საოცარი დღე იყო. . .
თქვენსკენ მომავალს ტაქსის მძღოლიც კი ხევსური შემხვდა , გიგაური
და იყო საამო საუბარი. . .
მზიურის კიბეებზე კი თვალმა თავს კიდა, მერე კი თვალმა თვალს. . .
მისვლა არ გამჭირვებია. . .
თითქოს ეოცა და აშხუილდნენ ქარში ვერხვები. . .
თითქოს ეოცა და. . .
ამოსუნთქვისას მივხვდი რომ ცარიელი ვიყავი. . . გამოფიტული. . .
ყოველ წუთს სათქმელად გამზადებული სიტყვები
”ყველა შენი სიყვარულით მეყვარება”-ო სადღაც გამქრალიყო.
სული არ მეკვროდა ძველებურად მისი დანახვისას. . .
გული გაღარული გამთელებულიყო. . .
(მისგან თავისუფალი ვარ) ასეთი ტრანსფორმაცია? ჩემი თავის გამკვირვებია.
სისხლი კი მხოლოდ თქვენი გაცნობის ფიქრის ჟამს დუღდებოდა, კედლებს აწყდებოდა
და გული სივდებოდა. . .
მერე კი ლამა სცენაზე მიკროფონებით
ჯნოსი, გურული, თეო. . .
არჩილი რომლის დანახვისას საოცარი სიმშვიდე დამეუფლა ისეთი სადღაც შორს თოვლიან მთებში როა ხოლმე ზვავის მოლოდინში. . .
ილია და მთა მყვარებია მაისურებისათვის ფულის დამტაცებელნი
არ მინდა ვინმე რო გამომრჩეს, არადა რამდენი ”ვართ”
ტვინის უჯრედები ჯერ კიდევ ვერ დავალაგე,
ერთი დღისთვის მეტისმეტი რეტისრეტიო?
შემდეგ?
გამარჯობა საქართველოს მიერ ნათქვამი საქართველოს სადღეგრძელო და
უკლებლივ ყველანი სკამებზე შემართულნი. . .
დაუვიწყარი ტანგო ლამას პარტნიორობით,
ტრადიციულად ”დამსეტყვე ცაო”-სთან ერთად. . .
აბა ფეხბურთიო და. . .გამსვლელები დროზე გავედითო. . .
მონადირის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, აბა რა იქნებოდა რა ბილეთები გაფუჭდა
ძალიან რბილი, თბილი და ტკბილი დამშვიდობება ერთურთისადმი მომავალი შეხვედრის იმედად. . .
ორთაჭალის ხეივანს ფეხით გაყოლა, ბევრის თქმა და უმეტესის არ თქმა,
მაინც ყველაფრის მიხვედრამ მონადირე. . .
უღრმესი მადლობა ასეთი დღისთვის თითოეულ თქვენგანს.