნელად ისეთი სითბო და სიყვარული გეგებებათ ლელას თვალებიდან, მისი მზრუნველი ხელებიდან, იფიქრებთ-სახლში დავბრუნდითო, აქ გველოდნენო და ვენატრებოდითო...


იმ ღამით ისეთ ფუმფულა ლოგინში გვეძინა, ძილშიც კი ვგრძნობდი რომ უკიდეგანოდ ტკბილად და ბედნიერად ვიყავი...

არა, იმ, ლელას ქერის ხაჭაპურის გემო არასოდეს დამავიწყდება, როგორც იმ, მონადირის ცეცხლის არაყისა და აივანზე ძილისპირულად ნამღერი "თამარიონის" "შენ ჩემი ხარ მე შენი"-სი...

არც დილით, ჩანისლულ-ჩამწვანებული ეცერის ხედი ამომშორდება თვალებინდან ...

Image


და სრული ბედნიერებისთვის ჩვენი მასპინძლის ეზოში ხეზე დაკიდებული საქანელას დანახვის სიხარული მიმავიწყდება როდესმე...

ქურაშის ეკლესიაში სასოებით გადაშლილი ოთხთავთან მიახლოებისას განცდილიც სულ ჩემთან იქნება...

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 29 ივლ 2008, 17:20

განცდა-გზები.


"...გზას მარტოობა ჰფენია..."

არის გზა რომელსაც მიყავხარ...
და გზა, რომელიც გაბრუნებს...


გზა ზოგჯერ წყდება და აქ ხიდები გვჭირდება ადამიანებს...
რომ არ გაწყდეს კავშირი-წინა და უკანა ნაბიჯს შორის...
რომ გაგრძელდეს გზა...
ზოგჯერ ხიდი ჩანგრეულია და წყალში ფეხშიშველი შესვლა გვიხდება...
და მაინც, მეორე ნაპირზე გავდივართ, ხელჩაკიდებულნი თუ ცალად, სიცილით თუ მოწყენილნი...
გზა არასოდეს წყდება...
მაშინაც კი-თუ ხრამს მიადგა...
ბოლოს და ბოლოს, უკანა გზაც ხომ გზა არის...


და ჩვენც სულ დავდივართ...

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]