კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ხევსურეთი
მე მაინტერესებს, როგორია დედათქვენი,
რომელსაც, ალბათ. სახელად ჰქვია
დეიდა შემოდგომა,
რადგან თქვენ იშვით
სიყვითლის აურზაურში.
და მიელტვით ისევ იმ მთის კიდეებს, სადაც
პირველად ამოხეთქა თქვენმა ტირილმა,
როგორც ცივმა და ჩქარმა წყალმა.
მერე სიპ ქვებს დოქივით დაეფშვნა
თქვენი თიხით მოზელილი მზერა
და დედის ძებნაში მაშვრალს
მიწამ გაჭამათ თავის ძუძუდან
მთვარის მშობლურად თეთრი სხივები.
და მე კი, თქვენმა სწორფერმა,
ისე ავიჩეხე თმები,
როგორც მომხვდურმა ვაზის ტალღები.
და თუ შემოვიჭერი თქვენს ქლიავისფერ
სიმყუდროვეში,
როგორც მეცამეტე თვე,
და ან როგორც მეხუთე დრო,
ჯერაც უქმნელი,
მინდა გავიჟღინთო იმ შინდისფერი
იავნანით,
რომელსაც საკუთარი ნაწნავების თანხლებით
მღერის დედათქვენი,
და წავიკითხო
გარდაცვლილი პატარა გოგოს
თვალებში
დაგუბებული უტკბესი სივრცე.
ქეთო ნინიძე
გახსოვს ქეთ? მე კარგად მახსენდება I ექსპედიცია.
ხევსურეთში გატარებული 13 დღე...
არდოტში გაშლილი ბანაკი და მასპინძლების გულთბილი დახვედრა...
პოეზიის საღამო, ლექსებით შეჭიდება გელა დაიაურთან და სხვა ხევსურებთან
ჭექა-ქუხილსა და თვსხმა წვიმის ფონზე, ნიკოს სახლში მოგიზგიზე კოცონი ღუმელში, ცხელი ხაჭაპურები და სურნელოვანი ჩაი...
ნეტა თუ იქნება გამეორება?
ბევრჯერ ვცადე მას მერე დაბრუნება, მაგრამ...
პირობას შესრულება უნდაო...
იმედია შევასრულე...

Last edited by ნინი_85 on 29 ივნ 2008, 21:32, edited 1 time in total.
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ნინ :*
"ჯერ კიდევ გუშინ ცეცხლივით ენთო
რაც დავიწყების უკუნეთს ერთვის
და უკვე აღარ არსებობს ჩემთვის
აღარც ის სახე
აღარც ის წუთი
და ახლა როგორც პანდორას ყუთი-ცარიელი ვარ-
ჩემს ფსკერზე მხოლოდ განმეორების იმედი ცოცხლობს..."
ო.ჭილაძე
ესეც იყოს...
"ვაჟაო, დილის მზის სხივო,
ხან მთებზე ნისლთა დინებავ,
შუაფხოდან რომ მიდიხარ,
გული რად გაგეტირება?
შენ თუ არ იცი მიზეზი,
აბა, ვის ეცოდინება?
გადმოდი, გადმოაშუქე
ლურჯ თხილიანას კალთები.
რა დაშავდება? არც რაი:
გნახავ და... გამეხარდები!"
ანა კალანდაძე

წამო, ზღაპარში ...

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ბერმუხას ელვამ მკერდი გაუპო:
მეხი დაეცა მახლობელ ტყეში,
ზეცა ცრემლებად ჩამოიღვარა,
მთებმა გადივლეს ღვარი და თქეში.
შემდეგ დამშვიდდა დედაბუნება,
მზე, ოქროს ფერი, ცაზე გამოჩნდა,
იმის მწველ სხივებს მიწის სინესტემ
ვეღარ გაუძლო, ნისლად აორთქლდა.
ანაორთქლ ბილიკს კავკასიონზე
მოუყვებოდნენ მონადირენი,
უცებ დალანდეს: მაღალ შამბნარში
ჩაჩოქილიყო ფური ირემი.
მე ნადირობას მას ვერ ვუწოდებ,
თუ არ დაგჭირდა შრომა და გარჯა. . .
ერთმა სულსწრაფმა ვერ მოითმინა,
დაჩოქილ ირემს თოფი უმარჯვა.
ხელი უტაცეს მეგობარს თოფზე,
ნუთუ ის თვითონ ვერა ხვდებოდა? . .
კავკასიონზე საქართველოს ტყეს
ერთი სიცოცხლე ემატებოდა.
ილო მუნჯიშვილი.
მეხი დაეცა მახლობელ ტყეში,
ზეცა ცრემლებად ჩამოიღვარა,
მთებმა გადივლეს ღვარი და თქეში.
შემდეგ დამშვიდდა დედაბუნება,
მზე, ოქროს ფერი, ცაზე გამოჩნდა,
იმის მწველ სხივებს მიწის სინესტემ
ვეღარ გაუძლო, ნისლად აორთქლდა.
ანაორთქლ ბილიკს კავკასიონზე
მოუყვებოდნენ მონადირენი,
უცებ დალანდეს: მაღალ შამბნარში
ჩაჩოქილიყო ფური ირემი.
მე ნადირობას მას ვერ ვუწოდებ,
თუ არ დაგჭირდა შრომა და გარჯა. . .
ერთმა სულსწრაფმა ვერ მოითმინა,
დაჩოქილ ირემს თოფი უმარჯვა.
ხელი უტაცეს მეგობარს თოფზე,
ნუთუ ის თვითონ ვერა ხვდებოდა? . .
კავკასიონზე საქართველოს ტყეს
ერთი სიცოცხლე ემატებოდა.
ილო მუნჯიშვილი.
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
... და თბილზე თბილი, როგორც შავი ზღვა
ტფილისის შემდეგ, აგვისტოს თვეში
და თქეში, შენ რომ იცნობ აპრილად
- უხვი, ლამაზი, სამეფო თქეში,
რომელიც ფრიად რომანტიკულად
მეჩვენა, სანამ ვებრძოდი ფიქრებს,
და ჩემი ტანი ტალღებს მიჰქონდა
ან სხვისი ტანი მიჰქონდა იქნებ,
ზღაპრულ ქვეყნებში,..
სადაც არყოფნის
მძიმე ჟინია და თითქოს უფრო
მარტოდ დარჩენილს სივრცე არ მყოფნის
და ცხრათავიან დევებზე ვხუმრობ,
ხოლო ისინი,..
მჭამენ და სდუმან
და ექავებათ ზანტი თათები,
მე კი გრძნობაზე მიწყობილ გრძნობას
ვკარგავ და ვკარგავ და მენატრები,
როგორც შავი ზღვა ტფილისის შემდეგ,
აგვისტოს თვეში, და ცვარი ბალახს;
როგორც მდინარის ზვირთები მკერდქვეშ
მშრალზე გარჩენილ ჭორფლიან კალმახს.
გიორგი აბრამიშვილი

ამ ლექსის აქ დაწერა ხევსურულ საღამოზე, ხევსურებისა და მათი ჩრდილოელი მეზობლების კეთილმეზობლური ურთიერთობების თემის წამოწევამაც მაიძულა, თუმცა ეს ლექსიც ძალიან მომწონს და, საერთოდ, ანას შემოწმედება. სამწუხაროდ, ჩვენში რატომრაც ისეთი აზრია გავრცელებული, რომ თითქოს და ქისტ-ჩეჩნებს მხოლოდ მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. არადა, არ იყო ასე - მათ ურთიერთბაში უმთავრესი პატივისცემა და ტოლერანტობა იყო. ომი და მტრობა - ეს ცხოვრების ჭუჭყი იყო, რომელსაც ისე მოიხდიდნენ, როგორც მდინარის მორევი მოიხდის და მოიშორებს ხოლმე დაგროვილ ქაფს...
ხევსური ქალის წერილიდან
ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთ...
ვაჟკაცის ფასი ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არცევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს)...
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს,
ამ წმინდა ძალით,
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი
ჩვენც ვიცოდით და
ღილღომც იცოდა!
ანა კალანდაძე
ხევსური ქალის წერილიდან
ბევრს ახსოვთ სისხლი ამ ხეობებს და
გზათა ვიწროთ...
ვაჟკაცის ფასი ჩვენც ვიცოდით და
ქისტმაც იცოდა.
(კარგად არცევდნენ მეტოქეები
გმირსა და ლაჩარს)...
მტრის გვამთა შორის... იცვნეს დიაცი,
როს დასწვდნენ ჩაჩქანს...
ხელი არ ახლეს იმის იარაღს,
ამ წმინდა ძალით,
გვერდით დაუდვეს ჩაჩქანთან ერთად
თავისი ხმალი...
იცოდა ქისტმაც ვაჟკაცის ფასი,
მასზე წუხილი -
მკვდრებს არ შესწირეს ხევსური ქალი,
ხელ არ უხლიათ...
ეს ამღას იყო...
ბევრ ახსოვთ სისხლი
გზათა ვიწროთა...
ვაჟკაცის ფასი
ჩვენც ვიცოდით და
ღილღომც იცოდა!
ანა კალანდაძე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
guruli
ეს თემის გაგრძელება . . .
- რაისთვის აქებ ქისტებს, ბერდედავ,
მათს ვაჟკაცობას, ძალას და სიმხნეს?
მიწა უვსიათ მათ ხევსურთ ძვლებით. . .
- რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
- ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჟკაცები,
ახიელაშიც უზომო ხოცეს. . .
- რას ამბობ, ქალავ, ვაჟკაცებ იყვნეს!
- რა ვიცი. . .ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს!
ანა კალანდაძე
1962

ერთი მსახიობის თეატრი
ჯანდაბას ჭაობის ლაფი და სიმყრალე,
ავყევი ცხოვრების გრიგალს და ქარაშოტს. . .
უკვე ყველაფერი მკიდია ფეხებზე,
ყველა როლს ვირგებ და ყველა როლს ვთამაშობ. . .
არ მჯერა მადლის და ქვის და მისთანების
სიყალბის სასახლეს მივადგი ხარაჩო,
ვთამაშობ ბედნიერს . . . ვთამაშობ უბედურს,
ხან ჯანმრთელს და ხანაც ავადმყოფს ვთამაშობ. . .
ვთამაშობ ზესულელს უკვე მერამდენედ. . .
ყველა შეგონებას ვაცხადებ ბათილად. . .
მოთხოვნა არ არის ბაზარზე - ჭკვიანის,
თორემ ვითამაშებ ჭკვიანსაც ადვილად. . .
ვთამაშობ კეთილს და ვთამაშობ ბოროტსაც. . .
(ოცნებას არ ვაძლევ უფლებას - დამახრჩოს)
ვთამაშობ რაინდს და ვთამაშობ მშიშარას. . .
ვთამაშობ ღარიბს და მდიდარსაც ვთამაშობ!
ვიცი რაც მომელის ბოლო გასტროლებზე,
ამიტომ სცენაზე არ ვიწვევ პარტნიორს. . .
ხანდახან რომ მინდა სუფრასთან მიმიშვან,
გულზე მჯიღისცემით ვთამაშობ პატრიოტს. . .
მობრძანდით! ბილეთებს უფასოდ ვარიგებ,
კართან გადამხევი ქალებიც არ დგანან. . .
ჩემია პიესაც, დადგმაც და როლებიც
სუფლიორებად მყავს ღმერთი და სატანა! . .
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
შემხვდი და. . სპეკტაკლს ვამთავრებ მაშინვე,
დავხურავ ფარდებს და რამპებსაც ჩავაქრობ,
შენი სიყვარული რომ ვეღარ ვითამაშე
. . . ასეთ უშენო სიცოცხლეს ვთამაშობ. . .

დედას
დედი, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რანაირ მიჭირს...
შენ მაინც ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
მილოცავ დანას შებმული ჭინჭით.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად...
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედი, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!“
შენ დამიამებ ყველა წყლულს, მტკივანს,
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს...
დედი, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს.
მანანა ჩიტიშვილი
დღეს 55 წელი გავიდა შენი დაბადებიდან დედი,
მე 22-ის ვარ და დღეს 33 წლით უფროსი ხარ ჩემზე...
შეხედე, ციფრებიც კი დაწყვილდნენ...
გილოცავ დაბადების დღეს,
მაპატიე, ვერ მოვდედი შენთან,
ვერ მოგიტანე ჩემი ხელით დაკრეფილი ყვავილები,
ვერ მოგეფერე, მაპატიე...
ძალიან მიყვარხარ დედი, ძალიან...
ვლოცულობდი და ვილოცებ შენთვის აწ და მარადის...

ცისფერი შავში
სევდა სიცილში და სიცილი დარდში,
სტარტში ფინალში და...დარბაზში ტაში.
მწვანეში-წითელი, ცისფერში-შავი-
ყურებში-თითები,-მეწყერი-ზვავი.
სიბრძნეში-სიგიჟე, გინება-ქებად,-
სიცოცხლე-სიკვდილში, სიკვდილში-შვება.
გლოვა და ოსანა, იჭვების თავსხმა,-
ტირილით მოსვლა და სიმღერით წასვლა.
უკითხავად
სულო, გულთან გარითმულო,
მინდა კარგად იცოდე,
"შეიძლება?"- არ კითხულობს,
ისე მიდის სიცოცხლე.
წლები ხავსად ადევთ ლოდებს,
აზრი ფრთხება ჩიტივით,-
"რომელი ხარ?"-
არასოდეს
არ იკითხავს სიკვდილი.
/მ. ფოცხიშვილი/

შთაბეჭდილებებს მიაქვთ სიტყვები,
სიტყვებს გონება,
შეძახილები.
სიყვარულს დღეს თუ დავნებდები ხვალ სიკვდილსაც შევუყვარდები.
ნატვრა ავნარევ ხორცისფრად იჯდა,
ჯვრებქვეშ ითვლიდა საფლავებს ცათა,
მოულედნელობით არადა ვერ მიმხვდარიყო,
რომ დაუსრულებლად წვიმდა და წვიმდა
...
- ახალშობილთა უმწიკვლო შარდად....

სიტყვებს გონება,
შეძახილები.
სიყვარულს დღეს თუ დავნებდები ხვალ სიკვდილსაც შევუყვარდები.
ნატვრა ავნარევ ხორცისფრად იჯდა,
ჯვრებქვეშ ითვლიდა საფლავებს ცათა,
მოულედნელობით არადა ვერ მიმხვდარიყო,
რომ დაუსრულებლად წვიმდა და წვიმდა
...
- ახალშობილთა უმწიკვლო შარდად....

კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
გუშინ საინტერესო დღე მქონდა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩა მოვინახულე და პირველად ვესტუმრე ზოიას ბაღს, არა დედა ზოია არაა, კომპავშირელი გმირი ქალის სახელობის ბაღია, იცით ეგ სადაა? მეც არ ვიცოდი.
კი გამიკვირდა საიდან სადაო მარა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სანამ ამ ბაღში აღმოვჩნდებოდი, წიგნების დახლთან ჩავიარე, ძველ წიგნებს რომ ყიდიან იმასთან და... "ლექსო არ დაიკარგები" თვალი მოვკარი. ეგრევე ჩემს ხელში აღმოჩნდა.
გადავშალე: თბილისი "მერანი 1985. ჩემს დაბადების წელს გამოუციათ.
კიდევ გადავშალე: "მარგალიტნი და თვალნი პატიოსანნი..."
"... ხალხური პოეზია ზღაპრული ჭა არის: რამდენიც უნდა იღო წყალი, მაინც არაფერი აკლდება"-წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი...
მაშინ კი მივხვდი იქ რატომაც მოვხვდი...
ეს წორედ ის წიგნი იყო, რომელსაც ვეძებდი, რომელიც მჭირდებოდა, ხალხური პოეზიის კრებული. აბა ახლა მე მაგ წიგნს ხელიდან გავუშვებდი? აღმოჩნდა, რომ წიგნს მაშინვე ვერ ვიყიდდი და მეორე დღისთვის შევანახინე: დილით ადრე გამოგივლით და წავიღებ მეთქი, ვუთხარი სათნო ქალბატონს და იმანაც, ადრე მოდი ხვალ, 9-დან აქ ვარო.
დღეს დილით ზუსტად 9-ზე დავადექი თავზე და წიგნი წამოვიღე.
მინდა ერთი ლექსი ამ კრებულიდან თქვენ მოგიძღვნათ, ჩემს უსაყვარლეს კარველებს:
მონადირე და არწივი
მწადიან, შუაუბნელო, ლექსები დაგიბარაო:
ჭაუხ ქორები დაგკივის, ჯიხვების მწყემსო ქალაო;
ახლოს გყავ მენადირეი, ხელი არ შაუშალაო!
ქარაფზე წადგა ხარლაღი, რა კოხტად გაიზარდაო,
წამაიგძელა კისერი, რქებ ზურგზე გადიყარაო,
ქვიშაში რქათა ნაგრილი მშვილდივით მაიხარაო.
დაბლიდან მენადირემა ლიშანზე აიყვანაო,
თოფ გატყვრა, ტყვიამ იწივლა, ჯიხვო, წაგართვა ძალაო,
მაღლა წვერებზე გაზდილო, დაბლა გაჩვენა ჭალაო.
შიბშიგით გამაიშალა, კვნესის შურთხების ფარაო,
ფრთა შეკრა მხარკვერიანმა, რო ელდა დაეტანაო,
შურთხს დაჰკრა, ჭალას ჩაგზავნა, ქვასავით ჩაეფარაო.
ამას შახენა ვაშკაცმა, შაუქა მკლავის ჯანაო,
უთხრა: "მე და შენ, არწივო, ღმერთმ ეგრე შემაგვთვალაო,
მოდი, წაიღი ნაწილი, მე მეტს არ წავიტანაო".
შააზრიალა კლდეები, მოყმის სიმღერის ხმამაო.
ამ ორში ერთი ალღოი ვერც ერთმ ვერ მაიშალაო,
ორივე საქებარია, ქებას მეც იმით ვთვალაო"

ნინი_85
”ლექსო არ დაიკარგები” . . .
ეს წიგნი ჩემი ბავშვობისდროინდელი სისუტეა . . .
მახსოვს სკოლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა ხოლმე. . ჩემს ხელში კი პირად ბიბლიოთეკაში დაიდო მყარად ბინა
მკაცრი აღრიცხვა იყო მაშინ წიგნების და მიტანაც მიხდებოდა ხოლმე უკან:(
ბოლოს კი. . . როგორც იქნა მოვაბეზრე თავი ეტყობა და. . .
”ბოლო ზარზე” მაჩუქეს . . .
ამ წიგნით ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს სტუდენტობა მომილოცა სკოლის დირექციამ. . .
* * *
ტიალი მწარე ცხოვრების რკინაც კი დამიკვნეტია,
ე სიყვარულის ბორკილი რატომ ვერ გამიცვეთია?
კაცს სამარეში ჩაჰყვება ზრდას დაყოლილი ბედია,
სიყვარულმ მომადრეკინა მოუდრეკავი ქედია.
* * *
მშვილდით ნასროლნი ისარნი
წავლენ, ვით ქარნი ზენანი,
წამხდარსა საქმეს არ არგებს ბოლოჟამს
თითზე კბენანი.
ეს კი პირველი ლექსია რაც მაგ წიგნიდან ვისწავლე. . .
ძნელად წარმოსათქმელი სიტყვები მიზიდავდა ბავშვობაში და. . .
მენადირის მარცხი
თოლს დასთოვს ზენბაცალიგოს, ქვენბაცალიგოს შრებასა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა.
თავსა ზის შავი ყორანი, გველი ლიბუჩი ძვრებისა.
კურდელაიშვილ კვირიკა გულსუწადინოდ კვდებისა.
ლურჯაი კვირიკაისა სამბურჩი აღარ დგებისა.
ცოლ ლამაზ კვირიკაისა ფარაგთით იხოშებისა.
დედაი კვირიკაისა ცვილის სანთლებურ დნებისა. . .
ჯიხვთა ნუ მისდევ კვირიკა კურდღელაშვილო კლდისათა!
თორ ჩაგიტყუებს ჯიხვები, ფხას ჩაგაგლეჯენ კლდისასა.
გაგიმაღლებენ ეშმაკსა, ნაქარს დაგცემენ მთისასა.
თოფსა ტანიას ნუ სწირავ, მხოცელს ბევრაის მტრისასა.
ჯერ მტერთა გაუხარდების, მერმე ჯიხვთ ფადუხკლდისასა
გაიგებს მითხოელები, ბეგარს დაგვყრიან ცხვრისასა.
”ლექსო არ დაიკარგები” . . .
ეს წიგნი ჩემი ბავშვობისდროინდელი სისუტეა . . .
მახსოვს სკოლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა ხოლმე. . ჩემს ხელში კი პირად ბიბლიოთეკაში დაიდო მყარად ბინა

ბოლოს კი. . . როგორც იქნა მოვაბეზრე თავი ეტყობა და. . .
”ბოლო ზარზე” მაჩუქეს . . .

* * *
ტიალი მწარე ცხოვრების რკინაც კი დამიკვნეტია,
ე სიყვარულის ბორკილი რატომ ვერ გამიცვეთია?
კაცს სამარეში ჩაჰყვება ზრდას დაყოლილი ბედია,
სიყვარულმ მომადრეკინა მოუდრეკავი ქედია.
* * *
მშვილდით ნასროლნი ისარნი
წავლენ, ვით ქარნი ზენანი,
წამხდარსა საქმეს არ არგებს ბოლოჟამს
თითზე კბენანი.
ეს კი პირველი ლექსია რაც მაგ წიგნიდან ვისწავლე. . .
ძნელად წარმოსათქმელი სიტყვები მიზიდავდა ბავშვობაში და. . .
მენადირის მარცხი
თოლს დასთოვს ზენბაცალიგოს, ქვენბაცალიგოს შრებასა,
თინიბექაურთ ციხესა კუთხი მარჯვენა სქდებისა.
თავსა ზის შავი ყორანი, გველი ლიბუჩი ძვრებისა.
კურდელაიშვილ კვირიკა გულსუწადინოდ კვდებისა.
ლურჯაი კვირიკაისა სამბურჩი აღარ დგებისა.
ცოლ ლამაზ კვირიკაისა ფარაგთით იხოშებისა.
დედაი კვირიკაისა ცვილის სანთლებურ დნებისა. . .
ჯიხვთა ნუ მისდევ კვირიკა კურდღელაშვილო კლდისათა!
თორ ჩაგიტყუებს ჯიხვები, ფხას ჩაგაგლეჯენ კლდისასა.
გაგიმაღლებენ ეშმაკსა, ნაქარს დაგცემენ მთისასა.
თოფსა ტანიას ნუ სწირავ, მხოცელს ბევრაის მტრისასა.
ჯერ მტერთა გაუხარდების, მერმე ჯიხვთ ფადუხკლდისასა
გაიგებს მითხოელები, ბეგარს დაგვყრიან ცხვრისასა.
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ყოველ დღე ვუსმენ ვუყურებ და მაინც არ მბეზრდება . . .
http://www.link.ge/file/87101/guram-sag ... r.wmv.html
http://www.link.ge/file/87101/guram-sag ... r.wmv.html
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მყვირალობა
ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.
― რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...
ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.
თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.
დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!
გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!
სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ, როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!
გიორგი ლეონიძე

tama სადაა? 