წმინდა ბარბარეს ცხოვრების ციკლი გრძელდება სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში, აქ მოცემულია წმინდა ბარბარეს თავის კვეთის სცენა და მისი დასაფლავება.
სურათის მარცხენა მხარესაა გამოსახული დახრილი ბარბარა და მის უკან კი მამამისი დიოსკორე მახვილით ხელში, ხოლო მარჯვენა მხარეს გამოსახულია წმინდა ბარბარას დაკრძალვის სცენა. მამაკაცის ფიგურა, რომელიც წმინდა ბარბარეს ნეშტს სამარხში დებს არის ვალენტიანე, საფლავის ბოლოში კი სასულიერო პირის გამოსახულებაა.
ამავე კედლის აღმოსავლეთ ნაწილში მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. შემორჩენილია ამ ასომთავრული წარწერის ფრაგმენტი:
სამხრეთი კედლის მოხატულობის შემორჩენილი მცირედი ფრაგმენტებიდან, რაიმე სცენის ან წმინდანის ფიგურის ამოცნობა ვერ მოვახერხე.... აქაც შემორჩენილია ქვედა ზოლში ეს ასომთავრული წარწერა:
ეკლესიის გარეთ, სამხრეთით ეყარა ტაძრის კედლებიდან ჩამოყრილი ბათქაში ზედ არსებული ფერწერული ფენით. რაც შესაძლებელი იყო მე და ალექსამ ვნახეთ და ეკლესიაში, კანკელზე დავალაგეთ..... აი გარეთ ნაპოვნი ფერწერული გამოსხულების ერთ-ერთI ფრაგმენტი. ადამიანის თავის ნაწილია გამოსახული, თვალი, წარბი და ცხვირის მოხაზულობა:
