სვანეთობა 2008
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
სვანეთობა 2008
ყველაზე საინტერესო პირველი ისარია,რომელიც ბუმერანგივით ყოფილა.აცილების შემთხვევაში უკან გიბრუნდება ხელახლა სასროლად

აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008
უზარმაზარი სახარში,სადაც 7 ხარს ერთდროულად ხარშავდნენ ერთ დროს

აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
- pataputina
- იეტი კი არა და...
- Posts: 5201
- Joined: 10 სექ 2007, 14:29
- Location: ვალპე
სვანეთობა 2008
ლამაააააააა
კი არა და
ლიიიააამააააააააა
როდის მიდიხარ კიდევ?

კი არა და
ლიიიააამააააააააა
როდის მიდიხარ კიდევ?

ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato
სვანეთობა 2008
მუზეუმს სიმღერის გარეშე ვერ დავტოვებთო და იქვე ქრისტე აღსდგა შეასრულეს

მუზეუმს საუცხოო აკუსტიკა ჰქონდა

მუზეუმს საუცხოო აკუსტიკა ჰქონდა
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008
განბანვა
მაზერის სკოლის ეზოში გაღვიძებელს ნამცეცუნამ მითხრა, წუხელ ისე მშვიდად გეძინა, რამდენჯერმე კინაღამ თმები მოგქაჩეო. ეს იმ ღამეს, ჟორჟიკა და ბადრია რომ გვბურღავდნენ თურმე.
მეორე დღეს თვალის გახელა არავის უნდოდა, ძლივს აიზლაზნენ ქვეშაგებიდან. არა და, ჩანჩქერ შ"დგრაზე უნდა წავსულიყავით. 12 საათისთვის ლამამ მარშრუტი კიდევ ერთხელ შეცვალა, კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება, ყველაფრიანად ჩალაგდითო და აკვნესებულებმა კიდევ ერთხელ გადავინაწილეთ ჩანთებში პამიდორი, კარტოფილი, კომბოსტო, ჯნოსის არაყი... შ"დგრამდე ვერ მივიდოდით, გზა იყო დამეწყრილი და ძალიან შორიდან უნდა მოგვევლო, ვერარც სკოლის ეზოში დავრჩებოდით, ჟორჟიკას და ბადრიას სხვა ძმაკაცებიც ეყოლებოდათ აშკარად! ამიტომ ბეჩოსკენ დავეშვით იმ მიზნით, რომ მეზირის მთაზე ავსულიყავით.
და უკვე ისე ცხელოდაააა! შვიდი კილომეტრი გავიარეთ და ბეჩოს წყაროსთან სული მოვიბრუნეთ. მერე ჯოხებით შევიარაღდით. გუმანით კი ვგრძნობდი, რომ გზა მძიმე იქნებოდა, მაგრამ ჩემს წარმოსახვას თურმე არ შესწევს რეალობის სრულად აღქმა! წვერმოშვებული აბალდუი ჯოხით ხელში ებრაელთა პატრიარქს ჰგავდა.
სვანეთში ყოველ ფეხის ნაბიჯზე მჟავე წყალია_ ვანურად `სგიმ~ და როცა ამბობ მწყურიაო, დიდი პატივით გთავაზობენ. მშევენიერი წყლებია, მაგრამ ბეჩოს წყაროსთან ვითიბის უკვე ისტერიკა სჭირდა: რა არის, ჩვეულებრივი წყალი არსად მოდის? მწყურია ხალხო, მწყურიაო!!! ჩვეულებრივი წყალი მეზირის მთისკენ მიმავალ გზაზე გამოჩნდა, სადაც წყლის მარაგი შევივსეთ. რაც იმას ნიშნავდა, რომ დიდ- პატარამ ზურგჩანთებში პლასტმასის ბოთლები ჩავიდგით, ჯნოსიმ კი უკვე ათვისებული ჭაჭის ერთი 5 ლიტრიანი წყლით ავვსო და ვაჟკაცურად დაიმაგრა ზურგზე. ამას ისიც მიემატა, რომ აააამირანი ერთი პაწაწინა ზურგჩანთითა და ცელოფნის პარკებით იყო წამოსული სვანეთში, თან ამ პარკს ყურიც ჩამოეხა და მხარზე შემოდგმული აპირებდა მეზირის მთაზე ამოსვლას!!! თან მეორე ხელში საძილე ეჭირა! და ასე მაგდანას ლურჯასავით ახუნძლული ამირანი წარბს არ ირხევდა! ბიჭოოოო! ასე როგორ წამოხვედი-მეთქი, დავკივლე და გავჭედე: სვანეთში მოდიოდი თუ ჩოხატაურში-მეთქი,, ჩანთა როგორ არ ითხოვე-მეტქი, ნაცნობები თუ არ გყავდა, ჩემთვის დაგერეკა, მე გიშოვნიდი-მეთქი, შენ ლაშქრობა რა გგონია-მეთქი, მთაში საერთოდ გივლია-მეთქი???? მოდი, რაღაც ვქნათ, ეს კაცი გზაში დაგვივარდება-მეთქი და აქეთ იქით გავიხედე. ჯნოსიმ თავისი შეუაზე გადამსკდარი ზურგჩანთა კიდევ ერთხელ გახსნა, წყალი უფრო ღრმად ჩადგა, თავისი კარავი მე დამაკრა ზურგზე, თითონ ამირანის საძილე დაიკრა და ცოტა გულზე მოგვეშვა_ `თამარიონი~ პირველ ხმას არ დაკარგავდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გზაზე მაინც...
ამასობაში აბალდუიმ ძველი ტრადიცია გაიხსენა და ამ წყაროზე მე თავს ვიბან ხოლმეო – გამოაცხადა, შამპუნი ვის გაქვთო. ნუსას `ჯონსონის~ შამპუნი აღამოაჩნდა, ვიღაცეებს- ერთჯერადებიც. და იმ სვანურ წყაროზე დიდი თავისბანა გაიმართა. აბალდიუს მორჩაძე მიჰყვა, მორჩას _მონადირე, მერე ნამცეცუნა აკვნესდა, მეც გამტვერილი ვააარო... ბოლოს, თავდაბანილებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს, ტიტები აჩუქეს და ერთი `სუფთა~ სურათი გადაიღეეეეს...

თამუსიას და აბალდუის მიერ მომზადებული სადილის შემდეგ ხერგიანის მუზეუმისკენ გავსწიეთ, რომელიც დაკეტილი დაგვიხვდა დირექტორის არ ყოფნის გამო.აბალდუიმ დრო იხელთა და თავის პროფესიიულ საქმინობას შეუდგა

ნაზო ხერგიანი

ნაზო ხერგიანი
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?
სვანეთობა 2008

სვანეთობა 2008

ჰო მართლა სურათები რომლებსაც ვტვირთავ სერგიკუნას ეკუთვნის.თავად სერგი საირმეზე ისვენებს კომუნიკაციის საშუალებებისგან მოწყვეტილი
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?