აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 19:31

ზიკა

Image

ქვევრიოოოოოო

Image




აქ გავიგე რომ ლურჯი ტბა და მწვანე ტბა გამოგვივლია ანუ სადღაც უკანაააო..ჰოდა :roll:
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 19:36

Image

ვიღაცამ თქვა თეთრი ტბა არ ჩანს ზედ თოვლიაო და ნუღა ახვალთო..ჰოდა რამოდენიმე ასეული მეტრიღა დაგვაკლდა.. :roll: ჰოდა დავისვენეთ..ანუ დავჯექით დავეხეთქეთ მიწას.. :roll: ცოტა ხნით..
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 19:52

Image
დავიწყეთ დაშვება :roll:
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 20:13

წყლის სმა ასთეც და

Image






ასთეც
Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 20:14

Image

უკვე ფეხები აღარ ემორჩილება.. :(
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 20:20

Image
ჯერ ამის თავი აქვს :)
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 20:24

ვთქვი ხევს ჩავყვეთ მეთქი..არ დამიჯერეს..ჰოდა ისევ ...დეკა,ქვები,ნაზვავარი..

მერე სეტყვამ დასცხო..

Image
lenchiamal

User avatar
popins
იეტი
Posts: 4592
Joined: 21 დეკ 2006, 10:10
Location: saburtalo,burtit unda viburtao
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by popins » 04 ივლ 2008, 20:46

ჩამკეტი პაატასთან დარჩა..პაატა იცვლიდა ..მე და გეგამ გზა გავაგრძელეთ და ..

კოკისპირულს ისე ჩაელბო ნაზვავარის კიდე რომ თეძოებამდე ჩავვარდი..გეგა მუხლებამდე..ირგვლივ მიმოვიხედე და არავინ იყო ხელი რომ გამოეწვდინა.. :roll:(აქ გამახსნდა კახას ნაამბობი მგელზე კიდევ კარგი რომ თავზე არ წამოგვადგა,ან კიდევ უფრო ღრმად არ ჩავვარდით..ნეტავ გვიპოვიდა ვინმე?)
ტირილი მინდოდა.. :roll: როგორღაც ამოვედი..უკვე სულ სველი ვიყავი..გეგას შარვალი დაუსველდა და სიმძიმისგან ძვრებოდა..

ჯაბა წამოგვეწია

Image

როცა მორიგი სერპანტინები გადავიარე და ლურჯ თუ მწვანე ტბას თვალი მოვკარი..უკვე მთელი მსოფლიო დალანძღული მყავდა..მხოლოდ იმიტომ რომ მე ვიყავი ცუდი,მე ვიყავი იმათ იმედად ვისი იმედიც არ უნდა გქონდეს..(იქ კი თურმე კახა დალანდეს და მასთან შეხვედრის წყურვილი კლავდათ)
ჰოდა აბუდელაურის ტბას თვალი მოვკარი წამით...
Image


ასეთი იყო გეგა..
Image

ჰოდა მერე დაიწყო კოშმარი..გეგა ვეღარ მოდიოდა..და როგორც იქნა სარვალი გამოვუცვალე..ჩემი წითელი ბრიჯებიც სადღაც ვისროლე (მამძიმებდა მეც სველი) ჰოდა ჯაბა რომ არა ვერც კი წარმომიდგენია ვინ შეძლებდა იმდენს..26 კილოგრამიანი ბავშვი ზურგზე შეისვა..და ბილიკის ძებნა დაიწყო..მივდიოდი და ჯაბას კედებზე ვფიქრობდი..ღმერთო არ მოსრიალდეს მეთქი..(სამჯერ მოსრიალებულა..)მაგრამ გეგას ფეხი მიწისთვის არ შეუხია..დედას დაველოდოთო წუწუნებდა თურმე..მერე ვგრძნობდი რომ ეს უმოძრაოდ მყოფი ბავშვი ჩემს მხრებზე იყინებოდა და მხრებს ვათამაშებდიო..სულ გალურჯებული ჩაუყვანია როშკაში..

მერე უკვე მეწყერი რომ გადავიარეთ.. და თბილი ჯიპიდან,სიმღერებით გაჟღენთილ ხალხს შევუუერთდით..კახას გოგონას შევავლე თვალი.ყოჩაღად იყო ,მხნედ, დაღლა არ ეტყობოდა :roll: მან ხომ გაკვალულზე იარა..გავიფიქრე და წავთვლიმე..
lenchiamal

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by ლეონტი » 04 ივლ 2008, 23:15

popins wrote:ჩამკეტი პაატასთან დარჩა..პაატა იცვლიდა ..მე და გეგამ გზა გავაგრძელეთ და ..

კოკისპირულს ისე ჩაელბო ნაზვავარის კიდე რომ თეძოებამდე ჩავვარდი..გეგა მუხლებამდე..ირგვლივ მიმოვიხედე და არავინ იყო ხელი რომ გამოეწვდინა.. :roll:(აქ გამახსნდა კახას ნაამბობი მგელზე კიდევ კარგი რომ თავზე არ წამოგვადგა,ან კიდევ უფრო ღრმად არ ჩავვარდით..ნეტავ გვიპოვიდა ვინმე?)
ტირილი მინდოდა.. :roll: როგორღაც ამოვედი..უკვე სულ სველი ვიყავი..გეგას შარვალი დაუსველდა და სიმძიმისგან ძვრებოდა..

ჯაბა წამოგვეწია



როცა მორიგი სერპანტინები გადავიარე და ლურჯ თუ მწვანე ტბას თვალი მოვკარი..უკვე მთელი მსოფლიო დალანძღული მყავდა..მხოლოდ იმიტომ რომ მე ვიყავი ცუდი,მე ვიყავი იმათ იმედად ვისი იმედიც არ უნდა გქონდეს..(იქ კი თურმე კახა დალანდეს და მასთან შეხვედრის წყურვილი კლავდათ)
ჰოდა აბუდელაურის ტბას თვალი მოვკარი წამით...


ჰოდა მერე დაიწყო კოშმარი..გეგა ვეღარ მოდიოდა..და როგორც იქნა სარვალი გამოვუცვალე..ჩემი წითელი ბრიჯებიც სადღაც ვისროლე (მამძიმებდა მეც სველი) ჰოდა ჯაბა რომ არა ვერც კი წარმომიდგენია ვინ შეძლებდა იმდენს..26 კილოგრამიანი ბავშვი ზურგზე შეისვა..და ბილიკის ძებნა დაიწყო..მივდიოდი და ჯაბას კედებზე ვფიქრობდი..ღმერთო არ მოსრიალდეს მეთქი..(სამჯერ მოსრიალებულა..)მაგრამ გეგას ფეხი მიწისთვის არ შეუხია..დედას დაველოდოთო წუწუნებდა თურმე..მერე ვგრძნობდი რომ ეს უმოძრაოდ მყოფი ბავშვი ჩემს მხრებზე იყინებოდა და მხრებს ვათამაშებდიო..სულ გალურჯებული ჩაუყვანია როშკაში..

მერე უკვე მეწყერი რომ გადავიარეთ.. და თბილი ჯიპიდან,სიმღერებით გაჟღენთილ ხალხს შევუუერთდით..კახას გოგონას შევავლე თვალი.ყოჩაღად იყო ,მხნედ, დაღლა არ ეტყობოდა :roll: მან ხომ გაკვალულზე იარა..გავიფიქრე და წავთვლიმე..
ჰოო, აი აქ ვიტყოდი რომ მძიმე შეცდომებია დაშვებული.
მეც იგივე შეცდომები დავუშვი შარშან როცა 2 ბავშვი მოუმზადებლად ავიყვანე.
საწვიმარიც კი არ გვქონდა სეტყვაში.
და ეს შეცდომები ავღწერე.
ყველაზე ცუდი ის არის რომ გასაჭირის დროს არავითარი ორგანიზებულობა არ ჩანს.
ყველა თავის თავს შველის და სითბოსკენ გარბის თავქუდმოგლეჯილი.
როცა მობილური არ იჭერს და რაციები არაა.
რთულ მარშრუტზე ესე ქეიფით და სიცილ კისკისით სიარული ხშირად ცუდად მთავრდება.
რუსებს დავცინით ხოლმე, მაგრამ ესე არაორგანიზებულად მსგავს მარშრუტზე არავინ წავა.
პოპინსის აღწერილი საფრთხე მართლაც რეალური იყო და იოლად გამოძვრენ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ივლ 2008, 06:59

ვფიქრობ, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი:
ნათელს მოვფენ ვითარებას: თოვლის გამო, ბილიკები სა1ოდ არ ჩანდა. 16 კაციდან იქ ნამყოფი მხოლოდ 1 ადამიანი იყო და ბილიკები სად გადიოდა, იმასაც დაზუსტებით აღარ ახსოვდა.
ამიტომ, ტბების მოსანახად თოხარიკივით სულ წინ
გავრბოდი (ჯგუფს, თითქმის, მუდამ ვხედავდი). მინდოდა, ჩემს უკან მყოფ 15 ადამიანს გაკვალულზეც ევლოთ
და ტბამდე მისასვლელი უმოკლესი გზაც მეჩვენებინა.
ასე იყო, როდესაც თეთრი ტბა თოვლში აღმოვაჩინე და ასე იყო, როდესაც ზევიდან 1ლმა დავინახე
ლურჯი ტბა (თუმცა, თავიდან მწვანე ტბა მეგონა).
შორიდანვე ლურჯ ტბაზე ხალხი შევნიშნე. მერე გავარკვიე, რომ თურმე, კახა ყოფილა ახლობლებითურთ.
ნელ-ნელა გორაკზე ყველა ვგროვდებოდით და მიუხედავად იმისა, რომ მწარედ სეტყვავდა,
მათ ვთხოვდი, ტბაზე პოპინსის, მისი შვილის, ჯაბასა და პაატას მოსვლამდე
არავინ ჩასულიყო. როდესაც პოპინსთან 2 ვაჟკაცი - ჯაბა და პაატა გვეგულებოდა,
რისი შიში უნდა გვქონოდა? 4ეულს უკანა გზაზე კვლავაც ისეთივე მორჩილად ველოდით, როგორც წინა გზაზე არა1ხელ
(ყოველ შემთხვევაში, სადაც მე ვარ, იქ ბოლო ადამიანის გამოჩენას მუდამ ველოდებით). პოპინსიკო გეგათი, ჯაბა, პაატა
მხოლოდ ერთი გორაკის მიღმა იყვნენ. რადგან 4ეული არ ჩანდა, ვფიქრობდით, რომ ბავშვის
გამო შეისვენეს და სეტყვისგან იცავდნენ. თურმე, პაატა გამოსაცვლელად თუ რაღაც ამდაგვარისთვის გაჩერებულა, პოპინსს შვილით კი
გზა ჩვენსკენ გამოუგრძელებია. ქედიდან რომ გადავიხედე, 4ვე უკვე 1ად მოდიოდა. პიპინსიკოს თოვლში
ფეხი ჩავარდნია (მგონი, იმ დღეს ამას ვერავინ გადაურჩა) და ვიდრე მასთან ჩამკეტი მისულა,
თავადვე უშველია საკუთარი თავისთვის. კაცმა რომ თქვას, იმ მიდამოებში თოვლის საფარი სისქის გამო, საშიში არც იყო.
იგივე გზა ჩვენც გამოვიარეთ.

პოპინსიკოსადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად (ვგიჟდები მასზე),
ამ საკითხში არც მისს, არც სხვის შენიშვნას მივიღებ.
ლაშქრობაში ყოველთვის ყველას ველოდებოდი, შუა გზაზე არავინ მიმიტოვებია, მით უფრო, დედა-შვილი
და მომავალშიც ასე იქნება.
მესმის, რომ ნებისმიერი ადამიანი, როდესაც იღლება და სველდება, ადვილად ღიზიანდება. ამიტომაც, ამ ამბავს აღარ გამოვკიდებივარ.
და სა1ოდაც, უმშვენიერესი ლაშქრობა იყო. გავა დრო და პოპინსიკოც და სხვა დანარჩენებიც, სეტყვას, თოვლს,
დაღლილობას, სისველეს, გორაკ-გორაკ სიარულს სიამოვნებით გავიხსნებთ ხოლმე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 05 ივლ 2008, 07:02

იმასაც ვხედავ, რომ ჩვენს popinsიკოს ცოტა სევდიანი ფოტოებიც გამოსვლია...
ყველაფერი კგდ იქნება...
მაინც კგ იყო პოპინს, ჰო ჭაუხები?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by navigator » 05 ივლ 2008, 12:07

popins
15 კაცისთვის თვალყურის დევნება ასეთ რთულ მარშუტზე არც თუ ისე ადვილი საქმეა, ამ დროს უბრალოდ ყველა უნდა იყოს ერთისათვის და ერთი ყველასათვის განურჩევლად ორგანიზატორია, ჩამკეტია თუ ვინაა. ამ დროს პირიქით ხდება ხოლმე ერთის იმედით დანარჩენები ნაკლებ პასუხისმგებლობას იჩენენ. კარგია რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, გამოცდილება მოემატა ყველას. ისე კი გეგას ასეთი საინტერესო და ექსტრიმით აღსავსე ლაშქრობა ალბათ მთელი ცხოვრება ემახსოვრება, ექნება მოსაყოლი თავის ძმაკაცებში :)
აცხა ღორებო Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 07 ივლ 2008, 02:19

მოდით, ვინც იქ არ იყო და არ იცის, რა როგორ იყო, კომენტარებში უფრო მოზომილი იყოს...
იქ ვინც ვიყავით, ყველა 1მანეთზე პასუხისმგებელნი ვიყავით და არავის არაფერი შეშლია, გარდა იმისა, რომ
ზოგი1 იმ რთულ გეზზე დაიღალა.

და ვინც აბუდელაურებზე 1ხელ მაინც ყოფილა, იმან იცის, რომ იქ დაკარგვის შანსი სა1ოდ არ არის, მით უფრო, უკანა გზაზე.

მესმის პოპინსიკოსი, რომელსაც მცირეწლოვან შვილთან 1ედ ყოფნის გამო, განსაკუთრებული
ყურადღება სჭირდებოდა და იგივე ჯაბამ 6 წლის გეგა 4 კმ მხრებზე შემოსკუპებული ჩაარბენინა.
რომ არა ჯაბა, მოდერი ილია, ქვევრი მე და იქ მყოფი სხვა ჯანღონიანებიც იგივეს გავაკეთებდით.
ჩემი აზრით, უბრალო გაურკვევლობას აქვს საქმე და ამაზე გამახვილება საჭირო არაა. პოპინსიკომ თავისი
სათქმელი თქვა და პირადად მე, რაღაცაში ვეთანხმები, რაღაცაში, რა თქმა უნდა, არა.
ჩვენ კიდევ არა1ხელ წავალთ ლაშქრობებში და როგორც სხვა წინა გასვლებში (მაგ. ზედაზენი, გრემი-ზეგაანი, სიღნაღი),
შემდეგშიც ამ, ვთქვათ, მცირე გაუგებრობას, არ ექნება ადგილი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Naia » 07 ივლ 2008, 10:33

ხალხ, არ გინდათ ამაზე საუბარი. რაც მოხდა იმაში დამნაშავე ალბათ ყველანი ვართ პატარა ბავშვის ასეთ რთულ გზაზე წაყვანას რომ დავთანხმდით. მომავალში იმედია მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
აბუდელაუირ-ჭაუხები-მეწყერი-2008ის ივნისში

Post by Mta Mkvarebia » 07 ივლ 2008, 10:36

Naia
+1
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]