2008 წლის კარავული იდეები

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 24 ივნ 2008, 12:47

Archil wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ნაია გაიტისკება თუ ერთღიანი გააკეთეთ. ჰკითხე ნაიას, შარშან დილით როშკაში ვიყავით, აბუდელაურზე რომ წავედით და ჩამოსულებს ფანრებით დაგვხვდნენ გოგონა და მისი პლიუსები როშკის ხიდთან, იმდენი ხანი წაიღო ასვლა-ჩამოსვლამ. ასე რომ თუ დილაუთენია წახვალთ, სამივე ტბას მოივლით, მერე უკვე დაღამებული იქნება და საჭესთან მჯდომებს (მათ შორის დარწმუნებული ვარ ნაიასაც), რომლებიც ლაშქრობით უკვე დაღლილები იქნებიან, ღამით მოუწევთ ხევსურეთის გზებზე სიარული. მაგიტომაც შემეცოდა ნაია.

იდეაში შესაძლებელია ერთდღიანი, მარა გოგოებთან ერთად ძალიან მეეჭვება. სიარულით სწრაფად ვერ ივლიან და მაგიტომ. რავი აბა, ნახეთ და მოგვიყევით მერე. ღმერთმა ქნას და ხელი მოგიმართოთ

2 დღე კი ზედგამოჭრილია.

ანდა ღამით ჩადით და დილაუთენია თუ წახვალთ, მაშინ ყველაფერი კარგად აეწყობა. ეგრე აჯობებს მგონია, თუ მაინცდამაინც ერთი დღე სცალიათ გოგოებს.
მე 2დღიანი მინდა,მაგრამ თავად ნაიას და სხვების სურვილია 1დღიანი ლაშქრობა.
ეგებ მართლა ისე მოვახერხოთ, რომ შაბათს შუა დღით გავიდეთ. სოფელში დავბანაკდეთ და კვირას დილიდანვე შევუდგეთ გზას.
ვნახოთ
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 24 ივნ 2008, 14:56, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
2008 წლის კარავული იდეები

Post by Truli » 24 ივნ 2008, 14:44

რა იყო? სად ვჩქარობთ? რაღა დილის 3 საათზე? წყნარად საღამოთი რატომ ვერ გავალთ და დავბანაკდებით???
მი მალატ შვან

User avatar
bela
მაწანწალა
Posts: 553
Joined: 14 ივნ 2008, 20:27
2008 წლის კარავული იდეები

Post by bela » 24 ივნ 2008, 23:50

ჩემმა მეგობრებმა აბუდელაურის ტბაზე მტრედი ნახეს და ჩათვალეს, რომ ეს იახსარის სული იყო, რადგან იმ სიმაღლეზე მტერდის ნახვა შეუძლებელიაო... მერე ლექსიც დაწერა ამაზე ხვთისო მამისიმედიშვილმა, ფოლკლორისტმა. ჩემს სტუდენტობაში ძალიან პოპულარული იყო ეს ლექსი...
სხვა დროს მეც წამოვალ თქვენთან ერთად

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივნ 2008, 10:57

Trulala wrote:რა იყო? სად ვჩქარობთ? რაღა დილის 3 საათზე? წყნარად საღამოთი რატომ ვერ გავალთ და დავბანაკდებით???
აშკარად შაბათს შუა დღის შემდეგ გასვლა სჯობს. დილაადრიან კი აბუდელაურის ტბების გზებს გავუყვებოდით.

ამ ტბების გახსენენაზე, წელს ხანჩალისა და ჯანდარის ტბების ნახვაც მინდა, რომლებიც
საქართველოში სიდიდით მე5 და მე6 ადგილზე არიან.
ყველაზე დიდი ტბა კი ფარავნისაა.
ხანჩალის ტბა ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონშია, ჯანდარის ტბა კი ქვემო ქართლში, გარდაბნის რაიონშია და აზერბაიჯანს ესაზღვრება
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივნ 2008, 11:04

კარწახის ტბა ფარავნის შემდეგ მე2ა სიდიდით და ისიც საზღვარზეა, ოღონდ თურქეთის. ერთ რამედ ღირს აქ წასვლა. გზებს ახლა აღდგენენ იქ.
სხვანაირად ხოზაფინის ტბასაც ეძახიან, თურქული ტოპინიმია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
2008 წლის კარავული იდეები

Post by GOGONA » 25 ივნ 2008, 11:09

აბუდელაურის სამივე ტბა - ერთდღეში? :shock:
თვითმკველობაა :P

რა ძალა გადგიათ, საღამოს წადით და მეორე დილით გადით ტბებზე :)
Who is John Galt?

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივნ 2008, 11:14

GOGONA wrote:აბუდელაურის სამივე ტბა - ერთდღეში? :shock:
თვითმკველობაა :P

რა ძალა გადგიათ, საღამოს წადით და მეორე დილით გადით ტბებზე :)
აგაშენა ღმერთმა. ეგრე სჯობს.
შენ კარწახის ტბაზე ხომ არ ხარ ნამყოფი?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
2008 წლის კარავული იდეები

Post by caucasica » 25 ივნ 2008, 12:16

GAMARJOBA SAKARTVELO

goga shen karwaxis tbis naxvac xom ar ginda? :wink:
naxevari saqartveloshia naxevari turqetshi...
ulamazesi veluri buneba...
gadasagebad uamravi wylis frinveli..
aseve xuchucha varxvi...
tevzic kargad modis....

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივნ 2008, 12:58

caucasica wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

goga shen karwaxis tbis naxvac xom ar ginda? :wink:
naxevari saqartveloshia naxevari turqetshi...
ulamazesi veluri buneba...
gadasagebad uamravi wylis frinveli..
aseve xuchucha varxvi...
tevzic kargad modis....
სწორედაც კარწახის ტბაზე მაქვს ლაპარაკი.
პრინციპში, ნახევარი კი არა, საქართველოს ტბის 2/3 ეკუთვნის.
ასფალტიან გზებს აკეთებენ და წესით, ტურიზმს განავითარებს მანდ.
თუმცა, არ მინდა,
ველურ ბუნებას საფრთხე შეექმნას. ფლორა-ფაუნის დაცვა ტურიზმის განვითარების შემთხვევაშიც
შესაძლებელია და ამის უამრავი მაგალითიც გვაქვს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
2008 წლის კარავული იდეები

Post by caucasica » 25 ივნ 2008, 13:32

GAMARJOBA SAKARTVELO
sanam chemi posti daiposta manamde dagiweria ukve :lol:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 ივნ 2008, 13:41

caucasica
ნამყოფი ხარ? ან ვინმე ხომ არ იცი ისეთი, ვინც კარწახის ტბაზეა ნამყოფი?
დეტალების დაზუსტება მინდა.
ეგებ კგ ლაშქრობა გავაკეთოთ.
თან, როგორც ვიცი, "კარავი" იქით არ წასულა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
2008 წლის კარავული იდეები

Post by Truli » 25 ივნ 2008, 15:06

ეეე მგონი ფეხი....
მოკლედ
აჭარაში რაღაც მწვანე ტბაა, ბათუმიდან ხომ არ დაგველაშქრა მაჭახელა და მწვანე ტბაც?
მი მალატ შვან

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 ივლ 2008, 02:32

წელს უკვე ვნახე ნადარბაზევის, ჭილის, აბუდელაურების, საღამოს, სიონის (იმავე წყალსაცავის) ფარავნისა და ბაზალეთის ტბები.
რაღაც მეცოტავება.
ძნ მინდა, ივლისში სულ მცირე, 2 ტბა ვნახო.
რიწის ტბას ვნახავდი, მაგრამ, ეჰ, აბა, როდის?
იმედია, აფხაზეთს მალე დავიბრუნებთ.
უი, კუმისის ტბა აგერ არ არის?
თუმცა, როგორც მახსოვს, წყალი ჭუჭყიანია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
2008 წლის კარავული იდეები

Post by guruli » 02 ივლ 2008, 11:27

Trulala
აჭარაში რაღაც მწვანე ტბაა, ბათუმიდან ხომ არ დაგველაშქრა მაჭახელა და მწვანე ტბაც?
ტრული, ეგ მწვანე ტბა ზემო აჭარაშია - ბეშუმიდან 12 კილომეტრის დაშორებით. მანდ წასვლაზე მქონდა თემა გახსნილი - "განავარდება აჭარაში", მაგრამ დიდი სიშორის გამო დროსაც ბევრს მოითხოვს და ფინანსებსაც. ამიტომ ჯერაც იდეის დონეზე რჩება.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
2008 წლის კარავული იდეები

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 ივლ 2008, 10:06

მღვიმეების ნახვის განწყობაზე ვარ.
ერთ დღეში თავისუფლად შეიძლება ნავენახევის (თერჯოლის რაიონი), სათაფლიისა (ქუთაისთან ახლოს, მაგრამ წყალტუბოს რაიონია) და ყუმისთავის (წყალტუბოს რაიონი) მღვიმეების ნახვა.
კიდევ ერთი მღვიმეა ტყიბულის რაიონში, მაგრამ იქ ტრანსპორტი არ მიდის და ამიტომ ასვლა-ნახვა-წამოსვლით, სულ მცირე, 8 სთს საჭიროებს.
მკდ, სპეციალურად მღვიმეების მიმართულებას ვამუშავებ.
1დღიანი იქნება და ამ გასვლაში სხვა არაფერი იქნება.
ვუნმემ თბილისი-ქუთაისის მონაკვეთზე სტალქტიდებიანი სხვა მღვიმეების არსხებობა ხომ არ იცით?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]