8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by caucasica » 21 ივლ 2008, 12:48

http://traveler.ge/geo.camping.html

8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში
ტურის კოდი: C-01


ტურის განრიგი

დღე I
გამგზავრება თბილისიდან ხევსურეთში 07:00 სთ. ჟინვალის წყალსაცავისა და სოფელ მაღაროსკარის გავლით ჩასვლა ხევსურეთის ადმინისტრაციულ ცენტრში ბარისახოში. ხევსურეთის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულება სოფელ კორშაში. სოფელ გუდანის გავლით ჩასვლა ხახმატში და მჟავე წყლების დაგემოვნება. სადილი დათვისჯვრის უღელტეხილზე. ლებაისკარის კოშკის გავლით სოფელ კისტანის ციხის მონახულება. ჩასვლა შატილში და ექსკურსია კომპლექსზე. გადასვლა მიღმახევში და დაბანაკება სოფელ არდოტის ძირში, მდინარე არღუნის ჭალაში. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე II
საუზმე ბანაკში 09:00 სთ. ექსკურსია სოფელ არდოტის ნასახლარებზე. ადგილობრივ ოჯახებთან შეხვედრა. სადილი ხევსურული კერძებით. ჟამიანების აკლდამის მონახულება. დაბრუნება ბანაკში. თავისუფალი დრო, ბანაობა მდინარეში, სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე III
საუზმე ბანაკში 09:00 სთ. ლაშქრობა სოფელ ხახაბოში. ძველი და ახალი ხახაბოს მონახულება და ადგილობრივ ოჯახებთან შეხვედრა. სადილი ხევსურული კერძებით ოჯახში. დაბრუნება ბანაკში. თავისუფალი დრო, ბანაობა მდინარეში, სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე IV
საუზმე ბანაკში 09:00 სთ. ლაშქრობა სოფელ ანდაქსა და არჭილოში. სოფლების დათვალიერება და ადგილობრივი ოჯახების მონახულება. სადილი ხევსურული კერძებით. დაბრუნება ბანაკში. თავისუფალი დრო, ბანაობა მდინარეში, სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე V
საუზმე ბანაკში 10:00 სთ. დასვენების დღე. ბანაკის მოწესრიგება. შუადღის სადილი. თევზაობა, ცხენზე ჯირითი, ბანაობა, მზის აბაზანების მიღება, სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები და სხვა თავგადასავლები. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე VI
საუზმე ბანაკში 09:00 სთ. ლაშქრობა სოფელ მუცოში. ექსკურსია მუცოს ციხეზე. სადილი ბუნებაში. დაბრუნება ბანაკში. თავისუფალი დრო, ბანაობა მდინარეში, სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე VII
საუზმე ბანაკში 09:00 სთ. ლაშქრობა ხიდოტანის ქედზე. საზამთრო სოფელ ბახაოს მონახულება. ასვლა მთაზე და სოფელ ხონეს, აწუნთისა და ტებულოს მწვერვალების დათვალიერება. სადილი ბუნებაში. დაბრუნება ბანაკში. თავისუფალი დრო, ბანაობა მდინარეში, სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები. საღამოს ვახშამი კოცონთან

დღე VIII
საუზმე ბანაკში 09:00 სთ. კარვების აშლა და საბანაკე ადგილის მოწესრიგება. გამომგზავრება თბილისში. სადილი დათვისჯვრის უღელტეხილზე. ჩამოსვლა თბილისში 19:00 სთ

ფასი GEL 280.00 - დან


ბანაკის ინფრასტრუქტურა

პირველად საქართველოში ჩვენი კომპანია გთავაზობთ მოგზაურობას და დასვენებას სრულყოფილად მოწყობილ ლოკალურ საზაფხულო ბანაკში პირიქითა ხევსურეთის ველურ და ეგზოტიკურ ბუნებაში. ბანაკი მდებარეობს პირიქითა ხევსურეთში (მიღმახევში) მდინარე არღუნის ჭალაში, სოფელ არდოტის ძირში, ულამაზესი ხედით სოფელ არდოტის კომპლექსის ნასახლარებზე. შატილიდან 18 კმ-ში; მუცოდან 6 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით. ბანაკი სპეციალურად შექმნილია ტურისტებისთვის და მოგზაურებისთვის, ვისაც იზიდავს ბუნებაში აქტიური დასვენება და დაუვიწყარი თავგადასავლების ძიება. ჯორჯიან ნატურალისტ ტრეველერი სტუმრებს სთავაზობს ბანაკის სრულ ინფრასტრუქტურას მაქსიმალური კომფორტისათვის მთაში.
მაღალი ხარისხის გამართული კარვები სეზონის განმავლობაში
სასადილო ადგილი ხის გადახურული კონსტრუქციით
ბანაკის კოცონის გარშემო ქვის კონსტრუქცია საღამოს შემეცნებით-გასართობი პროგრამებისთვის
სპორტული მოედანი ფრენბურთის ბადით
საველე სამზარეულო და საკუჭნაო სურსათ პროდუქტებისთვის
წერტილები პირადი ჰიგიენისთვის და სხვა

ბანაკი ჰარმონიულად ერწყმის ადგილობრივ გარემოს და არ არღვევს ხევსურეთის ეგზოტიკური ბუნების სილამაზეს. ამასთან ერთად ბანაკი მოგზაურებს აძლევს საშუალებას იმოგზაურონ ამ მხარეში და გაჩერდნენ ხანგრძლივი დროით სასიამოვნო გარემოში.

ბანაკის შემეცნებით-გასართობი პროგრამა

ჩვენ მოგზაურებს წინასწარ გაწერილი აქვთ შემეცნებითი და გასართობი ხასიათის პროგრამები, რომელსაც შემდეგ მათივე აქტიური მონაწილეობით ახორციელებენ ბანაკში დასვენების პერიოდში. პროგრამა მოიცავს ადგილობრივ ოჯახებთან შეხვედრას და მათი ადათ-წესებისა და ცხოვრების პირობების გაცნობას, შეხვედრას მიღმახევის ხევისბერთან და მასთან უშუალო საუბარს ხევსურების ტრადიციებზე და ისტორიაზე. პროგრამა ითვალისწინებს კულტურული ძეგლების მონახულებას და მათი ისტორიის შესწავლას. მოგზაურები მოინახულებენ ადგილებს ”ჟამიანების აკლდამებს”, სადაც ჟამიანობის პერიოდში ინფიცირებული ხევსურები თავისი ნებით მიდიოდნენ და იღუპებოდნენ. შემეცნებითი პროგრამა ასევე მოიცავს სხვადასხვა სახალისო თამაშებს და შეჯიბრებებს საღამოს, კოცონის ირგვლივ, რათა ნანახი და მოსმენილი უფრო ადვილად დასამახსოვრებელი გავხადოთ. შემეცნებითი პროგრამის გარდა ბანაკში მოქმედებს გასართობი პროგრამა, რომელიც შეიცავს სპორტულ თამაშებს - ფეხბურთი, ფრენბურთი; შესაძლებელია თევზაობა კალმახზე, ცხენით სეირნობა და ჯირითი, ცურაობა მთის ანკარა მდინარეში და სხვა. საღამოობით ბანაკის წევრები ყოველთვის იკრიბებიან ერთად კოცონის ირგვლივ და გემრიელი ვახშმის პარალელურად უზიარებენ ერთმანეთს დღის განმავლობაში შეძენილ განცდებს და შთაბეჭდილებებს.

ტურისტული საქმიანობა

ჩვენი კომპანია ზრუნავს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე და მათი რესურსის მაქსიმალურად რეალიზებაზე. ტურიზმის განვითარება ამ მხარეში დადებითად იმოქმედებს, პირველ რიგში სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტრეველერი თავის ტურისტებს სთავაზობს ხევსურებისგან შეძენილ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ სურსათ პროდუქტებს; ასევე საღამოს ბანაკის კოცონისთვის ადგილობრივად შეძენილ შეშას. ტურისტები ჯირითობენ ადგილობრივი ცხენებით, რომელსაც ჩვენ ვქირაობთ ოჯახებისგან. მრავალ მოგზაურს უჩნდება სურვილი შეიძინოს ნატურალური ხევსურული, ხალხური რეწვის პროდუქტები: წინდები, ქუდები, პერანგები და ასე შემდეგ, რომელსაც სთავაზობენ ადგილობრივი ხევსურული ოჯახები.

იმოგზაურეთ ხევსურეთის ბანაკში და შეიძინეთ დაუვიწყარი თავგადასავლები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 13:38

ძალიან საინტერესო რაღაცას გვთავაზობ, გიო, მაგრამ ვინ მომცა 8-დღიანი შვებულების ფუფუნება? :(, რამე 2-3 მაქსიმუმ 4 დღიანი არ არის, უფრო აქტიური დატვირთვით რომ იყოს (მზეზე გარუჯვისა და მსგავსი პასიური დასვენების გამოკლებით?) რომ ძველი სოფლების (ხახაბო, კისტანი) ფეხით მოვლა მოვასწროთ?
Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by caucasica » 21 ივლ 2008, 13:43

Mta Mkvarebia
2-3-4 dgianebic shesazlebelia, ubralod jgufi chirdeba
xevsuretsi da aramarto xevsuretshi.......
mSurs imaTi vinc dRes wavida am turshi, ukve kistanze iqnebian
xo am shabat kvirasac iyvnen ardotshi da ufo sapiknike da sakocnao mouwyviaoo

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by mimino » 21 ივლ 2008, 13:48

სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები
ეს რა არის?


User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 14:05

Sikvdila wrote:
caucasica wrote:sakocnao
:D :D :D:D
არ ვიცი, იქნებ იცი, "საკოცნაო" ჩვენს ენაზე რას ნიშნავს, მაგრამ მაინც გეტყვი - "საკოცონო"-ს :wink:
Image

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Sikvdila » 21 ივლ 2008, 14:07

Mta Mkvarebia
არ ვიცოდი, მადლობა :)
ვიფიქრე მექანიკურად შეეშალა, აკრეფის დროს თქო :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 14:11

Sikvdila wrote:Mta Mkvarebia
არ ვიცოდი, მადლობა :)
ვიფიქრე მექანიკურად შეეშალა, აკრეფის დროს თქო :)
caucasica-ს არაფერი ეშლება :wink:
Image


User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Int3lig3nt » 21 ივლ 2008, 19:17

თუშეთში თუ იქნება 4-5 დღიანი ტური, წამოვალ :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by caucasica » 21 ივლ 2008, 19:27

Int3lig3nt
wesit unda iyos info@traveler.ge
sheexmiane.
is mec vapireb tushetshi 4-5 dgians , ufro rom gaverkvevi shegexmianebi

Sikvdila
ბოდიალა
Posts: 202
Joined: 20 აპრ 2007, 19:35
Location: Tbilisi, GE
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Sikvdila » 21 ივლ 2008, 22:27

caucasica
მეც დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი...

User avatar
Peso
ბილიკზე მოარული
Posts: 66
Joined: 16 ივლ 2008, 12:19
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Peso » 21 ივლ 2008, 22:34

წამოვალ... ოღონდ აგვისტოს ბოლოსკენ მანამდე შვებულების გაელვებაც კი ისჯება ბანკის კანონმდებლობით :(

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by caucasica » 21 ივლ 2008, 22:42

Peso
gaixare
ketili iyos sheni shemokarveba!!!!

esec banaki ardotis chalashi
xo dges gadmomce ufom mogikitxat ardotidan karvelebo
Image

argunis piri, kargad baasob s arguni :roll:
Image
Last edited by caucasica on 21 ივლ 2008, 22:50, edited 1 time in total.

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
8 დღიანი ბანაკი პირიქითა ხევსურეთში - http://traveler.ge

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2008, 22:42

mimino wrote:
სპორტული და შემეცნებით-გასართობი თამაშები
ეს რა არის?
მაგალითად ეს :wink:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=17 ... highlight=
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]