უკვე შებინდებული იყო, ჩვენებს რომ დავემშვიდობეთ და უკან დავბრუნდით, ისევ ტალახ-ტალახ, ჭაობ-ჭაობ, ჭყაპუნ-ჭყაპუნ, მივაბოტასებთ, მივაწინდებთ (მირანდას ილიას წინდები ეცვა მხოლოდ). მივედით მანქანებთან, გადავნაწილდით, (ამჯერად ნინუკალა ჩვენთან ჩაჯდა) და გავუდექით გზას. უკან ცხვარიჭამიის გავლით დავბრუნდით, სერპანტინებზე ისეთი ნისლი იდგა 3 მეტრში არაფერი ჩანდა, მაკენამ ძალიან იყოჩაღა, წინ მიდიოდა და გზას გვიკვალავდა. მაგრამ ნაიამაც მალე აუღო ალღო და მშვიდობით ჩამოვედით დაბლა. გზად ერთი ადამიანი დავიმგზავრეტ, აუცილელად უნდა მოხვედრილიყო იმ ღამით თბილისში და ჩვენც უარი ვერ ვუთხარით, შევვიწროვდით და მანქანაში ჩავისვით. ჰოდა, ისე მოიხიბლა ჩვენი ნინუკალათი, აავსო კომპლიმენტებით. მაგრამ გოგას ეტყობა სასიძოდ არ მოეწონა

და "მაგ გოგოს შეყვარებული ყავსო", მერე ყველა გოგოს გაუჩნდა უცებ "შეყვარებული"

. ასე მხიარულად დამთავრდა ეს დღე. ცუდი ამინდის მიუხედავად, ერთერთი სასიამოვნო და დამამახსოვრებელი გასვლა იყო. დიდი მადლობა ყველას

.