სვანეთობა 2008

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 13:13

მაზერის ბანაკის ფრაგმენტი
Image
და მისი მიმდებარე ტერიტორია
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 13:20

განცდა-სატრაპეზო.

ერთი სიხარული იყო-დილით დედი ბელა რომ დაფაცურდებოდა და საუზმის მზადებას შეუდგებოდა, ზარმაცუნები ვკოტრილობდით და გემრიელი სადილის მოლოდინში თვალებს ვნაბავდით... გრძელ მაგიდას რომ შემოვუსხდებოდით აღმოჩნდებოდა რომ არასაკმარისი ჭურჭლის გამო დაჩქარებული ტემპებით უნდა გვესვა-გვეჭამა, შენი ჭიქა გადამომაწოდე და ჩანგალი მათხოვე, შენი სკამის სახელურზე დავჯდები-ჩვეულებრივი ამბავი იყო... დედი ბელა, თამუსია, გემრიელი საჭმელებით გვანებივრებდნენ... გადავხედავდი სუფრასთან შემომსხდარ მეგობრებს და გული სიხარულით ივსებოდა...

საღამოობით ვახშამი სიმღერით და ცეკვით სრულდებოდა, ტაშის კვროსნებიც არ ვიშურებდით ძალ-ღონეს ...
;)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 13:32

განცდა-მესტიის მუზეუმი.

ოოო, აქ უნდა გავჩუმდე...
საოცრება იყო, უდიდესი სიამოვნება და სიამაყე...


განცდა-ფრესკები.

არსად, არასოდეს არ შემხვდერია 11-12 საუკუნის ასე კარგად შემონახული ტაძრის ფრესკები, როგორც სვანეთშია. საოცარი ფერები, ძლიერი კომპოზიციები, და იცით როგორი ტრაძრებია? რომ შეაბიჯებ და სიმშვიდე, სიყვარული, რწმენა, იმედი, სასოება, ერთდროულად რომ გეუფლება.

ყველაზე კარგად ქურაშის, ლენჯერის და ლატალის ტაძრებში არის შემონახული ფრესკები. თუმცა, იქ გაადღება არ შეიძლებოდა და ფოტოები არ მაქვს...

Image

Image
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 13:50

რახან ჟOრჯიკას და ბადრიას გადავურჩით, შ'დგრაზეც დამეწყრილიაო, ვერ გადახვალთ, ისღა დაგვრჩენოდა იქიდანაც ავბარგებულიყავით და მეზირის მთაზე ავსულიყავით... თქვენ არ იცით ეს რა სატანჯველი იყო, ყოველ 10 წუთში "დათვიჯვარი - შუაფხოს" მარშუტს ვიხსენებდი და თავს ვიმხნევებდი, იქ ვიარე და აქ როგორ ვერ უნდა შევძლოთქო...
ეს აღმართებიც არ მთავრდებოდა... სადაც კი ოდნავ სწორ ადგილს ვნახავდი კარვების დაცემას მოვითხოვდი სასწრაფოდ :D...
ულამაზესიაო იქაურობაო ამბობდნენ გზაში ლამა და არჩილი, ეს გზა სულ დაგავიწყდებათო, თუმცა ასეთი სასწაული თუ დაგვხვდებოდა მართლა ვერ წარმოვიდგენდი... ზამოდან ხმები მესმოდა ჯერ არ გაიხედოთ უკანო, მაგრამ თვალი მაინც გამეპარა, აი აქ ვიკივლე ჩემი აპარატი ვის აქვს დამიბრუნეთთქო (ისეთი მძიმეა ეგ შეჩვენებული კისერი მომაძრო ლამის და ვიღაცის ჩანთაში ვუკარი თავი), ეს არ გადავიღო არ შემიძლიათქო... :D :D
Image

სულ ცოტა ხანში ისევ შემომესმა ყიჟინა, სასწრაფოდ ზემოთ ამოდითო!!!

და აიიი...
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

რა აპარატმა უნდა გადაიღOს იქაურობა (მითუმეტეს არა ზენიტმა :D) რომ ნათლად გადმოსცეს ის რასაც თვალი ხედავდა..

სუნთქვაშეკრულები ვუყურებდით მთებს, მერე ერთმანეთს და ხმას ვერ ვიღებდით...
ვიყავით ასე (მეჩვენება რომ დიდხანს) სანამ მონადირის ღრიალმა არ გამოგვაფხიზლა
და დაიწყო უშბის ფონზე ფოტოების გადაღება :D
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 13:58

განცდა-უშგული...

პირველი მცდელობა-უშგულის ნახვის-წარუმატებელი. მაგრამ უფრო გაგვიმძაფრდა სურვილი და უშგულის უნახავად არ ვაპირებდით ბარად დაბრუნებას. გამოიდარა, დავუბრუნდით მესტიას და მოვემზადეთ კიდევ ერთი ლამაზი გასვლისთვის.
ისეთი დამღლილი გზა იყო, უნდა ვაღიარო, რომ დანახვისთანავე არ გავგიჟებულვარ უშგულის გამო. ცოტა იმედგაცრუებასავით მქონდა ... მაგრამ, რომ შევაბიჯე, რომ ჩავისუნთქე და თვალიც შევავლე სახლებს, კედლებს, კოშკებს... უუჰ... ისევ მაღლა და მაღლა ავედით, ორ მთას შორის, ნისლებით და ღრუბლებით გარშემორტყმული შხარა გამოჩნდა ... დათოვლილი... თამარის კოშკი, ლამარიას ეკლესია... და უკან შებრუნებულმა ხელის გულზე გაშლილ უშგულს რომ გადავხედე, მაშინ მივხვდი, რატომ უბრწყინავდა თვალები ბელას სიტყვა "უშგული"-ს ხსენებაზე...

კოშკები, კოშკები, კოშკები....
სიმწვანე, ჭაჭის ქვით დახურული სახლები, მონადირის "გაწვრთნილი" -თამარის კოშკის ძირში სვანურად აცეკვებული ბელა, თამუსია, ბელა, ნუსა, "თამარიონის" დაგუგუნებული "შინა ვორგილი", ოპერატორი არჩილი, ერთადერთი ტაშის კვროსანი ნამცეცუნა, მერე ბელას ახლობლის გამოტანილი გამომცხვარი პური, უგემრიელესი სულგუნი... და მინდორში გულიანი მოლხენა... ქართულ -სვანური სადრეგრძელოები...
აჰ, კარგი იყო .... :)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 15:49

ესეც უშგულისა და შხარას ფოტოები:

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
სვანეთობა 2008

Post by namcecuna » 28 ივლ 2008, 15:53

nusa
ძალიან თბილი ფოტოებია :* :)
და ძალიან ლამაზი :)
კიდევ მინდა ;)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 15:54

კაი გამარჯობა თქვენ!!!

რა დღეში ჩაგიგდიათ თემა, საქმეს ვეღარ ვაკეთებ და აქაურობას ვათვალიერებ, არა გრცხვენიათ?..


:wink:


ოქროებო, მომენატრეთ...

ფოტოების დადება მინდოდა, ჩემი გადაღებული ფოტოების ნაწილი დადებული დამხვდა და ნაწილს მერე თავად დავდებ (საავტორო უფლებები არ შემილახოთ :wink: )...

მოკლედ, თემის დაპოსტვა-მოყოლისათვის სათანადო დრო ვერ მოვიძიე და "გარკვეული" საკითხების "მოგვარების" პროცესში ვარ თან...

სვანეთში რომ განათლების სამინისტროდან ვიყავი "პახოდუ" სამუშაოდ, ეგ კი იციან სვანეთელებმა და ამდენად, სტატია მქონდა დაკვეთილი "სვანურ განათლებაზე"...

ჰოდა.. ჯერჯერობით ამ სტატიას დავდებ და მერე ვნახოთ...

=====================

სტატია ჯერ არ გამოქვეყნებულა და სამუშაო ვერსიაა, პაწას შევალამაზებ კიდევ და მერე გადავცემ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს...
Last edited by ARCHILI on 28 ივლ 2008, 15:59, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 15:55

მწვერვალების სიმაღლეზე მდგარი სკოლებიდან დანახული საქართველო

არჩილ გამზარდია


ზემო სვანეთში მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსები თბილისიდან დილის 5 საათზე გადიან. ჯერ კიდევ ბნელა და წინ, სულ ცოტა, თორმეტი საათის სავალია. ადგილი ადგილს ცვლის, რეგიონი _ რეგიონს... ქართლი, იმერეთი, სამეგრელო... სვანეთამდე საქართველოს კუთხეების მრავალფეროვნებასაც შეიგრძნობთ ქართლის ტრამალებით დაწყებული, იმერული მდელოებით გაგრძელებული, მეგრული ეკზოტიკის შეხვედრითა და ბოლოს უკვე მყინვარებიანი სვანეთით.
გზაში ორი ან სამი შესვენება, ასე იშვიათად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტი ბოლომდე მწყობრში იქნება. თუ სხვებს ერთი სათადარიგო საბურავიც ყოფნის გზებზე, სვანეთის მიკროავტობუსების მძღოლებს ორი მაინც ესაჭიროებათ. სვანეთში გადახვევის წინ ზუგდიდში ვჩერდებით. ზუგდიდი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრია მესტიის შემდეგ ზემოსვანებისათვის, ზოგიერთ შემთხვევაში კი მესტიაზე მნიშვნელოვანიც. ზუგდიდსა და მესტიას 200 კილომეტრზე მეტი აშორებს, ისიც მძიმე, ქვიანი და დანგრეული გზა, რომლის გავლას 5 საათი მაინც სჭირდება.
ვუსწრებთ ზუგდიდსა და სამეგრელოს დარჩენილ სოფლებს, გზად ენგური გვხვდება, ენგურის მიღმაც საქართველოა, ოღონდ სხვა საქართველო _ უუფლებო საქართველო, ქართველების გარეშე, სინანულით ვუცქერთ ჩვენს ტყეებსა და დასახლებებს, ვერ ვეგუებით აზრს, რომ იმ მხარეს ისევე ადვილად ვერ გადავდივართ, როგორც საქართველოს დანარჩენ კუთხეებში, მაგალითად, თუნდაც როგორც სვანეთში. ასე საუბრებში ვაგრძელებთ გზას, სვანეთის დასაწყისში რატომღაც რუსი ცისფერჩაფხუტიანები გვხვდებიან და მესტიისაკენ მიმავალ გზას მათი ნებართვისა და გზის გახსნის შემდეგ მივუყვებით.
მიუხედავად მორალური თუ ფიზიკური დისკომფორტისა, რაც ჩვენ რუსი ჯარისკაცების დანახვაზე გვეუფლება, მალევე პირველი სვანური პეიზაჟებით ვიხიბლებით, ჩვენი საუბრებიც პრობლემატიკიდან ახალ შთაბეჭდილებებზე გადადის. ენგურის წყალსაცავის ზემოთ მდინარე უფრო ბუნებრივ იერს იღებს, საშიშიცა და მიმზიდველიც მკაცრად და ულმობლად, აქაფებული მოარღვევს კლდოვან ქარაფებს, ჩვენც ემოციურად ვხვდებით კლდეებზე ჩამოწყობილ წიწვოვანებს ენგურის თქარა-თქურის ხმაზე. გზა ჯერ წინ გრძელია, დანგრეული და მტვრიანი, დამეწყრილი და მძიმედ სავალი, მივდივართ ზევით და ზევით, ვმაღლდებით სვანეთის მთებთან ერთად, მალე ეცერს ვუახლოვდებით, შემდეგ ბეჩოს, მიუხედავად დაღლილობისა, ლატალსა და ლენჯერში სვანური კოშკების დანახვაზე კიდევ ვფხიზლდებით და ენერგიაც გვემატება. ბოლოს, მესტიაში შევდივართ და მთავარ მოედანზე ერთდროულად გადაქანცულები და აღფრთოვანებულები ჩამოვდივართ.
მომავალი დღეები იმისათვის მაქვს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში პირადად მოვიარო ზემო სვანეთის რამდენიმე სოფელი მაინც და გავესაუბრო ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, გავეცნო მათ პრობლემებსა და განათლების მდგომარეობას ზემო სვანეთში. ცხადია, არც დრო და არც რესურსები საშუალებას არ მომცემს ყველა სკოლის პრობლემა მოვისმინო, თუმცა, ზოგიერთი მათგანის ნახვა გარკვეულ შთაბეჭდილებას მაინც შექმნის.


ეს მე ვარ, არჩილ-აბალდუი:

Image
Last edited by ARCHILI on 28 ივლ 2008, 16:13, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 15:56

მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლა: გზად მწვერვალების დასაპყრობად

მესტიაში ჩასულებიდან მხოლოდ უცხოელი ტურისტები რომ არ უკვირთ, ამას ყოველ ნაბიჯზე შეხვედრილი უცხოელებიც მოწმობენ, მათში ამერიკელებზე და რუსებზე მეტად ევროპელები ჭარბობენ, განსაკუთრებით გერმანელები და ფრანგები, არც ინგლისელებისა და ავსტრიელების ან უკრაინელების ნაკლებობა შეიმჩნევა. სვანური ქუდების დიზაინს შორტებსა და ზურგჩანთებზე ირგებენ და სვანეთის მთებს ლაშქრავენ.
ადგილობრივ ბავშვებს ჩვენც უცხოელები ვგონივართ და როგორც კი ზურგჩანთებით აღჭურვილებს დაგვინახავენ, სულ “ჰელოუ-ჰელოუს” ძახილით გვეგებებიან. “გაუმარჯოსო” რომ ვპასუხობთ, სახეზე ისეთი გაკვირვება ეხატებათ, თითქოს რაიმე უცნაური გვეპასუხოს, ერთგან ისიც გვკითხეს: “მისტერ, თქვენ ქართულიც იცით?..”
ეს ისე, იუმორით, სინამდვილეში კი ადგილობრივი სვანები გულწრფელად სწუხან, რომ ძირძველი ქართული კუთხის მიმართ უცხოელები უფრო ამჟღავნებენ ინტერესს, ვიდრე დანარჩენი საქართველოს შვილები.
გაკითხვა-გამოკითხვისა და საერთო ახლობელბის აღმოჩენის შემდეგ საცხოვრებელი ადგილების დადგენით რამდენიმე პედაგოგსა და დირექტორს შევხვდი და გავესაუბრე, მოვინახულე რამდენიმე სკოლა: მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლა, ბეჩოს თემის სოფელ მაზერისა და ეცერის თემის სოფელ ეცერის სკოლები. მათი მდგომარეობა, პრობლემები თუ მიღწევები, ისევე, როგორც ზოგადად ყოფა, ერთმანეთსაც ჰგავს და ზოგიერთ შემთხვევაში განსხვავდება ერთმანეთისაგან.
მესტიაში სულ სამი სკოლაა, სადაც საშუალოდ 400-მდე მოსწავლე სწავლობს. ერთ-ერთი მათგანის დირექტორი ჩვენს თხოვნას ყურადღებით პასუხობს და მიუხედავად საქმეებისა, იმავე დღეს გვხვდება. ქალბატონი ნატო გვარლიანი მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლის დირექტორია. ეს სკოლა, ისევე, როგორც ბევრი სხვა, ახლად გარემონტებულია, ჩასმულია ახალი კარ-ფანჯარა, შეღებილია კლასები და ფასადი. ერთი სიტყვით, პირველი შთაბეჭდილება ეფექტურია, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით, სინამდვილეში სკოლას უამრავი პრობლემა აქვს; მაგალითად, სასწავლებელში კვლავ მოუგვარებელია სკოლის გათბობის საკითხი. ქალბატონმა ნატომ აღნიშნა, რომ გათბობის სისტემამ სკოლაში ვერ გაამართლა და მალევე მოიშალა, საკითხის მოსაგვარებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერაც არ მიმდინარეობს.
პრობლემად რჩება სკოლის ბიბლიოთეკის საკითხიც, ჯერჯერობით კვლავ არ გააჩნია სკოლას საკუთარი კომპიტერული ლაბორატორია. ქალბატონი ნატო გვარლიანის ინფორმაციით, მართალია, სკოლას გადაეცა უკვე რამდენიმე კომპიუტერი, თუმცა კაბინეტის მოწყობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. სიტუაციის გამოსწორებას ახალი სასწავლო წლისათვის ვარაუდობენ, ამავე პერიოდისათვის იმედოვნებენ ინტერნეტის საკითხის მოგვარებასაც.
ქალბატონი ნატო ბევრს საუბრობს განათლების რეფორმაზეც, მრავალს იწონებს, ბევრის მოლოდინშიცაა, თუმცა, სინანულით დასძენს, რომ გვეჩვენება, თითქოს განათლების რეფორმა ნაკლებად ეროვნული გახდაო, ამ შეხედულებას იმით ხსნის, რომ ქართველები ზოგადად და განსაკუთრებით სვანები, ტრადიციული ფასეულობების მიმდევრები ვართო. ნატო გვარლიანი აცხადებს, რომ სვან მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ისევე, როგორც მთლიანად ქართველ ახალგაზრდობას, სასურველია მკვეთრად გამოხატული ეროვნული თვითშეგნება ახასიათებდეს და განათლების რეფორმაც ამას უნდა ემსახურებოდეს.
სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს მიხეილ ხერგიანის დას, ნაზო ხერგიანს. ქალბატონი ნაზო, შეიძლება ითქვას, რომ მესტიისა და მთლიანად ზემო სვანეთის თილისმასავით ჰყავთ სვანებს. მიუხედავად ასაკისა, მას ახლაც დაჰყავს ახალგზარდები ამა თუ იმ მთისა თუ მყინვარის დასალაშქრად, ქალბატონი ნაზოს დახმარებით, მოხერხდა, რომ მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლა თბილისის 42-ე საჯარო სკოლას დაუმეგობრდა, ახლა ამ ორი სკოლის მოსწავლეები ერთმანეთსაც ხშირად სტუმრობენ, ჩვენი ჩასვლისათვის სწორედ დამეგობრებული სკოლის მოწაფეებს მასპინძლობდა ნაზო ხერგიანი.
ქალბატონი ნაზო, ისევე როგორც სხვა სვანი პედაგოგები, ბუნებით მაქსიმალისტია, არ არის კმაყოფილი და მეტი სურს, იმდენად მეტი, რომ არც უკანასკნელ ენერგიას იშურებს და სკოლის ცხოვრებით ცხოვრობს.
ნაზო მასწავლებელი არასოდეს იზარებს, როდესაც მას სათხოვარით მივმართეთ, ჩვენთვისაც სპეციალურად გაეშურა და დაგველოდა ჯერ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში, შემდეგში კი დაღლილობის მიუხედავად, სკოლასთან შეგვხვდა და სკოლის ცხოვრებაზეც გვესაუბრა.
ქალბატონი ნაზოს უშუალო მონდომებით სკოლაში ფუნქციონირებს მთამსვლელობის წრე, აქ მოზარდები მთაზე ცოცვის ხელოვნებას ეუფლებიან. ამ მხრივ, სვანეთი არაერთი ცნობილი მთამსვლელით იწონებს თავს, მიხეილ ხერგიანი იქნება, გურამ თიკანაძე თუ სხვა მრავალი. ნაზო მასწავლებელიც ცდილობს ღირსეულად გაუძღვეს მდიდარ სვანურ ტრადიციებს, თაობებს მოუყვეს სვანი მთამსვლელების შესახებ და მათში ამ სპორტის ინტერესი აღძრას და დახვეწოს. ნაზო ხერგიანის ამ შესანიშნავი წამოწყებისათვის სკოლაში სპეციალური კუთხეც გამოიყო.
გარდა მთამსვლელობის წრისა, ნაზო ხერგიანი სხვა კლასგარეშე ღონისძიებებსაც ხელმძღვანელობს და სკოლის ადმინისტრაციასთან, სხვა პედაგოგებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად სხვადასხვა აქციებს მართავს. ამასთან, ნაზო მასწავლებელს უამრავი გეგმაც აქვს და იმედოვნებს, რომ დაინტერესებას ადგილობრივი თვითმმართელობას გამოიჩენს.
ყველაზე მეტ პრობლემას ნაზო ხერგიანი ფინანსურ უზრუნველყოფასა და კომუნიკაციების დეფიციტში ხედავს, დიდ იმედებს ამყარებს სკოლის ინტერნეტიზაციასა და ადგილობრივი ხელისუფლების მეტ მოწადინებაზე.
ერთი სიტყვით, მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლას გეგმაც ბევრი აქვს და სურვილიც, მთავარია, გამოჩნდეს რესურსები, რითიც მესტიის ეს სკოლა თავის სიტყვას იტყვის რეგიონისა და ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში.

ეს გახლავთ ქალბატონი ნაზო ხერგიანი, ლეგენდარული მთამსვლელის, მიხეილ ხერგიანის და:

Image

ეს ქალბატონი კი ამ სკოლის დირექტორი, ნატო გვარლიანია, ჩვენ საერთო გეგმებიც დავსახეთ და მაქსიმალურად შევეცდები, სამომავლოდ დავეხმარო ჩემი მწირი შესაძლებლობების ფარგლებში:

Image

ესეს მესტიის მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლა

Image
Last edited by ARCHILI on 28 ივლ 2008, 16:10, edited 3 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 15:56

ბეჩოს თემის სოფელ მაზერის სკოლა: გზად უშბის მწვერვალებისა და შდგრას ჩანჩქერისაკენ

ზემო სვანეთის სოფელი მაზერი ბეჩოს თემს მიეკუთვნება და ამ თემში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია. ავტობუსი მესტიიდან მაზერში კვირაში ორჯერ _ მხოლოდ სამშაბათობით და ხუთშაბათობით დადის. ჩვენც ამ დღეს დაველოდეთ, თუმცა მესტიის პოლიციის უფროსის დახმარებით, მაზერში პირდაპირ პატრულის მანქანით გავემგზავრეთ.
მაზერი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა და კიდევ უფრო მაღალზეა, ვიდრე მესტია და ბეჩო. უშბის ძირამდე ეს სოფელი ბოლოა, მზის ჩასვლის თუ ამოსვლის დროს უშბა მაზერის სკოლიდან მთელი თავისი დიდებულებით მოჩანს, როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ მთელი თავისი მეფური დიდებულებით, თეთნულდისათვის თავის მოსაწონადო, ასე გვიყვებიან ჩვენ ზემო სვანები.
ლეგენდის თანახმად, უშბა და თეთნულდი ძველი შეყვარებულები არიან, უშბა დაუსჯიათ და ამიტომაც ის თავის სატრფოს მხოლოდ შორიდან თუ შეავლებს თვალს და ისიც იშვიათად, რადგანაც უშბა ძირითადად ნისლშია ხოლმე გახვეული, ასე შეერქვა უშბას სვანეთის ნეფე და თეთნულდს – სვანეთის პატარძალი. სოფელ მაზერიდან ორიოდე საათის ფეხით სავალია მხოლოდ ულამაზეს შდგრას ჩანჩქერამდე. ამჯერად სამწუხაროდ მეწყერმა დაგვიბლოკა ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა.
ჩვენი ჩასვლისთვის უშბამ თავის თავსაბურავიც მოიშორა და ნისლი აიყარა, დილით სრულიად მოწმენდილი ცის ფონზე გამოჩნდა, ულამაზესმა ხედებმა და პეიზაჟებმა უფრო შთამბეჭდავი გახადა სოფელი მაზერი. რამდენადაც სოფელი მთების კალთებზეა გაშენებული, აქ ვაკე ადგილის პოვნა ჭირს. ჩვენ სკოლის ეზოში ვბანაკდებით, წყლის მოსატანად კი, სულ მცირე, კილომეტრზე მეტის გავლა გვიწევს, ისიც აღმართ-დაღმართიან გზა-ბილიკებზე.
ახლა ზაფხულია, თუმცა მიუხედავად ამისა, ზაფხულის საღამოსაც არ არის ადვილი რამდენიმე რეისი წყლის მოსატანად იარო, მითუმეტეს სხვა პერიოდში; როგორც აგვითხსნეს, სკოლამდე წყლის მიყვანას დაახლოებით 500 ლარი ჰყოფნის, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია, თავისით ამ პრობლემას ვერ უმკლავდება, როგორც ჩანს, არც ადგილობრივი ხელისუფლება იწუხებს თავს, რომ სკოლისათვის წყლის გაყვანით შეამციროს პრობლემათა რიცხვი.
სოფელ მაზერის სკოლაში 70-მდე მოსწავლე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მხოლოდ ორი წლის წინ გაარემონტეს, ბოლო ერთ წელიწადში მას ბევრი ვერაფერი შემატეს; იმ ფონზე, როდესაც სკოლას წყალიც არ მიეწოდება, სხვა პრობლემები თითქოს იჩრდილება კიდეც, მათ შორის გათბობის საკითხიც. ახლადშეღებილი ფასადები კვლავ ფეჩების მოლოდინშია, სკოლას არ გააჩნია კომპიუტერული ლაბორატორია, მართალია, სკოლას გადასცეს რამდენიმე კომპიუტერი, მაგრამ ჯერჯერობით არც საკლასო ოთახებია მოწყობილი იმდენად უსაფრთხოდ, რომ ლაბორატორიის შექმნა მოხერხდეს, ამასთან, სკოლას არ ჰყავს არც ინფორმატიკის მასწავლებელი, რომელიც ამ კაბინეტს კიდეც მოაწყობდა და კიდეც უხელმძღვანელებდა.
ჩვენ მოვახერხეთ გავსაუბრებოდით სოფელ მაზერის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ქ-ნ იამზე კვიციანს. ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, იამზე მასწავლებელი ყველაზე დიდი სინანულით ერთადერთ პრობლემაზე საუბრობს. საქმე იმაშია, რომ სოფელ მაზერის სკოლას საერთოდ არ გააჩნია ბიბლოთეკა.
“არანაირი საშუალება არ არის, რომ აქ ბავშვმა საკმარისი ცოდნა შეიძინოს, მაგალითად, სახელმძღვანელოებში მოცემულია გარკვეული მონაკვეთები სხვადასხვა მწერლის ნაწარმოებებიდან, ბავშვს ხომ უნდა ჰქონდეს წარმოდგენა მთლიანად ნაწარმოებზე, ამიტომ მან უნდა წაიკითხოს ნაწარმოები მთლიანად; ჩვენს ბავშვებს ამის საშუალებაც არა აქვთ, წლების მანძილზე არ არის კაბინეტები, არანაირი ინფრასტრუქტურა, ხომ ხედავთ, წყალი რა არის, ისიც არ აქვთ ბავშვებს, ძნელია ასე ბავშვებთან მუშაობა”, _ წუხს იამზე მასწავლებელი.
ადგილობრივ მასწავლებლებს საკუთარ თავზე ხშირად იმაზე მეტის დატვირთვა უწევთ, ვიდრე მათ უნაზღაურდებათ, გამონაკლისი არც იამზე მასწავლებელია, “დახმარება, ცხადია, გვესაჭიროება, სწავლასთან დაკავშირებითაც და მასწავლებელთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებითაც, მე, მაგალითად კვირაში 20 საათი მაქვს, ანაზღაურებას ვიღებ 18 საათისას, ორ საათს კი უფასოდ ვატარებ”, - გვიხსნის ქ-ნ იამზე.
რამდენადაც იამზე მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის, საინტერესოა, თუ თვლის ისიც, რომ სასწავლო გეგმა უფრო ნაკლებად ეროვნულს ხდის განათლების სისტემას, ჩემი შეკითხვის საპასუხოდ, იამზე მასწავლებელი გვიხსნის: “მე არ მიმაჩნია ასე, იმიტომ, რომ პროგრამაში შესული არის ჩვენი მწერლებიც, დომინირებენ მაინც, ბავშვებს ხომ უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა საზღვარგარეთის ლიტერატურისა და უცხოელი მწერლების შესახებაც. სახელმძღვანელოებში ისეთი ტექსტებია მოცემული, რომ აუცილებლად დააინტერესებს ბავშვს, პროგრამებიც არ არის რთული, უფრო გაიოლდა”.


ეს გახლავთ მაზერის ქართულის მასწავლებელი იამზე კვიციანი, ის ლამას დეიდაა
Image

ეს კი თავად მაზერის სკოლაა, რომლის ეზოში ჩვენი ბანაკი იყო გაშლილი:
Image
Last edited by ARCHILI on 28 ივლ 2008, 16:03, edited 2 times in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 15:57

სოფელ ეცერის სკოლა: გზად სვანური სიწმინდეებისაკენ

სოფელ მაზერიდან ჩვენ ეცერისაკენ მივემართებით, მაზერიდან ბეჩომდე სულ 7-8 კილომეტრია დაღმართზე სასიარულო, გადავწყვიტეთ ეცერში მეზერის მთის გავლით გადავიდეთ. მეზერის მთა ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს, ბეჩოდან მთაზე საცალფეხო ბილიკებით დაახლოებით 4-5 კილომეტრია სასიარულო, საიდანაც მთის თავში მეზერის ტბაზე მოხვდებით. მეზირის ტბა ბეჩოსა და ეცერს შუა აზიდულ მეზირის მთაზე მდებარეობს. იქვე აღმართულია მეზირის მთავარანგელოზის ეკლესია (15-20 მეტრში). გადმოცემით, ეკლესიის გვერდით ძველად საბერო სენაკებიც ყოფილა, სადაც რამდენიმე ბერი ცხოვრობდა. ბერები მეტად შეუწუხებია უწყლობას. წყაროებით და პატარა მდინარეებით მდიდარ სვანეთში მხოლოდ მეზირის მთა ყოფილა გამონაკლისი, _ მახლობლად სასმელი წყალი არსად მოიპოვებოდა. ერთხელაც, ღმერთს შეუსმენია ბერების ლოცვა და დილისათვის ეკლესიის მახლობლად ტბა გაუჩენია.
მოსახლეობა ერიდება ამ ტბის დაბინძურებას, ვინაიდან, მათი აზრით, ტბის წაბილწვა ღვთის რისხვას გამოიწვევს, რისი ნივთიერი გამოხატულება _ აუცილებელი გაავდრებაა. ამ ტბებთან იკრძალება ჩხუბი, აყალმაყალი, წყალში შესვლა, ტბაში რაიმე ნივთის, თუნდაც ქვის ჩაგდება.
ჩვენ ღამით ამ ტბის სიახლოვეს დავბანაკდით, ლეგენდებს ნაკლებად დავუჯერეთ და დილით ტბაშიც შევედით, შემდეგ კი ეცერში ჩავედით უშბის, თეთულდისა და შდგრას ულამაზესი ხედების გავლით. სხვათა შორის, მეორე დღეს ისეთი კოკისპირული წვიმა მოვიდა, რომ შავღელეზე მეწყერი ჩამოიქცა და ნახევარი დღე გზაც ჩაიკეტა მესტიამდე.
სოფელი ეცერი ისტორიულადაც ცნობილია და ბოლო წლებმაც წამოწიეს მისი სახელი. ეცერი დადეშქელიანების უძველესი და უდიდესი ციხესიმაგრით იწონებს თავს, ამ ადგილზე მოედანია და დადეშქელიანთა სასტუმრო სახლების დასავლეთით მდებარეობს, იქვე დგას იფნის ხე, ხოლო ხის გარშემო შემოწყობილი ქვები დადეშქელიანთა შესახებ არსებულ ლეგენდებს ინახავენ, მოგვითხრობენ ძველ გადმოცემებს, რომლის მიხედვითაც ამ ხის გარშემო ჩამწკრივებულ დიდ ქვებზე, ძველ დროში, დადეშქელიანები დამნაშავეებს ასამართლებდნენ და სჯიდნენ. გარდა ამისა, ამ მოედნებზე სტუმრებისათვის ნადიმებსაც მართავდნენ, მაგალითად, ნიკო მარი აღწერს იქ გამართულ ლხინს და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შესრულებულ ცეკვებსა და სიმღერებს.
ეცერელებმა ზემო სვანეთში რომ კიდევ უფრო განსაკუთრებული მასპინძლობა იციან, ამაში ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით, ერთ-ერთი ასეთი განსაკუთრებული ადამიანი ეცერის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ქალბატონი ლელა გურჩიანი აღმოჩნდა.
მართალი ვთქვა, ლელა მასწავლებელთან საუბრის შემდეგ კიდევ ერთხელ დამიბრუნდა რწმენა ქართველი მასწავლებლების მიმართ, ასეთ ადამიანებზე იტყვიან ხოლმე, პედაგოგია სულით ხორცამდეო.
სკოლის საკადრო საკითხებზე ლელა მასწავლებელიც განსაკუთრებით წუხს, პარადოქსია და ამ უმუშევრობით სავსე ქვეყნის კვალობაზე სვანეთში არაერთი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა, ოღონდ ის კია, რომ აღარც მოსახლეები და აღარც სპეციალისტები ისტორიულ ადგილებზე აღარ რჩებიან.
ეცერის სკოლას უკვე რამდენიმე წელია არ ჰყავს რუსულის მასწავლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას თავად შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს იმ სპეციალობებზე ჩაბარება, რითიც სამუშაო ადგილს თავადვე უზრუნველყოფს, ეცერის ახალგაზრდობა ამ შანსს არ იყენებს. ქალბატონი ლელა ამას ამგვარად ხსნის: “ამ თვალსაზრისით გოგონებზე უფრო მიმდინარეობს მუშაობა, ისინი მეტად იჩენენ ინტერესს, მაგრამ სასწავლებლად წასვლის შემდეგ იშვიათად რომ ვინმე დაბრუნდეს მშობლიურ სოფელში, ბიჭებს ამის სურვილი არ აქვთ, აქ სამუშაოდ ჩამოსვლას სხვებიც არიდებენ თავს ხელფასის სიმცირისა და საცხოვრებელი პირობების გამო, ამასთან მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად მცირდება, მიგრაცია სოფლიდან ძალიან დიდია.”
ზემო სვანეთის პედაგოგები მართლაც მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ბავშვებში სწავლისა და რეგიონში დარჩენის მოტივაცია გაზარდონ. ლელა მასწავლებელსაც ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის აღმართ-დაღმართის გავლა უწევს სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე, ეს ხდება მაშინაც, როდესაც ზაფხულის მზიანი ამინდია, მაშინაც, როდესაც შემოდგომის ტალახიანი და ქარიანი დღეებია და მაშინაც, როდესაც ზამთრის ქარბუქები და დიდთოვლობაა. ზემო სვანეთის პედაგოგებს, ხშირად გაუკვალავ, წელამდე თოვლში უწევთ დილაბნელზე სიარული, რომ სკოლაში დროულად მივიდნენ.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ეცერის მასწავლებლები არ ჩივიან საკუთარ ყოფაზე და პროფესიულ წინსვლას დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ. მათი უკმაყოფილების მიზეზი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების სიმცირეა.
“მასალის მოძიება ჩვენთვის ძალიან რთულია, დღემდე არ არის სოფელში გამოყვანილი ინტერნეტი, თუმცა გვპირდებიან რომ მაქსიმუმ იანვრიდან შეგვეძლება უკვე ინტერნეტით სარგებლობა. ჯერჯერობით კი საქმე ასეა _ მასალისა და სიახლეების მოსაძიებლად ხელმძღვანელი უნდა ჩავიდეს თბილისში, მოიძიოს ინფორმაცია, შემდეგ მოიტანოს ჩვენამდე და ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი რეალიზაცია. ხშირად ისე ხდება, რომ რაც სხვგან აქტუალურია, ჩვენთან მოგვიანებით ამოდის, მასალის სიმწირე დიდია, ძალიან გვიჭირს ახალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები. მართალია, რესურს ცენტრები გვიგზავნიან გარკვეულ მასალებს, მაგრამ ჩვენ უფრო მალე და უფრო მეტი გვინდა. მაგალითად, მასწავლებელთა გადამზადებისათვის არანაირი მასალა არ გვაქვს, გარდა იმისა, რაც ტრენინგებზე დაგვირიგეს.
პრობლემაა ისიც, რომ აუცილებლად უნდა მიხვიდე რაიონში, ჩვენთან კი ტრანსპორტის საკითხი ძალიან მძიმედ დგას. ჩვენი სურვილი და ენთუზიაზმი დიდია, ყველა მაქსიმალურად ვცდილობთ; ერთი ან ორი ტრენინგი თუ გვექნება რომელიმე ჩვენგანს გამოტოვებული, ძირითადი ჯგუფი ყოველთვის ვცდილობთ ინტენსიურად დავესწროთ, რომ შემდეგ ეს სიახლე სკოლამდე მოვიტანოთ,” _ გვიხსნის ლელა მასწავლებელი. ქ-ნ ლელა იმასაც განმარტავს, რომ მიუხედავად მიგრაციისა, ბავშვების მოტივაცია ადგილზეც შესამჩნევად გაიზარდა, ხორცილედება პრეზიდენტის პროგრამაც, ფრიადოსანმა მოსწავლეებმა საჩუქრად კომპიუტერები მიიღეს, ეს კი ბავშვებს სტიმულს მატებს.
სოფელ ეცერის სკოლა მინუსიან სკოლად ითვლება, მოსწავლეთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მასწავლებლები სახელმწიფო ვაუჩერზე არიან დამოკიდებულები, 30%-იანი გადასახადის გამო კი მასაწავლებლების ანაზღაურებას თითქმის არ ეტყობა ნამატი. ამას გარდა, ზემო სვანეთის მასწავლებლებს მოხსნილი აქვთ შეღავათები, რაც მაღალმთიანი პედაგოგებს ადრე ჰქონდათ.
მასწავლებლის შრომა სათანადოდ ალბათ არსად და არასდროს ყოფილა დაფასებული, თუმცა, საქართველოს მთიანი რეგიონების მასწავლებლების შრომა კიდევ უფრო გამორჩეულია, მათი შრომა, შეიძლება ითქვას, რომ გმირობასა და სასწაულთმოქმედებასაც კი უტოლდება, ალბათ, სახელმწიფომ კვლავაც უნდა გაიაზროს, რა სიმდიდრის მფლობელიცაა ზემო სვანეთის თითოეული პედაგოგის სახით და არც ის შეღავათები უნდა დაინანოს, რაც მაღალმთიანი რეგონის მასწავლებლებს ეკუთვნით.
ჩვენი სვანური მოგზაურობა სრულდება, ვემშვიდობებით შხარას და თეთნულდს, უშბას და შდგრას ჩანჩქერს, ვემშვიდობებით სვანურ კოშკებსა და ულამაზეს პეიზაჟებს, შესანიშნავ ადამიანებს და თავდადებულ მასწავლებლებს, გზა კვლავ თბილისისაკენ მოემართება და ჩვენც ვბრუნდებით იმ იმედით, რომ მომავალ წელს სვანეთში ჩასულებს პრობლემების ნაწილი მაინც დაგვხვდება მოგვარებული, მათ შორის უმთავრესი: სკოლების ინტერნეტიზაცია და ელემენტარული ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკები და ცხადია, მასწავლებლების მეტად დაფასება;



ეს გახლავთ ლელა გურჩიანი, ჩვენი მასპინძელი ქურაშში (ეცერი) და ეცერის მათემატიკის მასწავლებელი, სასწაული და უკეთილშობილესი ადამიანი:

Image
Last edited by ARCHILI on 28 ივლ 2008, 16:10, edited 1 time in total.

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 16:03

Image
Image
Image
Image
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
სვანეთობა 2008

Post by nusa » 28 ივლ 2008, 16:21

Image

Image

Image

Image
Last edited by nusa on 29 ივლ 2008, 13:23, edited 3 times in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სვანეთობა 2008

Post by ARCHILI » 28 ივლ 2008, 16:22

ეს ფოტო ნუსამ გადამიღო, აქაოდა ნათლია მყავდა სვანი მეთქი და დაგვიმტკიცეო...

მე ჯერ "დედას ვფიცავარ" ვისწავლე, შემდეგ გინება დავხვეწე, ნასოსები გადავმალე, მერე მაღაზიაში შევედი, არა, ნატაში კი არ შევედი, მის გვერდით :)

მოვიზომე ჯერ ერთი ქუდი, შემდეგ - მეორე, ნუსამ კი გადამიღო ფოტო და ა, ბატონო, ვარ თუ არა-მეთქი სვანი, დედას ვფიცავარ, დამეთანხმეთ დედას ვფიცავარ, თორემ, დანას გადაგისვამთ კარვებზე დედას-ვფიცავარ!!!!!!!!!

:!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!:

ეს თეთრი ქუდით:

Image



ეს რუხი ქუდით:

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]