Kakha wrote:5 ნოემბერს, 2006 დაიდო კეში ლარგვისის მონასტრის ტერიტორიაზე.
კეში დაიდო ლარგვისის კომპლესში შემავალ კოშკში. ამ კოშკში ერთ-ერთი პატრა სათავსი შუა საუკუნეების
ჩეჩმა, სწორედ მანდაა დამალული კეში
კეში პლასტიკის გამჭვირვალე კონტეინერშია, სადაც ტრადიციული ფანქრისა და ბლოკნოტის გარდა მცირე სუვენირებია.
გისურვებთ წარმატებას კეშის მოძებნაში
ქსნის ხეობა გამორჩეულია სილამაზით...
ვახშმობის დროს ბ. კახამ გაგვანდო"საიდუმლო", რომ ციხის ერთ-ერთ ოთახში იყო კეში...3-4 ჭიქის შემდეგ შეპარვით "გამოვსტყუე" ჩემთვის სასურველი ინფორმაცია, კერძოდ კეშის ადგილმდებარეობა: ოთახის ქვედა კუთხეში..თუმცა ჩემდა სამწუხაროდ უამრავი ოთახი აღმოაჩნდა ციხეს...
დავიწყე ძებნა...
ბ. ნავიგატორიც შემომიერთდა...
ჭინჭრებმა ხომ დანდობა არ იციან და დამსუსხეს, ბ. კახას ბოლოს ალბათ შევეცოდე და მითხრა, რომ კეში კოშკში იყო დამალული, კოშკში რომელსაც არც კარი ქონდა და არც კიბე, მხოლოდ აბობღებით თუ შეძლებდა ვინმე შეღწევას...
ნავიგატორმა პირველმა სცადა
თუმცა უშედეგოდ...
მერე მე ვცადე, თუმცა...
ანდაზაა:მაწანწალა ტურამ აჯობა სახლში მჯდომ მგელსაო და გამახსენდა გზაზე პატარა კიბე შევნიშნე მდინარე ქსნის პირას და გავიქეცი კიბის მოსატანად. ბ. კახაც დამეხმარა და სულ რაღაც ხუთ წუთში კიბეს ადგილი მივუჩინეთ, წვიმისგან კიბეს საფეხურები საკმაოდ დალპობოდა, ამიტომ მძიმე წონას გაუძლებდა თუ არა სათუო იყო.
როგორ ყველაზე "მძიმე" წონიანს მე მომიწია პირველს ასვლა...
ულამაზესი სანახაობა გადაიშალა ჩვენს წინ...
ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა ვეძებეთ, კეშის ოთახიც აღმოვაჩინეთ...
და დავიწყე მიწის გასუფთავება ფოთლებისაგან და ქვებისაგან,სამალავში ხელი შევყავი, თუმცა ვერაფერი აღმოვაჩინე,ამიტომ მიწის გასუფთავებას შევუდექი თან ქვებს სამალავში ვისროდი, ქვის დაცემის ხმა არ მომეწონა და თავიდან დავიწყე სამალავის გასუფთავება, ხელით ვერა, მაგრამ ხის ჯოხით ნამდვილად ვგრძბობდი რომ კეში იქ იყო...დიდხანს ვეწვალეთ სათითაოდ, თუმცა ამაოდ...
ბ. კახამ სურათიც კი გადაუღო კეშს...
ჩემი ვარაუდით წვიმებმა ჩარეცხეს მიწა და კეშიც ღრმად შევარდა სათავსოში...
მომავალ კეშის მაძიებლებს ვურჩევ თან იქონიონ "მაშის" მაგვარი ხელსაწყო, ან უბრალოდ გრძელ ხელება ადამიანია საჭირო
P.S.
GOGONA აქ იცი რა გამახსენდა: ეხ რატომ არავარ მეფე გიორგი?!