გუშინ საქართველოს გასაბჭოების 85 წლისთავი იყო და შეიძლება დღესაც რაღაც გადმომყვა განწყობაში... ამიტომ, თუ რამე ვერ ვთქვი - ისე, მორჩილად გთხოვთ - სერგო ორჯონიკიძეს დააბრალოთ...
ახალი ლოგოს შექმნის იდეა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად კარვის რამდენიმე წევრს მოგვივიდა და ამის შესახებ წინასწარ ვაცნობეთ ადმინს. გვამოძრავებდა მხოლოდ ორი რამ -
1. ზოგადად - სწრაფვა უკეთესობისკენ.
2.
სურვილი, გამოგვეხატა თანადგომა ადმინისთვის, რომლის ქება მე არასდროს დამეზარება.
მეორე პუნქტს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ კარვის ზოგიერთი წევრისთვის, ვეჭვობ, მთლად მკაფიო არ იყო ეს და გამომდინარე - მცდარი განწყობა შეექმნათ.
ახლა - ლოგოს შესახებ. მისი გაკეთება, მიუხედავად ერთი შეხედვით სიმარტივისა, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია - ამას ნებისმიერი დიზაინერი დაადასტურებს. იმ პუნქტებიდან, რაც ლოგოს მოეთხოვება, მე მაინც ორს გამოვყოფდი:
1.ფუნქციონალურობის და ორიგინალობას შეხამებას. ლოგომ არა მარტო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოს, არამედ თავიც დაგამახსოვროს რეკლამისა და ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში. მზა გრაფიკული მასალების და მზა შრიფტების გამოყენება ტრანსფორმაციის გარეშე - მოსარიდებელია.
2.ტექნოლოგიურობას. ლოგო ერთნაირად კარგად უნდა ჩანდეს ბანერზეც და სამკერდე ნიშანზეც, ერთნაირად უპრობლემოდ უნდა იბეჭდებოდეს ყველა სახის პოლიგრაფიული ტექნოლოგიით. ფერთა გრადაციები და წვრილი დეტალები - მოსარიდებელია.
ამას დავამატოთ ის კონკრეტული მოთხოვნები რაც ამ საიტის ლოგოს კეთებისას იყო გასათვალისწინებელი. უმთავრესი - ჩვენ ვართ ერთობლიობა, რომლებიც ამ საიტმა შეგვკრიბა (კიდევ და კიდევ - ხოტბა ადმინს!), ამდენად ლოგოში უნდა დომინირებდეს საიტის მისამართი, რომელიც უკვე იძულებულს გხდის შემოიზღუდო გრაფიკულად დატვირთვისას. ყველაფერი ეს ვუთხარი დიზაინერს, რომელიც პროფესიონალია, თუმცა მჯობის მჯობსაც რა დალევს ამ ქვეყანაზე. დამატებით - ვთხოვე შეექმნა მთისა და მთის ბილიკის განწყობა, რასაც იგი ტექსტური ნაწილის დამუშავებისას შეეცადა. მისმა მომზადებულმა ჩემი მოთხოვნით კიდევ განიცადა ცვლილება - ლოგო იყო შავ-წითელი და გახდა შავ-ფირუზისფერი - საიტის არსებული ფერების შესაბამისად. ამით ლოგომ ოდნავ დინამიურობა დაკარგა და გაჩნდა ისეთი უხერხული ელემენტი, როგორიცაა ფირუზისფერი მზე... კიდევ ერთხელ - გულწრფელი სიხარულით გამიხარდებოდა და გამიხარდება - თუ უკეთესიც შეიქმნება. მაგრამ როცა საერთო განწყობა ასეთია - დავტოვოთო ძველი - დავტოვოთ. მესმის - მას ისტორია გააჩნია და ამ ხნის განმავლობაში ახლობელიც გახდა. მესმის, მაგრამ - არ ვიზიარებ.

ამიტომ - გადავდოთ ეს საუბარი მომავლისთვის. იმედია, ამ თემაზე ეს იქნება ბოლო წერილი.
სხვამხრივ - დავშთები თქვენთა ფეხთა ქოშის მტვრად - როგორც იტყოდნენ ძველები
და დავრჩები საერთო გუნდის წევრად - როგორც იტყოდნენ ახლები...
და დარწმუნებული ვარ - კოტეტბელიც - ასევე.
მაინც რა გვიყვეს ამ კომუნისტებმა...
Eh-სერგო, Eh_სერგო... 