ყველაფერი კი დაიწყო გამარჯობა საქართველოს, იგივე გოგას ზარით გუშინ შემოღამებისას. სულ რამდენიმე წუთში გოგა და ნაია გლდანის პარკთან იყვნენ ზურმუხტათი...
გოგამ გასაკრავი ფურცლები გადმომცა, ნაიამ ფურცლების მისაკრავი საშუალებები, მერე გადარეკეს გადმორეკეს, კიდევ 3 მოხალისე გამოჩნდა და მეორე დღისთვის დიდი ღონის-ძიება დაიგეგმა.
სახლში მისული დავუკავშირდი მოხალისეებს და შეხვედრის დრო და ადგილი შევატყობინე. ვიცოდი სამივე დავაგვიანებდით (აბა ისე როგორ შეიძლება) და 10 საათზე შევთანხმდით.
დილით რათქმაუნდა დროზე გამოვედი მაგრამ სანამ მარშუტკების ბოლო თუ პირველ გაჩერებამდე არ ავიდე ადგილი არ შემხვდა და როგორც იქნე გამოვაღწიე.
პირველი ინტელა მოვიდა, მერე მე და მერე თეო.
პირველი ფურცელი გავაკრით ლესელიძეზე, შარდენის მოპირდაპირედ, ბანკომატთა. რატომღაც ეს ფოტო ვერ ვნახე ჩემთან, ამიტომ შემდეგი ფურცლის გაკვრის ფოტოს დავდებ, ეს სიონთანაა:

შემდეგ ისევ ლესელიძიზე და იქვე შედეგიც ვიხილეთ:

საპატრიარქოსთან:

ანჩისხატთან:

კონკასთან:

კოლმეურნეობის მოედანთან:

თავისუფლების მეტროსთან:



ქაშვეთთან:

მერე ცოტა გავგრილდით:

გაგრძელება ხვალ, ახლა კი გავიქეცი არტ გენზე...