განცდა-შიში.
მეზირის სკოლის კიბის საფეხურებზე ნაბიჯების ხმა გაისმა, სანამ ოთახს მოუახლოვდებოდნენ, ყოველ ნაბიჯთან ერთად ვიძაბებოდი, მძიმედ და უცნაურად გვიახლოვდებოდა ვიღაც...
ჟორჟიკა და მისი მეგობარი (სახელს ვერ ვიმახსოვრებ საბედნიეროდ

) დიდხანს სვამდნენ ჩვენს ბიჭებთან ერთად, ჩვენი ბიჭები კი-დაძაბული სახეებით, დაღლილები, მოთმინებით იტანდნენ მომაბეზრებელ საუბარს. გოგოები მალე შევკარვდით. უკვე კარავში მესმოდა-უკაცრავად მაგრამ, უნიჭო სიმღერის ხმა-ჩვენი ბიჭებისას არანაირად რომ არ ჰგავდა და არც შეიძლებოდა მათ ემღერათ, რადგან სოფელში ახალგაზრდა ადამიანი იყო გარდაცვლილი.
გავოცდი. ბელას, ნუსას და თამუსიას უკვე ეძინათ, მეც მათ მივბაძე... ჯერ კიდევ ბურანში ვიყავი, კარვის ელვა შესაკრავის გახსნის ხმა რომ გავიგე-გარეთა "კარს" ვიღაც ხსნიდა, ნუსამ თავი წამოყო-რომელი ხარო, უპასუხეს -მე-ო და ამ ჩვენმა ნუსამაც შიდა კარის ელვა გუმოდგინედ გააღო. კარავში თავი ვინმე -სავარაუდოდ -ჟორჟიკამ შემოყო. მე და ნუსამ ერთდოულად შევძახეთ აქ რა გინდაო თუ რაღაც მსგავსი და მან ისევე კოხტად შეკრა ელვა ჩვენი კარვის კარისა, როგორ მონდომებითაც გახსნა და გაუჩინარდა. პირველი შიში სწორედ აქ მეწვია.
მეორე?
მეორე ალბათ 1 საათში, ისევ ჩაძინებული ჩვენი ბიჭების ხმამ და სტუმრებზე საუბარმა-სუფრის "განხილვამ"- რომ გამაღვიძა. ის ორნი წასულიყვნენ მაგრამ, სავარაუდოდ ისევ დაბრუნება შეეძლოთ და როგორც მივხვდით სიტუაცია მძიმდებოდა. ბელას გაგუდულს ეძინა, მე, თამუსია და ნუსა ამაოდ ვცდილობდით დეტალების დაზუსტებას, ბიჭები ხუმრობით "გვიშორებდნენ" თავიდან...
თურმე მთავარი, მესამე შიში ჯერ კიდევ წინ იყო...
ისევ ჩამეძინა (ახლაც მიკვირს, როგორ მოვახერხე ამდენჯერ ჩაძინება

) და ამჯერად უკვე სტუმრების ხმამ გამაღვიძა, დაბრუნებულები ახლა უკვე კარვებთან ცდილობდნენ სმის გაგრძელებას და შიგადაშიგ ისმოდა სიტყვები დანა, რომელი კარავი გავჭრა, გოგოები სად არიან, და ა.შ... ცხოვრებაში მეორედ ვკანკალებდი შიშისგან... მესმოდა როგორ წამოვიდა ჩვენი კარვისკენ ერთ-ერთი და ბიჭების ხმა-მანდ გოგოებს სძინავთ და აქეთ გამოდიო... თურმე მორჩაძეს ხელით გაუწევია ჩვენსკენ მომვალი... ხმას ვერ ვიღებდი, ისიც ვერ გავიგე-ეძინა თუ არა ყველა გოგოს, თამუსიამ მგონი თვალები დაახამხამა და მაშინ გავბედე მეკითხა-გღვიძავს-თქო? ნუსას შევეხე რამდენჯერმე-გათიშული იყო... კი ვიცოდი, ბიჭები ჩვენამდე რომ არ მოუშვებდნენ აბეზარ სტუმრებს, მაგრამ, მათ გამოც ხომ ვღელავდი.. თამუსიამ ჩვეული, ძალიან მშვიდი ტონით გამამხნევა-დალევენ და წავლენ, არაფერი არ იქნებაო... სადღეგრძელოებში დაძაბული ტონი ისე აშკარად ეტყობოდათ ჩვენებს, ყურებზე ხელის აფარება მინდოდა რომ არ გამეგონა... მთელი დიპლომატია, მეგობრობა, ნათესაობა, ვაჟკაცობა, ნებისყოფა ჩააქსოვეს თითოეულ სიტყვაში და ... მოულოდნელად ჟორჟიკამ (ან მეორემ) დაგაწყვიტა-წავედით ახლაო. აშკარად არ მოეწონა შარი რომ ვერ მოსდო ვერავის...
კარვის კარი გავხსენი და ... რა კარგი იყო-მარტო მეგობრები რომ დავინახე... დაღლილები, დაძაბულები, საყვარლები და ჩვენები...