ღამით ერთი კურიოზი შემხვდა...
ჭამა-სმის შემდეგ კოცონის გვერდით დავაგე პარალონი, ცოტა ხანში აცაბაცას მსგავსად საძილე ტომარაც გამოვიღე და ზედ დავდე და წამოვწექი... რაღაც ხნის შემდეგ ნაწილობრივ შევძვერი შინ, შემდეგ კიდევ უფრო ღრმად...
ჩემს თანამოლაშქრეებთან ერთად ღამისთევით მგონი მხოლოდ ჭანდერელთან ვიყავი ნამყოფი, სხვებნთან ერთდღიანებში ვიყავი ნამყოფი მხოლოდ და...
ჰოდა ვწევარ ასე კოცონის გვერდით საძილეში, მსხვილი შეშა, ღამით ნაკვერჩხალი რომ შეინარჩუნოს, მომზადებული მაქვს. დილით, სიცივე რომ მოუჭერს და კოცონი რომ განაახლო, მაგისთვისაც ფიჩხი გამზადებული... ერთი სიტყვით კოცონის გვერდით, ჩემს სამ კილოგრამიან საძილეში ნამეტარი თბილად და კომფორტულად ვარ და...
ამ დროს მოდიან დათო და ამიგო...
ჰგონიათ რომ ჩამეძინა.... არადა ზრუნავენ ჩემზე... დამიწყეს წვიმას იწყებს და ადექი და კარავში გადადიო... ერთი კი ვიკითხე რომელ კარავშია ადგილი დარჩენილიო.. მიმითითეს, მე მეტი რა მინდოდა - წვიმა რომ წამოსულიყო ვიცოდი სად გავქცეუილყავი და გადავბრუნდი და ძილის გაგრძელება დავაპირე, მარა ვინ გაცალა...
ერთი სიტყვით დათო და ამირანი მერჩიან, არ მტოვებენ გარეთ და უნდათ ჩემი კარავში შეყვანა... მე მეძინება, 8 საათ ნასიარულები, დაღლილი-არაყ ნასვამი ვარ და თბილ საძილეში, მაგარი კოცონის გვერდით ვარ და სუფთა ჰაერზე არდოტისწყალის ხეობაში და მეტი რა მინდა და ეხლა მე მაქედან ამდგომი ვარ? თან თავი არ მაქვს რომ ვუპასუხო, ფაქტიურად მძინავს... არადა როგორ მიმატოვებენ ეხლა ესე ღია ცის ქვეშ დათო და ამირანი...
კიდევ კაი ჭანდერელი გამოჩნდა... შენც მაინც უთხარი რამეო, ეგება და შენ დაგიჯეროსო, კარავში შევიდესო... ეხლა იმას მიადგნენ... გვიშველოსო რამეო...
ზურამ ერთი კი შეხედა და...
რა გინდათ მაგისგან, მაგი სულ მასეაო და....
მაშინ კი დამანებეს თავი
მიყვარს მინავლური, მინაკვერჩხებული კოცონის გვერდით გაღვიძება....სითბო მაინც აქვს... დააყრი ფიჩხებს, ცოტა ხანს დააცლი და თვითონ აიტანს ცეცხლს... გაგათბობს, ძვლებიანად გაგათბობს და ... მაგარია...