სამსარის ქედის შესახებ .......

კითხეთ გამოცდილ (და არც ისე გამოცდილ) ადამიანებს

Moderators: Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika, Kakha, Druides, Nika

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
სამსარის ქედის შესახებ .......

Post by Mrs. Robinson » 04 სექ 2006, 20:21

როგორც ბავშვებს უყვართ სურათებიანი წიგნების თვალიერება, ისე მე რუკით ვერთობი ხოლმე. მოკლედ სამსარის ქედს რომ დავხედავ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი, ინტერესით ვკვდები, ამდენი ტბები მთებში და არასოდეს არავისგან მსმენია მაქეთ მოგზაურობის შესახებ.
იქნებ თქვენ იცოდეთ რაიმე, ან ფოტოები ქონდეს ვინმეს????

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 718
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
სამსარის ქედის შესახებ .......

Post by masai11 » 26 ივნ 2008, 14:46

Mrs. Robinson wrote:როგორც ბავშვებს უყვართ სურათებიანი წიგნების თვალიერება, ისე მე რუკით ვერთობი ხოლმე. მოკლედ სამსარის ქედს რომ დავხედავ, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი, ინტერესით ვკვდები, ამდენი ტბები მთებში და არასოდეს არავისგან მსმენია მაქეთ მოგზაურობის შესახებ.
იქნებ თქვენ იცოდეთ რაიმე, ან ფოტოები ქონდეს ვინმეს????
გაირკვა რამე ამ სასარის ქედზე?
ძალინ დამაინტრიგებელი სახელი კი ქვიან :roll:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამსარის ქედის შესახებ .......

Post by ლეონტი » 26 ივნ 2008, 15:48

აბულ-სამსარის ქედი
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბულ-სამსარის ქედი, მერიდიანული ქედი სამხრეთ საქართველოში. ახალქალაქის პლატოს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდ. ქვციის, ხოლო სამხრეთით მდ. ფარავნის ხეობით. სიგრძე 40 კმ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დიციტის, ბაზალტისა და დოლერიტის ლავებით, ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. საკმაოდ მაღალი და ციცაბფერდობებიანი ქედის მობრტყელებულ თხემზე გამწკრივებულია ქვიან-კლდოვანი ვულკანური მთები: თავკვეთილი (2583 მ), შავნაბადა (2929 მ), სამსარი (3285 მ) ვრცელი, ლოდებით მოფენილი კალდერით. სამხრეთით აღმართულია აბულ-სამსარის ქედის და ჯავახეთის ზეგნის უმაღლესი მთა დიდი აბული (3301 მ) და კიდევ უფრო სამხრეთით - პატარა აბული (2800 მ). მთების ფერდობები და ძირი მოფენილია კარკალით - ე. წ. ქვის ზღვებით. აბულ-სამსარის ქედზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები: ცირკები, კარები და ტროგები. შემოსილია სუბალპური და ალური მდელოებით. სამსარის, დიდი აბულისა და ზოგი სხვა ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება დეკიანებიც.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამსარის ქედის შესახებ .......

Post by ლეონტი » 26 ივნ 2008, 15:54

ჯავახეთის ქედი, კეჩუთის ანუ სველი მთები, საქართველოში და სომხეთის რესპუბლიკაში მდებარე მთიანი ქედია. სიგრძე 50 კმ-მდე, სიმაღლე 3196 მ-მდე (ქ. ახჩალა). აგებულია უმთავრესად ტრაქიტური ლავებით. ჯავახეთის ქედი მდებარეობს დასავლეთიდან მქროლავი ნოტიო ჰაერის მასების გადაკვეთაზე, ამიტომ მის კალთებზე მოდის ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობა (აქედან მოდის სახელწოდებაც “სველი მთები”). ფერდობებზე ხარობს მთის სტეპური მცენარეულობა, სუბალპიური და ალპიური მცენარეები.



ჯავახეთის ქედი წარმოადგენს ვულკანურ ქედს სამხრეთ საქართველოს მთიანეთში (უმაღლესი მწვერვალი – ქ. დიდი აბული, 3301 მ) მდინარეთა კანიონისებური ხეობებით.

სამსარის ქედი – წყალგამყოფია მტკვარი-ფარავნის მარჯვენა შენაკადების აუზებისა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან და ხრამისა – ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. გაჭიმულია 75 კმ-ზე თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილიდან-შავიკლდე (2850 მ): 25 კმ-ზე აღმოსავლეთით (წყალგამყოფის ამ ნაწილში არის ტბა ტაბაწყური) და 50 კმ-ზე სამხრეთით, საღამოს ტბისკენ, მდინარე ფარავანზე. სამსარის წყალგამყოფის პლატო (3000 მ ზღვის დონიდან) ვულკანური წარმოშობისაა.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
სამსარის ქედის შესახებ .......

Post by ლეონტი » 26 ივნ 2008, 16:05

Image

Image

სამსარის ქედი ფარავნიდან, ფოტოები გვალვისაა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]