1 დღით თბილისიდან გასვლა

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Gamge » 23 ივლ 2008, 11:53

იმის გამო, რომ ბევრი მუშაობს, ზოგი შაბათსაც. კარგი იქნება მათთვის თუ ჩამოვწერთ სად შეიძლება მანქანით ან სარეისო ტრანსპორტით გასვლა თბილისიდან 10-130 კმ-ის რადიუსში და რისი ნახვა შეიძლება, როგორი გზებია, გზად რისი ნახვა შეიძლება და სხვა რჩევები.
ასეთი ადგილი საკმაოდ ბევრია, მაგრამ ბევრს არ ახსოვს, ან არ იცის მათი არსებობის შესახებ. ასე რომ მგონი მათთვის და მათ შორის ჩემთვისაც საინტერესო იქნება.
აბა დავიწყეთ...

პ.ს. მსგავსი თემა ვერ ვნახე, თუ არის შეუერთეთ..

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2008, 11:56

Gamge
:lol:
თბილისის გარშემო 50 კმ-ის რადიუსით -
400 მდე ღისშესანიშნავი ძეგლია...
+ ტბები, მდინარეები, ტყეები, მთები და მდელოები....

:lol:

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Gamge » 23 ივლ 2008, 11:59

400 თუ არის და ყველგან ნამყოფი ხარ, ჩვენც გაგვიზიარე, მაგდენი მე ნამდვილად არ ვიცოდი...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2008, 12:03

ყველგან არ ვარ ნამყოფი-

მაგრამ შიომღვიმე-
ზედაზენი -
წილკანი -
საგურამოს გარშემო სოფლები -
დიდგორი -
მარტყოფი -
და ა.შ.

მარტო ეგ გეყოფათ 1- 2 თვე...

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Naia » 23 ივლ 2008, 12:18

Gamge
არჩილ, 1 დღიანი გასვლებისთვის ძალიან დიდი არჩევანი გაქვს.

თამარიჩის ვარიანტების გარდა შეგიძლია მოინახულო ანანური, ვაჟა-ფშაველას სოფელი (სახელი ამ წუთას არ მახსენდება :oops: ) ფშავში, ახვიდე ყაზბეგში (1 დღეში მანქანით ასვლა-ჩამოსვლა და სამების მონახულება მოესწრება), დაათვალიერო კახეთი: სიღნაღი, ყვარელი თავისი გრემით, ნეკრესით, თელავი - აქ შეგიძლია ნახო ალავერდი, იყალთო, ძველი და ახალი შუამთა, უკანა გზაზე წამოხვიდე გომბორით და ნახო უჯარმის და ბოჭორმის ციხეები.

ბევრი საინტერესო ძეგლია ქართლშიც. თუ არ გეზარება შეგიძლია ერთი დღით იმერეთშიც ჩახვიდე და გელათი, ბაგრატი და მოწამეთა ნახო.

აქ ჩამოთვლილი ვარიანტებიდან გზები თითქმის ყველგან კარგია. შენი მანქანით შეიძლება გაგიჭირდეს შიომღვიმეში, ზედაზენზე ასვლა, აგრეთვე გომბორზე გადმოსვლა და ჩარგალში ასვლა. ამ ადგილებში გრუნტის გზაა და უბრალოდ, ნელა მოგიწევთ სიარული.

მოკლედ, არჩევანი დიდია. შეგიძლია უკვე შემდგარ ლაშქრობებშიც შეხვიდე და იქიდან აიღო ინფორმაცია (სანამ კარაველი გავხდებოდი, მე ასე ვიქცეოდი :) )
Last edited by Naia on 23 ივლ 2008, 12:22, edited 2 times in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Mta Mkvarebia » 23 ივლ 2008, 12:21

Naia wrote:Gamge
ვაჟა-ფშაველას სოფელი (სახელი ამ წუთას არ მახსენდება :oops: ) ფშავში, )
ჩარგალი :wink:
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Naia » 23 ივლ 2008, 12:22

Mta Mkvarebia wrote:
Naia wrote:Gamge
ვაჟა-ფშაველას სოფელი (სახელი ამ წუთას არ მახსენდება :oops: ) ფშავში, )
ჩარგალი :wink:
აგაშენა ღმერთმა :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Nika » 23 ივლ 2008, 13:11

Naia
გომბორის გზა ისევ ჩაინგრაო გავიგე
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Naia » 23 ივლ 2008, 13:16

Nika wrote:Naia
გომბორის გზა ისევ ჩაინგრაო გავიგე
უი, არ ვიცი

ჩვენ ბოჭორმაში ვიყავით ივნისში და მაშინ ნორმალურად იყო. თუმცა, მას შემდეგ რამდენჯერმე კოკისპირულად იწვიმა კახეთში და დიდი შანსია დანგრეული იყოს

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Gamge » 23 ივლ 2008, 13:46

გომბორის გზა ისევ ჩაინგრაო გავიგე
მაგ გზას თუ ოდესმე ეშველა, ძალიან კარგი იქნება თელავში ჩახვალ 1 საათში...

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by popins » 23 ივლ 2008, 15:46

ბაზალეთის ტბაზე წავიდოდი კარვებით..
ერთი დღით და ერთი ღამით ანუ
lenchiamal

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Ninukala » 23 ივლ 2008, 16:20

popins
გახსოვს შარშან რა კარგი იყო ბაზალეთზე :)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by popins » 23 ივლ 2008, 16:32

Ninukala

მახსოვს საყვარელო მახსოვს..მართლა რა კარგი გასვლა იყოო.და წელს რომ კარვებით გავიმეოროთ ?
lenchiamal

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Ninukala » 23 ივლ 2008, 16:39

popins
ეგეც შეიძლება ;)
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
1 დღით თბილისიდან გასვლა

Post by Gamge » 24 ივლ 2008, 09:10

-შესაძლებელია ასევე ბოლნისისკენ წასვლა: ბოლნისის სიონი, მშვენიერი გზაა დაგებული და ადვლად ჩავა კაცი, იქვე რამოდენიმე კილომეტრში წუღრუღაშენი, თუმცა იქამდე მოხრეშილი გზაა 2-3 კმ.
-ბეთანია, გზა არის უბრალოდ გადასახვევიდან ძალიან ცუდი, ბოლომდე იშვიათად რომელიმე მანქანა რომ ჩავიდეს და ადვილად ამოვიდეს.
-ანანური-ფასანაური საბანაოდ მშვენიერი ადგილია გინდ ჟინვალის წყალსაცავზე და გინდ არაგვზე. გზა ძალიან კარგია და სულ 40-50 კმც არ არის.

?? მაინტერესებს ჭოპორტის წყალსაცავებზე თუ მოხვედრილა ვინმე ბოლო დროს? როგორი გზაა და ბანაობის საშუალება თუ არის ?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]