აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by navigator » 07 ივლ 2008, 11:24

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, რატომ იღებ ყველა გამოთქმას პირადად შენ თავზე? განა აქ ყველას არ გვაქვს საუბრის და რაიმე საკითხის გარჩევის უფლება?
მოდი ასე ვთქვათ - მარშუტი იყო რთული? როგორც ჩანს იყო.
იყო სახიფათო მომენტები? მგონი იყო.
და ნუ ვიზამთ ისე რომ სხვა წამკითხველს ეგონოს რომ სულ ფრენა-ფრენით და ხტუნვა ხტუნვით იქნა გავლილი გზა. იმიტომ რომ შემდეგი მოლაშქრეები უფრო მეტად უნდა მოემზადონ და უფრო მეტად დაფიქრდნენ ყველა დეტალზე. განა ეს განყოფილება იმისთვის არაა რომ ვინც მომავალში აპირებს ლაშქრობას წინასწარ მოემზადოს და მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მიიღოს.
ვიცი ბევრი ახალგაზრდა ძალიან მოწადინებულია რთულ ლაშქრობებზე წასავლელად და მშობლებს უმალავენ მარშუტის სირთულეს ან სულაც არ ეუბნებიან სად მიდიან. მე რომ მკითხო, პირიქით, მაქსიმალურად უნდა იხილებოდეს ყველა ნიაუნსი, ყველა სირთულე, ყველა შეცდომა ან შესაძლო შეცდომა.
აბა სხვა რა ფუნქცია აქვს ამ განყოფილებას არ მესმის? მარტო სურათების დადება?
არ მეთანხმები?
აცხა ღორებო Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Naia » 07 ივლ 2008, 13:13

navigator
გოგას მოსვლამდე, თუ შეიძლება მე გიპასუხებ:

გზა მწვან და ლურჯ ტბამდე შედარებით ადვილია. თუმცა 8 წლამდე ასაკამდე ბავშვებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხალხის წაყვანა (როგორც გამოცდილებამ გვიჩვენა) რეკომენდებული არააა.

აუცილებლად თან იქონიეთ საწვიმრები და თბილი ტანსაცმელი. წასვლის წინ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მთაში ამინდი წუთების მიხედვით იცვლება და ყოველთვის არის წვიმისა და სეტყვის შანსი.

თეთრ ტბაზე ასვლა საკმაოდ რთულია. აღმართებია, გზა იშლება და ბილიკი ფაქტიურად არ ჩანს. ჩვენს შემთხვევაში ბილიკი თოვლით იყო დაფარული და ამიტომ ქედ-ქედ მოგვიხდა სიარული.

ჩემი ვარაუდით, თოვლი კიდევ 2-3 კვირა მაინც დარჩება ბილიკებზე.

კიდევ, აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის წაღება. ღრუბლიან ამინდშიც კი იწვება იქ ადამიანი.

მგონი ყველა გასათვალისწინებელი რჩევა დავწერე.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by navigator » 07 ივლ 2008, 14:11

Naia
გაიხარე რომ სწორედ გაიგე ჩემი ნათქვამი :)
აცხა ღორებო Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by legenda » 07 ივლ 2008, 15:14

ბრავო თქვენს შემართებას!
ბრავო თქვენს გამძლეობას!
ბრავო!

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 ივლ 2008, 16:21

navigator
გეთანხმები, ბოლო წერილში სრულიად მართალი ხარ.

მსჯელობა და შეცდომებზე საუბარი სხვაა, გადაჭარბებული შეფასება კი - სხვა.
უბრალოდ, ვთვლი, რომ პოპინსთან დაკავშირებით შეცდომა არ დაგვიშვია. ის უმეთვალყურეოდ არ დაგვიტოვებია. მას თან 2 კაცი ახლდა, ჩვენ კი 1 ქედის გამოტოვებით ველოდით.
შეფასება, რომ შეცდომას ჰქონდა ადგილი, სწორედ ეს არ მომწონს

მე რომ მანამდე აბუდელაურებზე ნამყოფი ვყოფილიყავი, პოპინსიკოს შვილის თეთრი ტბა-ჭაუხებზე წამოყვანას არ ვურჩევდი.
თოვლისა და დაბალი ტემპერატურის, აგრეთვე, სეტყვა-წვიმის გამო, პატარას ძნ გაუჭირდა. დაიღალა და შესცივდა.
მწვანე და ლურჯ ტბებამდე წასვლა-წამოსვლა კი ბავშვს არ გაუჭირდებოდა. დედამისმა გეგა საკმაოდ ბევრ ლაშქრობაში წარმატებით დასცადა.
ზედაზნის ურთულესი ლაშქრობა ამის მაგალითია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Eh_Dato » 08 ივლ 2008, 15:55

ერთი კვირის შემდეგ რამდენიმე კაცს მოგვიწია ასვლა ტბებზე.
უკვე მრავალ ნათქვამს დავამატებ რამდენიმე შენიშვნას.
1. ასასვლელად აუცილებელია მაღალყელიანი ფეხსაცმელი, რადგან თეთრ ტბაზე მისასვლელად ნაშალზე გავლა მოგიწევთ და დიდია ალბათობა ქვებზე ხტუნაობისას ფეხი გადაგიბრუნდეთ.
2. თეთრ ტბაზე ასასვლელად დაგვჭირდა დაუძაბავი 4 საათი სიარული. მწვანე და ლურჯი ტბებზე ალბათ 3 საათიც ეყოფა.
3.როშკაში ავა ქალაქის ტიპის ჯიპიც, თუ ცხადია კორშა-როშის გზაზე არ დაგენანება და არ შეგეცოდება. :wink:

და ორიოდე ფოტო სხვა ამინდსა გადაღებული.

Image
Last edited by Eh_Dato on 08 ივლ 2008, 16:54, edited 2 times in total.


User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Naia » 08 ივლ 2008, 16:02

Eh_Dato
როგორც ჩანს, ამინდში გაგიმართლათ :)
3.როშკაში ავა ქალაქის ტიპის ჯიპიც, თუ ცხადია როშკა-კორშოს გზაზე არ დაგენანება და არ შეგეცოდება.
დასტურ:) მე პაჯერო იო-თი ავედი და ნამდვილად არ გამჭირვებია.

პს. კორშა როშკის გზაზე დიდი ლოდი ხომ არ აუფეთქებიათ თუ ისევ იქ არის?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by qvevri » 08 ივლ 2008, 16:03

Eh_Dato
სეტყვამ ხომ არ შეგახსენათ თავი :?:

User avatar
Eh_Dato
ბოდიალა
Posts: 239
Joined: 11 იან 2006, 14:53
Location: თბილისი
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Eh_Dato » 08 ივლ 2008, 17:14

ლოდი ისევ იქაა. ეტყობა მაგ ადგილას პატარა ქვათაცვენაცაა, იმიტომ რომ უკანა გზაზე სხვა ქვები დაგვხვდა და გადავაგორეთ.
ნაია - კიდევ ერთხელ კომპლიმენტები ამ გზის გავლის გამო.
კაცისთვისაც რთულია. ქალისთვის მითუმეტეს.
რაც შეეხება ამინდს.
ქალაქიდან როცა გავდივარ, ყოველთვის ვნახულობ accuweather.com-ს.
დიდი ალბათობით ამართლებს.
თუმცა ლოკალური ამინდის ცავლობადობისგან მთაში არავინაა დაზღვეული.
ტბებიდან რომ ვეშვებოდით, ჩვენც დაგვაწვიმა და წვრილი, ძალზე წვრილი სეტყვაც დაგვაყარა.
თუმცა მერე, მანქანით როშკას რომ გავცდით, საერთოდ მშრალი იყო.
მთაში რომ ნორმალური საწვიმარიც უნდა გქონდეს და მშრალი ტანსაცმელიც, გამოცდილებს ალბათ არც უნდა სჭირდებოდეთ შეხსენება.
გამოუცდელები ჩვენთანაც იყვნენ და ბუნებრივია გასვლამდე გავაფრთხილეთ.
ასე რომ ამინდს დიდად არ შევუწუხებივართ.
მითუმეტეს - სოფელში ჩასულებს წიკლაურების ოჯახი გაგვიმასპინძლდა ცხელი ჩაით და წინაღამეს საცუდამინდოდ მოტოვებული ალკოჰოლები არ დაგვჭირვებია. :wink:
p.s.წიკლაურების ოჯახმა გამოგვატანა ვიღაცის დარჩენილი ლურჯი ფანარი. პირად შეტყობინებაში შემეხმიანეთ და გადმოგცემთ.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by tiko_r » 09 ივლ 2008, 23:09

Int3lig3nt wrote:მომწონს ეს სურათები :)

Image


უგზოუკვლოდ დაიკარგა ღია მწვანე კაპადოკიური თავსაბურავი




Eh_Dato

კარგი ფოტოებია.. ჩვენ ვერ მოვასწარით კარგ ამინდში წყნარად ფოტოების გადაღება ....არადა... მზეში ტბა რა ლურჯია

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Mta Mkvarebia » 09 ივლ 2008, 23:39

Eh_Dato
მაგ ფანარი ილიამ დაკარგა :)
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by zika » 10 ივლ 2008, 09:04

აუ რა გაუხარდება ილიას :lol: :lol: :lol:

ცხრა კაცს გვაძებნინა და მთელიგზა მაგაზე ლაპარაკობდა როგორ დაკარგა საყვარელი ფანარი :lol: :lol: :lol:
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by ilia » 10 ივლ 2008, 13:14

ვაშაააა :!: :idea: ჩემი ფარანიიი
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by zika » 10 ივლ 2008, 16:53

არ ეწრა მაგ ფანარს დაკარგვა :lol:
мир идет навстречу Вам во Всем.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]