იყავი და აგროვე მაგი აფთიაქი... ღმერთმა ხელი მოგიმართოს.....
მერე ლარს დავდებ და ლეიკოპლასტერი გარანტირებული მექნება, თუ არ იქნა და რას გვიშვება ეს გამარჯობაო, მაგას ვიკითხავ, ლეიკოპლასტერის საქმე როგორ ვერ მოაგვარა ამხელა კაცმაო... მგონი მაგას იჩალიჩებ ეხლა შენ და... არ მემეტები სამაგისოდ... თუმცა რაც გაგიხარდება, ის ქენი, მაგის თავისუფლება ღმერთმა მოგცა და მე ვერ შეგზღუდავ ..... გინდა და აკეთე ეგ აფთიაქი

ხევსურულ კოშკების აშენებაზე საუბარი რომ სნობიზმის გამოვლენა იყო, მაგას დავცინივარ, უაზრობა იყო და მაგიტომაც არ გამოვიდა.... არ მინდა კარაველები სნობები იყვნენ, სჯობია დავცინო და დავაფიქრო ამითი, ვიდრე უი რა მგრები ხართო, ვუთხრა და უაზრობების კეთება გააგრძელონ... დონ-კიხოტები არ გვინდა რაა..... ისედაც ასაშენებელია ეს ქვეყანა....
რატომ იყო კოშკი უაზრობა, მაგას ასე ადვილად ვერ აგიხსნი.... საერთოდ, საქმე მაშინ გამოდის, როცა ამ საქმის გამოსვლა ვინმეს სჭირდება... როცა ამის აუცილებლობა და სურვილია და თქვას ვინმემ ვის სჭირდება კოშკზე ფულის და ენერგიის დახარჯვა თბილისში? მუცო ვერ აღუდგენიათ და... მაგას ვეძახი მე მარაზმს...
ჟანგბადის ბალონის იდეა რატომ არ მოგწონთ, აი მაგი კი მაინც არ მესმის









