





Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
ამ ლაშქარს რაც შეეხება, პატარა კომენტარს გავაკეთებ. ჩვენც შემოგვხვდნენ ეგენი, თავიდან ჩვენც ასე გვეგონა, რომ საომრად ემზადებოდნენ, მაგრამ მერე კარგად რომ დავაკვირდით, ვნახეთ, სულს ღაფავდნენ, მერე მეორე ადამიანმა, ვისი ფანიც აგრეთვე გახლავართ და ვინც 2 დღის განმავლობაში დაუნდობლად მატყუებდა ყველაფერს, სრული სერიოზულობით მითხრა, "საწყლები, ხედავ იღუპებიან, მიდი წყალი დაასხიო". თავიდან დავიჯერე და კინაღამ მართლა დავაპირე სასმელად წამოღებული ერთადერთი ბოთლიდან წყლის დასხმა, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, "რომ დავასხა, ისიც ხომ მალევე დაშრებათქო" და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ისევ წამოვეგე ანკესზე